ლაზერული ეპილაცია

alviimage-95-gen-618-500x500დიოდის ლაზერი Alvi– 6000 სამართლიანად ითვლება არასასურველი თმის მოშორების მიმართულებით ლაზერული დანადგარების სფეროს ლიდერად.

დღეს ლაზერის დიოდური მეთოდიკა ყველაზე ეფექტურ მიმართულებად ითვლება, ვინაიდან იგი საიმედოდ  აცილებს ნებისმიერ თმას ნებისმიერი სტრუქტურის კანისგან.

ლაზერული ეპილაციის პროცედურება ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მამაკაცებსა თუ ქალებში.

ხშირად გვისვამენ შეითხვას: არსებობს თუ არა აპარატი, რომელიც ერთხელ და საბოლოოდ აიღებს თმას კანიდან?  დიოდური ლაზერები ტალღის სიგრძით (808 – 810 Нм) ითვლება ყველაზე  ეფექტურ ლაზერებად ეპლაციისთვის და იდეალურად შეესაბამება ექვსივე (I-VI ) ფოტოტიპს!  ასეთი ლაზერები კარგად ათბობებენ მელანინს, ამასთან სხივი აღწევს სიღრმეში 4-5 მმ-მდე და ეფექტურად ანგრევს თმის ფოლიკულებს.  ერთ პროცედურაზე შორდება მხოლოდ ის ფოლიკულები, რომლებიც იმყოფება ზრდის აქტიურ ფაზაში. ეს დაახლოებით თმების 20%-ია.  შემდეგი პროცედურების დროს ირღვევა იმ თმების სტრუქტურა, რომელიც მანამდე ერთგვარად ძილის სტადიაში იყო. საბოლოოდ კი 6-8 პროცედურის შემდეგ ლაზერული აპარატი Alvi-6000 პაციენტს აძლევს იდეალურ შედეგს!

აღსანიშნავია, რომ დიოდური ლაზერის აპარატი  Alvi-6000 იძლევა საშუალებას, სპეციალისტმა იმუშავოს სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა. მაღალ ხარისხს განაპირობებს ევროპული სტანდარტები!  Alvi-6000 ჩეხური ბრენდია, რომელმაც  დიდი ხანია დაიმკვიდრა ლიდერის პოზიციები.

აპარატ Alvi-6000-ის უპირატესობები:

თანამედროვე დიზაინი.

შესაძლებლობა, პროცედურა ჩატარდეს „დამწვარ“, გარუჯულ  კანზე.

უწყვეტი მუშაობის დროს 8 საათია!.

პროცედურის ჩატარებისთვის უმცირესი დრო სჭირდება.

უსაფრთხოება და უმტკივნეულო პროცედურა- Alvi-6000 გამოირჩევა ანალოგებისან მაქსიმალური კომფორტულობით>Высокая мощность.

რეკორდული აგრილების სისტემა!

ინტელექტუალური ინტერფეისი.

პროცედურების ჩატარების ეფექტურობა.

 

ძირითადი მახასიათებლები:

ტალღის სირძე: 808 нм
სამოქმედო ზონის ზომა: 15*15 мм
იმპულსის ხანრძლივობა: 10-400 мс
ენერიის სიხშირე: 100 ჯ/სმ²
იმპულსის სიხშირე: 1-10 Нz/c
გაგრილების სისტემა: +2 С ~ -10 C
სიმძლავრე: 2000 Вт
გამომავალი სიმძლავრე : 600 Вт
სიმძლავრე: 220 Вт
მუშაობის რეჟიმი: HR, SHR
ძაბვის რესურსი: 110/220V, 60/50 Гц, 10A

ლამპის რესურსი: 10 000 000 !!!!

lazer epilation - Copy

Advertisements
Posted in ეპილაცია., ლაზერული ეპილაცია | Tagged , , | დატოვე კომენტარი

ოსტეოქონდროზის მკურნალობა: მეთოდის განსაზღვრა მიზეზის შესაბამისად!

ოსტეოქონდროზის და მისი გართულებული ფორმების (მათ შორის ხერხემლის თიაქრის) ყველა მიზეზი მედიცინამ არ იცის. ასე რომ იყოს, მისი მკურნალობაც უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე დღესაა. თუმცა ვერტებროლოგებმა იციან რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელთა საპირწონედაც უნდა დაიგეგმოს ოსტეოქონდროზის და ზოგადად, ხერხემლის დისკოგენური დაავადებების, მკურნალობის კონკრეტული მეთოდები.

მიზეზი პირველი: ადამიანის ორგანიზმის ვერტიკალური მდგომარეობით გამოწვეული ხერხემლის მალთაშუა მუდმივი კომპრესია! ეს ბუნებრივი კომპრესია დროთა განმავლობაში, ზოგისთვის ადრე, ზოგისთვის გვიან, იწვევს დისკის ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რაც მის დაავადებაში გამოიხატება.

მკურნალობის მეთოდი: ამ ვითარების მკურნალობა შესაძლებელია დეკომპრესიით, ხერხემლის დაჭიმვით! ყველაზე ეფექტურ დაჭიმვებად ითვლება:

1.დაჭიმვა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სპეციალურ მაგიდაზე-paket-n4

2. ვერტიკალური დაჭიმვა ინვერსიულ მაგიდაზე.inversia2

3.მარტივი, თუმცა საკმაოდ ეფექტური დაჭიმვები, რომელიც სახლშიც შეიძლება,შეასრულოს პაციენტმა: დაჭიმვა სპეციალურ კორექტორზე და დაჭიმვა ბურთზე:%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-1IMG_20151023_151455

მიზეზი მეორე: კომპრესიას ამცირებს კუნთების ბუნებრივი კორსეტი. რაც უფრო ძლიერია კუნთები, მოქნილია ეს ფიზიოლოგიური კორსეტიც და დისკებიც დაცულია ზედმეტი კომპრესიისგან. მაგრამ…თიაქარი და ოსტექონდროზი ხშირად ემართებათ ძლიერი კუნთოვანი აღნაგობის პირებსაც.  კუნთს გააჩნია გარკვეული ადექვატური დატვირთვის უნარი. ზოგიერთის ეს დატვირთვა 5 კილოა, ზოგისთვის-40, ზოგისთვის კიდე-200… აი, იმისთვის, ვისთვისაც 200 კილოგრამიანი ტვირთის აწევა პრობლემას არ წარმოადგენს, შესაძლოა, 205 კილოიანმა ტვირთმა  თიაქარი გააჩინოს…ასეა. ანუ, მეორე მიზეზი უკავშირდება კუნთების სისუსტეს!

