კოქსართროზი

კოქსართროზი – მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზს ნიშნავს და საყრდენ-მამოძრავებელის სისტემის დეგენერატიულ-დისტროფიულ დაავადებებს შორის უდავო ლიდერად ითვლება. ზოგჯერ მას „მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოპოროზსაც“ უწოდებენ. დაავადების გამოწვევი მიზეზი, სამწუხაროდ, ბევრია. ამიტომაც ეს პათოლოგია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. თუმცა სტატისტიკის მიხედვით კოქსართროზით უმეტესად მაინც 40 წელს გადაცილებულნი ავადდებიან. საწყის სტადიაზე კოქსართროზი წარმატებით ინკურნება მიზანმიმართული არაოპერატიული პროცედურების საშუალებით , თუმცა პაციენტების უმრავლესობა უგულებელჰყოფს ამ სეგმენტში არსებულ პირველად დისკომფორტს და მის აღმოფხვრას მედიკამენტოზური გზებით ცდილობენ.
მინდა ხმამაღლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნებისმიერი დაავადების დროს (ოსტეოხონდროზი, ართროზი, ართრიტი, სქოლიოზი, თიაქარი და ა.შ) მედიკამენტოზური მკურნალობა მხოლოდ გარკვეულ (ძირითადად -მწვავე) პერიოდშია მისაღები. ტკივილგამაყუჩებელი და ანალგეტიკური საშუალებები არაა სამკურნალო მედიკამენტები. სისტემის მკურნალობა მხოლოდ კომპლექსურ მეთოდიკას ეფუძნება, რაზეც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.
განასხვავებენ პირველად კოქსრთროზს (გაურკვეველი ეტიოლოგიის) და მეორადს -რომელიც სხვა შემდეგი პათოლოგიების შედეგად ყალიბდება:

  • მენჯის გადაგვარება
  • დისპლაზია
  • პერტესის ტკივილი;
  • ტრავმული ან მექანიკური დაზიანება.
  • ანთებითი პროცესები სახსარში

გვხვდება როგორც ცალმხრივი (მარჯვენა ან მარცხენა სახსრის), ასევე – ორივე მხრივი კოქსართროზი. ორმხრივი კოქსართროზი სულაც არაა იშვიათობა. ამიტომ ცალ მხარეს გამოხატული ჩივილების დროს მკურნალმა ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს მეორე მხარეს თუნდაც უმნიშვნელო ჩივილებს (მაგალითად, ტკივილს მუხლის სახსარში, დისკომფორტს ხერხემალში).

მენჯ-ბარძაყის სახსრის აგებულება

სახსრის აგებულების ცოდნა დაგვეხმარება დაავადების მიმდინარეობის გასაგებად.

როგორც ხედავთ, ორი ძვლის ერთმანეთთან ხახუნის თავიდან ასაცილებლად და მათი თავისუფალი მოძრაობის უზრუნველსაყოფად უდიდეს როლს თამაშობს სახსრის ხრტილოვანი და სინოვიალური ნაწილები.
koksartroz სინოვიალური სითხე ფიბროზულ გარსთან ერთად არის სახსრის მთავარი ამორტიზატორი. სწორედ ამ ამორტიზატორის განლევის, დაზიანების გამო წარმოშობა სახსრის ყველა პრობლემა, რომელთა შორის უმთავრესია კოქსართროზი!

სურათზე ნაჩვენები სისტემის (ჯანმრთელი მხარე) სწორი ფუნქციონირებისათვის უდიდეს როლს ასრულებს სახსრის მიმდებარე კუნთები: დუნდულა, მენჯის და ბარძაყის კუნთები. თუ კუნთები არასწორად ან არასაკმარისადაა განვითარებული-სახსრის მართებული ფუნქციონირება შეუძლებელია. ძლიერი და სწორად განვითარებული კუნთები თავადაც ასრულებენ სახსრის ამორტიზატორის როლს და ამით ამცირებენ დაწოლას სახსრის შიდა სტრუქტურებზე, იცავენ რა ამით მთლიანად სახსარს დაზიანებისგან..

