ხერხემლის თიაქარი : მკურნალობა და პროფილაქტიკა

წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია ზრდასრულ მოსახლეობაში. ათიდან რვა კაცი ერთხელ მაინც შეუწუხებია წელის მწვავე ტკივილს, რომელიც რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის, ათიდან ოთხი კი ქრონიკულ ტკივილს უჩივის.
წელის ტკივილი უმეტესად არ არის საშიში და არც სპეციფიკურ გამოკვლევასა თუ მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით – ხანგრძლივი მიმდინარეობისას, იგი დაავადების სიმპტომია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა წელის მალათაშუა დისკის თიაქარი.
ხერხემალი პირობითად შეიძლება ერთგვარ სამოძრაო სეგმენტებად დავყოთ. თითოეული ასეთი სეგმენტი მოიცავს ორი მეზობელი მალის სხეულს, მალათაშუა დისკს და ორ ფასეტურ სახსარს. მალათაშუა დისკი მალებს შორის არის მოთავსებული. გარშემო მას ფიბროზული რგოლი აკრავს, შიგთავსი კი თხევადი, ჟელატინისებურია. სამოძრაო სეგმენტში დისკი ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს – მოძრაობის ელასტიკურობას განაპირობებს. თუ რაიმე მიზეზით ფიბროზული რგოლის მთლიანობა დაირღვა, დისკის თხევადი შიგთავსი გარეთ იღვრება. ასე ყალიბდება თიაქარი.
მალათაშუა დისკის თიაქარი ყველაზე ხშირად წელის სეგმენტში გვხვდება, შედარებით იშვიათად – კისრის, გაცილებით იშვიათად კი გულმკერდის სეგმენტში. გამოყოფენ მისი განვითარების სამ ძირითად ფაქტორს: ასაკს, ჭარბ წონასა და ფიზიკურ გადატვირთვას.
მალათაშუა დისკების ასაკობრივ დეგენერაციულ ცვლილებებს სპონდილოზს უწოდებენ. როგორც აღვნიშნეთ, დისკის უმეტესი ნაწილი თხევადია. ასაკთან ერთად ხდება მისი გაუწყლოება, შედეგად კი გარეთა შრე უფრო ადვილად ზიანდება, სკდება, ირღვევა დისკის მთლიანობა. ამას მოჰყვება სამოძრაო სეგმენტის შემადგენელი ორივე მალის სხეულისა და ფასეტური სახსრის დეგენერაცია, საბოლოოდ კი იოგებისა და ხერხემლის სვეტის მიმდებარე სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებაც, ირღვევა სეგმენტის ნორმალური სტრუქტურა, ყალიბდება სეგმენტური სპინალური არასტაბილობა.
ჭარბი წონის დროს ხერხემლის წელის სეგმენტზე ზეწოლა ძლიერდება, რაც ხელს უწყობს სპონდილოზის პროგრესირებას და ზრდის დისკის თიაქრის ჩამოყალიბების რისკს.
არასწორი ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, სიმძიმის აწევის დროს მალათაშუა დისკის თიაქარი მწვავედ ყალიბდება, ტკივილი ძალზე ინტენსიურია და ზღუდავს მოძრაობას.
ხშირად თიაქარს არავითარი სიმპტომი არ ახლავს თან და მას შემთხვევით გამოავლენენ, მაგალითად, რენტგენოგრაფიის დროს. მაგრამ თუ თიაქარი დააწვა მიმდებარე ნერვულ ფესვებს, წარმოიშობა შესაბამისი სიმპტომები:
. ტკივილი წელის არეში, რომელიც ვრცელდება დუნდულაზე, ბარძაყზე, წვივზე და, შესაძლოა, ტერფზეც. მოძრაობის, ხველისა თუ ცემინების დროს ტკივილი ელვისებურად გაივლის ფეხში. ზოგჯერ ტკივილის ნაცვლად ან მასთან ერთად დაჭიმულობის შემაწუხებელი შეგრძნებაც იჩენს თავს;
. დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ფეხში;
. სისუსტე დაზიანებული ფესვის საინერვაციო კუნთებში, მაგალითად, ტერფის აწევის გაძნელება და სხვა.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო, როცა:
. სიმპტომები პროგრესირებს და ზოგადი მდგომარეობა უარესდება;
. დარღვეულია შარდვა ან დეფეკაცია;
. დაქვეითებულია მგრძნობელობა უნაგირის ტიპით – ბარძაყის შიგნითა და უკანა ზედაპირებზე, ანალური ხვრელის გარშემო.
პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხურია დაავადების განვითარების ისტორიის (ანამნეზის) დეტალური შესწავლა და პაციენტის გასინჯვა. საჭიროებისამებრ, ინიშნება რენტგენოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ნერვის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად კი ნეირომიოგრაფია.

