ინტერვიუ ექიმ ოლეგ ჭელიძესთან

4508_foto_large

  • ბატონო ოლეგ, გთხოვთ, გვიამბოთ მოკლედ თქვენი ცენტრის შესახებ, რამდენი ხანია, რაც ფუნქციონირებთ?
  • უკვე მესამე წელია, რაც ქუთაისში გაიხსნა ჯანმრთელობის ცენტრ კლინიკა „სერაფიტის“  სასწავლო ცენტრის ფილიალი (სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, ყაზბეგის 8ა-ში). სასწავლო პროგრამები მასაჟისა და ფიზიოთერაპიის მიმართულებით აბსოლუტურად იდენტურია კლინიკაში მიმდინარე სასწავლო პროცესისა. მე პროფესიით ექიმი ვარ, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოგვიანებით კლინიკა „სერაფიტის“ ორი სასწავლო პროგრამაც წარმატებით გავიარე: „სამკურნალო და სპა მასაჟები“ და „ფიზიოთერაპია“. სასწავლო ცენტრის ფილიალის პარალელურად დამოუკიდებლად დავაფუძნე მასაჟის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც მკურნალობის ის მეთოდებია დანერგილი, რაც საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ კლინიკა „სერაფიტშია“ აპრობირებული.
  • რა მიმართულებებით ამზადებთ მსმენელებს და ძირითადად რომელ პროგრამებზეა უფრო მეტი მოთხოვნა?
  • გვაქვს სასერთიფიკატო პროგრამები: ბავშვის მასაჟი (სწავლების ვადა- 1 თვე, ღირებულება- 500 ლარი), კლასიკური მასაჟი (1 თვე, 500 ლარი), სამკურნალო მასაჟები (3 თვე, 1200 ლარი), სპა მასაჟები (3 თვე-1200 ლარი), ფიზიოთერაპია (1 თვე, 900 ლარი); სადიპლომო პროგრამები: სამკურნალო და სპა მასაჟები (3-4 თვე, 1500 ლარი), მასაჟი და ფიზიოთერაპია (4-5 თვე, 2000 ლარი). მოთხოვნა თითქმის თანაბრადაა ყველა სპეციალობაზე, გააჩნია, ვის რა მოტივაცია აქვს თავისი პიროვნების, ზოგადად მომავალი ცხოვრების და კონკრეტულად- არჩეული პროფესიის მიმართ! მათ, ვისაც უცხოეთის თუ საქართველოს (მაგალითად, თურქეთის) კურორტებზე სურთ სწრაფი დასაქმება სეზონურ სამუშაოზე (ვაკანსიებიც გვაქვს ამ მხრივ თუ ბათუმში, თუ -სამხრეთ თურქეთის საზღვაო კურორტებზე), სავსებით აკმაყოფილებთ 500 ლარიანი პროგრამა- „კლასიკური მასაჟი“: ერთ თვეში სტუდენტი სრულყოფილად ეუფლება მთელი სხეულის (ზურგი, კიდურები, სახე, მუცელი) მასაჟს. წარმატებას განაპირობებს ინდივიდუალური მეცადინეობები, უწყვეტი პრაქტიკული გაკვეთილება ჩვენი ცენტრის ბაზაზე. ისინი, ვისაც სურს დასაქმება სამკურნალო დაწესებულებებში (საავადმყოფოები, კლინიკები, სანატორიუმები), არჩევენ უფრო აკადემიურ მიმართულებებს: სამკურნალო მასაჟები, ფიზიოთერაპია.
  • რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ფიზიოთერაპიის მიმართულებით მსგავსი ინტენსიური და მოკლევადიანი კურსები საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. რა აპარატებზე და პრაქტიკის როგორი ხარისხით ახერხებთ ამ რთული დარგის საფუძვლების სწავლებას?
  • როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სასწავლო ცენტრის პარალელურად ჩვენთან ფუნქციონირებს მასაჟის და ფიზიოთერაპიის ცენტრი, სამკურნალო-სარეაბილიტაციო კაბინეტი, რომელიც უკვე 2 წელიწადზე მეტია, უწყვეტ რეჟიმში იღებს პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები: სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, თიაქარი, ართროზი, ართრიტი და ა.შ. ამ დაავადებების სამკურნალოდ ჩვენ მივმართავთ დასავლეთის მსგავსი პროფილის დაწესებულებებში აპრობირებულ კომპლექსური მკურნალობის მეთოდებს: სამკურნალო მანუალურ მასაჟს, ელექტროფორეზს, ლაზეროთერაპიას, ულტრაბგერით თერაპიას, ელექტროთერაპიას, ვაკუუმთერაპიას და სხვა ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. ჩვენს მოსწავლეებს უშუალოდ უწევთ ამ პროცედურებში მონაწილეობა, დაკვირვება. სწავლების დასასრულს სერთიფიკატთან ერთად ვიძლევით დანართს, რომელშიც ჩამოთვლილია ის ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა ჩატარებაც უკვე დამოუკიდებლად შეეძლებათ ჩვენს კურსდამთავრებულებს.
