ხერხემლის თიაქარი

ამ დაავადების წარმოშობის და მკურნალობის თეორიის შესახებ აქ აღარ დავწერ- დიაგნოზის დასმისთანავე (მანამდეც) პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე აქვს წარმოდგენა ამ დაავადებაზე (ინფორმაციის ყველაზე პოპულარული ფორმაა ინტერნეტი, გუგლი…). საბედნიეროდ ინტერნეტში ამ მხრივ უამრავ საინტერესო მასალას წააწყდებით. ეს კარგია. დამაფიქრებელია მხოლოდ პაციენტთა ნაწილის შესაძლო გადაწყვეტილება თვითმკურნალობის დაწყებასთან დაკავშირებით ან საეჭვოდ რეკლამირებული სამკურნალო ცენტრების კლანჭებში მოხვედრა. მოკლედ, შევეცდები პოპულარული ენით გადმოვსცე თიაქარის არსი და ჩემი შეხედულებები მის მკურნალობასთან დაკავშირებით. იმთავითვე ავღნიშნავ, რომ არ გამაჩნია რაიმე ახალი, სხვათაგან უცნობი მოდელი თიაქარის მკურნალობაში, არც რა ”დაპატენტებული” მეთოდი…თუმცა სჯობს, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ხერხემლის თიაქარი ოსტეოხონდროზის გართულებული ფორმაა. თავად ოსტეოხონდროზი კი ხერხემლის და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიათა შორის ყველაზე გავრცელებული და ვერაგი დაავადებაა, რომელსაც დიდი ხნით ან სამუდამოდ შეუძლია, მწყობრიდან გამოიყვანოს შრომის უნარიანი ადამიანი. ზოგადად ესაა მალთაშორის არსებული ხრტილოვანი დისკის დეგენერაციის პროცესი, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად (გენეტიკური, ტრავმული, ყოფითი-ჩვევითი…) განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, მიმდებარე უბნის ატროფიული ცვლილებები, ტოპიკური იმუნოდეფიციტი…

”ხერხემალი წარმოადგენს რთულ მორფო-ფუნქციონალურ სისტემას, რომელიც შედგება მალებისაგან და მათ შორის განლაგებული ხრტილოვანი დისკების და სახსრებისაგან, რომლებიც შეერთებულნი და გარემოცულნი არიან მძლავრი კუნთოვანი და შემაკავშირებელი სისტემით. კუნთების ქსოვილების სიგრძის შემცირება იწვევს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მოშლილობას, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს უმტკივნეულოდ. ზრდასრული ადამიანების მალებს შორის დისკოებს არ გააჩნიათ სისხლძარღვები, ხოლო ნივთიერებათა ცვლა მიმდინარეობს დიფუზიის მეშვეობით. ელასტიკური ბირთვი ხელს უწყობს ამორტიზაციას და შეკუმშვის დროსაც კი შეიწოვს სითხეს. მალებისა და მალებსშორისი დისკოების კვება წარმოებს კუნთების მუშაობის ხარჯზე, ვინაიდან კვებითი ნივთიერებების მიწოდება ჩვენს ორგანიზმში ხდება კუნთების ქსოვილების საშუალებით”.
თიაქარის მკურნალობა აუცილებლად მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. ამიტომ პაციენტი, რაც უნდა იმედგადაწურული იყოს სხვადსხვა კლინიკებში ჩატარებული პროცედურების უშედეგობით, უნდა შეეგუოს ამას: მკურნალობა მოითხოვს სხვადასხვა პროფილის ექიმთა თანამშრომლობას და არა – მათგან კოლეგების იგნორირებას.

____________________________________________________საჭირო  რეკლამა:

ეს მოწყობილობა (სურათზე ქვემოთ) მთელს მსოფლიოში მიჩნეულია ხერხემლის თიაქრის ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად, მას “წელის დეკომპრესატორი” ჰქვია. დახედეთ თქვენს დიაგნოზს, მრტ-დასკვნას: თუ წელის სეგმენტში ლორდოზი გასწორებულია,( და ამის გამოა ჩამოყალიბებული იქ თიაქარი!) მაშინ ეს მოწყობილობა აუცილებლად გჭირდებათ. შვებას და კომფორტს იგრძნობთ პირველივე პროცედურიდან. აპარატი პერმანენტულად იწყებს ფიზიოლოგიური ლორდოზის აღდგენას!!!!  ჩვენმა პაციენტებმა უკვე იციან მისი მოხმარება. გასწავლით თქვენც, ნებისმიერ მყიდველს.

