კოსმეტოლოგიის სახელმძღვანელო

დღეიდან ვიწყებთ კოსმეტოლოგიის სახელმძღვანელოს ბეჭდვას, რომლის ავტორია კოსმეტოლოგი, სასწავლო ცენტრ “სერაფიტის” მმართველი და კოსმეტოლოგიის სრული კურსის ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა ჩხობაძე -კოხრეიძე.. მარინა ჩხობაძე
კოსმეტოლოგიის სახელმძღვანელო განკუთვნილია ჩვენი სასწავლო ცენტრ “სერაფიტის” მოსწავლეებისთვის, აგრეთვე -ყველა დაინტერესებულთათვის. ამ თეორიული ნაწილის შესწავლა და იმ პრაქტიკული ჩვევების დაუფლება, რასაც ითვალისწინებს მოსწავლეთა მუდმივი პრაქტიკა სილამაზის ცენტრ “სერაფიტის” კოსმეტოლოგიის კაბინეტში (მისამართი: თბილისი, მაზნიაშვილის ქ,20, საბჭოს მოედანთან,ტ: 2965210, 555-374842)- არის საფუძველი წარმატებული პროფესიონალიზაციისათვის.

1. რა არის კოსმეტოლოგია? (შესავალი კოსმეტოლოგიაში)
„კოსმეტიკა“: მორთვა-მოკაზმის ხელოვნება- ეს სიტყვა უძველესი დროიდანაა ცნობილი (ბერძ.kosmetike). კოსმეტოლოგიის სამშობლოდ მიჩნეულია ძველი ეგვიპტე, რასაც ადასტურებს ძველ ეგვიპტური მუმიები, ფარაონის სამარხები, სადაც მრავალი სხვადასხვა მალამოს ჭურჭელი იქნა ნაპოვნი.
კოსმეტიკას ფართოდ იყენებდნენ ძველ საბერძნეთსა და რომში, საიდანაც იგი ფართოდ გავრცელდა მთელს ევროპაში.კოსმეტიკური საშუალებები
მე-19 საუკუნიდან კოსმეტიკა რევოლუციურ განვითარებას იწყებს, ჩნდება სახისა და ტანის ჰიგიენის ახალი საშუალებები.
„კოსმეტიკა“ ბერძნულიდან ქართულად „გალამაზებას“ ნიშნავს. მეცნიერებას გალამაზების შესახებ კი „კოსმეტოლოგია“ ეწოდება.
კოსმეტიკას თავისი ფესვები გააცნია საქართველოშიც. თანამედროვე სამედიცინო მიმართულება ამ სფეროში მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა. მაგ. 1964 წელს თბილისში შეიქმნა საექიმო-კოსმეტიკური დაწესებულება სამი მსხვილი განყოფილებით: თერაპიული (ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობა), ფიზიო (ელექტროქირურგია) და ქირურგიული (ცხვირის, ტუჩის, ნაოჭების კორექცია). მკურნალობის დანიშვნამდე პაციენტებს კომპლექსურად იკვლევენ თერაპევტის, ქირურგის, დერმატოლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის და სხვათა დახმარებით.
______________

2. კანის აგებულება
კანი შედგება სამი ძირითადი ფენისაგან:
ეპიდერმისი (კანის ზედა ფენა)
დერმა (საკუთრივ კანი)
სუბდერმა (კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედები)
kanis agebuleba

ეპიდერმისი შედგება 5 შრისაგან. მისი სისქე ცვალებადობს 0.005-0,12 მმ-ის ფარგლებში, მხოლოდ ხელისა და ფეხის გულებში აღწევს 0.8-1.4 მმ-ს.
1.რქოვანა შრე ყველაზე სქელია (0.02- 0.5 მმ). ეს უჯრედები შეიცავს გარქოვანებულ ნივთიერებებს. რქოვანა უჯრედები შედგება ძირითადად კერატინისაგან. კერატინი უჯრედოვანი ველის გარდაქმნის პროდუქტია. ამ შრეზე უშუალოდ მოქმედებს ატმოსფერო, წვიმა, ქარი, მზე…
2.გამჭირვალე შრე -იგი ვლინდება ისეთ ადგილებში, სადაც ეპიდერმისი ყველაზე მეტადაა განვითარებული. უჯრედთა სხეულები ამ შრეში ამოვსებულია გამჭირვალე ნივთიერება-ელედინით. ფიქრობენ, რომ ელადინი ცილოვანი ბუნებისაა (ალბუმინია).
3.მარცვლოვანი შრე -იგი კერატინიალური მარცვლებისგან შედგება და ფიქრობენ, რომ ეს მარცვლები კერატინის წინამორბედები არიან.
4.წვერიან უჯრედთა შრე- იგი შედგება ორი სახის უჯრედებისგან: წვეტიანი და ლანტერპანსის. მათი დანიშნულებაა, დაიცვას ქვე-მდებარე უჯრედები მექანიკური დაზიანებისაგან.
5.ბაზალური შრე – ეს შრე ესაზღვრება დერმის შემაერთებელ ქსოვილს და მასთან კონტაქტს ამყარებს. შრე შედგება საკუთრივ ბაზალური უჯრედებისგან და მელანიელიტებისგან. ბაზალური შრე განაპირობებს ადამიანის კანის ფერს. თუ პიგმენტი მელანინი ბევრია ბაზალურ შრეში, მაშინ კანის ფერი შავია. თუ მელანინი და სისხლის კაპილარები თანაბრადაა,მაშინ კანს ნორმალური ფერი აქვს (მოწითალო ბრინჯაოსფერი დაჰკრავს), ხოლო მელანინის ნაკლებობის დროს კანი თეთრი ან მოვარდისფროა!
საკუთრივ კანი-დერმა
.
მისი სისქე ცვალებადობს 0.29 დან 0.75 მმ-მდე. შექმნილია მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილებისაგან, რომელიც ანიჭებს კანს უნარს,გაწელვის შემდეგ ისევ დაუბრუნდეს წინანდელ მდგომარეობას. შემაერთებელი ქსოვილის ცვლილებას თან ახლავს ელასტიკური ბოჭკოების დრეკადობის უნარის დაკარგვა. სწორედ ამ დროს ჩნდება კანზე ნაოჭები და ნაკეცები.
ნაოჭების და ნაკეცების წინააღმდეგ ბრძოლის მიზანია, აღუდგინოს კანს ელასტიკური თვისებები. ეს კი მიიღწევა მასაჟით, მკვებავი მალამოებით და ნიღბებით. ამავე ფენაში შედის გლუვი კუნთოვანი ბოჭკოები, რომლებიც ელასტიკური ბოჭკოების საშუალებით უერთდება თმას. კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის დროს კანის ზედაპირი ხდება წვრილხორკლიანი (ე.წ.ბატის კანი). მისი შეკუმშვა აადვილებს სისხლისა და ლიმფის მოძრაობას, ხელს უწყობს ცხიმისა და ოფლის ჯირკვლების მიერ გამოყოფილი პროდუქტების გარეთ გამოტანას.
საკუთრივ კანში მოთავსებულია თებოს (ცხიმის) ჯირკვლები, რომელთა გამომტანი სადინარები ჩვეულებრივ იხსნება კანის ზედაპირზე ამოსული თმის ღერის არეში.
თებოს ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ცხიმოვანი ნივთიერება (სეკრეტი) იგლისება კანის ზედაპირზე და ამით ამცირებს წყლის აორთქლებას და იცავს კანს გამოშრობისაგან, ხოლო ტენიანი ჰავის დროს თავიდან გვაშორებს რქოვანა უჯრედების მოლბობას და ნაადრევ აცლას – თებოს ჯირკვლების ცხიმოვანი ნივთიერება ელასტიურობას აძლევს კანის ზედა ფენის რქოვანა შრეს. თებოს ჯირკვლებიანი კანის ზედაპირზე იხსნება ოფლის სადინარები, რომლეთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებები. კანის ზედაპირიდან ოფლის აორთქლების დროს ორგანიზმი კარგავს სითბოს მნიშვნელოვან რაოდენობას. სითბოს რეგულირება ხდება აგრეთვე კანში (საკუთრივ კანში) ქსოვილის სისხლ-ძარღვების გაფართოება-შევიწროების საფუძველზე, რაც ნერვული სისტემის ჩარევით ხდება.
სუბდერმა.
წინა ფენისაგან განსხვავებით კანის უფრო ღრმა ფენა შედგება კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედებისაგან, რომელიც წარმოადგენს ბოჭკოვან ქსოვილს ცხიმოვანი უჯრედებით. ამ ფენაში განლაგებულია ყველაზე უფრო სისხლძარღვები და ლიმფური სადინარები: ნერვები, ოფლის ჯირკვლები და თმის ბოლქვები დვრილებით.
თავის კანს სხვა კანთან შედარებით სუსტად აქვს განვითარებული ეპიდერმისის რქოვანა შრე. აქ ჭარბადაა თმა, მისი ძირებითა და დვრილებით. უხვადაა აგრეთვე თებოს ჯირკვლები.
_________________________________________________________________
თემა მეორე. პირისახის კანი
სახის კანი
პირისახის კანი მთელ თავის ზედაპირზე, გარდა ლორწოვანი გარსისა, დაფარულია ბუსუსებით. ნორმალურად განვითარებული ბუსუსები კანს აძლევს სასიამოვნო ხავერდისფერ შესახედაობას. კანისა და მისი აგებულების შესახებ წინა თემაში ნათქვამი ეხება პირისახის კანსაც. პირისახის ნორმალურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობა: ორგანიზმის ჯანმრთელობის ფონზე პირისახის კანიც ლამაზია, რაშიც იგულისხმება მისი გარეგნული შესახედაობა, უდეფექტობა და ა.შ. ლამაზ კანს არ უნდა ჰქონდეს ისეთი კოსმეტიკური ნაკლი, როგორიცაა: ლაქა, მეჭეჭი, ნაწიბური,ფერისმჭამელა, გაგანიერებული ფორები, სიმშრალე, ცხიმიანობა. ლამაზი კანი არ უნდა იყოს მოდუნებული.
(გაგრძელება იქნება)