მკურნალობის მეთოდი: კუნთების გაძლიერება და ადექვატური ფიზიოლოგიური კორსეტის შექმნა მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი: ვარჯიშებით და მასაჟით. მასაჟი შინაგანად აძლიერებს კუნთებს (სისხლის მიმოქცევა, ლიმფური ნაკადების გაუმჯობესება, ნივთიერებათა ცვლა და ა.შ), ხოლო სისტემატური ვარჯიში კუნთს აძლევს როგორც შინაგან,ასე- გარეგან, ზოგად სიძლიერეს!

12431512_1681292485487877_1123212423_n

IMG_20151015_151857

DSC09141

მიზეზი მესამე: ოსტეოქონდროზის და თიაქრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მალთაშუა დისკის დეგენერაციული ცვლილებებია, ატროფია, დისტროფია. დისკი ვერ იკვებება! მას სჭირდება “საკვები”. მიმდებარე ქსოვილებიდან საკვების მიწოდება გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული: მასაჟი, ვარჯიშები უფრო მეტ დროს მოითხოვს ეფექტის  დასადგომად, ვიდრე დისკის დეგენერაციისგან მიღებული ტკივილი და დისკომფორტი მოითმენს.

მკურნალობის მეთოდი: ერთადერთი და ყველაზე ზუსტი მეთოდი უშუალოდ დისკის მკურნალობისა უკავშირდება ფიზიოთერაპიას. გამოვყოფთ ფიზიოთერაპიის სამ ძირითად მეთოდს ოსტეოქონდროზის  და თიაქრის სამკურნალოდ: ელექტროფორეზი კარიპაზიმით, ქვანტური ლაზეროთერაპია და ულტრაბგერითი თერაპია!

 

 

მიზეზი მეოთხე: ანთებითი პროცესი, ანთება, რომელსაც ახლავს მწვავე ტკივილები, დაავადების გამწვავება, რომელიც სულაც არაა დაკავშირებული თავად დაავადების ხარისხის გაუარესებასთან (მაგალითად, თიაქრის ზომის ზრდასთან)…

მკურნალობის მეთოდი: ანთების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია არასტეროიდული მედიკამენტები, ინექციები დიკლოფენაკის ჯგუფის წამლებით, კოქტეილები ბ12-თან და ა.შ. ასეთი “კოქტეილები”  უნდა შეირჩეს ექიმის მეთვალყურეობით და მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ზოგადი ფიზიოლოგიური მდგომარეობა.

_____________________

რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებიც არსებობს. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ავანგარდშია და მათი გაკონტროლების გარეშე ოსტეოქონდროზის და თიაქრის მკურნალობა შეუძლებელია! პაციენტმა უნდა იცოდეს ეს!

____________________

  ჯაბა  კოხრეიძე.

ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი. კლინიკა                                                                                             “სერაფიტის” დამფუძნებელი.

23.10.2017

Posted in ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქარი | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

5 ყველაზე ეფექტური რჩევა ხერხემლის თიაქრით დაავადებულთათვის

1.დაიწყე დილა დაზიანებული სეგმენტის (კისერი, გულ-მკერდი თუ წელი) სამკურნალო ვარჯიშებით. სულ 10-15 წუთია საკმარისი შესაბამისი კუნთების გახურებისთვის, ტონუსისთვის, რათა მიმდებარე ქსოვილებიდან დაავადებულმა მალთაშუა დისკებმა მიიღოს ადექვატური საკვები.
2.წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ სრული კომპლექსური ფიზიოთერაპიული მკურნალობა (ელექტროფორეზი კარიპაზიმით ან ფონოფორეზი კარიპაინით, ლაზეროთერაპია, ელექტროსტიმულაცია). ამ პროცედურებით ჩერდება დისკების დევალვაცია და მინიმუმ ჩერდება დაავადების პროგრესირებაც!
3.რეგულარულად (თვეში 2-ჯერ მაინც) გაიკეთეთ სხეულის სრული, გამაჯანსაღებელი მასაჟები დაზიანებული სეგმენტების და ყველა ძირითადი კუნთების დამუშავებით.
4.ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ გამართულად -არ ირბინოთ! სეირნობამ არ უნდა დაგღალოთ.
5.იცოდეთ, ხერხემლის არც ერთი პათოლოგია ბოლომდე არ იკურნება. ენდეთ ექიმს, რომელიც მოგიწოდებთ თანამშრომლობისაკენ დაავადების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისათვის. ვინც 100%-ით განკურნებას გპირდებათ, უბრალოდ-გატყუილებთ. მთავარი როლი თქვენ გეკუთვნით! გაითვალისწინე ეს რჩევები და: იცოცხლე დიდხანს და ბედნიერად!
Posted in ხეხემლის თიაქარი, Uncategorized | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

ოსტეოქონდროზის და თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია!

გთავაზობთ კლინიკა “სერაფიტის” წამყვანი სპეციალისტის, ფიზიოთერაპევტ-რეაბილიტოლოგის ჯაბა კოხრეიძის სტატიას:

___________________________________________________________________

15 წელიწადია, უშუალოდ ვარ ჩართული ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობის საქმეში. ეს არც პატარა დროა დიდი გამოცდილების და ცოდნის დასაგროვებლად! აქედან უმეტესი წლები ვმუშაობდი ათენის ერთ-ერთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში, თითქმის 5 წელი კი საკუთარი კლინიკა მაქვს თბილისში და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მრავალრიცხოვან მოსწავლეებს. წელის ტკივილი თავადაც მაწუხებს ხოლმე- მე-3 ხარისხის ოსტეოქონდროზი მაქვს (ეს თითქმის პროტრუზიაა, დისკის თიაქრის საწყისი ეტაპი), დიაგნოზი საკუთარ თავს თავადვე დავუსვი (ცხადია, გადავამოწმე მრტ კვლევით). ამ დაავადებით ვცხოვრობ აქტიურად აგერ 8 წელიწადია: დღეში რამდენიმე ფიზიოპროცედურას და მანუალურ მასაჟს ვაკეთებ, ვატარებ გაკვეთილებს მასაჟის და ფიზიოთერაპიის სასწავლო კურსის სტუდენტებისთვის….