საჭირო რეკლამა.________________________________________________________

კერძოდ: ნერვოპათოლოგმა აუცილებლად უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა, შესაბამისი მრტ და სხვა კვლევებით დასვას ზუსტი დიაგნოზი და მწვავე პერიოდის რემისიაში გადასასვლელად (პირველადი ტკივილების მოსახსნელად) დანიშნოს შესაბამისი ფარმაკოთერაპია. სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩვენი პატივცემული ექიმები ფარმაკოთერაპიას აგრძელებენ ძალიან დიდხანს, სანამ პაციენტს საბოლოოდ არ ამოეწურება ფინანსური რესურსებიცა და იმედიც. თიაქარის მკურნალობის დასაწყისში უნდა შეფასდეს მისი საოპერაციო ჩვენება: მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა გამოიტანოს დასკვნა სათანადო კვლევების საფუძველზე, რამდენად გადაუდებელია ქირურგიული ჩარევა. დადასტურებულია, რომ უმეტეს შემთხვევებში ოპერაციის შემდეგ თიაქარი ისევ იჩენს თავს, ვინაიდან უცვლელი რჩება მიზეზები, რამაც ეს დაავადება გამოიწვია (ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ამ მიზეზებზე).
ამიტომ თიაქარის მკურნალობა მიმართული უნდა იყოს როგორც ტკივილის გასანეიტრალებლად, ასევე (უპირველესად) -მიზეზების აღმოსაფხვრელად. მიზეზთა კომპლექსი კი ორიოდე სიტყვით ასეც შეიძლება გამოვხატოთ- ბიოსტიმულაციის დარღვევა! დიახ, დაზიანებული დისკის მიმდებარე ქსოვილებში, კუნთებში ირღვევა სასიცოცხლო ძალების ბალანსი და სწორედ მისი აღდგენით (ბიოსტიმულაციით) არის შესაძლებელი პათოლოგიური პროცესის შეჩერება, ტკივილების გაქრობა, მალთაშორის დისკის რეგენერაცია! ამ პროცესში კი უდავოდ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს სამკურნალო სპეციალურ მასაჟს, მოზომილ და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით დაგეგმილ მანუალურ თერაპიას, ადაპტირებული და კლინიკურად გამოცდილი მალამოების გამოყენებას, შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის და ვარჯიშების შერჩევას, ფიზიოთერაპიას. ნუ მოვიტყუებთ თავს: ხერხემლის თიაქარი არ იკურნება 15 სეანსიანი სამკურნალო კურსით მხოლოდ. თუმცა პაციენტმა ამ კურსის შემდგომ აუცილებლად უნდა იგრძნოს შედეგი, შეღავათი…ეს შედეგი მხოლოდ დასაწყისია განკურნების გზაზე, რომელზეც შეჩერება არ შეიძლება.
მკურნალობის დაგეგმვა მთელ რიგი ფაქტორებზეა დამოკიდებული: ოსტეოხონდროზის გამომწვევ მიზეზებზე, დისკის თიაქარის მოცულობაზე, დაავადების ხანდაზმულობაზე, პაციენტის ასაკსა და სქესზე…
ძალიან კარგ შედეგებს იძლევა სამკურნალო პროცესში (პარალელურ რეჟიმში) მასაჟი, ქვანტური-ლაზერული თერაპია, ელექტროფორეზი, ამპლიპუსი, ელექტროსტიმულაცია, ინვერსიული დაჭიმვები, ულტრაბგერითი თერაპია (საბედნიეროდ, ყველა ეს მეთოდი მიღწევადია ჩვენს კაბინეტში და თბილისის რამდენიმე კლინიკაში).

ჩვენთან ერთი ვიზიტი (კომპლექსური მკურნალობის სრული სეანსი ფიზიოთერაპიული პროცედურებით, მასაჟით, სამკურნალო ვარჯიშებით და ჰიდრომასაჟით 2 საათამდე გრძელდება და ფასი მხოლოდ 50-60 ლარიდან იწყება.)
ჯანმრთელობას გისურვებთ, მეგობრებო!!!