  • ბატონო ოლეგ, შეიძლება, დაგვიკონკრეტოთ, რა მეთოდებით მკურნალობთ ხერხემლის თიაქარს, რომელიც დღეს საკმაოდ გავრცელებულ და ვერაგ პათოლოგიად იქცა არა მარტო გავრცელების, არამედ- ხშირად უშედეგო მკურნალობის მხრივაც?
  • საიდუმლო არაფერია. ეს მეთოდიკა კარგად არის ჩამოყალიბებული კლინიკა „სერაფიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, მისი ხელმძღვანელის, ფიზიოთერაპევტის ბატონ ჯაბა კოხრეიძის ინტერვიუებსა თუ ბლოგებზე: ჩვენ ვთავაზობთ პაციენტს ერთობლივად იმას, რასაც სხვები სთავაზობენ ცალკ-ცალკე, სხვადასხვა კაბინეტებსა თუ დაწესებულებებში- ანუ – კომპლექსურ მკურნალობაზეა საუბარი. ხერხემლის თიაქარის დროს ტარდება შემდეგი პროცედურები: თუ კი საქმე გვაქვს მწვავე პროცესთან, თავს ვიკავებთ აქტიური მასაჟისგან. შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოთერაპია ლაზერით , ელექტროფორეზით, ფონოფორეზით, რომელიც მოიცავს 3 კურსის ჩატარებას. თითო კურსი 20-30 დღიანია.  გააჩნია თიაქრის ზომას და მდებარეობას. ამასთან ერთად სასურველია მედიკამენტოზური თერაპია ინექციების სახით , ამ დროს ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ პაციენტის დამოკიდებულება მედიკამენტებთან, რათა მეტი ზიანი არ მივაყენოთ მის შინაგან ორგანოებს. ასევე მანუალური თერაპია და კინეზოთერაპია. თიაქრის დროს ბევრი უჩივის ფეხის ტკივილს, ეს ხდება მიტომ რომ საჯდომი ნერვი გადის ღრმად კუნთებში გავისა და ბარძაყის სეგმენტებში. ამ დროს საჭიროა, მოხდეს  ზემოთ მოცემული კუნთების მოდუნება. ეს ხდება მანუალური თერაპიის დროს: ძირითადათ ღრმა წერტილოვანი პრეს-მასაჟით მთელ კიდურზე. ამის მერე პაციენტს მეტად უადვილდება ნაბიჯის გადადგმა და მისი მოხრაც. როდესაც ჩაქრება მწვავე პროცესი, შესაძლებელია გაკეთდეს ფრთხილი მასაჟი როგორც ზურგზე, ასევე- მთელ სხეულზე რათა გავაუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმში. სამი კურსის ჩატარების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილური ხდება, შესამჩნევად გაუმჯობესებული სტრუქტურით, რაც საშუალებას იძლევა პერიოდულად მივმართოთ გამაჯანსაღებელ მასაჟებს, სხვა სარეაბილიტაციო პროცედურებს. რაც მთავარია: სწორედ ასეთი გზით მიიღწევა დისკის რეალური მკურნალობა, გაჯანსაღება და არა მხოლოდ- ტკივილის გაუვნებელჰყოფა.
  • ჩვენი ინტერვიუს ჩაწერისას მრავალი ზარი იყო თქვენთან, ძირითადად ავადმყოფები ან სწავლის მსურველები რეკავდნენ. სარელაქსაციო მასაჟებზე თუ გირეკავენ, ბატონო ოლეგ, ქუთაისში ამ მხრივ როგორაა საქმე?
  • სარელაქსაციო- გამაჯანსაღებელი მასაჟებიც ტარდება ჩვენთან, ძირითადად დღის მეორე ნახევარში. ჩვენი კლიენტები არიან როგორც ქუთაისელები, ასევე- ქალაქის სტუმრები, ტურისტები…უახლოეს პერიოდში ვაპირებ გაფართოებას, რაც მომცემს საშუალებას, მუდმივ შტატში ავიყვანო სხვა სპეციალისტებიც (მაგალითად ქალბატონი მასაჟისტი), რაც, ვფიქრობ, დადებითად აისახება სპა მასაჟების (სარელაქსაციო, გასახდომი-ანტიცელულიტური, ანტისტრესული…) რაოდენობის გაზრდაზე.
  • წარმატებებს გისურვებთ , ბატონო ოლეგ. დიდი მადლობა.
  • მადლობა თქვენ!
  • _____________________________________________________
  • დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად ვთავაზობთ ოლეგ ჭელიძის საკონტაქტო ტელეფონს: 599-310-191

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in მასაჟის კურსები, მასაჟის სწავლა ქუთაისში and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s