მოკლედ, მოგიყვებით, როგორ ვმართოთ ხერხემლის დაავადებები, როგორ ვიცხოვროთ  კომფორტულად დაავადებულ ხერხემალთან ერთად. იქნებ ვინმეს გამოადგეს გამოცდილება ჩემი, როგორც -ექიმის და როგორც-პაციენტის.

  1. ხერხემლის პათოლოგიით დაავადებულ პაციენტს სხვადასხვა პროფილის მკურნალთან ვიზიტი უწევს: ნერვოლოგი, ორთოპედი, რევმატოლოგი, ექიმბაში, მანუალისტი, მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი ….ეს არაა სრული სია. მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ ერთი მეთოდით მკურნალობა არ იძლევა პაციენტისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს. ჩემთან მოსულ ბევრ პაციენტს მაგალითად: ათასობით ლარის მარტო ტკივილგამაყუჩებელი და ანტიდეპრესანტები  აქვთ ხოლმე მიღებული; ათასობით ლარის სასწაულმოქმედი მალამოები აქვთ ნაცადი ხერხემალზე, რომელმაც გარკვეული დროით მართლაც მისცა შედეგი, თუმცა საბოლოოდ მაინც აწუხებთ გაუსაძლისი დისკომფორტი ზურგში; არანაკლები თანხა დაუხარჯავთ ბრენდულ ფიტნეს-დარბაზებში, სახელობით ტრენაჟორებზე- აქაც საბოლოოდ  არასაკმარისი ეფეტურობის მოწმენი გახდნენ; მასაჟისტებიც გამოიცვალეს: არა-ერთი! თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მერე- პრობლემა კვლავინდებურად მწვავდებოდა….__________________________საჭირო რეკლამა:     ოსტექონდროზი და შედეგად თიაქარი უმეტესწილად გამოწვეულია ლორდოზის გასწორებით. ლორდოზის აღდგენა ფიზიოლოგიურ ნორმებში არის მკურნალობის ერთ-ერთი მიზანი, რაშიც ძალიან დაგეხმარებათ თანამედროვე სამედიცინო ცენტრებში აპრობირებული წელის დეკომპრესატორები. ეს მოწყობილობა მარტივია, თუმცა მოითხოვს სერიოზულ ცოდნას ეფექტური გამოყენებისთვის. ჩვენმა პაციენტებმა ეს უკვე იციან. გასწავლით თქვენც! იცოცხლეთ ჯანმრთელად და ბედნიერად! ჩვენ შეგირჩევთ აპარატს თქვენი ასაკის, დაავადების ხარისხის, ამპლიტუდის მიხედვით:
  2. ოსტეოქონდროზი, თიაქარი, დისკოზი – მალთაშუა დისკოს დეგენერაციული ცვლილებითაა გამოწვეული. დისკი ვერ იღებს მიმდებარე ქსოვილებიდან (სისხლძარღვები, ნერვები, კუნთები…) ადექვატურ საკვებს და იწყებს დეგრადირებას, „შიმშილს“, ზომებში ცვლილებას და ასე შ. , რასაც მალები ეგრევე პასუხობენ „თავდაცვით“: საკუთარ სხეულებზე ოსტეოფიტური წანაზარდების წარმოქმნით. ოსტეოფიტები (ანუ კალციუმის მარილები) მოგვიანებით გაძვალებას იწყებენ სივრცეში, სადაც წესით მათი ადგილი არ იყო. თიაქარში გადაზრდით ოსტეოქონდროზით გამოწვეული დისკომფორტი კიდევ უფრო იზრდება. ნეირო-ქირურგი ამ პრობლემის გადაწყვეტას ხედავს შედეგის გამოსწორებაში: ოსტეოფიტების „ჩამოფხეკვაში“, ნერვებზე ზეწოლის ამ გზით შემცირებაში და საჭიროებისამებრ იმპლატანტის ჩანერგვაში. ნერვოლოგი-თერაპევტი ნიშნავს ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ადექვატურ ანალგეტიკებს, არასტეროიდებს,  რათა ოსტეოფიტებით თუ დეფორმირებული დისკის ზეწოლით გამოწვეული ტკივილები განულდეს, ჩაქრეს ანთებითი პროცესი…ფიტნეს-ინსტრუქტორი პაციენტს სთავაზობს ძალიან კარგ ვარჯიშებს სახელობით ტრენაჟორებზე, კარგად გაპიარებულ მოძრაობებს ( რომელიც სინამდვილეში მთელს მსოფლიოში ცნობილი ვარჯიშებია და სულაც არაა ერთი რომელიმე სლავი ექიმის სახელთან დაკავშირებული).  ვარჯიშები აძლიერებს დაზიანებული დისკების მიმდებარე ქსოვილებს,  კუნთებს, იწვევს მათ გაჯანსაღებას, შედეგად კუნთები იწყებს ჯანსაღივე საკვების მიწოდებას დისკებზე, რაც რეალურად რეგენერაციის (აღდგენა-განახლების) დაწყებას უნდა იწვევდეს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ-ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტის ჩამოყალიბებას- სწორედ ამ კორსეტმა უნდა „დაიჭიროს“ ხერხემალი, ამგვარად შეამციროს მალების მხრიდან დისკებზე ზეწოლა.   მასაჟისტი რეალურად იწვევს თავისი ქმედებით კუნთების სტიმულირებას, მათ შინაგან გაძლიერებას აუმჯობესებს რა მათში სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ლიმფურ   ნაკადებს – მასაჟი ოსტეოქონდროზის დროს ლამის ერთადერთი მეთოდია, რასაც რეალურად უკუჩვენება არ გააჩნია!  სახალხო მკურნალის მალამოარანაკლები ეფექტურობით აქრობს ტკივილს, ვიდრე- დიკლოფენაკები და ა.შ. დიდი ხანია, საიდუმლო აღარაა ასეთი მალამოების შემადგენლობა (ვისაც უნდა, გაიგებს)…ამ მალამოებს აქვს უდავოდ ეფექტი: სწრაფად გაიწოვება კანქვეშ, მოქმედებს ნერვულ რეცეპტორებზე, აღწევს დაზიანებულ ნერვებამდე, აუვნებელჰყოფს ტკივილს…