ჯაბა კოხრეიძე
მანუალისტ -ფიზიოთერაპევტი. კლინიკა ”სერაფიტის” წამყვანი სპეციალისტი (ტელ: 2930546, 558-21-27-55).IMG_20151028_102814

გაკვეთლიზე12431512_1681292485487877_1123212423_n
riktaelfor000

43 Responses to ხერხემლის თიაქარი

  1. pepillota ამბობს:

    მოგესალმებით ბატონო ჯაბა,

    მაქვს წელის მალთაშუა სეკვესტრირებული თიაქარი 10მმ და 6მმ. მინდა თქვენთან მიღებაზე ჩაწერა. შაბათს თუ გაქვთ მიღება მიანტერესებს?

    • massagetbilissi ამბობს:

      დამიკავშირდით ტელეფონზე, რომელიც მითიტებული უნდა იყოს სადმე საიტზე აქ: 558-21-27-55,2965210…შაბათს პაციენტები მყავს და ზუსტად უნდა შევარჩიოთ თქვენი მირების დრო

    • manana ამბობს:

      batono jaba tu sheidzleba kitxva,chem shvlils 43 clis aris ,shvedetshi daudgines maltashoris tiaqari ar vici zustad zomebi da pexis diskozi,mapatietgas ver gamovxatav zustad,verpaers ver shvelian marto rendgeni gadauges .gausadzlisi tkivivlebi aqvs da narkotikul camlebs adzeven mxolo gamakucheblad.ela naproqxsini daunishnes marto,operacia ar gchirdebao,aq chamosvla unda tqveni saiti shemtxvevti agmovashine,ras mirchevdit?

      • ქალბატონო მანანა, 1. დიაგნოზი უნდა დაზუსტდეს, რათა გამოირიცხოს სხვა დაავადება კონკრეტულ სეგმენტში. ეს შესაძლებელია მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით. რენტგენზე არც თიაქრის ზუსტი ზომა ჩანს დარც- რაიმე წარმონაქმნის არსებობა…
        2. ხერხემლის თიაქარს კომპლექსური მკურნალობა სჭირდება: მედიკამენტოზური ფიზიოთერაპია, ტრიგერული წერტილების მანუალური და აპარატული დამუშავება, დაჭიმვა და ა.შ. ესაა ევროპაშიც და სხვაგან აპრობირებული მეთოდი, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული და სერიოზულ სადაზღვევო პროგრამებთანაა დაკავშირებული.
        3. თუ თქვენი ვაჟი თბილისში დაბრუნდება ორი კვირით, ჩვენ შევძლებთ სრულყოფილი მკურნალობის ერთი კურსის ჩატარებას…
        ჯანმრთელობას გისურვებთ!!!

  2. maia kukuladze ამბობს:

    salami batono jaba .. dajdomis dros xerxemali mtkiva da mewvis risi brali unda iyos tu shegidzliat gvipasuxo..?

    • massagetbilissi ამბობს:

      გამარჯობათ…რამდენიმე დაავადება შეიძლება’ ჩამოვთვალოთ…ყველაფერს სჯობს’ რენტგენის სურათის გადაღება და ამგვარად დიაგნოზის დასმა.ფაქტმა’ რომელიმე დისკონენურ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე…

  3. zura ამბობს:

    gamarjoba. tiaqari ar makvs, makvs diski protruzia 4-5 mm zomis.. ra tipis mkurnaloba shvelis?

    • massagetbilissi ამბობს:

      ამ ფორუმზა ვრცლადაა საუბარი კომპლექსურ მკურნალობაზე.მეორეც’ პროტრუზია თიაქრის ერთი სახეობაა. მკურნალობა აუცილებლალ უნდა კომპლექსურად წარიმართოს: ფიზიოთერაპია და მასაჟები…

  4. eka ამბობს:

