ადამიანის კუნთების სისტემა (მასაჟის სახელმძღვანელო.გაგრძელება)

ადამიანის კუნთები წინა მხრიდან:

1.კეფა–შუბლის კუნთი (შუბლის მუცელი). ფუნქცია: კრებს კანს შუბლზე განივ ნაკეცებად.
2.თვალის ირგვლივ კუნთი. ფუნქცია: ხურავს თვალის ნაპრალს.
3.საღეჭი კუნთი.ფუნქცია:სხვა კუნთებთან ერთად მონაჭილეობს ღეჭვით მოძრაობაში
4.პირის ირგვლივ კუნთი.ფუნქცია: ხურავს პირს. ინერვაცია: ყველა მიმიკური კუნთების ინერვაცია ხორციელდება სახის ნერვის ტოტებით.
5.კისრის კანქვეშა კუნთი. ფუნქცია: მონაწილეობს მიმიკაში.ინერვაცია: სახის ნერვი.
6.მკერდ–ლავიწ–დვრილისებრიკუნთი. ფუნქცია: აბრუნებს თავს მოპირდაპირე მხარეს(ცალი კუნთის შეკუმშვისას), თავს ამოძრავებს ყველა მიმართულებით, ასევე აფიქსირებს ვერტიკალურ მდგომარეობაში ზედა კიდურის სარტყელს და ნეკნებს წევს ზევით. ინერვაცია: კისრის C1 –C4 ნერვები.
7.დელტისებრი კუნთი. ფუნქცია: განზიდავს ხელს ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე, მონაწილეობს აგრეთვე მხრის მოხრასა ან გაშლაში. ინერვაცია: იღლიის ნერვი.
8.მკერდის დიდი კუნთი. ფუნქცია: მხარს მოზიდავს და აბრუნებს შიგნით (პრონაცია), მხრის ფიქსირებული მდგომარეობისას ზევით სწევს ნეკნებს,რითაც ზრდის გულმკერდის მოცულობას და მონაწილეობს ღრმა ჩასუნთქვაში. ინერვაცია: გულმკერდის სპინალური (C1- Th1) ნერვები.
9.მხრის ორთავა კუნთი. ფუნქცია: წინამხრის მოხრა იდაყვის სახსარში,მონაწილეობს აგრეთვე მის სუპინაციაში. ინერვაცია: კუნთ–კანის ნერვი.
10.მხრის კუნთი. ფუნქცია:წინამხრის მოხრა იდაყვის სახსარში,ინერვაცია: კუნთ–კანის ნერვი.
11.წინა დაკბილული კუნთი. ფუნქცია: აშორებს ბეჭის ძვალს ხერხემლისგან. ინერვაცია: გულმკერდის გრძელი ნერვი.
12.მუცლის გარეთა ირიბი კუნთი. ფუნქცია: ხრის წინ და აბრუნებს უკან ტანს. ინერვაცია: Th(s-12) ნეკნთაშუა, თეძო–მუცლისა და თეძო–საზარდულის ნერვები.
13.მუცლის სწორი კუნთი. ფუნქცია: ხრის ტანს წინ, ქვევით სწევს გულმკერდის ბადეს. ინერვაცია: Th(7–12) ნეკნთაშუა და წელის L1 ნერვები.
14. თერძის კუნთი. ფუნქცია: ხრის ბარძაყს, ასევე აბრუნებს ბარძაყს გარეთ, ხრის კანჭს და აბრუნებს შიგნით. ყველა ეს მოძრაობები სრულდება ერთდროულად ფეხის ფეხზე შემოდებისას (თერძების პროფესიული პოზა). ინერვაცია: ბარძაყის ნერვი.
15.ბარძაყის გარეთა განიერი კუნთი.
16.სწორი კუნთი.
17.ბარძაყის შიგნითა განიერი კუნთი და შუამდებარე კუნთი, რომლებიც ოთხივე ერთდ ოთხთავა კუნთის სახელწოდებითაა ცნობილი, ერთი საერთო მძლვრი მყესით უკავშირდება კვირისტავს. ფუნქცია: ოთხთავა კუნთი შლის კანჭს, ხრის ბარძაყს (მხოლოდ სწორი კუნთი).ეს კუნთი გადაადგილების პროცესში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კუნთია. ინერვაცია: ბარძაყის ნერვი.
18. ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესი.
19.დიდი წვივის წინა კუნთი. ფუნქცია: ხრის ზურგისაკენ (დორსალურად) ტერფს, მონაწილეობს ტერფის სუპინაციაში. ინერვაცია: მცირე წვივის ღრმა ნერვი.
20.ტყუპი კუნთი. ფუნქცია: ტერფს ხრის ძირისაკენ (პლანტარულად) და ასრულებს მეტად რთულ და აუცილებელ ფუნქციას ვერტიკალური დგომისა და გადაადგილების (ლოკომოციის) დროს. ინერვაცია: დიდი წვივის ნერვი.