  3. მოკლედ, ყველა მეთოდს აქვს თავისი დადებითი მხარე. და მაინც, პაციენტები უნუგეშოდ ტრიალებენ მოჯადოებულ წრეზე, დადიან სახალხო მკურნალიდან  ექიმ-ნერვოლოგამდე,  მასაჟისტიდან -ფიტნესის დარბაზებამდე, ქირურგიდან-ფიზიოთერაპევტამდე…
  4. დასკვნა: ყველა მეთოდს აქვს არსებობის და გამართლების უფლება, და მათი ეფექტურობა განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ პაციენტი ერთობლივად, კომპლექსურად მიმართავს მას.  ცხადია, ამ კომპლექსურობისკენ მკურნალმა ექიმმაც უნდა უბიძგოს პაციენტს, რასაც, სამწუხაროდ, არც თუ ხშირად მიმართავენ ჩვენი ექიმები…. ამის მიზეზი კი ერთგვარი ანტაგონიზმი უფრო მგონია, ვიდრე -განათლების სივიწროვე.  ________________________საჭირო რეკლამა______________ სამკურნალო-სავარჯიშო ბურთის შესახებ გსმენიათ მაინც. ბევრმა კი შეიძლება, არ იცოდეს, რომ ასეთ ბურთზე უნიკალური ვარჯიშების შესრულება შეიძლება: ხერხემლის დაჭიმვა (აბსოლუტურად უსაფრთხო, რომელიც წყალქვეშა დაჭიმვის ტოლფასია ლამის), ზურგის კუნთების გასამყარებელი ვარჯიშები, ყველა დიდი სახსრის ვარჯიში და უამრავი სხვა რამ. მთავარია, ეს ვარჯიშები შეარჩიოთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან რეაბილიტოლოგთან ერთად. დანარჩენი კი მარტივია: 15-20 წუთით სახლში ასეთ დიდ  ბურთზე (ბურთთან) გატარებული დრო დიდი ხნით (იქნებ სამუდამოდაც კი) დაგავიწყებთ ხერხემლის პრობლემებს. %e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98
  5. გამოსავალი: ვიფიქროთ ერთად და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ეს სტატიაც „განათლებული“ პაციენტებისთვისაა (და არა- მარტო) განკუთვნილი. დისკის დეგენერაციის შესაჩერებლად და აღდგენა-რეგენერაციის დასაწყებად აუცილებელია, იმ დისკამდე მივიდეთ! ამას მასაჟით, მალამოებით, ქირურგიული ჩარევით, ვარჯიშებით – ვერ მოვახერხებთ. ყველაზე ეფექტური გზა „დისკამდე შეღწევისა“ გადის ფიზიოთერაპიაზე. არსებობს რამდენიმე ეფექტური პროცედურა ფიზიოთერაპიაში, როცა ჩვენ ვზემოქმედებთ დაზიანებულ დისკზე- ამ პროცედურების ნუსხა, შესაბამისი სიხშირეები უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა კონკრეტული დაავადების ხარისხის და პაციენტის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. როცა ჩვენ დისკიდან დავიწყებთ აღდგენით-გამაჯანსაღებელ პროცესს, უფრო ეფექტური იქნება მიმდებარე ქსოვილების და კუნთების გაძლიერება, სტიმულირება. აქ კი სწორედ პარალელურ რეჟიმში უდიდეს როლს ასრულებს მასაჟი და ვარჯიშები. ვიმეორებ ზემოთ ნათქვამს: მასაჟი შინაგანად. ხოლო ვარჯიშები -გარეგანად აძლიერებს კუნთებს, საიდანაც საკვები მიეწოდება ფიზიოთერაპიით ნამკურნალევ დისკს და რომელიც (კუნთები) ქმნის ხერხემლის ბუნებრივ დამჭერს, ჭიგოს!
  6. მთელი ცხოვრება უნდა ვივარჯიშო? მთელი ცხოვრება უნდა ვიკეთო ფიზიო და მასაჟი? – ეს კითხვები მესმის ყოველ დღე და და არა-ერთხელ…დიახ! მთელი ცხოვრება, სჯობს ივარჯიშოთ, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გაიკეთოთ პერიოდულად მასაჟები, უფრო ნაკლები სიხშირით -ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა უმრავლესობა ძალიან საჭირო და ეფექტურია სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი (მაგალითად: ქვანტური ლაზერი, ჰიდრომასაჟი, ულტრაბგერა)…მე ვპასუხობ: დიდხანს, ოღონდ არა-ყოველ დღე!!! წელიწადში 1-2-ჯერ 10-12 დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ, რომ დიდხანს დატკბეთ სიცოცხლის მშვენიერებით, გამოადგეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფთ…

    გთავაზობთ ოსტეოქონდროზის და თიაქარის,ხერხემლის და ზოგადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობის პაკეტებს:გადახედეთ თქვენს დანიშნულებას, შეეკითხეთ მკურნალ ექიმს ან გაიარეთ უფასო კონსულტაცია ჩვენს ცენტრში, შეადარეთ ჩვენი ფასები და ხარისხი ანალოგიურ შეთავაზებებს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.ტელ:558-21-27-55, 293-05-46.