    მოგესალმებით ბატონო ჯაბა,მამას აქვს თვალებზე პრობლემა აქვს თვალების ფარფარი როცა დაიღლება და უჭირს მხედველობა 5წუთის ძილიც საკმარისია რომ კარგათ ხედავს.ეუბნებიან რომ თვალი საღია და აქედან არაა პრობლება ბევრი უშედეგო მკურნალობა ჩაიტარა ნევროპათოლოგთანაც.კისრის რენტგენზე უთხრეს ოსტეოხონდროზი და შეიძლება ეს არეული თვალების პრობლება აქედან იყოს?უკვე ნერვებიც გაუფუჭდა ისე მოქმედებს ეს პრობლემა ყოველდღე სამუშაოდან შემოდის ერთი წუთი დაწვეს რომ უკეთესად ხედავს და მერე ისევ მეორდება.თუ ოსტეოხონდროზია ამის პრობლემა რა დაჭირდება სამკურნალოდ რეგიონიდან უნდა ჩამოვიდეთ.მადლობა წინასწარ

    • massagetbilissi ამბობს:

      ეკა, თუ ოსტეოხონდროზიდან მოდის ეს პრობლემა (კისრის ოსტეოხონდროზიც ხშირადაა მხედველობის გაუარესების მიზეზი),მაშინ ცხადია, სჭირდება სერიოზული და კომპლექსური მკურნალობა ამ მიმართულებით. შეიძლება გამოგადგეთ ეს ლინკი საპასუხოდ: https://www.swoop.ge/offers/102522

  5. 577 00 69 68 ამბობს:

    Gamarjobat xerxemalze maqvs mexute diski amovardnili 7milimetrit. Mainteresebs tu aris sashveli mkurnalobit.

    • massagetbilissi ამბობს:

      გამარჯობათ…და მკურნალობის გარდა სხვა საშველი- ალტერნატივა არსებობს? თუ დისკი არაა სეკვესტრირებული’ უნდა იმკურნალოთ!!!

      • giga ამბობს:

        გამარჯობა ბატონო ჯაბა ვარ 33 წლის მამაკაცი და მაგნიტო რეზონანსული კვლევით დამიდგინდა ლ4 დისკის მარცხენამხრივი უკანა მედიოლატერალური პროლაფსი და ლ5 დისკის პროტრუზია თუ შეიძლება ოპერაციის გარეშე მკურნალობა

      • მოგწერეთ უკვე პასუხი, ბატონო გიგა…

  6. manuchar ამბობს:

    გამარჯობათ.2010 წელს მეტკინა წელი და მარცხენა ფეხი.გავიკეთე მაგნიტო რეზონანსული კვლევა სადაც დასკვნაში ეწერა.წელის მალების ოსტეოქონდროზი,L3 დისკის დორსალური ცირკულარული მეტად მარცხენამხრივი პროტრუზია.L 4 დისკის მედიოლატერული თიაქარი მარცხნივ.შემდეგ ვიმკურნალე მანუალური თერაპიით და ფაქტიურად გამოჯამრთელებული ვიყავი.ეხლა ამტკივდა ისევ , ჩავიტარე იგივე თერაპიული კურსი მაგრამ უშედეგოდ.როგორ მოვიქცე აგარ ვიცი.მეშველება რამე? მადლობა წინასწარ.

    • მანუჩარ, თუ თქვენ გადაიღებთ ისევ მრტ-ს, ნახავთ, რომ თიაქრის ზომა არათუ შემცირებულია ზომებში, არამედ-შესაძლებელია, გაიზარდა კიდეც. ეს იმიტომ, რომ ცალკე აღებული “მანუალური თერაპია” ვერ ამარცხებს ამ დაავადებას, რომელსაც სჭირდება აუცილებლად კომპლექსური მკურნალობა. ეს კი გულისხმობს მანუალურ მასაჟს და თერაპიას, ვარჯიშებს , დაჭიმვებს, აუცილებლად- ფიზიოთერაპიას!!!! თან ეს ყველაფერი-კომპლექსურად, ერთად!!!!

  7. jimsheri ამბობს:

    tu shegicliat mipasuxed calian gtxovt 2jer gavikete tiaqaris operacia da tkivili isev maqvs celze tqventam minda mkurnaloba da konsultacia iqmeb gamiciot aq zogadimainc michirs siaruli da kidev erti kalkulacias damicert ro movide ?

