პროტრუზია

inversia

ცნობილია, რომ ხერხემლის მალები ერთმანეთს ესახსრება ერთი მხრივ ვენტრალურ ნაწილში, დისკოთი, მეორე მხრივ კი უკანა ნაწილში, რკალებზე მდებარე წვრილი სახსრებით. ფაქტობრივად, მალათაშუა სახსარი დისკოს ფორმის ნახევრად მოძრავი სახსარია. საკუთრივ დისკო  შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე პულპოზური ბირთვისგან, რომელსაც ჟელესებრი სტრუქტურა აქვს. თუ დისკო რაიმე მიზეზით დაზიანდა (ახალგაზრდობისას დაზიანება უმეტესად ტრავმული გენეზისაა, მოხუცებულ ასაკში კი დეგენერაციული პროცესებით არის განპირობებული), მკვრივი ფიბროზული კაფსულის მთლიანობა ირღვევა და ჟელესმაგვარი პულპოზური ბირთვი მის შრეებს შორის აღწევს ან გარეთ გამოდის. სწორედ ეს არის დისკის თიაქარი. ზოგს ჰგონია, და ამაში მავანი მანუალისტებიც ხელს უწყობენ, რომ თითქოს დისკი ერთიანად იძვრის ადგილიდან და „გამოდის “ მალთაშუა სივრციდან-ეს ცხადია, არასწორია. დისკი სულაც არ ჰგავს ჰოკეის შაიბას, რომ ამოვარდეს ან მერე-„ხელით ჩასვან“ …ვიმეორებ, ამ მცდარი შეხედულების ჩამოყალიბებაში მავან „მანუალისტებსაც“ მიუძღვით წვლილი….
ტერმინი “თიაქარი” გულისხმობს ნორმალური დისლოკაციის ადგილიდან დაძვრას, ანუ შემაკავებელი კაფსულის გარეთ გამოსვლას. კაფსულის დაზიანების მიხედვით განასხვავებენ თიაქრის სხვადასხვა სახეობას. მაგალითად, თუ კაფსულა მთლიანად დაირღვა და გამოვარდნილმა ნაწილმა ზევით ან ქვევით გადაინაცვლა, ვსაუბრობთ სეკვესტრირებულ თიაქარზე. ეს უკანასკნელი ოპერაციული ჩარევის აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს. თუ კაფსულა გაბერილია და გამოწეულია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროტრუზიასთან. პროტრუზია უმეტესად არ არის საოპერაციო, ოპერაცია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ტარდება, როდესაც მასაჟი, მედიკამენტური მკურნალობა, ფიზიოთერაპია უშედეგოა. თუ დაზიანება დისკის დონეზეა და თიაქრის სეკვესტრი არ არის ჩამოყალიბებული, ოპერაციულ ჩარევამდე მკურნალობის ყველა სხვა სპექტრს ვიყენებთ: ვუნიშნავთ მედიკამენტურ მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში – გაჭიმვას სპეციალურ დისრაქციულ ან ინვერსიულ მაგიდაზე, წყალქვეშა მასაჟს, დაჭიმვებს, რაც გულისხმობს დაჭიმვას ვერტიკალურ აბაზანაში სიმძიმის გამოყენებით ან ჯაკუზში სპეციალური დასაჭიმი ვარჯიშების შესრულებას.