    პაკეტი N1.

    paket-n1კარიპაზიმი მიჩნეულია ხერხემლის დისკოგენური, აგრეთვე სახსრების დაავადებების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ წამლად. ელექტროფორეზის გზით კარიპაზიმი ღრმად აღწევს დაზიანებულ უბანში და იწვევს დეგენერირებული დისკის აღდგენა-რეგენერაციას. უამრავი ფაქტი არსებობს სამედიცინო პრაქტიკაში კარიპაზიმით ურთულესი დაავადებების (ოსტეოქონდროზი, თიაქარი, ართროზი…) წარმატებული მკურნალობისა. N1 ეკონომპაკეტი ითვალისწინებს პროცედურის ჩატარებას 4 ელექტროდიანი ელექტროფორეზის და გალვანიზაციის აპარატით, ყველა სახარჯ მასალას.

    პაკეტი N2paker-n2მორიგი ეფექტური, ეკონომიური პაკეტია N3 მომსახურების კომპლექსი: ქვანტური ლაზეროთერაპია 21-ე საუკუნის სამედიცინო ტექნოლოგიას მიეკუთვნება. პრობლემურ ზონაზე გაკეთებული ლაზერული აკუპუნქტურა აძლიერებს ელფორეზით დისკებამდე შეღწეული კარიპაზიმის მოქმედებას და ეფექტურობას, იწვევს აღდგენის შეუქცევად პროცესს, აძლიერებს ძვოვან და ხრტილოვან სტრუქტურებს! პროცედურა სრულდება საუკეთესო ხარისხის თანამედროვე აპარატით (РИКТА-04-4). მესამე პროცედურა არის პაციენტისთვის შერჩეული უნივერსალური სამკურნალო ვარჯიშების სისტემა, რომლის ამობეჭდილ ვერსიასაც კურსის დასრულებისთანავე გადავცემთ მას. N1 და N2 პაკეტებით სამკურნალო კურსი რეკომენდირებული 15-20 სეანსით.                                                  პაკეტი N3 paket-n3ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ერთგვარად ექსკლუზიური პროდუქტია, რომელშიც  N2 პაკეტით გათვალისწინებულ პროცედურებს ემატება: ხერხემლის გაჭიმვა ინვერსიულ მაგიდაზე ან სპეციალურ ჰორიზონტალურ მოწყობილობაზე (ექიმის შერჩევით), ხერხემლის დეკომპრესია სპეციალურ კორექტორზე. რეკომენდირებულია 10-15 სეანსი.              .პაკეტიN4paket-n4სრული პაკეტი ძირითად ითვალისწინებს მანუალური და სამკურნალო მასაჟის დამატებას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებზე. თუ დისკოგენური დაავადებები (ოსტეოქონდროზი, თიაქარი) ვითარდება სქოლიოზის ან კიფოზის ფონზე, მასაჟების ჩართვა აუცილებელია კომპლექსურ მეთოდიკაში. ზოგადად მასაჟი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ლიმფურ ნაკადებს მთელს ორგანიზმში და განსაკუთრებით-დაზიანებულ უბნებში- ამიტომ მისი ჩართვა სამკურნალო სეანსში ეფექტურ შედეგებს იძლევა.