    • ჯიმშერ,თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ფიზიოთერაპია და მსუბუქი მასაჟი. სამი ფიზიოპროცედურა ჩაგიტარდებათ ერთ ვიზიტში..ძვირადღირებული მედიკამენტებით.ერთი სეანსი, რომელიც საათნახევარი გრძელდება, 50 ლარი ღირს.დეტალებზე იქნებ დარრეკოთ 558212755

  8. jimsheri ამბობს:

    gasagebia yvelaferi da kalkulacias tu damicert rom gamgeobam damifinansos maqsimumi mitxarit ra dajdeba srulad gankurneba miaxlovebit maimc

  9. jimsheri ამბობს:

    misamarti mitxarit sad movide da rodis?

  10. ზვიადი ამბობს:

    გამარჯობათ,მრტ_მ აჩვენა დისკის თიაქარი 6მმ გაჩერებული მქონდა მარჯვენა ფეხი,სამწუხაროდ მომიწია ოპერაციის გაკეთება 2016 წლის 18 აპრილს მის შემდეგ გავიკეთე ფიზიოთერაპია პაპაზიმით თითქოს კარგად ვიყავი მაგრამ ახლა ძალიან მტკივა წელიც და ფეხიც, არვიცი როგორ მოვიქცე რას მირჩევთ თქვენთან თუ შეიძლება მკურნალობა

    • ზვიად, თქვენს ხერხემალს სჭირდება კომპლექსური და პერმანენტული (მუდმივი) მკურნალობა-ესაა რეალობა. სამწუხაროდ, ოპერაციის შედეგად არ იცვლება გარემო, სადაც მალთაშუა დისკის დეგენერაცია მოხდა თიაქრის ჩამოყალიბებით. ამიტომ ამ გარემოს სჭირდება სერიოზული მკურნალობა მასაჟით, ფიზიოთერაპიით, ვარჯიშებით…პაპაზიმით (იგივე კარიპაზმით) ელექტროფორეზი მხოლოდ ერთი რგოლია სწორი მკურნალობისა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიმეოროთ წელიწადში 2-3-ჯერ. მობრძანდით ჩვენთან და გაგაცნობთ ჩვენთან კომპლექსური მკურნალობის დეტალებს.ტელ.558-21-27-55

  11. Cici Natroshvili ამბობს:

    gamarjobat,damidginda diskozi,rogor xdeba tqventan mkurnaloba da ramdeni procentia gankurnebis shansi,da shegidzliat momwerot ra dajdeba mkurnaloba

  12. tamuna ამბობს:

    მოგესალმებით . ჩემს მეგობარს დაუდგინეს თიაქრარი კისრისა და წელის მიდამოებში ასევე დისკოზიც არის სულ რაღაც 27 წლის. აწუხებს აუტანელი თავის ტკივილები წამალიც კი არ უყუჩებს ასევე გაუუარესდა მხედველობა და როგორც თავად ამბობს მახსოვრობასაც უჩივის , შეიძლება თუ არა რომ ამ ყველაფრის მიზეზი იყოს თიაქარი და დისკოზი? წინასწარ მადლობას გიხდით პასუხისთვის

  13. ირაკლი ამბობს:

    8 მმ L-5 მალის მარჯვენამხრივი სეკვესტრირებული თიაქარი…
    შესაძლებელია მკურნაობითა და თერაპიით განიკურნოს თუ ოპერაციას მაინც საჭიროებს?

    • ირაკლი,სხვა დისკები რა მდგომარეობაშია?თუ მხოლოდ ეს დისკია დაავადებულუ,მაშინ ოპერაცია სჯობს,ხოლო თუ სხვა მიმდებარე დისკები პროტრუზირებულია,გირჩევთ ინკურნალოთ,სცადოთ კონსერვატიული მკურნალობის კომპლექსური მეთოდი.

    • ზაზა ამბობს:

      ირაკლი გამარჯობა როგორ მიმღინარეობს თქვენი მკურნალობა

  14. nino ამბობს:

    ra girs operacia kisris maltashua tiaqris ?