elfor
პროტრუზია და პროლაფსი, ფაქტობრივად, უკვე დისკის თიაქარია. უბრალოდ, პროლაფსი არის თიაქრის ჩამოყალიბებული სახე.  ამ ტერმინს ვიყენებთ, როდესაც ფიბროზული კაფსულის ყველა შრე დაზიანებულია, მისი მთლიანობა დარღვეულია და პულპოზური ბირთვი გარეთ არის გამოსული. კლინიკური სურათი განსხვავებულია, იმისდა მიხედვით, წინ მოხდება დისკის გამოვარდნა თუ უკან. პირველ შემთხვევაში დისკი მუცლის ღრუსკენ გადაინაცვლებს და მთლიანადაც რომ გამოვარდეს, იმდენად დიდი ადგილი დახვდება, რომ ადამიანს არავითარ დისკომფორტს არ შეუქმნის; თუ გამოვარდნა უკან, დორსალურ მხარეს, ან უკანა და შუა, დორსომედიალური მიმართულებით მოხდა, კლინიკური სურათი ნაკლებად იქნება გამოხატული, ხოლო თუ დისკმა გვერდზე ანუ ლატერალურად გადაინაცვლა, დისკი  ნევრალურ ფესვს დააწვება და შესაბამის უბანში ტკივილს გამოიწვევს. რომელი ფესვის კლინიკაა ასეთ შემთხვევაში გამოხატული, ეს ნევროლოგიური გასინჯვით დგინდება.
– თიაქრის დროს პირველ რიგში გამოხატულია ტკივილი, რამეთუ ხდება ფესვის ალგიური ირიტაცია.
შემდგომ ტკივილმა შესაძლოა იკლოს კიდეც, მაგალითად, იმის გამო, რომ დისკმა ლოკალიზაცია შეიცვალა და ნაკლებად აწვება ფესვს. ამ შემთხვევაში საქმე კლინიკური განკურნებისკენ მიდის, მაგრამ შესაძლოა ტკივილმა იკლოს იმის ხარჯზე, რომ ტკივილის რეცეპტორებმა დაკარგეს აღქმის უნარი. როდესაც პაციენტი მთლიანად დაკარგავს ტკივილის აღქმას, ირიტაციის ფაზა მთავრდება და იწყება დეფიციტის ფაზა, ანუ ყალიბდება პარეზი. პარეზი წარმოადგენს ნაწილობრივ, არასრულ დამბლას. ლუმბალური დისკების შემთხვევაში შესაძლოა დუნე, პერიფერიული დამბლა განვითარდეს. ეს უკანასკნელი კიდურში განსაზღვრული მოძრაობითი ფუნქციის მოშლით გამოიხატება. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მას შემდეგ ხდება, რაც ტკივილის აღქმის უნარი იკლებს. პათოლოგიური პროცესის შორსწასულ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ასეც ხდება – ტკივილი ქრება და დამბლა ვითარდება, პაციენტებს კი ტკივილის გაქრობა ხშირად განკურნება ჰგონიათ. დამბლის ჩამოყალიბების შემდეგ ოპერაციული ჩარევა უმეტესად უეფექტოა, ამიტომ დაავადებას დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით – ახალგაზრდებმა, და მარტივი ქირურგიული პრობლემა დამბლამდე არ მივიყვანოთ.
რა მეთოდებს იყენებთ პროტრუზიის სამკურნალოდ?
000

პაციენტებს ვურჩევთ კვების რეჟიმის მოწესრიგებას, რათა დაცულ იქნეს მინერალებისა და ვიტამინების ბალანსი, სპორტული რეჟიმის დაცვას, მოძრაობას. ოპერაციულ ჩარევამდე ნეიროქირურგები ვუნიშნავთ ხერხემლის გაჭიმვას დისტრაქციულ ან ინვერსიულ მაგიდებზე, მედიკამენტურ მკურნალობას, ფიზიოთერაპიას (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, ამპლიპულსი). ვიდრე სეკვესტრირებული თიაქარი არ ჩამოყალიბდება, წყალში დაჭიმვაც ეფექტურია. ძალიან კარგ შედეგებს იძლევა ჰიდრომასაჟისა და ჩვეულებრივი მანუალური (ხელით) კლასიკური მასაჟის სინთეზი.

შპს „სერაფიტის“ მასაჟისა და ფიზიოთერაპიის კაბინეტში ბატონ ჯაბა კოხრეიძის ხელმძღვანელობით შესაძლებელია ყველა ამპროცედურის მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარება.

ყველას კი დისკის თიაქრის საპროფილაქტიკოდ გირჩევთ:

  • იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
  • გაიკეთეთ პერიოდულად მასაჟები.
  • ისწავლეთ სპეციალისტისგან ხერხემლის სტაბილურობის მიმღწევი იზომეტრიული ვარჯიშები.
  • წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჩაიტარეთ მასაჟისა და მსუბუქი ფიზიოთერაპიის პროფილაქტიკური სამკურნალო კურსი

შპს „სერაფიტის“ საკონტაქტო ტელეფონებია: 558-21-27-55, 296-52-10,555-37-48-42. მისამართი: ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის 8ა), გრ.რობაქიძის სახ.უნივერსიტეტის წინ, სასწავლო ცენტრი-კლინიკა „სერაფიტი“

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s