21.თითების გრძელი გამშლელი კუნთი. ფუნქცია: შლის თითებს (მე–2 – მე–5 ფალანგები), ხრის დორსალურად ტერფს.ინერვაცია: მცირე წვივის ღრმა ნერვი.
კუნთები უკანა მხრიდან
22.მკერდ–ლავიწ–დვრილისებრი კუნთი.
23.ტრაპეციული კუნთი.ფუნქცია: ყველა ბოჭკოს ერთდროული შეკუმშვა ბეჭს სწევს ზევით, ქვედა ბოჭკოების შეკუმშვა კი–ქვევით. ბეჭის ძვლის უძრაობის შემთხვევაში კი ტრაპეციული კუნთი შლის თავს. ინერვაცია: დამატებითი ნერვი, კისრის C 3-4 ნერვები.
24.დელტისებური კუნთი. ფუნქცია: მხრის განზიდვა ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე. ინერვაცია: იღლიის ნერვი.
25.ზურგის უგანიერესი კუნთი.ფუნქცია: მოზიდავს მხარს, აბრუნებს მას შიგნით (პრონაციო).ინერვაცია: გულმკერდ–ზურგის ნერვი.
26.მხრის სამთავა კუნთი.ფუნქცია: შლის წინამხარს, გრძელი თავი ამავე დროს მონაწილეობს მხრის გაშლასა და მოზიდვაში.ინერვაცია: სხივის ნერვი.
27.მაჯის სხივისკენა გრძელი გამშლელი კუნთი. ფუნქცია:ხრის და მოზიდავს მტევანს. ინერვაცია: იდაყვის ნერვი.
28. მაჯის სხივისკენა მოკლე გამშლელი კუნთი.ფუნქცია:მაჯას შლის და განზიდავს. ინერვაცია: იდაყვის ნერვი.
29.მუცლის გარეთა ირიბი კუნთი.ფუნქცია: ხრის წინ და აბრუნებს გვერდზე ტანს. ინერვაცია:Th5–12 ნეკნთაშუა, თეძო–მუცლისა და თეძო–საზარდულის ნერვები.
30.დიდი დუნდულა კუნთები. ფუნქცია: ბარძაყის გაშლა და სუპინაცია. მისი ფიქსაციის დროს ტორსის გაშლა მოხრილი მდგომარეობიდან. ინერვაცია: ქვემო დუნდულა ნერვი.
31.ბარძაყის ორთავა კუნთი.ფუნქცია: შლის ბარძაყს, ხრის კანჭს.ინერვაცია: გრძელი თავის–საჯდომი ნერვი და დიდი წვივის ნერვი. მოკლე თავის– მცირე წვივის საერთო ნერვი და საჯდომი ნერვი.
32.ნახევრად მყესოვანი კუნთი. ფუნქცია: ბარძაყის გაშლა, მონაწილეობს აგრეთვე კანჭის მოხრასა და პრონაციაციაში. ინერვაცია: დიდი წვივის ნერვი.
33.ტყუფი კუნთი.ფუნქცია: ტერფის პლანტარული მომხრელი. აგრეთვე ასრულებს მეტად რთულ ფუნქციას ვერტიკალური დგომისა და გადაადგილების დროს.ინერვაცია: დიდი წვივის ნერვი.
34. აქილევსის მყესი.
მასაჟის გავლენა კუნთოვან სისტემაზე. მასაჟი აძლიერებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, კუნთები თავისუფლდება დაღლის პროდუქტებისაგან, რის შედეგადაც ძლიერდება კუნთების შრომისუნარიანობა, მათი გამძლეობა. მასაჟის გავლენით მცირდება დაღლილი კუნთების შეშუპება, დაჭიმულობა და ტკივილი, ქრება შეგუბებითი მოვლენები ლიმფურ ძარღვებსა და სისხლძარღვებში. გარდა ამისა, ძლიერდება კუნთების ტონუსი და მათი შეკუმშვისუნარიანობა. მასაჟი ააქტიურებს მოდუნებულ კუნთებს, ზრდის მათ ძალას. შეუდარებელია მასაჟი კუნთების ატროფიის დროს. იგი არამარტო აფერხებს ატროფიას, ხშირად ამ პროცესის უკუგანვითარებასაც კი იწვევს. მასაჟის გავლენით კუნთი ხდება უმტკივნეულო, რბილი, ელასტიური და ძლიერი.
(დეტალურად კუნთების ფოტოაღწერა მოცემულია სასწავლო ფაილში ქვემოთ- კუნთები)

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in მასაჟის სახელმძღვანელო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s