ლაზეროთერაპია

      თანამედროვე ფიზიოთერაპიაში ლაზეროთერაპიას უდავოდ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. მისი სწორი გამოყენება ნიშნავს დაავადების განკურნებისკენ გადადგმულ ყველაზე ეფექტურ, პარალელურად- არამედიკამენტოზურ ნაბიჯს. ფიზიოთერაპიაში გამოიყენება როგორც დიათერმული (ე.წ. თბილი), ასევე- ქვანტური (ე.წ. ცივი) ლაზერი. ანთებების და ტკივილის მოსახსნელად სწორედ ეს უკანასკნელი გამოიყენება. ჩვენს რეაბილიტაციის (მასაჟის და ფიზიოთერაპიის) ცენტრში პრაქტიკულად მკურნალი ექიმის მიერ შერჩეული ნებისმიერი დანიშნულების შესრულებაა შესაძლებელი. ეს ეხება ლაზეროთერაპიასაც. გვაქვს შემდეგი სახეობის აპარატები: თერმოლაზერები (გამოიყენება ძირითადად კუნთოვანი და რბილი ქსოვილების დაავადებებისას) , მაგნიტური ლაზერი (იდეალურია სახსრების და ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიებისას), იმპულსური ქვანტური ლაზერის აპარატი “რიქტა 04” (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის აკუპუნქტურული და მობილური დასხივებისთვის პრაქტიკულად ყველა დაავადებების დროს) და უნივერსალური ლაზეროთერაპიის აპარატი (2023 წლის გამოშვება)- რომელიც გარდა ძვალ-სახსროვანი სისტემისა წარმატებით გამოიყენება სპეციალური სეგმენტებისთვის: ყური, ცხვირი, ყელი- მოჰყვება რა სპეციალური თავაკები (დამსხივებლები)…

         ქვანტური (ცივი) ლაზერი პრაქტიკულად მოიცავს მზის გამის თითქმის ყველა ხილულ თუ უხილავ სხივს და აკეთებს ორგანიზმისთვის უჯრედების დონეზე იმას, რასაც მზე – დედამიწისთვის: აღადგენს, რეგენერირებს, ქმნის, ჰბადებს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დაავადებულ სეგმენტში არა მარტო ტკივილს ამცირებს, არამედ მობილიზებას უკეთებს სასიცოცხლო ძალებს, თავად ებრძოლოს ამ ტკივილს და დაიწყოს თვითგაჯანსაღება. ბოლო წლებში აქტიურად დაიწყეს ლაზეროთერაპიის გამოყენება ცხოველებშიც სახსრების და ტრავმირებული ძვლების სამკურნალოდ.

           ჩვენს ცენტრში ლაზეროთერაპია გამოიყენება როგორც მონოპროცედურის სახით (ანუ მაშინ, როცა მკურნალი ნერვოლოგი ან რევმატოლოგი მის მიერ ჩატარებული მედიკამენტოზური თერაპიის შემდეგ უნიშნავს მხოლოდ ლაზეროთერაპიას), ასევე- კომპლექსურ მკურნალობაში სხვა ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან ერთად.

            ლაზერის უნივერსალურმა აპარატმა დადებითი შედეგები მოგვცა იმ მიმართულებითაც, რაც არ წარმოადგენდა ჩვენს ძირითად სფეროს: რინიტის, სინუსიტის, ტინიტუსის, ფარისებრი ჯირყვალის – ჩიყვის და სხვა სპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ.

             ქვანტური ლაზერის ერთადერთი უკუჩვენება არის სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა უშუალოდ დასახივებელ ზონაში. ამიტომ ამ პროცედური ჩატარება სავსებით სასარგებლოა აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანებისთვის: შემოუშვით მზე თქვენს სხეულში! 🙂

ლაზეროთერაპიის პროცედურის ფასი ერთ სეგმენტში 20 ლარია, 2 სეგმენტში- მხოლოდ 30 ლარი!

ჯაბა კოხრეიძე. ჯანმრთელობის და სილამაზის ცენტრის “სერაფიტის” მთავარი სპეციალისტი, ტელ.558.212.755. მისამართი: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 5.

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in ფიზიოთერაპია and tagged , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი