სად ვისწავლო კოსმეტოლოგია

სად ვისწავლო კოსმეტოლოგია?


კოსმეტოლოგია, თავად ტერმინი და მისი გააზრება, მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიმართულებაა მედიცინის სფეროში. იგი აერთიანებს რამდენიმე მონათესავე სპეციალობას (მაგალითად: დერმატოლოგიას, ეპილაციას, მასაჟს და ა.შ.). ექიმი-კოსმეტოლოგის სპეციალობის დასაუფლებლად, ცხადია, უნდა მიმართოთ რომელიმე სამედიცინო უმაღლეს სასწავლებელს და გაიაროთ შესაბამისად რამდენიმე წლიანი დაოსტატების ეტაპი.
კოსმეტოლოგია, როგორც პირისახის კანის მოვლაზე ორიენტირებული მიმართულება, გაცილებით პრაქტიკული დარგია და მის შესასწავლად საკმარისია რამდენიმე თვიანი თავდაუზოგავი სწავლა და შრომა, ყურადღება, პრაქტიკული მეცადინეობები, მონდომება, დაუოკებელი სურვილი. ცხადია, ამის შემდეგაც, კოსმეტოლოგი ყოველთვის დარგის სიახლეთა საქმის კურსში უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად უნდა გააღრმავოს 3-4 თვიანი ინტენსიური კურსებით მიღებული საბაზო თეორიული და ძირითადი პრაქტიკული ჩვევები.

რატომ ვირჩევთ სასწავლო ცენტრ „სერაფიტს“ ?

1.კოსმეტოლოგიის სრული კურსის ხელმძღვანელია დარგის წარმატებული პროფესიონალი, გამოცდილი კოსმეტოლოგი, მოქმედი სპეციალისტი (სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს სილამაზის ცენტრ „სერაფიტში“) ქალბატონი მარინა ჩხობაძე -კოხრეიძე.

2.სასწავლო გეგმა დაფუძნებულია ქალბატონი მარინას მიერ შექმნილი „კოსმეტოლოგიის სახელმძღვანელოზე“, რომელიც გამოქვეყნებულია კიდეც ინტერნეტსივრცეში. თეორიული ნაწილი-ესაა უაღრესად პრაგმატული და აუცილებელი სამედიცინო განათლება, რომელიც უნდა ჰქონდეს მომავალ კოსმეტოლოგს!

3.პირველივე გაკვეთილიდან (და ყველა მეცადინეობაზე) დიდი დრო ეთმობა პრაქტიკას : სახის მასაჟიდან დაწყებული პირისახის კანის წმენდით გაგრძელებული. სილამაზის ცენტრის კლიენტურა, გარემო, მეგობრები იძლევა უწყვეტი პრაქტიკის საშუალებას სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

4.კოსმეტოლოგიის სასწავლო კაბინეტი აღჭურვილია უახლოესი და აუცილებელი ტექნიკით. მოსწავლე ეუფლება თითოეულ აპარატზე მუშაობას (აპარატული კოსმეტოლოგია). ამგვარად იგი მომავალში შეძლებს ნებისმიერი დონის დამქირავებელთან მუშაობას ან საკუთარი საქმის წარმატებით დაწყებას.

5.ელექტრო და ბიოეპილაციის კურსი მხოლოდ ამ სასწავლო ცენტრში შედის „კოსმეტოლოგიის სრულ კურსში“ ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. აქვე შეიძენთ იმ აპარატებს, რომელზეც ხდება სწავლა.

6.სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად! ყოველგვარი ჯგუფების კომპლექტაციის ლოდინის გარეშე. აქ პრინციპულად დგას საკითხი: ხელობა სწორედ ინდივიდუალურად უნდა შეასწავლო შეგირდს. ეს გაცილებით პროდუქტიულია!

7.ქალბატონი მარინა ჩხობაძე ფლობს ქალაქში ძალიან პოპულარულ, ათასჯერ გამოცდილ და საოცარი შედეგების მქონე სახის მოვლის საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა სრული პაკეტის შესწავლა და დამზადება-მოხმარებაც ასევე შედის სასწავლო პროგრამაში.

