მასაჟის კურსები (სად ვისწავლოთ მასაჟის ხელოვნება)

ერთ-ერთი პოსტი მაქვს აქ: „როგორ უნდა ავირჩიოთ მასაჟისტი“…გამოხმაურებების მიხედვით ჩანს, რომ ჩვენში მასაჟს საკმაოდ ჰყავთ მიმდევრები: არ არსებობს თითქმის დაავადება, რომელსაც ფიზიკური თერაპია-მასაჟი არ ჰქონდეს ჩვენებად. მასაჟი არაა იაფი სიამოვნება, თორემ მას ალბათ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაიკეთებდა თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით. კოსმეტოლოგიის და მასაჟის კაბინეტი | Create Your Badge

როცა მასაჟის მნიშვნელობას ვაღიარებთ, იგულისხმება კვალიფიციური მასაჟისტის მიერ გაკეთებული თერაპია. ასეთი სპეციალისტები კი, როგორც წესი, უნდა აღიზარდნონ ამ საქმის პროფესიონალებთან და ადექვატურ გარემოში.
თბილისში მასაჟის შემსწავლელი რამდენიმე ათეული სასწავლო ცენტრია. მათი დიდი ნაწილი სარდაფებსა და ასეთი საქმისთვის შეუსაბამო ნაგებობებშია განთავსებული. მთავარი კი ისაა. რომ პედაგოგებადაც ხშირად ვიწრო დიაპაზონის (ქვემოთ მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ) სპეციალისტები მუშაობენ.
რას ვთავაზობთ ჩვენ და რატომ მიგვაჩნია, რომ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო ცენტრი გვაქვს, სადაც მსურველს შეუძლია, დაეუფლოს მასაჟის ხელოვნებას უმაღლეს დონეზე.
1. მასაჟს უნდა ასწავლიდეს მოქმედი სპეციალისტი, გამოცდილი პროფესიონალი! ჩვენ გვყავს ასეთი სპეციალისტები და ერთ-ერთი თავად გახლავართ. მე დავამთავრე ქ.ათენის (საბერძნეთი) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მასაჟის ინსტიტუტი, თითქმის 8 წელი ვმუშაობდი „ბოდი ლაინის“ კლინიკაში, ბოლოს საკუთარი მასაჟის და ფიზიოთერაპიის კაბინეტი გავხსენი, სადაც მასტერ-კლასებს ვუტარებდი დამწყებ მასაჟისტებს.
2. მასაჟის სწავლების პროგრამა უნდა მოიცავდეს „ფართო დიაპაზონს“. ჩვენ კარგად ვიცით, რას ითხოვენ დღეს მასაჟის სფეროში დამსაქმებლები კანდიდატებისგან. ეს ცოდნა დაგროვილია გამოცდილებით, ამ სფეროში ყოფნის საკმაო სტაჟით, პარტნიორებთან ჩვენი საქმიანი ურთიერთობით-ბოლოს და ბოლოს, თავად ჩვენც დამსაქმებლები ვართ და უშუალოდ ვგრძნობთ ბაზრის მოთხოვნებს. ძლიერ სპეციალისტად მასაჟის სფეროში ითვლება ის, ვინც თითქმის ერთნაირი ოსტატობით ფლობს მასაჟის 5 ძირითად სახეობას: შვედური, ტაილანდური, ჩინური (წერტილოვანი), ვაკუუმური და სამკურნალო (სეგმენტური) მასაჟები! თბილისში ბევრგან ვერ ნახავთ ამ დიაპაზონის სპეციალისტებს- ჩვენს სასწავლო ცენტრში კი ასეთი ფართო პროფილით მასაჟის ხელოვნების დაუფლება რეალურია და ეს მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
3. მასაჟი არამარტო „შეხების“, არამედ- „მკურნალობის ხელოვნებაა“. რეგულარული მასაჟები სასწაულებს ახდენს ჯანმრთელობის გზაზე, სადაც მასაჟების ერთგული და საჭირო თანამგზავრია „სამკურნალო ფიზკულტურა“ -თანამედროვე ტერმინოლოგიით: კინისიოთერაპია, იგივე- ფიზიკური თერაპია. ჩვენ, განსხვავებით სხვა საწავლო ცენტრებისგან, გთავაზობთ საჭირო და აუცილებელ პროდუქტს თქვენი მომავალი სპეციალობის სრულყოფისათვის: კინისიოთერაპიის საბაზო კურსს. ეს მოგცემთ საშუალებას, შეურჩიოთ ინდივიდუალურად თითოეულ პაციენტს სამკურნალო , გამაჯანსაღებელი, გასახდომი ვარჯიშების სისტემა.
4. ჩვენ გთავაზობთ სწავლებას ინდივიდუალი პროგრამით: 1-2 კაციან ჯგუფებში, რაც ეფექტური და პროდუქტიულია პროფესიის დაუფლებისას. სწავლება მიმდინარეობს უაღრესად კომფორტულ გარემოში: უამრავი თვალსაჩინოებების გამოყენებით. ცალკე თემის სახით შევისწავლით „ვაკუუმ მასაჟს“- თითქმის ყველა სახეობის ვაკუუმ-ქილების გამოყენებით. ესეც ჩვენი ცენტრის ექსკლუზიური პროდუქტია.
5. კურსი შედგება 36 აკადემიური საათისგან და მისი განაწილება თავად მოსწავლეზეა დამოკიდებული.მთავარიც: საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საათები გამოიყოფა ყოველგვარი საფასურის გარეშე. არცერთი ჩვენი სერტიფიცირებული კურსდამთავრებული ოფისს არ დატოვებს მანამ, სანამ თავად არ იქნება საკუთარ თავში დარწმუნებული.
6. იმის გათვალისწინებით, რასაც ვთავაზობთ მოსწავლეებს. სწავლების ფასი ჩვენთან ძალიან იაფია ხარისხთან შედარებით და შევეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ იგი- 1500 ლარი! თითოეულ პროგრამაზე (სადაც სწავლის ღირებულება იწყება 500 ლარიდან-მაგალითად, ბავშვის მასაჟის) საჩუქრად ვუმატებთ სწავლებას სტუდენტისთვის სასურველ ფიზიოტერაპიულ აპარატზე ან -რომელიმე სხვა პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებაზე (მაგ.თაფლის მასაჟი)

