მკურნალობა სახლში

„თვითმკურნალობა დაუშვებელია!“ -ეს ფრაზა ყველასთვის ნაცნობია, ვისაც კი ზოგადად ავადმყოფობასთან ჰქონია შეხება (არადა ასეთები უმრავლესობაა ყველა საზოგადოებაში). თუმცა არც მარტო კლასიკურ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა რომ არაა საკმარისი სრული გამოჯანმრთელებისათვის, ესეც ცხადია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ორგანიზმის მდგრადობისათვის უბრალოდ აუცილებელია, რეგულარულად მივხედოთ საკუთარ თავს და სამკურნალო ფიზკულტურის თუ ფიტნესის პარალელურად გამოვიყენოთ მრავალი ისეთი საშუალება, რასაც გვთავაზობს წამყვანი უცხოური ბრენდები საშინაო პირობებში ჯანმრთელობის განსამტკიცებლად.
ელექტროთერაპიის აპარატი – „ციფრული თერაპია“
ფიზიოთერაპია არის მკურნალობის დარგი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში აყენებს სხვადასხვა ფიზიკურ სიმძლავრეებს, განზომილებებს, ენერგიის წყაროებს. მათ შორის არის ძირითადად-ელექტროენერგია. დენის გარდაქმნამ სხვადასხვა ფიზიოთერაპიულ საშუალებებში საოცარი ეფექტები მოგვცა.რამდენიმეს ჩამოთვლაც კი კმარა ამის დასადასტურებლად: ელექტროფორეზი, ქვანტური ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი ზემოქმედება, ამპლუპოთერაპია… ამ პროცედურების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია უამრავი დაავადების მკურნალობა. მათი იგნორირება კი იწვევს ხანგრძლივ და უიმედო ფარმაკოთერაპიას მთელი რიგი უარყოფითი შედეგებით.
საბედნიეროდ, ციფრული მასაჟორი 2, 4 ან მეტი ელექტროდით სავსებით ცვლის მრავალ კლინიკაში მოთავსებულ ელექტროთერაპიის აპარატებს. თანაც მათი ფასი ძალიან ხელმისაწვდომია საშუალო და უფრო დაბალი ფენის მოქალაქეებისთვისაც კი. წერტილოვანი მასაჟის სამშობლო ჩინეთი გახდა ასეთი მასაჟორების მასობრივი მწარმოებელი. ფასიც აქედან გამომდინარე ძალიან ხელმისაწვდომია. სახლში მკურნალობისთვის ეს აპარატები უალტერნატივოა: აქვს 8 პროგრამა. ამ პროგრამების ეფექტური გამოყენებისთვის დაგჭირდებათ სპეციალისტის კონსულტაცია- ამის გარეშე,შესაძლოა, დიდხანს აცდეთ სასურველ შედეგს .
ციფრული თერაპიის მასაჟორები შეგიძლიათ, გამოიყენოთ მაშინაც კი, როცა თქვენ ზიხართ კომპიუტერთან: ანუ თქვენ აკეთებთ თქვენს, ხოლო ფიზიოთერაპიული აპარატი-მის საქმეს. „მისი“ საქმეა: კუნთების რელაქსაცია, ტონუსირება, მასაჟი, ნერვული სისტემის სტიმულაცია, პარეზის და ბლოკირებული უბნების გახსნა-ბიოსტიმულაცია, წონის კორექცია, იმუნოთერაპია… მართლაც დიდია ჩამონათვალი ამ პატარა აპარატისთვის, რომლის ფასი მხოლოდ და მხოლოდ 160 ლარია !!!!
ამ ფასში შედის სპეციალისტის საინსტრუქტაჟო კონსულტაცია.
cifruli masajori

