კლინიკა “სერაფიტის” კოსმეტიკური პროცედურები:

ქიმიური პილინგი

ქიმიური პილინგი კოსმეტოლოგიაში უხსოვარი დროიდან გამოიყენება და წარმოადგენს ეპიდერმისის ზედა ფენების მოცილებას სხვადასხვა ქიმიური რეაგენტის დახმარებით.

რა არის ქიმიური პილინგი ?

ქიმიური პილინგი სწრაფი და ეფექტური პროცედურაა, რომელიც სახისა და ყელის კანის გაახალგაზრდავების და განახლებისათვის გამოიყენება. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია მკლავების უკანა ნაწილებსა და ზურგზეც. პროცედურის ჩატარება შეუძლია პრაქტიკულად ყველა ადამიანს, ვისაც სურს კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, ნაოჭების გასწორება ან მზის ზემოქმედებით დაზიანებული კანის მკურნალობა. პროცედურის დროს გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერებებისგან შემდგარი ხსნარი, ხშირად გლიკოლის მჟავა და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთიდან 1 საათამდეა. კანის თვითგენერეაცია თვალსაჩინო ხდება პროცედურის დასრულებისთანავე.

მკურნალობის შედეგები პროცედურის შედეგად ხდება კანის შრეების კოლაგენისა და ელასტინის განახლება. სწორდება წვრილი ნაოჭები, უფერულდება პიგმენტური ლაქები, ვიწროვდება ან ქრება ფორები, კანი ხდება გლუვი და ელასტიური.

რა შედეგი შეიძლება მოგვცეს ამ პროცედურამ?

პილინგი აძლიერებს ბაზალური (კანის ღრმად მდებარე) შრის უჯრედების გაყოფას და კანს არბილებს და ანაზებს. პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კანი ახალგაზრდა და ჯანმრთელ შეფერილობას იღებს. პილინგის მეშვეობითვე ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ ნაწიბურებს, თმის ჩაბრუნებას მამაკაცებში და სხვა. ქიმიური პილინგი-გაახალგაზრდავების კოსმეტოლოგიური პროცედურაა კანის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით. ყველაზე ხშირად ქიმიური პილინგისათვის გამოიყენება, ორგანული მჟავები. სწორად ჩატარებული პროცედურა ახდენს კანის მკვდარი უჯრედების თანაბარ ექსფოლიაციას, ანუ აქერცვლას. პილინგის მეშვეობით ხდება კანის რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის გაშვება, რის შედეგადაც ვღებულობთ კანის განახლებასა და გაახალგაზრდავებას. ქიმიური პილინგი სხვა უოპერაციო პროცედურებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება. იგი გამოირჩევა მაღალეფექტურობით, საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მიღებულ იქნას გაახალგაზრდავების სასურველი შედეგი და ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდი აქვს.

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში, კანის მოვლის და განახლების ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ ქიმიური პილინგი. ქიმიური პილინგი სწრაფი და ეფექტური პროცედურაა, რომელიც სახისა და ყელის კანის გაახალგაზრდავების და განახლებისათვის გამოიყენება. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია მკლავების უკანა ნაწილებსა და ზურგზეც. პროცედურის ჩატარება შეუძლია პრაქტიკულად ყველა ადამიანს, ვისაც სურს კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, ნაოჭების გასწორება მზის ზემოქმედებით დაზიანებული კანის მკურნალობა. პროცედურის დროს გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერებებისგან შემდგარი ხსნარი, თვითგენერეაცია თვალსაჩინო ხდება პროცედურის დასრულებისთანავე. დაზიანებული კანის სიღრმის, აგრეთვე, შერჩეული კონცენტრაციისა და პროცედურის განგრძლივობის მიხედვით, ქიმიური პილინგი სამ კატეგორიად იყოფა: მსუბუქი, საშუალო და ღმა. ტექნოლოგია: ქიმიური პილინგის დროს ექიმ–დერმატოლოგს პაციენტის კანზე დააქვს სხვადასხვა კონცენტრაციის (25%, 35% , 50%, 70%) გლიკოლის მჟავა (შაქრის ლერწმისგან მიღებული ბიოლოგიური ნივთიერება). შერჩეული კონცენტრაციიდან და ხსნარის დატანის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, პილინგი შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და ღრმა. პილინგი სამ ფორმას მყისიერი ეფექტი გააჩნია. გლიკოლის მჟავა კანის ზედა შრის დაშლას იწვევს. შემდეგ ხდება მისი მოცილება, ხოლო ქვედა შრე სწრაფად გენერირდება. ამის გამო, კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. პროცედურის დროს თანაბრად ხდება ხსნარის წასმა იმ ზონებზე, რომელთა მკურნალობაც იგეგმება. რამდენიმე წუთში ხორციელდება ნეიტრალიზებული ნივთიერების კანიდან ჩამოწმენდა. სასურველი შედეგის მისაღწევად, როგორც წესი, საიჭროა 4–6 პროცედურა, რაც კანის ტიპზეა დამოკიდეული. შესაძლებელია მისი კომბინირება სხვა პროცედურებთან.