Posted in ოსტეოქონდროზი, Uncategorized | Tagged , , , , , | 2 Comments

ინტერვიუ ექიმ ოლეგ ჭელიძესთან

4508_foto_large

  • ბატონო ოლეგ, გთხოვთ, გვიამბოთ მოკლედ თქვენი ცენტრის შესახებ, რამდენი ხანია, რაც ფუნქციონირებთ?
  • უკვე მესამე წელია, რაც ქუთაისში გაიხსნა ჯანმრთელობის ცენტრ კლინიკა „სერაფიტის“  სასწავლო ცენტრის ფილიალი (სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, ყაზბეგის 8ა-ში). სასწავლო პროგრამები მასაჟისა და ფიზიოთერაპიის მიმართულებით აბსოლუტურად იდენტურია კლინიკაში მიმდინარე სასწავლო პროცესისა. მე პროფესიით ექიმი ვარ, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოგვიანებით კლინიკა „სერაფიტის“ ორი სასწავლო პროგრამაც წარმატებით გავიარე: „სამკურნალო და სპა მასაჟები“ და „ფიზიოთერაპია“. სასწავლო ცენტრის ფილიალის პარალელურად დამოუკიდებლად დავაფუძნე მასაჟის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც მკურნალობის ის მეთოდებია დანერგილი, რაც საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ კლინიკა „სერაფიტშია“ აპრობირებული.
  • რა მიმართულებებით ამზადებთ მსმენელებს და ძირითადად რომელ პროგრამებზეა უფრო მეტი მოთხოვნა?
  • გვაქვს სასერთიფიკატო პროგრამები: ბავშვის მასაჟი (სწავლების ვადა- 1 თვე, ღირებულება- 500 ლარი), კლასიკური მასაჟი (1 თვე, 500 ლარი), სამკურნალო მასაჟები (3 თვე, 1200 ლარი), სპა მასაჟები (3 თვე-1200 ლარი), ფიზიოთერაპია (1 თვე, 900 ლარი); სადიპლომო პროგრამები: სამკურნალო და სპა მასაჟები (3-4 თვე, 1500 ლარი), მასაჟი და ფიზიოთერაპია (4-5 თვე, 2000 ლარი). მოთხოვნა თითქმის თანაბრადაა ყველა სპეციალობაზე, გააჩნია, ვის რა მოტივაცია აქვს თავისი პიროვნების, ზოგადად მომავალი ცხოვრების და კონკრეტულად- არჩეული პროფესიის მიმართ! მათ, ვისაც უცხოეთის თუ საქართველოს (მაგალითად, თურქეთის) კურორტებზე სურთ სწრაფი დასაქმება სეზონურ სამუშაოზე (ვაკანსიებიც გვაქვს ამ მხრივ თუ ბათუმში, თუ -სამხრეთ თურქეთის საზღვაო კურორტებზე), სავსებით აკმაყოფილებთ 500 ლარიანი პროგრამა- „კლასიკური მასაჟი“: ერთ თვეში სტუდენტი სრულყოფილად ეუფლება მთელი სხეულის (ზურგი, კიდურები, სახე, მუცელი) მასაჟს. წარმატებას განაპირობებს ინდივიდუალური მეცადინეობები, უწყვეტი პრაქტიკული გაკვეთილება ჩვენი ცენტრის ბაზაზე. ისინი, ვისაც სურს დასაქმება სამკურნალო დაწესებულებებში (საავადმყოფოები, კლინიკები, სანატორიუმები), არჩევენ უფრო აკადემიურ მიმართულებებს: სამკურნალო მასაჟები, ფიზიოთერაპია.
  • რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ფიზიოთერაპიის მიმართულებით მსგავსი ინტენსიური და მოკლევადიანი კურსები საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. რა აპარატებზე და პრაქტიკის როგორი ხარისხით ახერხებთ ამ რთული დარგის საფუძვლების სწავლებას?
  • როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სასწავლო ცენტრის პარალელურად ჩვენთან ფუნქციონირებს მასაჟის და ფიზიოთერაპიის ცენტრი, სამკურნალო-სარეაბილიტაციო კაბინეტი, რომელიც უკვე 2 წელიწადზე მეტია, უწყვეტ რეჟიმში იღებს პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები: სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, თიაქარი, ართროზი, ართრიტი და ა.შ. ამ დაავადებების სამკურნალოდ ჩვენ მივმართავთ დასავლეთის მსგავსი პროფილის დაწესებულებებში აპრობირებულ კომპლექსური მკურნალობის მეთოდებს: სამკურნალო მანუალურ მასაჟს, ელექტროფორეზს, ლაზეროთერაპიას, ულტრაბგერით თერაპიას, ელექტროთერაპიას, ვაკუუმთერაპიას და სხვა ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. ჩვენს მოსწავლეებს უშუალოდ უწევთ ამ პროცედურებში მონაწილეობა, დაკვირვება. სწავლების დასასრულს სერთიფიკატთან ერთად ვიძლევით დანართს, რომელშიც ჩამოთვლილია ის ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა ჩატარებაც უკვე დამოუკიდებლად შეეძლებათ ჩვენს კურსდამთავრებულებს.
  • ბატონო ოლეგ, შეიძლება, დაგვიკონკრეტოთ, რა მეთოდებით მკურნალობთ ხერხემლის თიაქარს, რომელიც დღეს საკმაოდ გავრცელებულ და ვერაგ პათოლოგიად იქცა არა მარტო გავრცელების, არამედ- ხშირად უშედეგო მკურნალობის მხრივაც?  __ _____________________________________”საჭირო რეკლამა”_____ოსტეოქონდროზი და თიაქარი უმეტესწილად გამოწვეულია ლორდოზის გასწორებით. ლორდოზის აღდგენა ფიზიოლოგიურ ნორმებში არის მკურნალობის ერთ-ერთი მიზანი, რაშიც ძალიან დაგეხმარებათ თანამედროვე სამედიცინო ცენტრებში აპრობირებული წელის დეკომპრესატორები. ეს მოწყობილობა მარტივია, თუმცა მოითხოვს სერიოზულ ცოდნას ეფექტური გამოყენებისთვის. ჩვენმა პაციენტებმა ეს უკვე იციან. გასწავლით თქვენც! იცოცხლეთ ჯანმრთელად და ბედნიერად! ჩვენ შეგირჩევთ აპარატს თქვენი ასაკის, დაავადების ხარისხის, ამპლიტუდის მიხედვით:

    საიდუმლო არაფერია. ეს მეთოდიკა კარგად არის ჩამოყალიბებული კლინიკა „სერაფიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, მისი ხელმძღვანელის, ფიზიოთერაპევტის ბატონ ჯაბა კოხრეიძის ინტერვიუებსა თუ ბლოგებზე: ჩვენ ვთავაზობთ პაციენტს ერთობლივად იმას, რასაც სხვები სთავაზობენ ცალკ-ცალკე, სხვადასხვა კაბინეტებსა თუ დაწესებულებებში- ანუ – კომპლექსურ მკურნალობაზეა საუბარი. ხერხემლის თიაქარის დროს ტარდება შემდეგი პროცედურები: თუ კი საქმე გვაქვს მწვავე პროცესთან, თავს ვიკავებთ აქტიური მასაჟისგან. შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოთერაპია ლაზერით , ელექტროფორეზით, ფონოფორეზით, რომელიც მოიცავს 3 კურსის ჩატარებას. თითო კურსი 20-30 დღიანია.  გააჩნია თიაქრის ზომას და მდებარეობას. ამასთან ერთად სასურველია მედიკამენტოზური თერაპია ინექციების სახით , ამ დროს ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ პაციენტის დამოკიდებულება მედიკამენტებთან, რათა მეტი ზიანი არ მივაყენოთ მის შინაგან ორგანოებს. ასევე მანუალური თერაპია და კინეზოთერაპია. თიაქრის დროს ბევრი უჩივის ფეხის ტკივილს, ეს ხდება მიტომ რომ საჯდომი ნერვი გადის ღრმად კუნთებში გავისა და ბარძაყის სეგმენტებში. ამ დროს საჭიროა, მოხდეს  ზემოთ მოცემული კუნთების მოდუნება. ეს ხდება მანუალური თერაპიის დროს: ძირითადათ ღრმა წერტილოვანი პრეს-მასაჟით მთელ კიდურზე. ამის მერე პაციენტს მეტად უადვილდება ნაბიჯის გადადგმა და მისი მოხრაც. როდესაც ჩაქრება მწვავე პროცესი, შესაძლებელია გაკეთდეს ფრთხილი მასაჟი როგორც ზურგზე, ასევე- მთელ სხეულზე რათა გავაუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმში. სამი კურსის ჩატარების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილური ხდება, შესამჩნევად გაუმჯობესებული სტრუქტურით, რაც საშუალებას იძლევა პერიოდულად მივმართოთ გამაჯანსაღებელ მასაჟებს, სხვა სარეაბილიტაციო პროცედურებს. რაც მთავარია: სწორედ ასეთი გზით მიიღწევა დისკის რეალური მკურნალობა, გაჯანსაღება და არა მხოლოდ- ტკივილის გაუვნებელჰყოფა.