cifruli2

cifruli3

__________________________________________________________________________________________________
კისრის დეკომპრესატორი

კისრის ოსტეოხონდროზი -ესაა ზოგადი დასახელება პათოლოგიებისა, რაც ხერხემლის კისრის სეგმენტს ახასიათებს აქედან გამომდინარე ყველა სიმპტომებით: დაძაბულობა მიმდებარე კუნთებში, თავის ტკივილი, დისკომფორტი მხრებში, შუილი ყურებში, მხედველობის გაუარესება, დაბუჟება ხელებში და ა.შ. ამ დაავადების მკურნალობა მხოლოდ კომპლექსური მეთოდებით შეიძლება : კონსულტაცია ნევროლოგთან, სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ვარჯიშები, გრავიტაციული და მექანიკური დაჭიმვები…
კისრის სეგმენტის დაჭიმვა იძლევა შემდეგ ეფექტს:
1.მალთაშორის სივრცის გაზრდა ფიქსირდება რამდენიმე წუთით (დოზირება იზრდება ეტაპობრივად, მაგალითად 1 წუთიდან 10-15 წუთამდე), რითაც ხდება დისკის გამოთავისუფლება მალთა ზეწოლისგან, დეკომპრესია.
2.კისრის მოკლე და ყველა მიმდებარე კუნთები იჭიმება და მომენტალურად დუნდება, რაც ზომიერ და ჯანსაღ ტონუსს ჰმატებს მათ, რაც ხდება გაცვლითი პროცესების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების საწინდარი.
3.კისრის რეგულარული დეკომპრესაცია (გაჭიმვა) ხელს უწყობს ატლანტის (პირველი მალა) და აქსისის (მეორე მალა) სწორ პოზიციებზე ყოფნას ან დაბრუნებას. ატლანტის პოზიცირების დარღვევა კი უამრავი სხვა დაავადებების მიზეზია ხოლმე. (ცნობისთვის, მისი გასწორება ატლასპროფილაქსის 10 წუთიანი პროცედურით საშუალოდ ღირს 300 ევროს ფარგლებში) .
კისრის დეკომპრესატორი (იხ.ფოტო ქვემოთ) ღირს მხოლოდ 95 ლარი. ამ აპარატით თავად პაციენტი აკონტროლებს დაჭიმვის დოზას, კომფორტულობის ხარისხს და ამდენად იგი სავსებით უსაფრთხოა. ოსტეოხონდროზით (მათ შორის-თიაქარით) დაავადებულთათვის ეს აპარატი აუცილებელიც კია.
რა თქმა უნდა, მყიდველისთვის სპეციალისტის კვალიფიციური კონსულტაცია- უფასოა.
41HNowFVPgL

41i6yiSnM7L

41SDhJ7BoHL
____________________________________________________________________

img_20170118_183229

ულტრაბგერითი აპარატი -მისი მოხმარების წესებს ყიდვის შემთხვევაში ადგილზე შეგასწავლით. იდეალურია, როგორც პროფესიული, ასევე- შინ მოხმარებისთვის. საკუთარ სახლში თავადვე შეგიძლიათ, ნებისმიერ სახსარში თუ კისრის და წელის მალთაშუა დისკის მიმდებარედ შეიყვანოთ ექიმის მიერ დანიშნული და თქვენი არჩეული სამკურნალო პრეპარატი. ეს აპარატი არამარტო სამკურნალო, არამედ- სილამაზის შენარჩუნება-განმტკიცებისთვისაც გამოგადგებათ. თვითონვე შეიყვანთ კანის მკვებავ გელს სახის კანში.

ფასი მხოლოდ 400 ლარი.

____________________

ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია: 293-05-46, 558-21-27-55

4 Responses to მკურნალობა სახლში

  1. თიკო ამბობს:

    გამარჯობათ მაინტერესებს თუ გაქვთ potokis ელექტროფირეზის ელექტრიდები შეძენა მინდა

  2. ლელა ამბობს:

    კისრის დეკომპრესატორის შეძენა როგორ და სად შემიძლია?

დატოვე კომენტარი