8.სწავლების დასასრულს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც უკვე იქცა ერთგვარ ბრენდად და დასაქმების გარანტიად მომავალი კოსმეტოლოგების კვალიფიკაციასთან ერთად.

9.ლაზერული ეპილაციის სწავლება მიმდინარეობს 2018 წლის ბოლო თაობის აპარატზე (DANEY LASER. Soprano)- ისწავლით მანამ, სანამ ეს დაგჭირდებათ აბსოლუტურ სრულყოფილებამდე!

სასწავლო ცენტრი „სერაფიტი“ მდებარეობს თბილისში, ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩიდან), ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 555-37-48-42


“კოსმეტოლოგიის სრული კურსი” + “ლაზერული ეპილაცია”!

👉 მხოლოდ 1500 ლარად და 4 თვეში- შეცვალე საკუთარი ცხოვრება: დაეუფლე ყველახე მოთხოვნად სპეციალობას პროფესიულ გარემოში.


_______________________________________________________________
სახის მოვლის საშუალებები
________________________________________________________________
კოსმეტოლოგიის და მასაჟის კაბინეტი | Create Your Badge
სერაფიტი“ გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტურ კოსმეტიკას:
-კოსმეტიკური საპონი ლაქიანი,ჭორფლიანი, გამონაყარიანი კანისთვის.
-დღის დამცავი მათეთრებელი კრემი გამწმენდით.
-დღის დამცავი ტონალური კრემი გამწმენდით.
-მკვებავი უნივერსალი ყველა ტიპის კანისთვის.
-მარგალიტის მკვებავი (დამატენიანებელი)
-დამატენიანებლი კოლაგენით.
-მკვებავი თვალის გელი (პლაცენტაზე).
რძეები:
-სპერმაცეტის რძე (ცხიმიანი და მშრალი კანისთვის)
-ხის რძე
-ნუშის რძე
-გოგრის რძე (კლივენზე)
და სხვ….
ჩვენი მისამართია: ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5, ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”. (მეტრო სამედიცინოსთან).             ტელ: 293-05-46, 558-21-27-55, 555-37-48-42, მარინა.

კოსმეტიკური საპონი-5 ლარი,
მარგალიტის კრემი (დამატენიანებელი)-15ლარი,
კოლაგენის კრემი (დამატენიანებელი)-15ლარი,
თვალის გელი (პლაცენტაზე)-10 ლარი
ტონალური-15 ლარი
დამცავი- 15 ლარი,
რძეები-სპერმაცეტის, ნუშის, გოგრის,ხის…ეს სხვა კოსმეტიკური საშუალებები, გარანტირებული შედეგით და საუკეთესო ხარისხის გამოცდილი კოსმეტოლოგისგან შპს “სერაფიტისგან” ( ტელ: 555-37-48-42, მარინა ჩხობაძე)

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in განცხადებები, ეპილაცია., სად ვისწავლო კოსმეტოლოგია ?, სახის მოვლა and tagged , , , . Bookmark the permalink.

32 Responses to სად ვისწავლო კოსმეტოლოგია

  1. ქეთი ლ. ამბობს:

    გამარჯობათ ქალბატონო მარინა, მსმენია თქვენი სასწავლო კაბინეტის შესახებ და მხოლოდ-კარგი. მაინტერესებს, თუ არის შესაძლებელი, ვისწავლო თქვენთან მხოლოდ კოსმეტიკური პრეპარატების (ნიღბები, დამატენიანებლები, გამწმენდები, საპონები და ასე შემდეგ) რეცეპტები და დამზადების ტეხნოლოგია? და რა დამიჯდება სწავლა?

    • massagetbilissi ამბობს:

      ქეთი, მოხარული ვარ თქვენი დაინტერესებით.გიპასუხებთ, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური პრეპარატის გამოყენებას წინ უძღვის გარკევული პროცედურები სახის მოვლასთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად უნდა ისწავლოთ, თუ აპირებთ პროფესიულ მოღვაწეობას ამ გზით. გირჩევდით, დაეუფლოთ თეორიულ კურსს და სახის წმენდის, მოვლის პრაქტიკულ ჩვევებს, ვიდრე გადახვიდოდეთ უშუალოდ პრეპარატების მომზადებაზე და მათ გამოყენებაზე. დამატებითი სეკითხვებისთვის კოსმეტოლოგიის სრული კურსის შესწავლასთან დაკავშირებით დამიკავშირდით: 296-52-10 ან 555-37-48-42, მარინა

  2. tamta ამბობს:

    გამარჯობათ

    მინდა შევისწავლო კოსმეტოლოგიის სრული კურსი საერთაშორისო სერთიფიკატით მომეწონა თქვენი პირობები მაინტერესებს ჯგუფი რამდენ ხანში ერთხელ დგება?
    გმადლობთ.

    • massagetbilissi ამბობს:

      ჩვენთან სწავლება ინდივიდუალურია, თქვენ არ მოგიწევთ ლოდინი ჯგუფის შეკებამდე,მიიღებთ გადაწყვეტილებას? მაქსიმუმ ერთ კვირაში დაიწყებთ სწავლას კლიმიკა “სერაფიტის” კოსმეტოლოგიის სასწავლო ცენტრში პედაგოგ მარინა ჩხობაძის ხელმძღვანელობით (ტელ:555-37-48-42)

  3. tamar ამბობს:

    mogesalmebit mainteresebs ra jdeba tqventan kosmetologiss sruli kursii me ganatlebit mkurnali var umcrosi eqimi bakalavriti

  4. natalis ამბობს:

    gamarjoba! mainteresebs ra shedis srul kurshi. konkretulad mcolod inekviebi da konturuli makiajis shestavla ra gjebs? shesabamisi praktikis gavlis sashualrba tu gakvt?

    • ნატალი, კონტურული მაკიაჟი 800 ლარი ღირს.გთხოვთ, პროგრამებთან და პრაქტიკებთან,სწავლების სხვა ნიუანსებთან დაკავშირებით დაგვირეკოთ: 555-37-48-42, 598-48-47-34.ან მოგვწერეთ ტელ. და ჩვენ დაგირეკავთ

  5. Eteri ამბობს:

    Mainteresebs ramden tviani kursia da ra xirs

  6. eto ამბობს:

    ASAKI SHEZXUDULIA TU NEBISMIERI ASAKIS ADAMIANEBS IXEBT KURSZE

  7. liza baqradze ამბობს:

    გამარჯობათ, მე სტომატოლოგი ვარ პროფესიით, მაიტერესებს, მხოლოდ ინექციური კოსმეტოლოგიის კურსი, შემიძლია თქვენტან გავიარო და სერთიფიკატიც მაინტერესებს

  8. ნინი ამბობს:

    გამარჟობათ,პრაქტიკოს ექთანს შეუძლია ინექციების შესწავლა?

  9. ლალა ამბობს:

    გამარჯობა, კურსის გავლის შემდეგ რამდენად შეგიძლიათ დასაქმება?

    • ჩვენ რეალურად ვეხმარებით ნიჭიერ,მოტივირებულ და წარმატებულ კურსდამთავრებულებს დასაქმებაში. ამ სფეროში პროფესიონალების დასაქმება არ ჭირს.ჩვენ კი ჰარანტირებულად მაღალი დონის სპეციალისტებს ვამზადებთ.

  10. veriko ამბობს:

    მოგესალმებით თქვენთან შემიძლია ვისწავლო ლაზერულ აპარატზე მუშაობა?

  11. nino ამბობს:

    გამარჯობათ, ინექციური კოსმეტოლოგიის შესწავლა რა ჯდება თქვენთან და რამდენ ხნიანია?

  12. nino ამბობს:

    გამარჯობათ,18 წლის გოგონას თუ შეუძლია თქვენთან კურსის გავლა?

