ჰიდრომასაჟი

ჰიდრომასაჟი ზოგადად მასაჟის და ფიზიოთერაპიული მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომლის გარეშე არასრულყოფილად გამოიყურება სამკურნალო და სპა მასაჟების დაწესებულება. ჰიდრომასაჟს უამრავი დადებითი თვისება და ეფექტი აქვს და თითქმის არცერთი- უკუჩვენება (თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს). ჯანმრთელობის და სილამაზის ცენტრ „სერაფიტში“ არსებული ჰიდრომასაჟის კაბინეტი აღჭურვილია ყველა საჭირო ატრიბუტით, რაც აუცილებელია, პროფესიულ დონეზე შესრულდეს ეს პროცედურა:

  • თითოეული კლიენტის ჯანმრთელობის და ზოგადად ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად შეირჩევა ცნობილი ბრენდების მიერ მოწოდებული მინერალები, ეთერზეთები, ქაფები და პრეპარატები, რომლებიც იხსნება ჰიდრომასაჟის ჯაკუზში, რაც წყალს ხდის მაქსიმალურად მიახლოებულს მსოფლიოს წამყვანი ბალნეოლოგიური კურორტების წყლებთან.
  • ინდივიდუალურად შეირჩევა ჯაკუზზე დამოტაჟებული მასაჟორების ინტენსივობა და დოზირება, დრო, რაც პროცედურას განსაკუთრებით სასიამოვნოს და ეფეტურს ხდის.
  • ჰიდრომასაჟის შემდეგ კლიენტს, სურვილის შემთხვევაში, ჩაუტარდება სამკურნალო ან სპა-სარელაქსაციო მასაჟი სპეციალურად მისთვის შერჩეული პროგრამით (სამკურნალო ტალახებით, შოკოლადის სკრაბებით, ანტიცელულიტური პილინგ-საშუალებებით და ასე შემდეგ).
  • ცალკეული პროგრამით კლინიკის ექიმები აუცილებლადაც მიიჩნევს ჰიდრომასაჟის ჩატარებას კომპლექსური მკურნალობის ფარგლებში. მაგალითად, ოსტეოხონდროზის, ართროზის, თიაქარის და სხვადასხვა რევმატიული დაავადებების დროს შესაბამისი მინერალებით გაჯერებული ჰიდრომასაჟი ძალიან ეფექტურია. წყალქვეშა მასაჟორები სპეციალურადაა განლაგებული დიდ სახსრებზე ზემოქმედებისათვის- სპეციალისტის ზედამხედველობით ეს ზემოქმედება კიდევ უფრო ძლიერდება სპეციალური ჭავლის მეოხებით.
  • ჰიდრომასაჟი ანტიდეპრესიული მინერალებით ხსნის ნერვულ ბლოკს და პაციენტი მთლიანად თავისუფლდება დაძაბულობისაგან.
  • კვირაში 1-2 ჯერ ჰიდრომასაჟის პროცედურა მთლიანად ხსნის კუნთების სპაზმს, დაღლილობას და შებოჭილობას სახსრებში…

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი „სერაფიტი“. ფეისბუკი: კლინიკა სერაფიტი ვებ-გვერდი: www. massagetbilissi.wordpress.com მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი 8ა, ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან. ტელ: 293-05-46, 558-21-27-55, 555-37-48-42 HYDROMASSAGE IN TBILISI Continue reading

Posted in გასახდომი მასაჟები, ჰიდრომასაჟი, hydromassage in tbilisi, massage in Tbilisi | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

ანტიცელულიტური და გასახდომი მასაჟები

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი” გთავაზობთ ეფექტურ წონის საკორექციო პროცედურებს სპეციალურად თქვენთვის შემუშავებული პროგრამით: ინტენსიური მასაჟი ანტიცელულიტური ზეთით, პილინგმასაჟი მთელს სხეულზე, თაფლის მასაჟი, შეხვევა სპეციალურ შოკოლადიან სკრაბში, გასახდომი ვარჯიშები და ბონუსი: 3 ჰიდრომასაჟი ანტიცელულიტური მინერალებითა და ეთერზეთებით გაჯერებული წყლით.

სეანსის ხანგრძლივობაა  70 წუთი.

კურსში სეანსების სარეკომენდაციო რაოდენობაა-12-16. ჩაეწერეთ წინასწარ: 293-05-46, 558-21-27-55 ან ფეისბუქზე: “კლინიკა სერაფიტი” . მისამართი: ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წინ).

anti-cellulite-massage-formschoen_ng_image_fullhydromassage-13

Posted in გასახდომი მასაჟები | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

მასაჟი წყვილს !

კლინიკა “სერაფიტის” კომფორტულ გარემოში ვიწვევთ მასაჟისთვის წყვილებს: მეუღლეებს, მეგობრებს… თქვენს ახლობელს აჩუქებთ დაუვიწყარ საათნახევარს მასაჟის, სარელაქსაციო მუსიკის და ცხელი ქვების თერაპიის ფონზე.

wyvilis masaji

91316311 copyqvebi1

ერთ დიდ კაბინეტში გაშლილ ორ მაგიდასთან მოგემსახურებათ ორი კვალიფიციური მასაჟისტი. სეანსი, რომელიც მთელი საათნახევარს გრძელდება, შემდეგ პროცედურებს ითვალისწინებს: მასაჟი ნუშის ზეთით მთელს სხეულზე: ზურგი, ხელები, ფეხები, მუცელი…აგრეთვე: ელექტროვიბრო მასაჟი და ვაკუუმმასაჟი (სურვილისამებრ). ბოლო ნახევარი საათი კი მასაჟი ბაზალტის ვულკანური წარმოშობის ქვებით , რაც მთავრდება ამ ქვების ფიქსაციით ხერხემალზე და სხეულის სხვა ბიოაქტიურ წერტილებზე.

qvebi2ცხელი-ქვები-მასაჟისთვის--GEO206761-1227248

სეანსის შემდეგ მთლიანად იხსნება: დაღლილობა, შებოჭილობა, კუნთები ხდება ელასტიური, სახსრები იძენს ენერგიას და ძალას, ზოგადად ორგანიზმი იმუხტება ვულკანური ენერგიით…:)

პროცედურის მისაღებად აუცილებლად უნდა შეუკვეთოთ ტელ: 558-21-27-55 ან 293-05-46.  სრული მომსახურების ფასი მხოლოდ 100 ლარია. მისამართი: ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან).

Posted in წყვილის მასაჟი | Tagged , , | %(count)s კომენტარი

მანიკურ-პედიკურის კურსები

4

ინტენსიური სწავლების ლიდერი სასწავლო ცენტრი “სერაფიტი” გთავაზობთ მანიკურ -პედიკურის სრულ კურსს: თქვენ დაეუფლებით როგორც გამართულ თეორიულ სასწავლო პროგრამას, ასევე- სრულყოფილ პრაქტიკულ ჩვევებს.

მხოლოდ ჩვენს სერტიფიცირებად კურსებზე შეისწავლება:

– კანის და ფრჩხილის დაავადებები და პროფილაქტიკა;

-ფრჩხილის დისქრომია და მისი მართვა;

-უსაფრთხოების ზომების სისტემა სილამაზის სალონში;

-კლასიკური მანიკური;

აგრეთვე:

-ფრჩხილის ანატომია და დაავადებები;

-პარაფიინის თერაპია; სპა პროცედურები;

-ფრჩხილის დიზაინი.

აგრეთვე ფრჩხილის პლასტიკა:

-გელის მეთოდით, აკრილის მეთოდით;

-დაგრძელება ტიფსებით; დაგრძელება ტრაფარეტებით; ხელოვნური ფრჩხილის კორექტირება; ტიფსების მოშორება; ხელოვნური ფრჩხილის დიზაინი;

-გრძელვადიანი მანიკური (shellac) – “შილაკი“.

რაც მთავარია: ისწავლით მანამ, სანამ არ ჩათვლით, რომ პროფესიას კვალიფიციურად დაეუფლეთ, სანამ -დაოსტატდებით. თქვენი პროფესიონალიზმი ჩვენი პრესტიჟია. ამიტომაც, სწავლების ვადა არაა მკვეთრად შემოფარგლული!!!ზოგადად კი ინტენსიური სწავლება 40-45 დღეს მოიცავს.

  დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 555-37-48-42, 293-05-46.

მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩიდან, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წინ), კლინიკა “სერაფიტი”.

manikur

Posted in მანიკურ-პედიკურის კურსები | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

ბავშვის მასაჟი

ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ბავშვისადმი სწორ მოპყრობასა და სათანადო ყურადღებაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ძლიერი ორგანიზმი ექნება მას მომავალში. 61Y4iwghPuL._SL1500_ baby massage in Serafitifeetball_baby3 ბავშვის მასაჟი.4 ბავშვის სწორ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი დაბადებიდანვე უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ბავშვის ორგანიზმის “გამოძერწვისთვის” საუკეთესო ასაკი ერთ წლამდე პერიოდია. განსაკუთრებული ყურადღება ამ პერიოდში ბავშვის ფიზიკურ აქტივობაზე, ვარჯიშზე, მასაჟზე უნდა გამახვილდეს. ბავშვის ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მისი სწორი ზრდა-განვითარებისთვის. ამიტომ ელემენტარული სავარჯიშო მოძრაობები და მასაჟის გაკეთება ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, ჯანმრთელი დაიბადა იგი თუ არა. მასაჟი კეთდება როგორც პროფილაქტიკის, ასევე სამკურნალო მიზნით. იგი ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, დასუსტებული კუნთების სტიმულაციას, კუნთოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმს. მას ასევე აქვს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის აღდგენის უნარი და ამ ყველაფერთან ერთად, იგი ერთ-ერთ საუკეთესო დამამშვიდებელ საშუალებადაც მიიჩნევა. პროფილაქტიკური თვალსაზრისით, მასაჟის გაკეთებას 3-4 თვის ასაკიდან ვიწყებთ. ხოლო, თუ საქმე გვაქვს რაიმე ტიპის პათოლოგიასთან, სამკურნალო მასაჟის გაკეთება დაბადებიდან 7-9 დღის შემდეგ არის ნებადართული. მასაჟის გაკეთება აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც: მკვეთრად გამოხატულია კუნთების სისუსტე, ტერფმრუდობა, ბავშვი თანატოლებთან შედარებით გვიან იწყებს სიარულს, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის დროს (მენჯ-ბარძაყის სახსრის განუვითარებლობა) – ძალზედ მნიშვნელოვანია მისი დროულად გამოვლენა, რაშიც უმთავრესი როლი მშობლებს აკისრიათ. მათ ძალიან იოლად შეუძლიათ ეჭვი მიიტანონ, თუ არის: • დუნდულის ნაოჭების ასიმეტრია; • ფეხების განზე გადაშლის შეზღუდვა; • ქვედა კიდურების არათანაბარი სიგრძე; • სახსრის ტკაცუნი ბარძაყის თავის ფოსოში გასწორებისას; ნებისმიერი ამ ნიშნის არსებობის შემთხვევაში დროულად აჩვენეთ ბავშვი ორთოპედს.  ჩვენებები, რომლის დროსაც იკრძალება მასაჟის გაკეთება: • მაღალი ტემპერატურა; • კანის მწვავე დაავადებები; • დიათეზი; • თანდაყოლილი გულის მანკი, რომელსაც თან ახლავს ციანოზი. მშობელსაც შეუძლია გარკვეული მოძრაობებით ავარჯიშოს პატარა. ეს სასურველიცაა, თუმცა, ცხადია, იგი ვერ შეძლებს და არც არის მიზანშეწონილი, რომ თავად გაუკეთოს ბავშვს პროფილაქტიკური და მით უმეტეს, სამკურნალო მასაჟი. აუცილებელია, რომ ის ყოველთვის პროფესიონალმა გააკეთოს. რაც შეეხება დედას, მას შეუძლია შემდეგი ტიპის ვარჯიშები ჩაუტაროს პატარას (ასეთ მოძრაობებს “სერაფიტის” სპეციალისტები ასწავლიან მშობლებს ყურადღებითად და რუდუნებით): • ხელსმა; • ფეხების მოღუნვა და გაშლა რიგრიგობით; • ხელის დახმარებით წამოჯდომა; • ტერფების ჩამოცურებითი მოძრაობა; • ხელების გაშლა და მოხრა, გადაჯვარედინება და გადაშლა; • გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე და პირიქით; • ბარძაყების განზიდვა; სანამ დედა ბავშვს ვარჯიშს დააწყებინებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად ჭამიდან დაახლოებით 40-45 წუთის გასვლის შემდეგ, თბილ ოთახში (არანაკლებ 21-22 გრადუსზე) და თბილი ხელებით, რათა ბავშვს არ შეექმნას დისკომფორტი. ვარჯიშის დაწყებამდე, ასევე, აუცილებლად მოიხსენით ბეჭდები, დაიჭერით ფრჩხილები ძირში და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნით. იმისათვის, რომ პატარა შეეჩვიოს ვარჯიშს, საწყის ეტაპზე საკმარისია, მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში ავარჯიშოთ, შემდეგ უკვე თანდათან 15-20 წუთამდე გაზარდოთ ხანგრძლივობა.ვიმეორებთ, ამ ტიპის მოძრაობებს აუცილებლად სჭირდება  მეთოდისტის ხელმძღვანელობით შესწავლა. ბავშვის მასაჟს შპს “სერაფიტის” სპეციალიზირებულ, ამისთვის აღჭურვილ კაბინეტში უძღვებიან სერტიფიცირებული სპეციალისტები: თამარ სიჭინავა (მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტი), სოფიო რევიშვილი (მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტი) და თამუნა თევზაძე (მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტი). საჭიროების შემთხვევაში ჩვენთან შესაძლებელია მკურნალობის კომპლექსური კურსის ჩატარება, რაც მოიცავს: მასაჟს, ვარჯიშებს, საბავშვო ტრენაჟორებს, ბავშვის ჰიდრომასაჟს

kiki-sareklamo foto11214319_10203738869786744_2386546395370083967_n

_________________________________________________________________. ბავშვთა აქვააერობიკა და ჰიდრომასაჟი!!! შპს „სერაფიტის“ მასაჟის ცენტრში (მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის /ჯანო ბაგრატიონის/ ქ.8ა, გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის წინ,ტ.558-21-27-55) ბავშვთა მასაჟის პროცედურებში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს აქვააერობიკასა და ჰიდრომასაჟს. წყლის მასაჟის დადებითი მხარეებია: -ტრამვების გამორიცხვა და ამ მხრივ აბსოლუტური უსაფრთხოება. -სახსრებსა და მყესებზე არაკომფორტული დატვირთვის გამორიცხვა, რასაც ხშირად ვაწყდებით ჩვეულებრივი მანუალური მანიპულაციების დროს. -ჩვილებს საუკეთესო შედეგები აქვთ ისეთი პათოლოგიების მკურნალობაში, როგორიცაა: დისპლაზია, კისერმრუდობა, ღრმატერფიანობა. აქვააერობიკა -ესაა ჰიდრომასაჟისა და ვარჯიშების კომპლექსური ერთიანობა. სამკურნალო ეფექტები მიიღწევა წყლის წინააღმდეგობის დაძლევის გზით. ეს ეფექტებია: -ზოგადად მასაჟის ეფექტი; -კუნთების ბალანსირება; -იმუნიტეტის ამაღლება; -ბავშვს უვითარდება სასუნთქი ორგანოები, ჰიპოფიზი, ნერვული სისტემა. აქვააერობიკის დროს მუშაობს კუნთების ყველა ჯგუფი, წყალი ხსნის კუნთების სპაზმს და ნერვულ დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებას

კლინიკა “სერაფიტი” უზრუნველჰყოფს ბავშვის მასაჟით მომსახურებას როგორც ადგილზე, ჩვენს კომფორტულ გარემოში (30 ლარი), აგრეთვე -სახლში მისვლითაც (35 ლარი). საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: 293-05-46, 558-21-27-55 ან ფეისბუქზე: კლინიკა სერაფიტი.

___________________________________________________________________

Posted in ბავშვის მასაჟი | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

პროტრუზია

inversia

ცნობილია, რომ ხერხემლის მალები ერთმანეთს ესახსრება ერთი მხრივ ვენტრალურ ნაწილში, დისკოთი, მეორე მხრივ კი უკანა ნაწილში, რკალებზე მდებარე წვრილი სახსრებით. ფაქტობრივად, მალათაშუა სახსარი დისკოს ფორმის ნახევრად მოძრავი სახსარია. საკუთრივ დისკო  შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე პულპოზური ბირთვისგან, რომელსაც ჟელესებრი სტრუქტურა აქვს. თუ დისკო რაიმე მიზეზით დაზიანდა (ახალგაზრდობისას დაზიანება უმეტესად ტრავმული გენეზისაა, მოხუცებულ ასაკში კი დეგენერაციული პროცესებით არის განპირობებული), მკვრივი ფიბროზული კაფსულის მთლიანობა ირღვევა და ჟელესმაგვარი პულპოზური ბირთვი მის შრეებს შორის აღწევს ან გარეთ გამოდის. სწორედ ეს არის დისკის თიაქარი. ზოგს ჰგონია, და ამაში მავანი მანუალისტებიც ხელს უწყობენ, რომ თითქოს დისკი ერთიანად იძვრის ადგილიდან და „გამოდის “ მალთაშუა სივრციდან-ეს ცხადია, არასწორია. დისკი სულაც არ ჰგავს ჰოკეის შაიბას, რომ ამოვარდეს ან მერე-„ხელით ჩასვან“ …ვიმეორებ, ამ მცდარი შეხედულების ჩამოყალიბებაში მავან „მანუალისტებსაც“ მიუძღვით წვლილი….
ტერმინი “თიაქარი” გულისხმობს ნორმალური დისლოკაციის ადგილიდან დაძვრას, ანუ შემაკავებელი კაფსულის გარეთ გამოსვლას. კაფსულის დაზიანების მიხედვით განასხვავებენ თიაქრის სხვადასხვა სახეობას. მაგალითად, თუ კაფსულა მთლიანად დაირღვა და გამოვარდნილმა ნაწილმა ზევით ან ქვევით გადაინაცვლა, ვსაუბრობთ სეკვესტრირებულ თიაქარზე. ეს უკანასკნელი ოპერაციული ჩარევის აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს. თუ კაფსულა გაბერილია და გამოწეულია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროტრუზიასთან. პროტრუზია უმეტესად არ არის საოპერაციო, ოპერაცია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ტარდება, როდესაც მასაჟი, მედიკამენტური მკურნალობა, ფიზიოთერაპია უშედეგოა. თუ დაზიანება დისკის დონეზეა და თიაქრის სეკვესტრი არ არის ჩამოყალიბებული, ოპერაციულ ჩარევამდე მკურნალობის ყველა სხვა სპექტრს ვიყენებთ: ვუნიშნავთ მედიკამენტურ მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში – გაჭიმვას სპეციალურ დისრაქციულ ან ინვერსიულ მაგიდაზე, წყალქვეშა მასაჟს, დაჭიმვებს, რაც გულისხმობს დაჭიმვას ვერტიკალურ აბაზანაში სიმძიმის გამოყენებით ან ჯაკუზში სპეციალური დასაჭიმი ვარჯიშების შესრულებას.

elfor
პროტრუზია და პროლაფსი, ფაქტობრივად, უკვე დისკის თიაქარია. უბრალოდ, პროლაფსი არის თიაქრის ჩამოყალიბებული სახე.  ამ ტერმინს ვიყენებთ, როდესაც ფიბროზული კაფსულის ყველა შრე დაზიანებულია, მისი მთლიანობა დარღვეულია და პულპოზური ბირთვი გარეთ არის გამოსული. კლინიკური სურათი განსხვავებულია, იმისდა მიხედვით, წინ მოხდება დისკის გამოვარდნა თუ უკან. პირველ შემთხვევაში დისკი მუცლის ღრუსკენ გადაინაცვლებს და მთლიანადაც რომ გამოვარდეს, იმდენად დიდი ადგილი დახვდება, რომ ადამიანს არავითარ დისკომფორტს არ შეუქმნის; თუ გამოვარდნა უკან, დორსალურ მხარეს, ან უკანა და შუა, დორსომედიალური მიმართულებით მოხდა, კლინიკური სურათი ნაკლებად იქნება გამოხატული, ხოლო თუ დისკმა გვერდზე ანუ ლატერალურად გადაინაცვლა, დისკი  ნევრალურ ფესვს დააწვება და შესაბამის უბანში ტკივილს გამოიწვევს. რომელი ფესვის კლინიკაა ასეთ შემთხვევაში გამოხატული, ეს ნევროლოგიური გასინჯვით დგინდება.
– თიაქრის დროს პირველ რიგში გამოხატულია ტკივილი, რამეთუ ხდება ფესვის ალგიური ირიტაცია.
შემდგომ ტკივილმა შესაძლოა იკლოს კიდეც, მაგალითად, იმის გამო, რომ დისკმა ლოკალიზაცია შეიცვალა და ნაკლებად აწვება ფესვს. ამ შემთხვევაში საქმე კლინიკური განკურნებისკენ მიდის, მაგრამ შესაძლოა ტკივილმა იკლოს იმის ხარჯზე, რომ ტკივილის რეცეპტორებმა დაკარგეს აღქმის უნარი. როდესაც პაციენტი მთლიანად დაკარგავს ტკივილის აღქმას, ირიტაციის ფაზა მთავრდება და იწყება დეფიციტის ფაზა, ანუ ყალიბდება პარეზი. პარეზი წარმოადგენს ნაწილობრივ, არასრულ დამბლას. ლუმბალური დისკების შემთხვევაში შესაძლოა დუნე, პერიფერიული დამბლა განვითარდეს. ეს უკანასკნელი კიდურში განსაზღვრული მოძრაობითი ფუნქციის მოშლით გამოიხატება. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მას შემდეგ ხდება, რაც ტკივილის აღქმის უნარი იკლებს. პათოლოგიური პროცესის შორსწასულ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ასეც ხდება – ტკივილი ქრება და დამბლა ვითარდება, პაციენტებს კი ტკივილის გაქრობა ხშირად განკურნება ჰგონიათ. დამბლის ჩამოყალიბების შემდეგ ოპერაციული ჩარევა უმეტესად უეფექტოა, ამიტომ დაავადებას დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით – ახალგაზრდებმა, და მარტივი ქირურგიული პრობლემა დამბლამდე არ მივიყვანოთ.
რა მეთოდებს იყენებთ პროტრუზიის სამკურნალოდ?
000

პაციენტებს ვურჩევთ კვების რეჟიმის მოწესრიგებას, რათა დაცულ იქნეს მინერალებისა და ვიტამინების ბალანსი, სპორტული რეჟიმის დაცვას, მოძრაობას. ოპერაციულ ჩარევამდე ნეიროქირურგები ვუნიშნავთ ხერხემლის გაჭიმვას დისტრაქციულ ან ინვერსიულ მაგიდებზე, მედიკამენტურ მკურნალობას, ფიზიოთერაპიას (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, ამპლიპულსი). ვიდრე სეკვესტრირებული თიაქარი არ ჩამოყალიბდება, წყალში დაჭიმვაც ეფექტურია. ძალიან კარგ შედეგებს იძლევა ჰიდრომასაჟისა და ჩვეულებრივი მანუალური (ხელით) კლასიკური მასაჟის სინთეზი.

შპს „სერაფიტის“ მასაჟისა და ფიზიოთერაპიის კაბინეტში ბატონ ჯაბა კოხრეიძის ხელმძღვანელობით შესაძლებელია ყველა ამპროცედურის მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარება.

ყველას კი დისკის თიაქრის საპროფილაქტიკოდ გირჩევთ:

  • იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
  • გაიკეთეთ პერიოდულად მასაჟები.
  • ისწავლეთ სპეციალისტისგან ხერხემლის სტაბილურობის მიმღწევი იზომეტრიული ვარჯიშები.
  • წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჩაიტარეთ მასაჟისა და მსუბუქი ფიზიოთერაპიის პროფილაქტიკური სამკურნალო კურსი

შპს „სერაფიტის“ საკონტაქტო ტელეფონებია: 558-21-27-55, 296-52-10,555-37-48-42. მისამართი: ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის 8ა), გრ.რობაქიძის სახ.უნივერსიტეტის წინ, სასწავლო ცენტრი-კლინიკა „სერაფიტი“

Posted in Uncategorized | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

კოქსართროზი

კოქსართროზი – მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზს ნიშნავს და საყრდენ-მამოძრავებელის სისტემის დეგენერატიულ-დისტროფიულ დაავადებებს შორის უდავო ლიდერად ითვლება. ზოგჯერ მას „მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოპოროზსაც“ უწოდებენ. დაავადების გამოწვევი მიზეზი, სამწუხაროდ, ბევრია. ამიტომაც ეს პათოლოგია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. თუმცა სტატისტიკის მიხედვით კოქსართროზით უმეტესად მაინც 40 წელს გადაცილებულნი ავადდებიან. საწყის სტადიაზე კოქსართროზი წარმატებით ინკურნება მიზანმიმართული არაოპერატიული პროცედურების საშუალებით , თუმცა პაციენტების უმრავლესობა უგულებელჰყოფს ამ სეგმენტში არსებულ პირველად დისკომფორტს და მის აღმოფხვრას მედიკამენტოზური გზებით ცდილობენ.
მინდა ხმამაღლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნებისმიერი დაავადების დროს (ოსტეოხონდროზი, ართროზი, ართრიტი, სქოლიოზი, თიაქარი და ა.შ) მედიკამენტოზური მკურნალობა მხოლოდ გარკვეულ (ძირითადად -მწვავე) პერიოდშია მისაღები. ტკივილგამაყუჩებელი და ანალგეტიკური საშუალებები არაა სამკურნალო მედიკამენტები. სისტემის მკურნალობა მხოლოდ კომპლექსურ მეთოდიკას ეფუძნება, რაზეც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.
განასხვავებენ პირველად კოქსრთროზს (გაურკვეველი ეტიოლოგიის) და მეორადს -რომელიც სხვა შემდეგი პათოლოგიების შედეგად ყალიბდება:

  • მენჯის გადაგვარება
  • დისპლაზია
  • პერტესის ტკივილი;
  • ტრავმული ან მექანიკური დაზიანება.
  • ანთებითი პროცესები სახსარში

გვხვდება როგორც ცალმხრივი (მარჯვენა ან მარცხენა სახსრის), ასევე – ორივე მხრივი კოქსართროზი. ორმხრივი კოქსართროზი სულაც არაა იშვიათობა. ამიტომ ცალ მხარეს გამოხატული ჩივილების დროს მკურნალმა ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს მეორე მხარეს თუნდაც უმნიშვნელო ჩივილებს (მაგალითად, ტკივილს მუხლის სახსარში, დისკომფორტს ხერხემალში).

მენჯ-ბარძაყის სახსრის აგებულება

სახსრის აგებულების ცოდნა დაგვეხმარება დაავადების მიმდინარეობის გასაგებად.

როგორც ხედავთ, ორი ძვლის ერთმანეთთან ხახუნის თავიდან ასაცილებლად და მათი თავისუფალი მოძრაობის უზრუნველსაყოფად უდიდეს როლს თამაშობს სახსრის ხრტილოვანი და სინოვიალური ნაწილები.
koksartroz სინოვიალური სითხე ფიბროზულ გარსთან ერთად არის სახსრის მთავარი ამორტიზატორი. სწორედ ამ ამორტიზატორის განლევის, დაზიანების გამო წარმოშობა სახსრის ყველა პრობლემა, რომელთა შორის უმთავრესია კოქსართროზი!

სურათზე ნაჩვენები სისტემის (ჯანმრთელი მხარე) სწორი ფუნქციონირებისათვის უდიდეს როლს ასრულებს სახსრის მიმდებარე კუნთები: დუნდულა, მენჯის და ბარძაყის კუნთები. თუ კუნთები არასწორად ან არასაკმარისადაა განვითარებული-სახსრის მართებული ფუნქციონირება შეუძლებელია. ძლიერი და სწორად განვითარებული კუნთები თავადაც ასრულებენ სახსრის ამორტიზატორის როლს და ამით ამცირებენ დაწოლას სახსრის შიდა სტრუქტურებზე, იცავენ რა ამით მთლიანად სახსარს დაზიანებისგან..

ჯანსაღი წესით მცხოვრები ადამიანის (აქტიური გამაჯანსაღებელი პროცედურები, მასაჟები, ფეხით სეირნობა…) კუნთები მუდმივად მიაწოდებენ სახსარს საჭირო საკვებს, რაც ასე აუცილებელია ხრტილოვანი და სინოვიალური სითხის „კვლავწარმოებისთვის“.

ართროზის წარმოშობის მექანიზმი

დაავადების დასაწყისში პირველი დარტყმის ქვეშაა სინოვიალური სითხე, რომელიც თანდათან ხდება გლუვი და ბლანტი.“შეზეთვის“ ფუნქციის გარეშე კი სახსრის ხრტილები გაშრობას იწყებს,ხოლო მისი ზედაპირები-ერთგვარ გაძვალებას, წანაზარდებით დაფარვას. ამგვარად ზედა და ქვედა ძვლებს შორის მანძილი მცირდება, რაც მოძრაობას ჯერ რთულს, ხოლო შემდეგ-შეუძლებელს ხდის. იძულებითი მოძრაობის გამო კი ძვლები იწყებენ დეფორმაციას, ამიტომაც უწოდებენ კოქსართროზს „მადეფორმირებელ ართროზს“. შორს წასული ფორმის მკურნალობის ეტაპზე ჩვენ ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს, ნაადრევად ნუ დატვირთავენ სახსარს მოძრაობით ან ვარჯიშებით. მესმის, ყველას ეჩქარება ხელჯოხის გაგდება, მაგრამ სრული კურსის გავლის და უფრო თვალში საცემი შედეგების დადგომამდე სახსარზე დატვირთვა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

სახსარში მიმდინარე ცვლილებები აისახება მიმდებარე და მთლიანად ფეხის სტრუქტურებში სისხლის მიმოქცევაზე: თანდათანობით შესამჩნევი ხდება კუნთების ატროფია. .კოქსართროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც პერიოდულად ახასიათებს „რეაქტიული“ ანთებითი პროცესი, როცა პაციენტი განსაკუთრებულ დისკომფორტს განიცდის. სწორედ ამ ეტაპზე აკითხავს იგი ექიმს. სამწუხაროდ, რეაქტიული გამწვავება დაავდებულ სახსარს იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებს სწორად წარმართული მკურნალობის კურსის შემდეგაც, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ კურსი უნდა განმეორდეს და მკურნალობა პერმანენტულად უნდა გაგრძელდეს.

elfor

კოქსართროზის მიზეზები

უკვე ავღნიშნეთ, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი მრავალია::

  • სახსარში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდების გამო აქტიურდება ხრტილის დამრღვევი ფერმენტები;
  • სახსრის გადატვირთვა-გადაძაბვა. მექანიკურ ფაქტორებს ძირითადად უჩივიან ახლანდელი ან ყოფილი სპორტსმენები (მე მყავს პაციენტი -60-70 -იანი წლების დინამოელი, ყოფილი ფეხბურთელი, რომლის სახსარმაც რეაქტიული დაავადება გაცილებით გვიან დაიწყო. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პაციენტი დისკომფორტს მენჯ-ბარძაყის სახსარში რამდენიმე ათეული წელის, უჩივის.) მექანიკურ ფაქტორებში ითვლება აგრეთვე -ზედმეტი კილოგრამები. ამიტომ წონის კორექცია მკურნალობის პროცესში ერთ-ერთ მიმართულებად უნდა მივიმჩნიოთ;
  • ხრტილში მიმდინარე ბიო-ქიმიური ცვლილებები, მეტაბოლიზმის რღვევა ადამიანის ორგანიზმში, ჰორმონალური ცვლილებები;
  • ტრავმები
  • მენჯ-ბარძაყის ძვლის ასეპტიკური ნეკროზი;
  • ინფექცია და სახსრის ანთება;
  • ხერხემლის პათოლოგიები (სქოლიოზი, კიფოზი) და ტერფის დაავადებები (ძირითადად -ბრტყელტერფიანობა). ამიტომაცაა მნიშვნელოვანი მკურნალობისას ხერხემლის მასაჟის და სპეციალური სამკურნალო ვარჯიშების გათვალისწინება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევაჩეროთ მაინც გამრუდების პროცესი და უშუალოდ სახსრის მკურნალობა უფრო ეფექტური გავხადოთ;
  • მენჯის სხვადასხვა სახის გადაგვარებითი პროცესები, წანაზარდები, რომელთა დიაგნოსტირება მხოლოდ რენტგენოგრამითაა შესაძლებელი;
  • დისპლაზიები და სახსრის სწორი განვითარების დარღვევა.;
  • ცხოვრების ზედმიწევნით პასიური წესი;
  • ასაკი;
  • გენეტიკური განწყობა.444

სიმპტომები

საერთო სიმპტომების გარდა არსებობს დაავადების სტადიის შესაბამისი სიმპტომებიც:

  • ტკივილი სახსარში, მენჯში, დუნდულს ქვემოთ, მუხლში როგორც მოსვენებულ, ისე-აქტიურ ფაზაში;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • კოჭლობა;
  • ავადმყოფი კიდური ნელ-ნელა მოკლდება;
  • მიმდინარეობს მენჯის კუნთების ატროფია;

ტკივილის ხასიათი, ხანგრძლივობა და ინტენსივობა დამოკიდებუია კოქსართროზის სტადიებზე. საწყის ეტაპზე ტკივილი სუსტადაა გამოხატული. ამიტომ პაციენტი არ ჩქარობს ექიმთან მისვლას. ასე იკარგება ძვირფასი დრო. არადა, საწყის ეტაპზე სავსებით შესაძლებელია მინიმალური ფიზიოთერაპიული პროცედურებით და ზოგჯერ-მხოლოდ მასაჟითაც კი -გამოვასწოროთ მდგომარეობა. ნელ-ნელა კი ავადმყოფი იწყებს კოჭლობას, დაავადებული მხარის ფეხზე კი თვალშისაცემი ხდება კუნთების ატროფია.

მენჯის კუნთების ატროფია მიზეზი ხდება ტკივილისა მუხლის სახსარში და მიმდებარე ქსოვილებში. ზოგჯეტ მუხლის სახსარში უფრო მწვავე ტკივილებია ხოლმე, ვიდრე-ზემოთ- მენჯის არეში, რაც ხდება მცდარი დიაგნოზის (გონართროზი-მუხლის მადეფორმირებელი ართროზი) საფუძველი. არასწორ დიაგნოზს და შესაბამის მკურნალობას კი შეუძლია დიდი ზიანის მიყენება იმ სახსარზე, სადაც დაავადება პროგრესირდება.

მენჯ-ბარძაყის არეში დისკომფორტი მხოლოდ კოქსართროზითაც არაა განპირობებული.
კოქსართროზი წელის (განსაკუთრებით L4-L5 მალების) ოსტეოხონდროზმა, თიაქარმა თითქმის იგივე სიმპტომები იცის აღნიშნულ სეგმენტში. ამიტომ დიაგნოზის სწორ დასმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მქონია პრაქტიკაში რამდენიმე ასეთი შემთხვევა, როცა კოქსართროზის მკურნალობის ნაცვლად პაციენტს წელის სეგმენტში სრულიად არააუცილებელი და უშედეგო ოპერაცია ჩაუტარეს ან-პირიქით. 70 წლის თ.ჩ-ს მაგალითად ნამდვილად ჰქონდა: წლის ოსტეოხონდროზი, ხერხემლის სქოლიოზი და …მწვავე კოქსართროზი, რაზეც სამწუხაროდ ნეიროქირურგმა არ მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. პაციენტს ჩაუტარდა წელის მალებზე ძვირად ღირებული ოპერაცია. თავად ოპერაცია ნამდვილად უმაღლეს დონეზე ჩატარდა (საბედნიეროდ საქართველოში ამ მიმართულებით დიდებული სპეციალისტები გვყავს), მაგრამ ხერხემალზე ზოგადად ჩატარებული ოპერაციების სტატისტიკა ულმობელია და სულაც არ ღაღადებს პაციენტის სასარგებლოდ. პაციენტი თ.გ-ც ვერ მოხვდა იმ 12%-ში, რომელსაც უმართლებს ხოლმე სტატისტიკის მიხედვით ხერხემლის ოპერაციების შემდეგ….თითქმის წელიწადი ელოდებოდა ფეხზე დადგომას და „სარეაბილიტაციო პერიოდის“ წარმატებით დასრულებას, მაგრამ ეს ეტაპი უსაშველოდ გაიზარდა. თ.გ. მოხვდა ჩვენს ცენტრში.სწორედ ჩვენს მოკრძალებულ, მაგრამ ფიზიოთერაპიული აპარატურითა და პროფესიული გამოცდილებით მდიდარ კაბინეტში მას ჩაუტარდა კომპლექსური მკურნალობა -20 სეანსი, განაწილებული ფუნქციონალური პროცედურებით….ბატონი თ.-მ კურსის დასრულებიდან ორ კვირაში პრაქტიკულად გადააგდო ხელჯოხი….მოკლედ: სწორ დიაგნოზს მკურნალობის ეფექტურობისათვის აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა.

4

 

კოქსართროზის სტადიები (ხარისხი)

გამოყოფენს სამ ხარისხს:

პირველი სტადიისთვის დამახასიათებელია პერიოდული ტკივილები, ძირითადად- ფიზიკური დატვირთვის თუ გადაღლის შემდეგ. მაგალითად, დიდი ხნით ფეხით სიარული ან სირბილი. ამ დროს ტკივილი იშვიათად გადადის ბარძაყისკენ ან მუხლისკენ. როგორც წესი, დასვენების შემდეგ ტკივილი ქრება. არც ტანმედეგობა ან სიარული არ ირღვევა. მოძრაობის ამპლიტუდა შენარჩუნებულია. კუნთებში იდენტური ძალაა შენარჩუნებული. რენტგენზე ამ დროს მცირედი წანაზარდები ჩანს, რომლებიც სახსრის ყელს არ სცილდება. ბარძაყის ძვლის თავი ინარჩუნებს თავის კონტურებს.

მეორე სტადიის დროს კი ტკივილები უფრო ძლიერდება და ინტენსიური ხასიათისა ხდება. სახსრის გარდა ტკივილი უკვე თავს იჩენს დუნდულში, მენჯში და რაც მთავარია-მოსვენებულ მდგომარეობაშიც გვახსენებს თავს. გადამეტებულ სიარულს უკვე კოჭლობის გამოწვევაც შეუძლია. სახსარს უკვე აღარ ძალუძს ნორმალური ფუნქციონირება. მენჯის მომწევი-გამშლელი კუნთები კარგავენ ოდინდელ ძალას. რენტგენოგრამაზეც აშკარად ჩანს წანაზარდები უკვე სახსრის გარე პერიმეტრზე. მენჯის ძვლის თავი იწყებს დეფორმირებას-იზრდება მოცულობაში და იძენს არათანაბარ კონტურებს.

მესამე სტადიის კოქსართროზის დროს კი ტკივილები მუდმივი და თანამიმდევრულია. ღამეც კი, მოსვენებულ მდგომარეობაში, ხშირად არ ასვენებს ეს ტკივილი პაციენტს. სიარულისას აუცილებელი ხდება ხელჯოხი. მოძრაობა სახსარში იზღუდება და მიმდებარე კუნთებიც ატროფირდება.
artroz-tazobedrennogo-sustavaარასწორი დატვირთვის გამო სახსრის მდგომარეობა რთულდება- კოჭლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ კომპენსაციაა და არა- გამოსავალი. რენტგენოგრამაზე ჩანს დიდი ოსტეოწანაზარდება მენჯის და ბარძაყის თავებზე, სახსრის ყელი ფაქტიურად დახშული ჩანს და -გამომშრალი.

კოქსართროზის მკურნალობა

მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი და საშუალებები არსებობს. დღევანდელი პაციენტი უფრო ინფორმირებულია, ვიდრე-ოდესმე. ამიტომ ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერს შეუძლია, მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია სხვასხვა თემებზე. მათ შორის-კოქსართროზზე, რომელიც ასე გავრცელებულია მსოფლიოში. ჩემს კაბინეტში ძირითადად ხვდებიან პაციენტები სხვა პაციენტთა რეკომენდაციით ან-ინტერნეტ ძებნის გზით: ჩემს ინტერვიუებში თუ ფორუმებში ხშირად მიწევს ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, კითხვებზე პასუხის გაცემა.

მალთაშორის დისკის თუ სახსრის დეგენერაციის მკურნალობა კომპლექსურად უნდა წარიმართოს- ამას ვწერ და ვამბობ ყველგან. ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები ე.წ. „ჯადოსნური მალამოების“ მფლობელ ცალკეულ მანუალისტებს თუ ნერვოლოგებს, რომლებიც ასე „გულდასმით“ ასაიდუმლოებენ ბალახეულობას თუ ინგრე

დიენტებს, რომლებიდანაც შედგება ეს მალამოები. სწრაფად განკურნების მსურველთა დიდი ნაწილი ბრმად მიჰყვება ასეთ მალამოებს, რომელთაც უდავოდ აქვთ ეფექტი გარკევული ნერვული ტკივილების დროს (ეფექტი ზოგჯერ ხანმოკლეა, ზოგჯერ-საკმაო ხანსაც გრძელდება), მაგრამ მალთაშორის დისკის დან სახსრის რეგენერაცია-მკურნალობა შეუძლებელია მალამოებით (ან-მხოლოდ მალამოებით). ეს ლოგიკურიცაა, თუ გავითვალისწინებთ ზოგადად ადამიანის ფიზიოლოგია-ანატომიას, აღდგენითი ანატომიური მედიცინის თავისებურებებს.

კოქსართროზის მესამე სტადია საოპერაციო ჩვენებას წარმოადგენს. საქართველოშიც წარმატებით ხორციელდება ენდოპროტეზირება მენჯ-ბარძაყის სახსარში..

პირველი და მეორე ხარისხის ართროზის დროს კი მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე მიმდინარეობს. ძირითად მეთოდებად მიჩნეულია: (გთხოვთ გაითვალისწინოთ, ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდიკიდან კო ნკრეტულის არჩევა ექიმის პრეროგატივაა და დაუშვებელია თვითმკურნალობა)

მედიკამენტები:

1. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები: (ინდომეტაცინი, პიროქსიკამი, კეტოპროფენი, ბრუფენი, დიკლოფენაკი და სხვ…) -ინიშნება სახსრების რეაქტიული ანთების დროს.

დადებითი:საკმაოდ კარგად აყუჩებს ტკივილს, აქრობს ანთებას.

უარყოფითი: დიდი ხნით მიღების შემთხვევაში პრეპარატები ადპტირდებიან და სპობენ ხრტილის თვითაღდგენით უნარს. აგრეთვე: უარყოფითად მოქმედებნ სხვადასხვა შინაგან ორგანოებზე.

ამ სიტუაციიდან გამოსავლად მიჩნეულია პრეპარატი მოვალისი. ეს ანტიანთებითი მედიკამენტი შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენებითაა ცნობილი..

2. სისხლ-ძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები(ტეონიკოლი, ტრენტალი, ნიკოშპანი, ცინარეზინი…) აფართოებს სისხლძარღვებს, ადუნებს მის კუნთებს და ხელს უწყობს სახსარში სისხლის მიმოქცევას. იძლევა ძალიან კარგ შედეგებს.

დადებითი: ხელს უწყობს რა სისხლის მიმოქცევას სახსარში, „სამშენებლო მასალებსაც“ მიაწვდის დაზიანებულ სახსარს, ხსნის პატარა სისხლ-ძარღვების სპაზმს, ხსნის ღამის ტკივილებს.

უარყოფითი: ეფექტურობა ხშირად დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ განწყობა-შეთავსებადობაზე. პირველი სამი დღე აუცილებელია, მიიღოთ თითო აბი დღეში და მხოლოდ გვერდით მოვლენებზე დაკვირვების და ეფექტურობის გამოვლენის შემდეგ გადახვიდეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზირებაზე.

3. კუნთების მომადუნებელი პრეპარატები – მიორელაქსანტები (მიდოკალმი, სირტალუდი). ადუნებს დაჭიმულ კუნთებს.