  15. sofiko ამბობს:

    gamarjoba gavikete diskis tiaqaris operacia xerxemalze ori kvira tkivilebs ar vuchiodi magram shemdeg isev damewyo tkivilebi isev vgrdznob marjvena fexis dachimulobas operaciidan ukve 4 tvea gasuli da ras mirchevt rogor mkurnalobas mivmartoo mainteresebs tua shesadzlebeli medikamentozuri mkurnaloba

    • გამარჯობათ.როგორც წესი,ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ფიზიოთერაპიული რეაბილიტაცია. დროულად უნდა დაიწყოთ სრული ფიზიოთერაპიული კომპლექსური მკურნალობა: ელექტროფორეზი,ულტრაბგერითი ფონოფორეზი,ლაზეროთერაპია და კუნთების ელექტროსტიმულაცია.4-ვე ეს პროცედურა ჩვენს კლინიკაში ერთ სეანსში ანუ ერთ ვიზიტზე კეთდება და მხოლოდ 50 ლარი ღირს.ამ ფასში შედის ყველა საჭირო მედიკამენტი.შეადარეთ ეს ფასი სხვათა შეთავაზებებს და დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება.ჯანმრთელობას გისურვებთ.

  16. ნათია ამბობს:

    გამარჯობა , დამიდგინდა თიაქარი მე4-5მალებს შორის 6მმ-ის ზომის. ახლა ელექტროსტიმუმაციებს გავდივარ და ცოტახანში ცურვას ვიწყებ . ვიღებ ასევე მედიკამენტებს . მაინტერესებს თქვენთან ვარჯიშები თუა შესაძლებელი და როგორი ტიპის ვარჯიშები გაქვთ ?

    • ვარჯიშებს ვარჩევთ დაავადებულის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე…შედით ჩვენს გვერდებზე და ნახავთ, დაახლოებით, რა ტიპის ვარჯიშებს ვურჩევთ…ჩვენი აზრით, მარტო ელექტროსტი მულაციები საკმარისი არაა თიაქრის სამკურნალოდ….ჯანმრთელობას გისურვებთ.

  17. მერაბი ამბობს:

    გამარჯობა, მრ კვლევით დამიდგინდა წელის მალების ოსტეოხონდროზი.სპონდილოართრო- ზი. L5 მალის საკრალიზაცია.L2, L 3 დისკების დორსალური ცირკულარული პროტრუზია. L4 დისკის დორსალური ცირკულარული თიაქარი.მაინტერესებს,ეს დასკვნა მკურნალობას ექვემდებარება თუ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს?

    • ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, აზრით, აუცილებელია კონსერვატიული მკურნალობა და მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი მკურნალობა უშედეგო იქნება, ინიშნება ოპერაცია. თქვენ საოპერაციო ჩვენება არ გაქვთ. რამდენიმე დისკია დახიანებული და მას ოპერაცია ვერ უშველის ერთ რომელიმე დისკზე. იმკურნალეთ ნორმალურ და პროფესიულ გარემოში, შეარჩიეთ კვალიფიციური ფიზიოთერაპევტი უახლოესი აპარატურით, მასაჟისტი, ვარჯიშების ინსტრუქტორი და თქვენი პრობლემაც უკან დაიხევს, მერაბ. ოღონდ შეეგუე, რომ მკურნალობის კურსი პერიოდულად უნდა გაიმეორო ხოლმე…

  18. Masoud ამბობს:

    Hello…l am a physiotherapist graduated from poland may l work in your center?

    Thanks

  19. თამუნა ამბობს:

    მოგესალმებით მაქვს c6 დისკის 3მმ პროტრუზია ,მაქვვს თავბრუხვევა და კისრის უკანა ნაწილის ტკივილი უკვე 6 წელია.ვსვამ სისხკის მიმოქცევია პრეპარატებსმაგრამ თავბრუხვევა არ გადამდის.გადავიღე თავის ემრტ -არაფერი.გამოვიკვლიე ყურებიც აქაც არაფერი.მაქვს ხშირი მთქნარება, მხედველობის გაორება და თავბრუხვევა მუმივად შეგიძლიათ დამეხმაროთ.

    • უნდა იმკურნალით დიაგნოზის-ხერხემლის თიაქრის (კისრის სეგმენტში) მიმართულებით: ფიზიოთერაპია, ვარჯიშები და ა.შ. ☎️558-212-755 -დაჯავშნეთ კონსულტაცია ამ ტელეფონზე

დატოვე კომენტარი