ინფრაწითელი საუნა თბილისში (კლინიკა “სერაფიტი”)

ინფრაწითელ საუნას, იგივე “იაპონურ ოთახს”, თანამედროვე საოცრებას სამართლიანად უწოდებენ. და ეს ყველაფერი იმ სიკეთეების გამო, რაზეც ქვემოთ გიამბობთ.

სიკეთე #1 – კოსმეტოლოგიური.

ინფრაწითელ საუნაში პროცედურის ჩატარების დროს ადამიანის კანის ფორები ფართოდ იხსნება და ოფლთან ერთად გამოიდევნება წიდები და ტოქსინები(როგორც მეცნიერები ამტკიცებენ გამონადენის 20 %-მდე). ასევე ხდება დიდი რაოდენობით ცხიმების დაწვა. პირველივე პროცედურის შემდეგ ნახავთ, რომ თქვენი კანი გახდა გაცილებით გლუვი და სწორი, ხოლო უკვე მე-3 პროცედურის შემდეგ კანი ხდება ისეთივე ნაზი, როგორიც ახალშობილებს აქვთ.

სიკეთე #2 – წონის დაკლება უსაფრთხოდ.

ჩვენს ინფრაწითელ საუნაში პროცედურის დაწყებიდან დაახლოებით 7-10 წუთში ადამიანი იწყებს “კარაქივით ლღობას”, ხდება ოფლის ინტენსიური გამოყოფა და ასე გრძელდება დარჩენილი ნახევარი საათი,პროცედურის დამთავრებამდე. 40 წუთის განმავლობაში ერთი კგ- ზე მეტი ოფლი და ცხიმი გამოიყოფა ყოველ პროცედურაზე. იწვება იმდენივე კალორია, რაც 10000 მეტრ დისტანციის გარბენისას დაიხარჯებოდა. სხვაობა ის არის, რომ 10 კმ-ზე სირბილის დროს ადამიანი იღლება, ხოლო ინფრაწითელ საუნაში პროცედურის შემდეგ, პირიქით, ადამიანი ივსება უფრო მეტი ენერგიით, უფრო ღონიერი და გონიერი ხდება, ვიდრე პროცედურის დაწყებამდე იყო.

სიკეთე#3 – სუნი

ინფრაწითელ საუნაში პროცედურის დროს ხდება დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფა. ოფლთან ერთად გამოიყოფა ტოქსინები და წიდები. ამის გამო, ინფრაწითელ საუნაში პროცედურის მიღების შემდგომ 5-10 დღის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმიდან ძალიან ცოტა ოფლი გამოიყოფა და რაც ყველაზე მთავარია, ოფლს სუნი აღარ აქვს!!!

სიკეთე #4 – ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ზურგისა და სახსრების ტკივილი მომენტალურად ქრება ინფრაწითელ საუნაში შესვლისთანავე. ტკივილის გასაყუჩებლად საკმარისია შესვლის წინ 10-15 წუთით ადრე ჩართვა და არ არის აუცილებელი ტანსაცმლის გახდა და ოფლად დაღვრა. საკმარისია შედარებით დაბალ ტემპერატურაზე ( 30-35 გრადუსი), ოფლის მოდინების გარეშე, 10-15 წუთით ინფრაწითელ საუნაში შესვლა. აქ მთავარი გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივების გარემოცვაში მოხვედრაა!!!კლინიკა “სერაფიტის” კომპლექსური მკურნალობის სრული პაკეტის მფლობელთათვის საუნით სარგებლობა უფასოა. ❤️

სიკეთე #5 – იმუნიტეტი.

ინფრაწითელ საუნაში პროცედურის დროს, ადამიანის სხეულის ტემპერატურა მატულობს 1-1,5 გრადუსით. მოგეხსენებათ, ადამიანის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ირთვება ადამიანის იმუნური სისტემა, რათა მოერიოს ანთებით პროცესებს. ამიტომაც, ინფრაწითელ საუნაში პროცედურების რეგულარული ჩატარება, ამაღლებს ადამიანის იმუნიტეტს!!!

სიკეთე #6 – ტრამვირების შემდგომი რეაბილიტაცია.

ინფრაწითელ საუნაში, შესვლისთანავე, ადამიანის სხეული ეხვევა გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივების გარემოცვაში და თუ რომელიმე კუნთი და ძარღვი დაჭიმულია ან დაჟეჟილია, იგი მომენტალურად თბება და ტკივილი ყუჩდება ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე. ეს მდგომარეობა გარკვეული ვარჯიშების ჩატარების საშუალებას გვაძლევს. ასევე, რადგანაც გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივი აღწევს ადამიანის სხეულში 3-4 სმ-ზე, იგი ხელს უწყობს დაზიანებული ადგილის მოშუშებას. ეს ყველაფერი რამოდენიმეჯერ ამცირებს პოსტტრამვატულ რეაბილიტაციის ვადებსა და მასზე დანახარჯებს!!!

სიკეთე # 7 – ცხიმების დაწვა.

ინფრაწითელ საუნაში პროცედურის დროს ხდება ოფლის ინტენსიური გამოყოფა. ოფლთან ერთად გამოიდევნება დიდი რაოდენობით ცხიმი. ინფრაწითელ საუნაში პროცედურის შემდეგ ადამიანს რამოდენიმე დღის განმავლობაში უმცირდება ოფლის გამოყოფა და აღარ უცხიმიანდება კანი, რაც ადამიანის სახეს, განსაკუთრებით ცხვირს ახასიათებს. ამავე დროს კანი არ შრება, პირიქით, კანი ხდება ბარხატივით – ელასტიური, გლუვი და ნაზი!!!

სიკეთე #8 – ლიბიდოს და პოტენციის ამაღლება.

ინფრაწითელ საუნაში პროცედურების დროს, გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივები ღრმად აღწევენ ადამიანის ორგანიზმში, რის გამოც მათი პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ადამიანის ორგანოები, მათ შორის მამაკაცებში პროსტატა და ქალებში საშვილოსნო და საკვერცხეები.

ინფრაწითელ საუნაში პირველივე პროცედურის შემდეგ ადამიანი გრძნობს ლიბიდოს მომატებას!!!

დაჯავშნა ტელეფონზე: 558.212.755.

30-40 წუთიანი პროცედური ფასი მხოლოდ 40 ლარია!

#infraredsaunaintbilisi

#ინფრაწითელისაუნა

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in ინფრაწითელი საუნა and tagged , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი