ბავშვის მასაჟი

ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ბავშვისადმი სწორ მოპყრობასა და სათანადო ყურადღებაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ძლიერი ორგანიზმი ექნება მას მომავალში. 61Y4iwghPuL._SL1500_ feetball_baby3 krujok_grudnichkovogo_plavaniya_malyish ბავშვის მასაჟი.4 ბავშვის სწორ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი დაბადებიდანვე უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ბავშვის ორგანიზმის “გამოძერწვისთვის” საუკეთესო ასაკი ერთ წლამდე პერიოდია. განსაკუთრებული ყურადღება ამ პერიოდში ბავშვის ფიზიკურ აქტივობაზე, ვარჯიშზე, მასაჟზე უნდა გამახვილდეს. ბავშვის ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მისი სწორი ზრდა-განვითარებისთვის. ამიტომ ელემენტარული სავარჯიშო მოძრაობები და მასაჟის გაკეთება ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, ჯანმრთელი დაიბადა იგი თუ არა. მასაჟი კეთდება როგორც პროფილაქტიკის, ასევე სამკურნალო მიზნით. იგი ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, დასუსტებული კუნთების სტიმულაციას, კუნთოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმს. მას ასევე აქვს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის აღდგენის უნარი და ამ ყველაფერთან ერთად, იგი ერთ-ერთ საუკეთესო დამამშვიდებელ საშუალებადაც მიიჩნევა. პროფილაქტიკური თვალსაზრისით, მასაჟის გაკეთებას 3-4 თვის ასაკიდან ვიწყებთ. ხოლო, თუ საქმე გვაქვს რაიმე ტიპის პათოლოგიასთან, სამკურნალო მასაჟის გაკეთება დაბადებიდან 7-9 დღის შემდეგ არის ნებადართული. მასაჟის გაკეთება აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც: მკვეთრად გამოხატულია კუნთების სისუსტე, ტერფმრუდობა, ბავშვი თანატოლებთან შედარებით გვიან იწყებს სიარულს, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის დროს (მენჯ-ბარძაყის სახსრის განუვითარებლობა) – ძალზედ მნიშვნელოვანია მისი დროულად გამოვლენა, რაშიც უმთავრესი როლი მშობლებს აკისრიათ. მათ ძალიან იოლად შეუძლიათ ეჭვი მიიტანონ, თუ არის: • დუნდულის ნაოჭების ასიმეტრია; • ფეხების განზე გადაშლის შეზღუდვა; • ქვედა კიდურების არათანაბარი სიგრძე; • სახსრის ტკაცუნი ბარძაყის თავის ფოსოში გასწორებისას; ნებისმიერი ამ ნიშნის არსებობის შემთხვევაში დროულად აჩვენეთ ბავშვი ორთოპედს.  ჩვენებები, რომლის დროსაც იკრძალება მასაჟის გაკეთება: • მაღალი ტემპერატურა; • კანის მწვავე დაავადებები; • დიათეზი; • თანდაყოლილი გულის მანკი, რომელსაც თან ახლავს ციანოზი. მშობელსაც შეუძლია გარკვეული მოძრაობებით ავარჯიშოს პატარა. ეს სასურველიცაა, თუმცა, ცხადია, იგი ვერ შეძლებს და არც არის მიზანშეწონილი, რომ თავად გაუკეთოს ბავშვს პროფილაქტიკური და მით უმეტეს, სამკურნალო მასაჟი. აუცილებელია, რომ ის ყოველთვის პროფესიონალმა გააკეთოს. რაც შეეხება დედას, მას შეუძლია შემდეგი ტიპის ვარჯიშები ჩაუტაროს პატარას (ასეთ მოძრაობებს “სერაფიტის” სპეციალისტები ასწავლიან მშობლებს ყურადღებითად და რუდუნებით): • ხელსმა; • ფეხების მოღუნვა და გაშლა რიგრიგობით; • ხელის დახმარებით წამოჯდომა; • ტერფების ჩამოცურებითი მოძრაობა; • ხელების გაშლა და მოხრა, გადაჯვარედინება და გადაშლა; • გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე და პირიქით; • ბარძაყების განზიდვა; სანამ დედა ბავშვს ვარჯიშს დააწყებინებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად ჭამიდან დაახლოებით 40-45 წუთის გასვლის შემდეგ, თბილ ოთახში (არანაკლებ 21-22 გრადუსზე) და თბილი ხელებით, რათა ბავშვს არ შეექმნას დისკომფორტი. ვარჯიშის დაწყებამდე, ასევე, აუცილებლად მოიხსენით ბეჭდები, დაიჭერით ფრჩხილები ძირში და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნით. იმისათვის, რომ პატარა შეეჩვიოს ვარჯიშს, საწყის ეტაპზე საკმარისია, მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში ავარჯიშოთ, შემდეგ უკვე თანდათან 15-20 წუთამდე გაზარდოთ ხანგრძლივობა.ვიმეორებთ, ამ ტიპის მოძრაობებს აუცილებლად სჭირდება  მეთოდისტის ხელმძღვანელობით შესწავლა. ბავშვის მასაჟს შპს “სერაფიტის” სპეციალიზირებულ, ამისთვის აღჭურვილ კაბინეტში უძღვებიან სერტიფიცირებული სპეციალისტები: ხათუნა გაგუა (მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი), კრისტინა ნადიროვა (მასაჟისტი) და ჯაბა კოხრეიძე (ფიზიოთერაპევტი). ჩვენთან შესაძლებელია მკურნალობის კომპლექსური კურსის ჩატარება საჭიროების შემთხვევაში, რაც მოიცავს: მასაჟს, ვარჯიშებს, საბავშვო ტრენაჟორებს, ბავშვის ჰიდრომასაჟს