დადებითი: კარგად ხსნის კუნთების სპაზმს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

უარყოფითი: მოქმედებს ნერვულ სისტემაზე- ზოგჯერ იწვევს თავბრუს, ზედმეტ მოდუნებას, გადღლილობის შეგრძნებას..

4. ხრტილის აღმდგენი პრეპარატები -ხონდროპროტექტორები (გლუკოზამინი, რუმალონი, დონა, სტრუკტუმი, ხონდრაიტინ სულფატი, არტეპარონი).

დადებითი: მადეფორმირებელი ართროზის დროს ყველაზე სასარგებლო პრეპარატებია. აუმჯობესებს ხრტილის აღდგენას, აწვდის მას აუცილებელ ელემენტებს. ხონდროპროტექტორების რეგულარული მიღება აჩერებს კოქსართროზს!!! ეფექტი მიიღწევა პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3-4 კვირის შემდეგ.

უარყოფითი: თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. არაარეკომენდირებული ფეხმძიმობის დროს.

masazi trakze

5. ჰორმონალური სტეროიდული პრეპარატები- სახსარშიდა ინექციები (მიტელპრედი, კენალოგი, გიდროკორტიზონი).

დადებითი: ცალკეულ შემთხვევებში აქვს კარგი შედეგი, განსაკუთრებით თუ ართროზს თან ახლავს მყესების ანთებაც.

უარყოფითი: ამ ინექციებს მაინც იშვიათად მოაქვს მყარი ეფექტი და ხასიათდება უამრავი გვერდითი მოვლენებით. რეკომენდირებულია სახსარში მხოლოდ სამი ინექციის გაკეთება ორკვირიანი შუალედით.

6. ადგილობრივი გამოყენების შესახსურებლები, მაზები, გელები, კომპრესები.

ასეთი საშუალებები საკმაოდ რეკლამირებულია და ხშირად ქმნიან მითს მათი სასწაულმოქმედების შესახებ. მითი კი მოგეხსენბათ არაა რეალობა. მენჯ-ბარძაყის სახსარი საკმაოდ შორსაა კანიდან და ეს მალამოები ხშირად ვერც აღწევს იქამდე. დადებითი შედეგი მიიღწევა იმ თვითმასაჟის წყალობით, რასაც პაციენტი მიმართავს კრემის შეზელვისას…:).

დადებითი: შეზელვის პროცესი, როგორც ერთგვარი მასაჟი-აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზოგჯერ კუნთების სპაზმსაც ხსნის.

უარყოფითი: ამ მაზების შემადგენლობას თითქმის არ გააჩნია სამკურნალო შედეგი.

ფიზიოთერაპია და მასაჟი.

ფიზიოთერაპიული მეთოდებია: ელექტროთერაპია, მიოელექტროსტიმულაცია, ინდუქტოტერმია, ულტრამაღალი სიხშირით მკურნალობა,ულტრაბგერითი თერაპია, ქვანტური ლაზეროთერაპია, ელექტროფორეზი, ვაკუუმასაჟი. იმის გათვალისწინებით, რომ სახსარი შორსაა კანის ზედაპირიდან, ფიზიოპროცედურებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ამ პროცედურებითაა შესაძლებელი სახსარზე გარეგანი ზემოქმედება. მაგალითად, ქვანტური ლაზერის ფოტონები , რომლებიც 7- 10 და მეტ სანტიმეტრზე სიღრმეში აღწევს, უშუალოდ ესხივება სახსარს, მიმდებარე ქსოვილებს და ახდენს რეგენერაციის პროვოცირებას. ანთებითი პროცესების ჩასაქრობად და მკურნალობისთვის ძალიან კარგია ელექტროფორეზი….

როგორ ვმკურნალობთ ჩვენ?

ვითვალისწინებთ რა ზემოთ ჩამოთვლილ კონსერვატიულ მეთოდთა დადებით და უარყოფით მხარეებს, ჩვენი მკურნალობის არსი კომპლექსურობაში მდგომარეობს. უპირველეს ყოვლისა აქცენტი გადადის მასაჟის და ფიზიოთერაპიის ერთობლივ შესრულებაზე….სხვათაშორის, მასაჟი ის ერთადერთი მეთოდია სისტემურ მკურნალობაში, რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია. სწორედ მასაჟითაა შესაძლებელი კანიდან დაშორებულ სახსარზე ლამის უშუალო ზემოქმედება, მიმდებარე სეგმენტის ღრმა და საფუძვლიანი დამუშავება. პროფესიონალის მიერ შესრულებული მასაჟი მთლიანად მოიცავს L და S სეგმენტებს, ქვედა კიდურებს, ნაკლები დოზირებით, მაგრამ სტაბილური ინტენსივობით მასაჟი კეთდება ხერხემლის სხვა სეგმენტებზეც…

სახსრის აღდგენით პროცესს სხვა მედიკამენტებთან ერთად ხელს უწყობს ელექტროფორეზიც -გალვანური დენი დადებითად მოქმედებს მთლიანად მენჯ-ბარძაყის შესახსრებაზე და აძლიერებს კონკრეტული მედიკამენტების მოქმედებას, ამცირებს მათ დოზირებას.

21-ე საუკუნის მედიცინა კიდევ უფრო ინტენსიურად გამოიყენებს ქვანტურ ლაზეროთერაპიას და ჩვენც პარალელურ რეჟიმში ვახორციელებთ ლაზერით მკურნალობას, რაც სტატისტიკის მიხედვით 90%-იან დადებით ეფექტს იძლევა.

მთავარია, პაციენტი განეწყოს რეალისტურად: კოქსართროზის მკურნალობა მოითხოვს დროს, ნებისყოფას. იგი ეტაპობრივად ხორციელდება და იშვიათად მთავრდება ხელჩასაჭიდი იმედების გარეშე.

ჩვენთან მკურნალობის აუცილებელი შემადგენელია ნაწილია სამკურნალო ვარჯიშები – კინისოთერაპია !

ჯაბა კოხრეიძე

მასაჟის და ფიზიოთერაპიის სასწავლო ცენტრ „სერაფიტის“ ხელმძღვანელი.

კონსულტაციისთვის საკონტაქტო ტელეფონები: 293-05-46, 558-21-27-55.მისამართი: ჯანო ბაგრატიონის 8ა (ყაზბეგის 8ა), ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”

ელ.ფოსტა: jambuliko66@yahoo.com

ფეისბუქზე: კლინიკა სერაფიტი

inversia2

Posted in კოქსართროზი | Tagged , , | 6 Comments