ჯანსაღი წესით მცხოვრები ადამიანის (აქტიური გამაჯანსაღებელი პროცედურები, მასაჟები, ფეხით სეირნობა…) კუნთები მუდმივად მიაწოდებენ სახსარს საჭირო საკვებს, რაც ასე აუცილებელია ხრტილოვანი და სინოვიალური სითხის „კვლავწარმოებისთვის“.

ართროზის წარმოშობის მექანიზმი

დაავადების დასაწყისში პირველი დარტყმის ქვეშაა სინოვიალური სითხე, რომელიც თანდათან ხდება გლუვი და ბლანტი.“შეზეთვის“ ფუნქციის გარეშე კი სახსრის ხრტილები გაშრობას იწყებს,ხოლო მისი ზედაპირები-ერთგვარ გაძვალებას, წანაზარდებით დაფარვას. ამგვარად ზედა და ქვედა ძვლებს შორის მანძილი მცირდება, რაც მოძრაობას ჯერ რთულს, ხოლო შემდეგ-შეუძლებელს ხდის. იძულებითი მოძრაობის გამო კი ძვლები იწყებენ დეფორმაციას, ამიტომაც უწოდებენ კოქსართროზს „მადეფორმირებელ ართროზს“. შორს წასული ფორმის მკურნალობის ეტაპზე ჩვენ ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს, ნაადრევად ნუ დატვირთავენ სახსარს მოძრაობით ან ვარჯიშებით. მესმის, ყველას ეჩქარება ხელჯოხის გაგდება, მაგრამ სრული კურსის გავლის და უფრო თვალში საცემი შედეგების დადგომამდე სახსარზე დატვირთვა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

სახსარში მიმდინარე ცვლილებები აისახება მიმდებარე და მთლიანად ფეხის სტრუქტურებში სისხლის მიმოქცევაზე: თანდათანობით შესამჩნევი ხდება კუნთების ატროფია. .კოქსართროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც პერიოდულად ახასიათებს „რეაქტიული“ ანთებითი პროცესი, როცა პაციენტი განსაკუთრებულ დისკომფორტს განიცდის. სწორედ ამ ეტაპზე აკითხავს იგი ექიმს. სამწუხაროდ, რეაქტიული გამწვავება დაავდებულ სახსარს იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებს სწორად წარმართული მკურნალობის კურსის შემდეგაც, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ კურსი უნდა განმეორდეს და მკურნალობა პერმანენტულად უნდა გაგრძელდეს.

elfor

კოქსართროზის მიზეზები

უკვე ავღნიშნეთ, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი მრავალია::

  • სახსარში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდების გამო აქტიურდება ხრტილის დამრღვევი ფერმენტები;
  • სახსრის გადატვირთვა-გადაძაბვა. მექანიკურ ფაქტორებს ძირითადად უჩივიან ახლანდელი ან ყოფილი სპორტსმენები (მე მყავს პაციენტი -60-70 -იანი წლების დინამოელი, ყოფილი ფეხბურთელი, რომლის სახსარმაც რეაქტიული დაავადება გაცილებით გვიან დაიწყო. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პაციენტი დისკომფორტს მენჯ-ბარძაყის სახსარში რამდენიმე ათეული წელის, უჩივის.) მექანიკურ ფაქტორებში ითვლება აგრეთვე -ზედმეტი კილოგრამები. ამიტომ წონის კორექცია მკურნალობის პროცესში ერთ-ერთ მიმართულებად უნდა მივიმჩნიოთ;
  • ხრტილში მიმდინარე ბიო-ქიმიური ცვლილებები, მეტაბოლიზმის რღვევა ადამიანის ორგანიზმში, ჰორმონალური ცვლილებები;
  • ტრავმები
  • მენჯ-ბარძაყის ძვლის ასეპტიკური ნეკროზი;
  • ინფექცია და სახსრის ანთება;
  • ხერხემლის პათოლოგიები (სქოლიოზი, კიფოზი) და ტერფის დაავადებები (ძირითადად -ბრტყელტერფიანობა). ამიტომაცაა მნიშვნელოვანი მკურნალობისას ხერხემლის მასაჟის და სპეციალური სამკურნალო ვარჯიშების გათვალისწინება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევაჩეროთ მაინც გამრუდების პროცესი და უშუალოდ სახსრის მკურნალობა უფრო ეფექტური გავხადოთ;
  • მენჯის სხვადასხვა სახის გადაგვარებითი პროცესები, წანაზარდები, რომელთა დიაგნოსტირება მხოლოდ რენტგენოგრამითაა შესაძლებელი;
  • დისპლაზიები და სახსრის სწორი განვითარების დარღვევა.;
  • ცხოვრების ზედმიწევნით პასიური წესი;
  • ასაკი;
  • გენეტიკური განწყობა.444