რაღა დაგვრჩენია: ისევ შეგახსენებთ ჩვენს კოორდინატებს: ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩიდან), ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 558-21-27-55
http://www.massagetbilissi.wordpress.com
გვერდი ფეისბუქზე: კოსმეტოლოგიის და მასაჟის კაბინეტი.
dibondis boxi

10407385_10202797296728006_2018314090485231707_n

ჩვენს სასწავლო ცენტრში “სერაფიტი”, რომელიც სამართლიანად ითვლება თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო მასაჟის სკოლად, დანერგილია ამ ხელობის შესასწავლი რამდენიმე მეთოდი და განსხვავებული პირობები. უცხოეთის საუკეთესო სკოლებთან ადაპტირებული გამოცდილების ნიადაგზე ჩვენ დავნერგეთ სწავლების ინტენსიური ფორმები, როცა მაქსიმალურად გათვალისწინებულია მოსწავლისთვის ხელსაყრელი დრო და მეცადინეობის დოზირება. ინტენსიური კურსის შემთხვევაში მოსწავლე ირჩევს სასურველ ვიწრო სპეციალობას და უაღრესად ხელსაყრელ ფასად უმოკლეს დროში ეუფლება მას. მაგალითად: სამკურნალო მასაჟის ინტენსიური სწავლების კურსი ღირს მხოლოდ 900 ლარი (ნაცვლად 1200 ლარისა), “ელექტრო და ბიოეპილაციის” ინტენსიური კურსი ღირს 200 ლარი. “სპა მასაჟების” კურსი (გასახდომი მასაჟები: თაფლის, შოკოლადის, ტაილანდური) ასევე-900 ლარი(ინტენსიურ კურსის შერჩევის შემთხვევაში სწავლის ქირის გადახდა ხდება ერთდროულად,-არა ეტაპობრივად). ამ და სხვა შემოთავაზებების შესახებ გაიგებთ ჩვენს ტელეფონებზე: 558-21-27-55 ან 293-05-46….

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in მასაჟის კურსები and tagged , , . Bookmark the permalink.

15 Responses to მასაჟის კურსები (სად ვისწავლოთ მასაჟის ხელოვნება)

  1. “სერაფიტის” მასაჟის სასწავლო ცენტრი და კაბინეტი გთავაზობთ სერტიფიცირებულ სწავლებას იმათთვის, ვინც ფლობს მასაჟის გარკვეულ ჩვევებს, აქვს თეორიული მომზადების მინიმალური დონე, მაგრამ სჭირდება პროფესიული სრულყოფა, მასაჟის თანამედროვე და ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სახეობების შესწავლა და ამ მიმართულებებით დაოსტატება-
    15 გაკვეთილიანი (ერთთვიანი) მასტერ-კლასების კურსი თქვენთვის მხოლოდ 300 ლარი ღირს! ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 2-96-52-10, 558-21-27-55, ჯაბა.