  • ჩვენი ინტერვიუს ჩაწერისას მრავალი ზარი იყო თქვენთან, ძირითადად ავადმყოფები ან სწავლის მსურველები რეკავდნენ. სარელაქსაციო მასაჟებზე თუ გირეკავენ, ბატონო ოლეგ, ქუთაისში ამ მხრივ როგორაა საქმე?
  • სარელაქსაციო- გამაჯანსაღებელი მასაჟებიც ტარდება ჩვენთან, ძირითადად დღის მეორე ნახევარში. ჩვენი კლიენტები არიან როგორც ქუთაისელები, ასევე- ქალაქის სტუმრები, ტურისტები…უახლოეს პერიოდში ვაპირებ გაფართოებას, რაც მომცემს საშუალებას, მუდმივ შტატში ავიყვანო სხვა სპეციალისტებიც (მაგალითად ქალბატონი მასაჟისტი), რაც, ვფიქრობ, დადებითად აისახება სპა მასაჟების (სარელაქსაციო, გასახდომი-ანტიცელულიტური, ანტისტრესული…) რაოდენობის გაზრდაზე.
  • წარმატებებს გისურვებთ , ბატონო ოლეგ. დიდი მადლობა.
  • მადლობა თქვენ!
  • _____________________________________________________
  • დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად ვთავაზობთ ოლეგ ჭელიძის საკონტაქტო ტელეფონს: 599-310-191
Posted in მასაჟის კურსები, მასაჟის სწავლა ქუთაისში | Tagged | დატოვე კომენტარი

კლინიკა “სერაფიტის” პროცედურები

კლინიკა „სერაფიტი“ გთავაზობთ ხელსყრელ ფასებში სამკურნალო-სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს (ოსტეოხონდროზი, სქოლიოზი, თიაქარი, კიფოზი, ინსულტი, პარეზი…). ჩვენს ცენტრში მოეგემსახურებიან გამოცდილი ექიმი-მასაჟისტები და ფიზიოთერაპევტები. გთავაზობთ მომსახურებათა ჩამონათვალს:

მასაჟი და ფიზიოთერაპია

პროცედურა ხანგრძლივობა (წუთი) ფასი (ლარი)
მასაჟი კისრის ოსტეოხონდროზის დროს 40-50 30
მასაჟი წელის ოსტეოხონდროზის დროს 50-60 30
მასაჟი თიაქარის დროს 30-40 30
პოსტინსულტის მასაჟი 60 35
ბავშვის მასაჟი (6 წლამდე) 20-30 20
ბავშვის მასაჟი (6-12 წ.წ.) 40-45 30
კლასიკური საერთო მასაჟი მთელს სხეულზე 60 40
სარელაქსაციო მასაჟი მთელს სხეულზე 60 40-50
ზურგის მასაჟი 30 20
კიდურების მასაჟი (ერთეული) 10 5-7
თაფლის მასაჟი, გასახდომი მასაჟი 60-70 40-50
ჰიდრომასაჟი 15 20
ტაილანდური მასაჟი 60 50
ში-ა-ცუ („საოფისე მასაჟი“) 15 10
ელექტროფორეზი (იონოფორეზი) 20-25 15
ფონოფორეზი (ულტრაბგერა) 20-25 10-15
ქვანტური ლაზეროთერაპია 15-25 20
ელექტრონეირომიოსტიმულაცია 10-20 20
მიოსტიმულაცია 15 10
სამკურნალო ვარჯიშები  20-40 20
სამკურნალო მალამოები ბონუსი!
აკუპუნქტურა და ვიბრომასაჟი ბონუსი!

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი „სერაფიტი“.

ფეისბუკი: კლინიკა სერაფიტი

ვებ-გვერდი: www. massagetbilissi.wordpress.com

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი 8ა, ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან.

ტელ: 293-05-46, 558-21-27-55, 555-37-48-42

სიახლე: 1 ოქტომბრიდან კლინიკა “სერაფიტის” პროცედურებს შორის გაჩნდა “სამკურნალო ვარჯიშები უნივერსალურ ტრენაჟორზე”. სპეცია…

Posted by კლინიკა სერაფიტი on 2015 წლის 30 სექტემბერი, ოთხშაბათი

Posted in კლინიკა "სერაფიტის" პროცედურები | Tagged , , , , | 2 Comments

ფასდაკლების აქციები კლინიკა “სერაფიტში”

ფასდაკლების აქცია, რომელიც დევს მხოლოდ ამ საიტზე:


We accept eMoney

ზემოთ მდებარე ღილაკზე დაჭერით და შესაბამისი თანხის ჩარიცხვით მიიღებთ ფასდაკლებას-აქციას ექსკლუზიურად ამ საიტზე განთავსებულ კონკრეტულ მომსახურებაზე:

ყურადღება! აქ იხდით მომსახურების სრულ თანხას, კლინიკა “სერაფიტში” ადგილზე თქვენ აღარ გიწევთ სხვა რაიმე თანხის გადახა. გთხოვთ, წინასწარ დააზუსტოთ თქვენი ვიზიტი ექიმ-ფიზიოთერაპევტთან ბატონ ჯაბა კოხრეიძესთან ტელ: 558-21-27-55.

50 ლარად სამი უნიკალური პროცედურა!

ხერხემლის პათოლოგიათა მკურნალობის მეთოდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული, აპრობირებული და ჯანსაღი გზაა სამკურნალო ვარჯიშების და შესაბამისი მასაჟის ურთიერთშეხამება. კინეზოთერაპია და მასაჟი ჯანმრთელობის სამსახურში ჯერ კიდევ ძველი ბერძნების დანერგილია: „კინეზოთერაპია“ ბერძნულიდან ქართულად ნიშნავს „მოძრაობით მკურნალობას“.