12 Responses to კოსმეტოლოგიის სახელმძღვანელო

  1. ლილი says:

    ვაიმე,რა კარგია…ძალიან გასაგები ენით და მოკლედ, ლაკონიურად არის გადმოცემული თემები…სრული ვერსია ხომ არ დევს კიდე სადმე? იქნებ ცოტა მალ-მალე და დიდი პორციებით დადოთ მთელი სახელმძღვანელო? კოსმეტიკური პრეპარატების რეცეპტებსაც გამოაქვეყნებთ?🙂

    • კოსმეტოლოგიის სახელმძღვანელო მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილსაც- ამ უკანასკნელში ვგულისხმობთ კანის მოვლის ზოგად ტენდენციებს, მიმართულებებს. პროფესიული-სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების და ნიღბების დამზადება უაფრო რთული პროცესია, რაც ასევე პროფესიულ სწავლებასთანაა დაკავშირებული და მათი დამზადება მხოლოდ რეცეპტების წაკითხვით ზოგჯერ შეუძლებელია (თუნდაც ნედლეულის შერჩევის თვალსაზრისით). ასეთი სწავლება კი მხოლოდ კვალიფიციურ კოსმეტოლოგთან შეიძლება, ლილი. თუ თქვენ ამის სურვილი გექნებათ, შეგვიძლია, დაგეხმაროთ: სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”-ს კოსმეტოლოგიის სასწავლო კაბინეტის ტელეფონია: 555-374842, ქალბატონი მარინა ჩხობაძე

  2. sofiko says:

    ra girs tqventan cosmetologiis swavla

  3. lela says:

    თუ არის სახელმძღვანელოს ელქტრონული (სრული) ან ბეჭდვითი ვარიანტი და სად შეიძლება შევიძინოთ?

    • მხოლოდ ჩვენს მოსწავლეებს გადავცემთ სახელმძღვანელოს. ამ ეტაპზე მისი დაბეჭდვა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

  4. megi says:

    გამარჯობათ ქალბატონო მარინა,ძალიან მინდა შევისწავლო თქვენი კოსმეტოლოგიის სრული კურსი,მაინტერესებს ასაკი თუ არის შეზღუდული-ვარ 48 წლის.რა ვადებს მოიცავს სრული კურსის შესწავლა და რამდენია გადასახადი?

    • გამარჟობათ ქალბატონო მეგი…ასაკი არაა შეზღუდული, რა თქმა უნდა. სრული კურსი მოიცავს: სახის კოსმეტიკას (მოვლა, დიაგნოსტიკა, წმენდა), ექსკლუზიური კრემების დამზადება და რეცეპტები, ელექტრო და ბიოეპილაცია, აპარატული კოსმეტოლოგია. კურსი გრძელდება 3 თვე და სულ ღირს 1200 ლარი.

  5. ინგა says:

    ასწავლით თუ არ ა ფიელრების ინექციებს?

  6. Xatuna says:

    Moscavleebs ra asakidan gebulobt

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s