  2. ზოია ლაღაძე says:

    ჩემმა ახლობელმა დაამთავრა თქვენი სასწავლო ცენტრი და ძალიან კმაყოფილია, უკვე წარმატებით მუშაობს კიდეც…მე 5 წლის მასაჟისტობის სტაჟი მაქვს, მაგრამ მსურს გავიარო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თქვენთან კურსი: მაინტერესებს უფრო მეტად ანტიცელულიტური მასაჯები, სკრაბები-მათი რეცეპტები და გამოყენების ზუსტი პროცედურები, ვაკუუმმასაჟის ტექნიკა. შესაძლებელია თუ არა, მხოლოდ ამ მიმართულებით თქვენთან სწავლა? ანუ, რა დამიჯდება ასეთი სწავლა, რამდენ ხნიანი იქნება? (მოკლედ, ნოლიდან არ ვიწყებ)…გმადლობთ წინასწარ

    • გამარჯობა ქალბატონო ზოია.ჩვენს სასწავლო ცენტრში გვაქვს სპეციალური ტრენინგ პროგრამა “სპა მასაჟებში”, რომლის სასწავლო გეგმაც არის ამ საიტზე გამოქვეყნებული. მასში შედის სწორედ ის თემები, რომელიც თქვენ გაინტერესებთ: ანტიცელულიტური მასაჟები (თაფლის, შოკოლადის, ექსკლუზიური სკრაბების და პილინგმასაჟები), წონის საკორექციო იზომეტრიული ვარჯიშები, ვაკუუმასაჟების ტექნიკა თანამედროვე აპარატურებსა და მასაჟორებზე, სილიკონის ვაკუუმქილებზე…ეს კურსი ღირს მხოლოდ 300 ლარი (ფაქტიურად ერთი კურსის თანხა)-ოღონდ, იგულისხმება, რომ თქვენ ნამდვილად ნულიდან არ იწყებთ მასაჟის ტექნიკის სწავლას, რადგან ნებისმიერი ანტიცელულიტური მასაჟის (მაგალითად-თაფლის) შემადგენელი ნაწილი არის ინტენსიური მანუალური მასაჟი.

      • nino evgenidze says:

        gamarjoba. mainteresebs masajis shesascavlad samedicino ganatleba tu aris sachiro da sad sheidzlema misi safudzvliani shescavla. gmalobt

      • გამარჯობა ნინო…მასაჟის სრული კურსი, რომელიც ჩვენთან ისწავლება, მოიცავს როგორც თეორიულ,ასევე პრაქტიკულ კურსს.ამ მხრივ,გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ საუკეთესო სკოლა გვაქვს მასაჟის ინტენსიური შესწავლის მიმართულებით.მობრძანდით,დაათვალიერეთ გარემო, დაესწარით სხვათა მეცადინეობას, პრაქტიკას და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება…ტელ:558-21-27-55

  3. გამარჯობათ… მაინტერესებს სპორტული მასაჯის შესწავლა თქვენთან თუ არის შესაძლებელი და რა ჯდება? გამოცდლიება არ მაქვს მასაჯის სპეროში! და რამდენ
    ხნიანი სწავლებააა?

    • მხოლოდ სპორტული მასაჟის შესწავლა შესაძლებელია ტრენინგების სახით- ერთი თვის ვადაში, ღირს 300 ლარი და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი

  4. sofiko says:

    gamarjobat,mainteresebs tqventan cosmetologiis sheswavla a girs da ramdentviania sruli kursi

  5. guguli says:

    gaamarjobaat .. maintersebss jguipeebi rogor iqmnebaa daa sheidzleba tu araa axlaa chavewerpoo nulovan jgupshi, samkurnalo masajis shemswavlel kursebze .. ramden tviani kursia daa iozlevian tu ara sertipiukats

    • სწავლას დაიწყებთ გადაწყვეტილებიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში.სერტიფიკატი გაიცემა კი.სამკურნალო მასაჟის სწავლა ღირს 1200 ლარი და სწავლება გრძელდება ორთვენახევარი

  6. anuki says:

    Gamarjobat, mainteresebs bavshvis masajis shescavla ra girs da ramdenxniani kursi aqvs? Didi madloba cinascar.

    • ბავშვის მასაჟი- შესაბამისი სერტიფიკატით ღირს 500 ლარი.მოიცავს 12 ძირითად თემას.კვირაში სამი დღეა მეცადინეობა…

  7. lia says:

    ukacravad bavsvis masajis sruli kursis shescavlistvis rom chavecero vis daukavshirde da radamijdeba tanxa,gtxovt mipasuxot/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s