  13. nato ამბობს:

    გამარჯობათ, მე დერმატოვენეროლოგი ვარ, მაინტერესებს,

    1)თქვენთან კოსმეტოლოგიის შემსწავლელ კურსში რომელი პროცედურები შედის, პარალელურად ლაზეროთერაპიაც თუა შესაძლებელი შემასწავლოთ?
    2)ინდივიდუალურად, რამდენთვიანია და რა ჯდება მთლიანი კურსი?

    • კოსმეტოლოგიის პროგრამა
      კოსმეტოლოგიის სრული კურსი
      ამ მიმართულებით უკვე 200-მდე სერთიფიკატი გავეცით და აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული სპეციალისტია, რომლებიც მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ-ევროპასა და აშშ-შიც. ჩვენ ვამაყობთ მათით. კლინიკა “სერაფიტში” პრაქტიკული კოსმეტოლოგიის კურსს დასაწყისიდანვე უძღვება კლინიკის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ქალბატონი მარინა ჩხობაძე (ტელ.555-374-842).
      შეისწავლება:
      1. კოსმეტიკური კაბინეტის მოწყობილობა და ავეჯი
      2. პირისახის კანი
      3. კანის ტიპები
      4. პირისახის დეფექტები
      5.პირისახის ზედაპირული წმენდა
      6. პირისახის ღრმა წმენდა
      7. პილინგი
      8. ძვირფასი კოსმეტიკა – ოქროს ნიღბები
      9. სკრაბერით წმენდა
      (ულტრაბგერითი წმენდა) და ლიფთინგი – მასაჟი
      10. მედიკამენტები
      11. მკვებავი ყველა ტიპის კანისათვის
      12.სახის მასაჟი
      13.ელექტროეპილაცია
      14. ბიოეპილაცია.  __________________________
      ეს ღირს 1200 ლარი, დრო-3 თვე. “ლაზერული ეპილაცია” ღირს 400 ლარი დამატებით

  14. მარიეტა ამბობს:

    ონლაინ თუ არის შესაძლებელი სწავლა?
    ვგულისხმობ მხოლოდ ნატურალური სახის კრემების დამზადების შესწავლას.მადლობა

  15. სალომე ამბობს:

    კოსმეტოლოგიურის ფასი რა შედის და როგორ ისწავლება ადგილლმდებარეობა სად ხართ.

    • კოსმეტოლოგიის სრული კურსი- ფასია 1500 ლარი.
      ამ მიმართულებით უკვე 300-მდე სერთიფიკატი გავეცით და აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული სპეციალისტია, რომლებიც მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ-ევროპასა და აშშ-შიც. ჩვენ ვამაყობთ მათით. კლინიკა “სერაფიტში” პრაქტიკული კოსმეტოლოგიის კურსს დასაწყისიდანვე უძღვება კლინიკის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ქალბატონი მარინა ჩხობაძე (ტელ.555-374-842).
      შეისწავლება:
      1. კოსმეტიკური კაბინეტის მოწყობილობა და ავეჯი
      2. პირისახის კანი
      3. კანის ტიპები
      4. პირისახის დეფექტები
      5.პირისახის ზედაპირული წმენდა
      6. პირისახის ღრმა წმენდა
      7. პილინგი
      8. ძვირფასი კოსმეტიკა – ოქროს ნიღბები
      9. სკრაბერით წმენდა
      (ულტრაბგერითი წმენდა) და ლიფთინგი – მასაჟი
      10. მედიკამენტები
      11. მკვებავი ყველა ტიპის კანისათვის
      12.სახის მასაჟი
      13.ელექტროეპილაცია
      14. ბიოეპილაცია.  __________________________
      სწავლას დიწყებთ თანხის ნაწილის (მინიმუმ 500 ლარი) ჩარიცხვისთანავე. სწავლება აბსოლუტურად ინდივიდუალური გრაფიკით მიდის!

  16. ნინო დანელია ამბობს:

    მოგესალმებით მაინტერესებს რამდენი ხანი გაგრძელდება კოსმეტოლოგიის სრული კურსის და ინექციური კოსმეტოლოგიის შესწავლა. რა თანხა დაჯდება და როდის შეიძლება დავიწყო შესწავლა.

Leave a reply to tamta კომენტარის გაუქმება