სიმპტომები

საერთო სიმპტომების გარდა არსებობს დაავადების სტადიის შესაბამისი სიმპტომებიც:

  • ტკივილი სახსარში, მენჯში, დუნდულს ქვემოთ, მუხლში როგორც მოსვენებულ, ისე-აქტიურ ფაზაში;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • კოჭლობა;
  • ავადმყოფი კიდური ნელ-ნელა მოკლდება;
  • მიმდინარეობს მენჯის კუნთების ატროფია;

ტკივილის ხასიათი, ხანგრძლივობა და ინტენსივობა დამოკიდებუია კოქსართროზის სტადიებზე. საწყის ეტაპზე ტკივილი სუსტადაა გამოხატული. ამიტომ პაციენტი არ ჩქარობს ექიმთან მისვლას. ასე იკარგება ძვირფასი დრო. არადა, საწყის ეტაპზე სავსებით შესაძლებელია მინიმალური ფიზიოთერაპიული პროცედურებით და ზოგჯერ-მხოლოდ მასაჟითაც კი -გამოვასწოროთ მდგომარეობა. ნელ-ნელა კი ავადმყოფი იწყებს კოჭლობას, დაავადებული მხარის ფეხზე კი თვალშისაცემი ხდება კუნთების ატროფია.

მენჯის კუნთების ატროფია მიზეზი ხდება ტკივილისა მუხლის სახსარში და მიმდებარე ქსოვილებში. ზოგჯეტ მუხლის სახსარში უფრო მწვავე ტკივილებია ხოლმე, ვიდრე-ზემოთ- მენჯის არეში, რაც ხდება მცდარი დიაგნოზის (გონართროზი-მუხლის მადეფორმირებელი ართროზი) საფუძველი. არასწორ დიაგნოზს და შესაბამის მკურნალობას კი შეუძლია დიდი ზიანის მიყენება იმ სახსარზე, სადაც დაავადება პროგრესირდება.

