ოსტეოქონდროზის (ხერხემლის სპონდილოზის) მკურნალობა: მეთოდის განსაზღვრა მიზეზის შესაბამისად!

ოსტეოქონდროზის და მისი გართულებული ფორმების (მათ შორის ხერხემლის თიაქრის) ყველა მიზეზი მედიცინამ არ იცის. ასე რომ იყოს, მისი მკურნალობაც უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე დღესაა. თუმცა ვერტებროლოგებმა იციან რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელთა საპირწონედაც უნდა დაიგეგმოს ოსტეოქონდროზის და ზოგადად, ხერხემლის დისკოგენური დაავადებების, მკურნალობის კონკრეტული მეთოდები.

მიზეზი პირველი: ადამიანის ორგანიზმის ვერტიკალური მდგომარეობით გამოწვეული ხერხემლის მალთაშუა მუდმივი კომპრესია! ეს ბუნებრივი კომპრესია დროთა განმავლობაში, ზოგისთვის ადრე, ზოგისთვის გვიან, იწვევს დისკის ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რაც მის დაავადებაში გამოიხატება.

მკურნალობის მეთოდი: ამ ვითარების მკურნალობა შესაძლებელია დეკომპრესიით, ხერხემლის დაჭიმვით! ყველაზე ეფექტურ დაჭიმვებად ითვლება:

1.დაჭიმვა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სპეციალურ მაგიდაზე-paket-n4

2. ვერტიკალური დაჭიმვა ინვერსიულ მაგიდაზე.inversia2

3.მარტივი, თუმცა საკმაოდ ეფექტური დაჭიმვები, რომელიც სახლშიც შეიძლება,შეასრულოს პაციენტმა: დაჭიმვა სპეციალურ კორექტორზე და დაჭიმვა ბურთზე:%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-1IMG_20151023_151455

მიზეზი მეორე: კომპრესიას ამცირებს კუნთების ბუნებრივი კორსეტი. რაც უფრო ძლიერია კუნთები, მოქნილია ეს ფიზიოლოგიური კორსეტიც და დისკებიც დაცულია ზედმეტი კომპრესიისგან. მაგრამ…თიაქარი და ოსტექონდროზი ხშირად ემართებათ ძლიერი კუნთოვანი აღნაგობის პირებსაც.  კუნთს გააჩნია გარკვეული ადექვატური დატვირთვის უნარი. ზოგიერთის ეს დატვირთვა 5 კილოა, ზოგისთვის-40, ზოგისთვის კიდე-200… აი, იმისთვის, ვისთვისაც 200 კილოგრამიანი ტვირთის აწევა პრობლემას არ წარმოადგენს, შესაძლოა, 205 კილოიანმა ტვირთმა  თიაქარი გააჩინოს…ასეა. ანუ, მეორე მიზეზი უკავშირდება კუნთების სისუსტეს!

მკურნალობის მეთოდი: კუნთების გაძლიერება და ადექვატური ფიზიოლოგიური კორსეტის შექმნა მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი: ვარჯიშებით და მასაჟით. მასაჟი შინაგანად აძლიერებს კუნთებს (სისხლის მიმოქცევა, ლიმფური ნაკადების გაუმჯობესება, ნივთიერებათა ცვლა და ა.შ), ხოლო სისტემატური ვარჯიში კუნთს აძლევს როგორც შინაგან,ასე- გარეგან, ზოგად სიძლიერეს!

12431512_1681292485487877_1123212423_n

IMG_20151015_151857

DSC09141

მიზეზი მესამე: ოსტეოქონდროზის და თიაქრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მალთაშუა დისკის დეგენერაციული ცვლილებებია, ატროფია, დისტროფია. დისკი ვერ იკვებება! მას სჭირდება “საკვები”. მიმდებარე ქსოვილებიდან საკვების მიწოდება გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული: მასაჟი, ვარჯიშები უფრო მეტ დროს მოითხოვს ეფექტის  დასადგომად, ვიდრე დისკის დეგენერაციისგან მიღებული ტკივილი და დისკომფორტი მოითმენს.

მკურნალობის მეთოდი: ერთადერთი და ყველაზე ზუსტი მეთოდი უშუალოდ დისკის მკურნალობისა უკავშირდება ფიზიოთერაპიას. გამოვყოფთ ფიზიოთერაპიის სამ ძირითად მეთოდს ოსტეოქონდროზის  და თიაქრის სამკურნალოდ: ელექტროფორეზი კარიპაზიმით, ქვანტური ლაზეროთერაპია და ულტრაბგერითი თერაპია!

მიზეზი მეოთხე: ანთებითი პროცესი, ანთება, რომელსაც ახლავს მწვავე ტკივილები, დაავადების გამწვავება, რომელიც სულაც არაა დაკავშირებული თავად დაავადების ხარისხის გაუარესებასთან (მაგალითად, თიაქრის ზომის ზრდასთან)…

მკურნალობის მეთოდი: ანთების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია არასტეროიდული მედიკამენტები, ინექციები დიკლოფენაკის ჯგუფის წამლებით, კოქტეილები ბ12-თან და ა.შ. ასეთი “კოქტეილები”  უნდა შეირჩეს ექიმის მეთვალყურეობით და მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ზოგადი ფიზიოლოგიური მდგომარეობა.

_____________________

რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებიც არსებობს. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ავანგარდშია და მათი გაკონტროლების გარეშე ოსტეოქონდროზის და თიაქრის მკურნალობა შეუძლებელია! პაციენტმა უნდა იცოდეს ეს!

____________________

  ჯაბა  კოხრეიძე.

ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი. კლინიკა                                                                                             “სერაფიტის” დამფუძნებელი.

_________________________________________________________________________________

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის N5 (მეტრო სამედიცინოსთან). ჯანმრთელობის ცენტრი “სერაფიტი”, ტ.558-212-2755.

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქარი and tagged , , , . Bookmark the permalink.

1 Responses to ოსტეოქონდროზის (ხერხემლის სპონდილოზის) მკურნალობა: მეთოდის განსაზღვრა მიზეზის შესაბამისად!

  1. ზაური ამბობს:

    ძალიან კმაყოფილი ვარ, საუკეთესო აპარატურა, პროფესიონალების ნაკრები, ადექვატური ფასები. მე 60 ლარიანი პაკეტით ვმკურნალობდი ზურა ზანგურთან. ბატონი ჯაბა ყოველ სეანსზე აკონტროლებდა სიტუაციას, მავარჯიშებდა. 10 დღე 600 ლარი გადავიხადე, ერთ სეანსში შედიოდა: ელექტროფორეზი კარიპაზიმით, ულტრაბგერა, ლაზერი, ხერხელის დაჭიმვა, ვარჯიში და მასაჟი. მინიმუმ საათნახევარი ზურა ზანგურის ხელში ვიყავი. დამატებით 5 დღე კი ბატონი ჯაბას გადაწყვეტილებით მხოლოდ ელექტროფორეზს ვიკეთებდი (18ლ), რამაც საბოლოოდ მომიხსნა დისკომფორტი და ტკივილები წელის სეგმენტში არსებული 9მმ და 7.5მმ თიაქრების გამო. ალბათ წაიკითხავენ სერაფიტელები: მადლობა თქვენ! ძალიან მაგრები ხართ. პატივისცემით ზაურ ჩალიჩავა.

დატოვე კომენტარი