კლინიკა „სერაფიტი“ ექსკლუზიურად ჩვენი საიტის  მომხმარებლებისთვის იწყებს აქციას, რომლითაც მიიღებთ კომპლექსურ მკურნალობას სხვადასხვა დაავადებების დროს (სქოლიოზი, ოსტეოხონდროზი, თიაქარი, ართროზი, აგრეთვე-წონის და სხეულის კორექცია და ა.შ). თქვენთვის საჭირო პროგრამას შეარჩევს ექიმი-ფიზიოთერაპევტი უფასო კონსულტაციაზე, რომელსაც მიიღებთ პირველივე სეანსის შეძენის შემთხვევაში (“e-იყიდე”-ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში და შესაბამის ინსტრუქციის შესრულების შემდეგ ჩარიცხავთ 50 ლარს მითითებულ ანგარიშზე, რაც უმალვე აისახება კლინიკის ანგარიშზე).

შეთავაზება ითვალისწინებს:

  1. 15-20 წუთიან სამკურნალო ვარჯიშებს უნივერსალურ ტრენაჟორზე (ე.წ.ბუბნოვსკის ვარჯიშები), + ვარჯიშები შვედურ კედელთან.
  2. მანუალური მასაჟი ენერგეტიკულ არხებზე წერტილოვანი განბლოკვებით და ხერხემლის ტრაქციებით.
  3. ანტირევმატიული მინერალებისგან გაჯერებული წყლით ჰიდრომასაჟი.

 

შენიშვნა: პაციენტს აქვს უფლება, აირჩიოს ჰიდრომასაჟის მაგიერ  სხეულის სრული კლასიკური მასაჟი. 

მომსახურების დრო შეადგენს მინიმუმ ერთ საათს და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

(eMoney-ის არ არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ინტერნეტბანკის ან ონლაინ გადარიცხვის რეჟიმში შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკი:                  ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში:         GE42TB7284545061600002

მიმღების სახელი:             ჯამბული კოხრეიძე).

თანხა ორივე შემთხვევაში მომენტალურად აისახება ანგარიშზე და კლინიკას იმთავითვე წარმოეშვება თქვენი მომსახურების ვალდებულება (დრო შეზღუდული არაა!). ვიმეორებთ ვიზიტის შესათანხმებელ ტელეფონს: 558-21-27-55

დაისვენეთ და გაიკაჟეთ ორგანიზმი კომფორტულ გარემოში ყველაზე ჯანსაღი გზით- ფარმაცევტული საშუალებების გარეშე!

______________________________________________

We accept eMoney

თაფლის მასაჟი

ზემოთ მდებარე ღილაკზე დაჭერით და შესაბამისი ინსტრუქციის შემდეგ თანხის (30 ლარი) გადახდით თქვენ მიიღებთ უფლებას კლინიკა „სერაფიტის“ უნიკალურ მომსახურებაზე:

თაფლის მასაჟი ყველა პრობლემურ ზონაზე!!!!

ასეთ რამეს მხოლოდ ჩვენ გთავაზობთ:

პირველი პროცედურა: მასაჟი ანტიცელულიტური ზეთით ყველა პრობლემურ ზონაზე.

მეორე პროცედურა: ვაკუუმ-მასაჟი ყველა პრობლემურ ზონაზე

მესამე პროცეურა: თაფლის მასაჟი ყველა პრობლემურ ზონაზე (კენტ დღეებში-უკანა მხრიდან, ლუწებში-წინა მხარეს).

სამივე ეს პროცედურა მხოლოდ 30 ლარად! სეანსი გრძელდება 60-90 წუთი და დამოკიდებულია კლიენტის მდგომარეობაზე.

პროცედურებს ატარებენ კლინიკის წამყვანი სპეციალისტები ექიმ-ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ.

თაფლის მასაჟი ყველაზე ეფექტური და ნაცადი მეთოდია წონის მაკორექტირებელ პროცედურებს შორის. მას სხვა ეფექტიც აქვს, გარდა წონის კორექციისა: სხეულის გაჯანსაღება და მკურნალობა!!!!

და ეს ყველაფერი არაა: სრული კურსის (12 სეანსი) ჩატარების შემთხვევაში ამ აქციის ფარგლებში ჩვენი კლიენტები მიიღებენ ჰიდრომასაჟის სამ პროცედურას ანტიცელულიტური მინერალებისგან გაჯერებული წყლით სავსე ჯაკუზში!!!

ვიმეორებთ: სწრაფი გადახდის ღილაკით (ზემოთ) თქვენ შეგიძლიათ, მყისიერად მიიღოთ კლინიკა „სერაფიტისგან“ მომსახურების ვალდებულება-საუკეთესო თაფლის და წონის საკორექციო მასაჟი თბილისში!

ვიზიტი და დეტალები შეათანხმეთ ტელეფონზე: 558-21-27-55

anti-cellulite-massage-formschoen_ng_image_fullkiki-sareklamo foto

____________________________________________________

 

კოსმეტოლოგის კაბინეტი მასაჟის კაბინეტიN2 მისაღები

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი „სერაფიტი

ფეისბუკი: კლინიკა სერაფიტი

ვებ-გვერდი:     www.massagetbilissi.wordpress.com

ე-მაილი: jambuliko66@yahoo.com

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი 8ა, ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წინ)

ტელ: 293-05-46; 558-21-27-55;     555-37-48-42

ჩვენ გთავაზობთ რეალურ ფასდაკლებას ხარისხის და პროფესიონალიზმის შენარჩუნებით. hydro-massage

ჩვენს კლინიკაში სისტემატურად იმართება სხვადასხვა აქციები, რომელთა უმრავლესობა აისახება კიდეც წამყვან პრომო საიტებზე. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ფასდაკლების ისეთ საიტებთან, როგორიცაა: swoop.ge,  ideals.ge,  hotsale.ge და ა.შ. ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებით და ამ საიტებით მუდმივად შეგიძლიათ გაეცნოთ კონკრეტულ აქციებს.

 

_________________________________________________________________________

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი „სერაფიტი

ფეისბუკი: კლინიკა სერაფიტი

ვებ-გვერდი:     www.massagetbilissi.wordpress.com

e-mail:   jambuliko66@yahoo.com

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი 8ა, ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წინ)

ტელ: 293-05-46; 558-21-27-55;     555-37-48-42

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | 4 Comments