მენჯ-ბარძაყის არეში დისკომფორტი მხოლოდ კოქსართროზითაც არაა განპირობებული.
კოქსართროზი წელის (განსაკუთრებით L4-L5 მალების) ოსტეოხონდროზმა, თიაქარმა თითქმის იგივე სიმპტომები იცის აღნიშნულ სეგმენტში. ამიტომ დიაგნოზის სწორ დასმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მქონია პრაქტიკაში რამდენიმე ასეთი შემთხვევა, როცა კოქსართროზის მკურნალობის ნაცვლად პაციენტს წელის სეგმენტში სრულიად არააუცილებელი და უშედეგო ოპერაცია ჩაუტარეს ან-პირიქით. 70 წლის თ.ჩ-ს მაგალითად ნამდვილად ჰქონდა: წლის ოსტეოხონდროზი, ხერხემლის სქოლიოზი და …მწვავე კოქსართროზი, რაზეც სამწუხაროდ ნეიროქირურგმა არ მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. პაციენტს ჩაუტარდა წელის მალებზე ძვირად ღირებული ოპერაცია. თავად ოპერაცია ნამდვილად უმაღლეს დონეზე ჩატარდა (საბედნიეროდ საქართველოში ამ მიმართულებით დიდებული სპეციალისტები გვყავს), მაგრამ ხერხემალზე ზოგადად ჩატარებული ოპერაციების სტატისტიკა ულმობელია და სულაც არ ღაღადებს პაციენტის სასარგებლოდ. პაციენტი თ.გ-ც ვერ მოხვდა იმ 12%-ში, რომელსაც უმართლებს ხოლმე სტატისტიკის მიხედვით ხერხემლის ოპერაციების შემდეგ….თითქმის წელიწადი ელოდებოდა ფეხზე დადგომას და „სარეაბილიტაციო პერიოდის“ წარმატებით დასრულებას, მაგრამ ეს ეტაპი უსაშველოდ გაიზარდა. თ.გ. მოხვდა ჩვენს ცენტრში.სწორედ ჩვენს მოკრძალებულ, მაგრამ ფიზიოთერაპიული აპარატურითა და პროფესიული გამოცდილებით მდიდარ კაბინეტში მას ჩაუტარდა კომპლექსური მკურნალობა -20 სეანსი, განაწილებული ფუნქციონალური პროცედურებით….ბატონი თ.-მ კურსის დასრულებიდან ორ კვირაში პრაქტიკულად გადააგდო ხელჯოხი….მოკლედ: სწორ დიაგნოზს მკურნალობის ეფექტურობისათვის აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა.

4

 

კოქსართროზის სტადიები (ხარისხი)

გამოყოფენს სამ ხარისხს:

პირველი სტადიისთვის დამახასიათებელია პერიოდული ტკივილები, ძირითადად- ფიზიკური დატვირთვის თუ გადაღლის შემდეგ. მაგალითად, დიდი ხნით ფეხით სიარული ან სირბილი. ამ დროს ტკივილი იშვიათად გადადის ბარძაყისკენ ან მუხლისკენ. როგორც წესი, დასვენების შემდეგ ტკივილი ქრება. არც ტანმედეგობა ან სიარული არ ირღვევა. მოძრაობის ამპლიტუდა შენარჩუნებულია. კუნთებში იდენტური ძალაა შენარჩუნებული. რენტგენზე ამ დროს მცირედი წანაზარდები ჩანს, რომლებიც სახსრის ყელს არ სცილდება. ბარძაყის ძვლის თავი ინარჩუნებს თავის კონტურებს.

მეორე სტადიის დროს კი ტკივილები უფრო ძლიერდება და ინტენსიური ხასიათისა ხდება. სახსრის გარდა ტკივილი უკვე თავს იჩენს დუნდულში, მენჯში და რაც მთავარია-მოსვენებულ მდგომარეობაშიც გვახსენებს თავს. გადამეტებულ სიარულს უკვე კოჭლობის გამოწვევაც შეუძლია. სახსარს უკვე აღარ ძალუძს ნორმალური ფუნქციონირება. მენჯის მომწევი-გამშლელი კუნთები კარგავენ ოდინდელ ძალას. რენტგენოგრამაზეც აშკარად ჩანს წანაზარდები უკვე სახსრის გარე პერიმეტრზე. მენჯის ძვლის თავი იწყებს დეფორმირებას-იზრდება მოცულობაში და იძენს არათანაბარ კონტურებს.