მკურნალობის შედეგები: • პროცედურის შედეგად ხდება კანის შრეების კოლაგენისა და ელასტინის განახლება • სწორდება წვრილი ნაოჭები • უფერულდება პიგმენტური ლაქები • ვიწროვდება ან ქრება ფორები • კანი ხდება გლუვი და ელასტიური

10958029_803396359698037_1942711292_n

__________________________________________________________________________

ბიორევიტალიზაცა

ბიორევიტალიზაცია თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ინექციურ მეთოდებს შორის ბიორევიტალიზაციას დიდი უპირატესობა ენიჭება. ეს მეთოდი პოზიტიური სტიმულაციის ჯგუფს ეკუთვნის. მთავარი როლი ბიორევიტალიზაციაში მიეკუთვნება ჰიალურონის მჟავას. მის მიმართ ინტერესი დერმატოლოგებს შემთხვევით არ გასჩენიათ. ადამიანის კანი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც ასრულებს როგორც სისტემურ, ასევე რეგულატორულ ფუნქციებს. დღესდღეობით ჰიალურონის მჟავა შეიძლება მივაკუთვნოთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნივთიერებას, კოსმეტოლოგიურ ინდუსტრიაში. არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის, არამედ პაციენტებისათვისაც კარგად ცნობილია, რომ ჰიალურინოის მჟავა პასუხს აგებს კანის ტურგორსა და მასში წყლის რეტენციაზე (შენარჩუნება). ბიორევიტალიზაცია ტარდება კანის ნებისმიერ უბანზე, რომელიც გაახალგაზრდავებას საჭიროებს. როგორც წესი, ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი- რომელთაც ყველაზე ხშირად აქვთ ულტრაიისფერ სხივებთან შეხება. შედეგად მცირდება კანის ტონუსი და ელასტიურობა. აღნიშნული პროცედურის შედეგად მიიღწევა: • ღრმა დატენიანება • კანის ელასტიურობის აღდგენა • „ლიფტინგი“ • ნაოჭების შევსება • კანის სტრუქტურის გაახალგაზრდავება პროცედურის შედეგად კანის უჯრედები სტიმულირდება და მუშაობას „ახალგაზრდა“ რეჟიმში განაგრძობს.

10961868_803396146364725_1575988333_n

________________________________________________________________

მეზოთერაპია

მეზოთერაპია ეს არის ინექციის საშუალებით კანქვეშ სამკურნალო პრეპარატების შეყვანა კოქტეილის სახით. ალტერნატიული მედიცინის მეთოდიკა მიმართულია პრეპარატების საშუალებით კოსმეტიკური ნაკლოვანებების გამოსასწორებლად და ზოგადად სახის და კანის მოვლისთვის ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში.

  • მეზოთერაპია როგორც მკურნალობის ცალკეული მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაში ნახევარი საუკუნის წინ შემოვიდა. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა კლინიკურ პრაქტიკაში მისი ფართოდ გამოყენება. მეზოთერაპია დერმატოლოგიაში წარმოადგენს პათოლოგიური და ასაკობრივი კანის ცვლილებების კორექციის მეთოდს, დერმაში სამკურნალო და კოსმეტოლოგიური ნივთიერებების შეყვანის გზით.

სამკურნალო ეფექტს მეზოთერაპია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების, უჯრედული მეტაბოლიზმის აქტივაციის, კატალიზების(აჩქარების) და კანის რეგენერაციის დაჩქარების საშუალებით ავლენს. მეთოდი ესთეტიური მედიცინის კოსმეტოლოგიაში სწრაფად ვითარდება, იქმნება ახალი პრეპარატები და პროცედურის ჩასატარებელი ტექნოლოგიები. ასევე ფართოვდება მისი გამოყენების ჩვენებები. პაციენტების უმეტესობა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე რწმუნდება, რომ მეთოდი „მუშაობს“ და მას დიდი პერსპექტივები გააჩნია.

10994781_803396026364737_818522366_n

_________________________________________________________________

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი „სერაფიტი“.

ფეისბუკი: კლინიკა სერაფიტი

ვებ-გვერდი: www. massagetbilissi.wordpress.com

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი 8ა, ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან.

ტელ: 293-05-46,  555-37-48-42, 557-56-41-99

4

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in კოსმეტოლოგი გთავაზობთ and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s