kiki-sareklamo foto

_________________________________________________________________. ბავშვთა აქვააერობიკა და ჰიდრომასაჟი!!! შპს „სერაფიტის“ მასაჟის ცენტრში (მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის /ჯანო ბაგრატიონის/ ქ.8ა, გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის წინ,ტ.558-21-27-55) ბავშვთა მასაჟის პროცედურებში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს აქვააერობიკასა და ჰიდრომასაჟს. წყლის მასაჟის დადებითი მხარეებია: -ტრამვების გამორიცხვა და ამ მხრივ აბსოლუტური უსაფრთხოება. -სახსრებსა და მყესებზე არაკომფორტული დატვირთვის გამორიცხვა, რასაც ხშირად ვაწყდებით ჩვეულებრივი მანუალური მანიპულაციების დროს. -ჩვილებს საუკეთესო შედეგები აქვთ ისეთი პათოლოგიების მკურნალობაში, როგორიცაა: დისპლაზია, კისერმრუდობა, ღრმატერფიანობა. აქვააერობიკა -ესაა ჰიდრომასაჟისა და ვარჯიშების კომპლექსური ერთიანობა. სამკურნალო ეფექტები მიიღწევა წყლის წინააღმდეგობის დაძლევის გზით. ეს ეფექტებია: -ზოგადად მასაჟის ეფექტი; -კუნთების ბალანსირება; -იმუნიტეტის ამაღლება; -ბავშვს უვითარდება სასუნთქი ორგანოები, ჰიპოფიზი, ნერვული სისტემა. აქვააერობიკის დროს მუშაობს კუნთების ყველა ჯგუფი, წყალი ხსნის კუნთების სპაზმს და ნერვულ დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებას

კლინიკა “სერაფიტი” უზრუნველჰყოფს ბავშვის მასაჟით მომსახურებას როგორც ადგილზე, ჩვენს კომფორტულ გარემოში (20 ლარი), აგრეთვე -სახლში მისვლითაც (25 ლარი). საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: 293-05-46, 558-21-27-55 ან ფეისბუქზე: კლინიკა სერაფიტი.

___________________________________________________________________

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in ბავშვის მასაჟი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s