მესამე სტადიის კოქსართროზის დროს კი ტკივილები მუდმივი და თანამიმდევრულია. ღამეც კი, მოსვენებულ მდგომარეობაში, ხშირად არ ასვენებს ეს ტკივილი პაციენტს. სიარულისას აუცილებელი ხდება ხელჯოხი. მოძრაობა სახსარში იზღუდება და მიმდებარე კუნთებიც ატროფირდება.
artroz-tazobedrennogo-sustavaარასწორი დატვირთვის გამო სახსრის მდგომარეობა რთულდება- კოჭლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ კომპენსაციაა და არა- გამოსავალი. რენტგენოგრამაზე ჩანს დიდი ოსტეოწანაზარდება მენჯის და ბარძაყის თავებზე, სახსრის ყელი ფაქტიურად დახშული ჩანს და -გამომშრალი.

კოქსართროზის მკურნალობა

მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი და საშუალებები არსებობს. დღევანდელი პაციენტი უფრო ინფორმირებულია, ვიდრე-ოდესმე. ამიტომ ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერს შეუძლია, მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია სხვასხვა თემებზე. მათ შორის-კოქსართროზზე, რომელიც ასე გავრცელებულია მსოფლიოში. ჩემს კაბინეტში ძირითადად ხვდებიან პაციენტები სხვა პაციენტთა რეკომენდაციით ან-ინტერნეტ ძებნის გზით: ჩემს ინტერვიუებში თუ ფორუმებში ხშირად მიწევს ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, კითხვებზე პასუხის გაცემა.

მალთაშორის დისკის თუ სახსრის დეგენერაციის მკურნალობა კომპლექსურად უნდა წარიმართოს- ამას ვწერ და ვამბობ ყველგან. ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები ე.წ. „ჯადოსნური მალამოების“ მფლობელ ცალკეულ მანუალისტებს თუ ნერვოლოგებს, რომლებიც ასე „გულდასმით“ ასაიდუმლოებენ ბალახეულობას თუ ინგრე

დიენტებს, რომლებიდანაც შედგება ეს მალამოები. სწრაფად განკურნების მსურველთა დიდი ნაწილი ბრმად მიჰყვება ასეთ მალამოებს, რომელთაც უდავოდ აქვთ ეფექტი გარკევული ნერვული ტკივილების დროს (ეფექტი ზოგჯერ ხანმოკლეა, ზოგჯერ-საკმაო ხანსაც გრძელდება), მაგრამ მალთაშორის დისკის დან სახსრის რეგენერაცია-მკურნალობა შეუძლებელია მალამოებით (ან-მხოლოდ მალამოებით). ეს ლოგიკურიცაა, თუ გავითვალისწინებთ ზოგადად ადამიანის ფიზიოლოგია-ანატომიას, აღდგენითი ანატომიური მედიცინის თავისებურებებს.

კოქსართროზის მესამე სტადია საოპერაციო ჩვენებას წარმოადგენს. საქართველოშიც წარმატებით ხორციელდება ენდოპროტეზირება მენჯ-ბარძაყის სახსარში..

პირველი და მეორე ხარისხის ართროზის დროს კი მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე მიმდინარეობს. ძირითად მეთოდებად მიჩნეულია: (გთხოვთ გაითვალისწინოთ, ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდიკიდან კო ნკრეტულის არჩევა ექიმის პრეროგატივაა და დაუშვებელია თვითმკურნალობა)

მედიკამენტები:

1. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები: (ინდომეტაცინი, პიროქსიკამი, კეტოპროფენი, ბრუფენი, დიკლოფენაკი და სხვ…) -ინიშნება სახსრების რეაქტიული ანთების დროს.

დადებითი:საკმაოდ კარგად აყუჩებს ტკივილს, აქრობს ანთებას.

უარყოფითი: დიდი ხნით მიღების შემთხვევაში პრეპარატები ადპტირდებიან და სპობენ ხრტილის თვითაღდგენით უნარს. აგრეთვე: უარყოფითად მოქმედებნ სხვადასხვა შინაგან ორგანოებზე.

ამ სიტუაციიდან გამოსავლად მიჩნეულია პრეპარატი მოვალისი. ეს ანტიანთებითი მედიკამენტი შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენებითაა ცნობილი..

2. სისხლ-ძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები(ტეონიკოლი, ტრენტალი, ნიკოშპანი, ცინარეზინი…) აფართოებს სისხლძარღვებს, ადუნებს მის კუნთებს და ხელს უწყობს სახსარში სისხლის მიმოქცევას. იძლევა ძალიან კარგ შედეგებს.

დადებითი: ხელს უწყობს რა სისხლის მიმოქცევას სახსარში, „სამშენებლო მასალებსაც“ მიაწვდის დაზიანებულ სახსარს, ხსნის პატარა სისხლ-ძარღვების სპაზმს, ხსნის ღამის ტკივილებს.

უარყოფითი: ეფექტურობა ხშირად დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ განწყობა-შეთავსებადობაზე. პირველი სამი დღე აუცილებელია, მიიღოთ თითო აბი დღეში და მხოლოდ გვერდით მოვლენებზე დაკვირვების და ეფექტურობის გამოვლენის შემდეგ გადახვიდეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზირებაზე.

3. კუნთების მომადუნებელი პრეპარატები – მიორელაქსანტები (მიდოკალმი, სირტალუდი). ადუნებს დაჭიმულ კუნთებს.

დადებითი: კარგად ხსნის კუნთების სპაზმს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

უარყოფითი: მოქმედებს ნერვულ სისტემაზე- ზოგჯერ იწვევს თავბრუს, ზედმეტ მოდუნებას, გადღლილობის შეგრძნებას..

4. ხრტილის აღმდგენი პრეპარატები -ხონდროპროტექტორები (გლუკოზამინი, რუმალონი, დონა, სტრუკტუმი, ხონდრაიტინ სულფატი, არტეპარონი).

დადებითი: მადეფორმირებელი ართროზის დროს ყველაზე სასარგებლო პრეპარატებია. აუმჯობესებს ხრტილის აღდგენას, აწვდის მას აუცილებელ ელემენტებს. ხონდროპროტექტორების რეგულარული მიღება აჩერებს კოქსართროზს!!! ეფექტი მიიღწევა პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3-4 კვირის შემდეგ.

უარყოფითი: თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. არაარეკომენდირებული ფეხმძიმობის დროს.

masazi trakze

5. ჰორმონალური სტეროიდული პრეპარატები- სახსარშიდა ინექციები (მიტელპრედი, კენალოგი, გიდროკორტიზონი).

დადებითი: ცალკეულ შემთხვევებში აქვს კარგი შედეგი, განსაკუთრებით თუ ართროზს თან ახლავს მყესების ანთებაც.

უარყოფითი: ამ ინექციებს მაინც იშვიათად მოაქვს მყარი ეფექტი და ხასიათდება უამრავი გვერდითი მოვლენებით. რეკომენდირებულია სახსარში მხოლოდ სამი ინექციის გაკეთება ორკვირიანი შუალედით.

6. ადგილობრივი გამოყენების შესახსურებლები, მაზები, გელები, კომპრესები.

ასეთი საშუალებები საკმაოდ რეკლამირებულია და ხშირად ქმნიან მითს მათი სასწაულმოქმედების შესახებ. მითი კი მოგეხსენბათ არაა რეალობა. მენჯ-ბარძაყის სახსარი საკმაოდ შორსაა კანიდან და ეს მალამოები ხშირად ვერც აღწევს იქამდე. დადებითი შედეგი მიიღწევა იმ თვითმასაჟის წყალობით, რასაც პაციენტი მიმართავს კრემის შეზელვისას…:).

დადებითი: შეზელვის პროცესი, როგორც ერთგვარი მასაჟი-აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზოგჯერ კუნთების სპაზმსაც ხსნის.

უარყოფითი: ამ მაზების შემადგენლობას თითქმის არ გააჩნია სამკურნალო შედეგი.

ფიზიოთერაპია და მასაჟი.

ფიზიოთერაპიული მეთოდებია: ელექტროთერაპია, მიოელექტროსტიმულაცია, ინდუქტოტერმია, ულტრამაღალი სიხშირით მკურნალობა,ულტრაბგერითი თერაპია, ქვანტური ლაზეროთერაპია, ელექტროფორეზი, ვაკუუმასაჟი. იმის გათვალისწინებით, რომ სახსარი შორსაა კანის ზედაპირიდან, ფიზიოპროცედურებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ამ პროცედურებითაა შესაძლებელი სახსარზე გარეგანი ზემოქმედება. მაგალითად, ქვანტური ლაზერის ფოტონები , რომლებიც 7- 10 და მეტ სანტიმეტრზე სიღრმეში აღწევს, უშუალოდ ესხივება სახსარს, მიმდებარე ქსოვილებს და ახდენს რეგენერაციის პროვოცირებას. ანთებითი პროცესების ჩასაქრობად და მკურნალობისთვის ძალიან კარგია ელექტროფორეზი….

როგორ ვმკურნალობთ ჩვენ?

ვითვალისწინებთ რა ზემოთ ჩამოთვლილ კონსერვატიულ მეთოდთა დადებით და უარყოფით მხარეებს, ჩვენი მკურნალობის არსი კომპლექსურობაში მდგომარეობს. უპირველეს ყოვლისა აქცენტი გადადის მასაჟის და ფიზიოთერაპიის ერთობლივ შესრულებაზე….სხვათაშორის, მასაჟი ის ერთადერთი მეთოდია სისტემურ მკურნალობაში, რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია. სწორედ მასაჟითაა შესაძლებელი კანიდან დაშორებულ სახსარზე ლამის უშუალო ზემოქმედება, მიმდებარე სეგმენტის ღრმა და საფუძვლიანი დამუშავება. პროფესიონალის მიერ შესრულებული მასაჟი მთლიანად მოიცავს L და S სეგმენტებს, ქვედა კიდურებს, ნაკლები დოზირებით, მაგრამ სტაბილური ინტენსივობით მასაჟი კეთდება ხერხემლის სხვა სეგმენტებზეც…

სახსრის აღდგენით პროცესს სხვა მედიკამენტებთან ერთად ხელს უწყობს ელექტროფორეზიც -გალვანური დენი დადებითად მოქმედებს მთლიანად მენჯ-ბარძაყის შესახსრებაზე და აძლიერებს კონკრეტული მედიკამენტების მოქმედებას, ამცირებს მათ დოზირებას.

21-ე საუკუნის მედიცინა კიდევ უფრო ინტენსიურად გამოიყენებს ქვანტურ ლაზეროთერაპიას და ჩვენც პარალელურ რეჟიმში ვახორციელებთ ლაზერით მკურნალობას, რაც სტატისტიკის მიხედვით 90%-იან დადებით ეფექტს იძლევა.

მთავარია, პაციენტი განეწყოს რეალისტურად: კოქსართროზის მკურნალობა მოითხოვს დროს, ნებისყოფას. იგი ეტაპობრივად ხორციელდება და იშვიათად მთავრდება ხელჩასაჭიდი იმედების გარეშე.

ჩვენთან მკურნალობის აუცილებელი შემადგენელია ნაწილია სამკურნალო ვარჯიშები – კინისოთერაპია !

ჯაბა კოხრეიძე

მასაჟის და ფიზიოთერაპიის სასწავლო ცენტრ „სერაფიტის“ ხელმძღვანელი.

კონსულტაციისთვის საკონტაქტო ტელეფონები: 293-05-46, 558-21-27-55.მისამართი: ჯანო ბაგრატიონის 8ა (ყაზბეგის 8ა), ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”

ელ.ფოსტა: jambuliko66@yahoo.com

ფეისბუქზე: კლინიკა სერაფიტი

inversia2

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in კოქსართროზი and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s