კონსერვატიული მკურნალობა, რომელიც უმთავრესად ფიზიკური აქტივობის სპეციფიკურ რეჟიმს, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიასა და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღებას გულისხმობს, ეფექტურია ათიდან ცხრა შემთხვევაში. უმეტესად სიმპტომები პრაქტიკულად მთლიანად უკუვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 თვის შემდეგ.
მედიკამენტებიდან უმთავრესად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული, ტკივილგამაყუჩებელი, ზოგჯერ კი ნარკოტიკული საშუალებები, მიორელაქსანტები. ნეიროპათიული ტკივილის, ასევე დაბუჟების, ჭიანწველების ცოცვის შეგრძნების მოსახსნელად ინიშნება ანტიკონვულსიური (ეპილეფსიის საწინააღმდეგო) ან ანტიდეპრესიული მოქმედების მედიკამენტები. ეფექტურია სტეროიდის ინექცია უშუალოდ დაზიანებული ნერვული ფესვის მიმდებარე არეში.
განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება სწორად დაგეგმილ სამკურნალო მასაჟს და ფიზიოთერაპიას. აუცილებელია, ექიმთან ერთად შემუშავდეს რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს დატვირთვის მართებულ რეჟიმს, იონოფორეზს (ელექტროფორეზს),ულტრაბგერით თერაპიას, ელექტროთერაპიას, ქვანტურ-ლაზერულ თერაპიას და სხვა. თუ ფიზიოთერაპიული მკურნალობა სწორ მანუალურ მასაჟთან ერთად მიმდინარეობს, შედეგი, როგორც აღინიშნა, 90% შემთხვევებში ძალიან დადებითია*. ქირურგიული მკურნალობა საჭიროდ მიიჩნევა, თუ:
. დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგაც კი კონსერვატიულმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო;
. დისკის ფრაგმენტი გადანაცვლებულია სპინალურ არხში, ახდენს ზეწოლას ნერვულ ფესვზე და შედეგად კუნთოვანი სისუსტე პროგრესირებს;
ქირურგიული ჩარევა უმეტესად 25-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებს უტარდებათ, ვინაიდან ეს ასაკი ფიზიკურად ყველაზე უფრო აქტიური პერიოდია, ხოლო დისკოგენური რადიკულოპათიის ძირითად მიზეზს არასწორად გადანაწილებული ფიზიკური დატვირთვა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ტრავმა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, თამბაქოს წევა და სხვა, დაავადებას პროვოცირებას უწევენ.
დისკი ანატომიურად გარეთა, ფიბროზული სარტყლისა და შიგნითა, შედარებით რბილი პულპოზური ნაწილისგან შედგება. სწორედ პულპოზური ნაწილის კომპრესია, ზეწოლა, იწვევს ამ დაავადების დროს გამოხატულ ჩივილებს.
დისკის თიაქრის დაზიანება სხვადასხვანაირია. დაზიანების ფორმას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით ვადგენთ. გარეთა ფიბროზული რგოლის დაზიანების შემთხვევაში, თუ კაფსულა მთლიანად არის დარღვეული და გამოვარდნილი ნაწილი გადანაცვლებულია, ვსაუბრობთ სეკვესტრირებულ თიაქარზე, თუ კაფსულის ფორმა დაუზიანებლად არის შეცვლილი, საქმე გვაქვს პროტრუზიასთან.
ქირურგიული ჩარევის საკითხი მხოლოდ კლინიკონევროლოგიური და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემების შედარების საფუძველზე წყდება. მედიალური დისკის თიაქარი ქირურგიულ ჩარევას იშვიათად, მხოლოდ სპინალური არხის მნიშვნელოვანი სტენოზის დროს საჭიროებს.
ქირურგიული ჩარევის დრო უმთავრესად კლინიკურ გამოვლინებაზეა დამოკიდებული. ოპერაცია ტარდება, როდესაც პაციენტი უჩივის მწვავე ტკივილს, რომლის კუპირებაც ვერ ხერხდება ანალგეტიკური საშუალებებით, ან დასტურდება კომპრესიული სინდრომი, რომელიც კიდურის პროგრესირებადი სისუსტით ვლინდება. ოპერაცია უკიდურესი ფორმაა, მანამდე აუცილებლად უნდა ვეცადოთ კონსერვატორული მკურნალობის ყველა გზა.

ოპერაციის შემდეგ მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იზღუდება მძიმე ფიზიკური დატვირთვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეზღუდულია მოძრაობა, გადაადგილება ან ყოველდღიური საქმიანობა.
ენდოსკოპიური ოპერაციის შემდეგ პაციენტის აქტივაცია და სოციალური ადაპტაცია გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სტანდარტული ოპერაციის შემდეგ.
შესაძლებელია თუ არა დისკის თიაქრის პროფილაქტიკა?
დისკის თიაქრის და, საზოგადოდ, დისკის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცურვა, რეგულარული სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ძალისმიერი ვარჯიშების მართებულად შესრულება.
___________
სტატია მომზადებულია ჟურნალ ”ავერსის” მასალების მიხედვით
___________
* ყველა ეს აპარატურა და მომსახურება შესაძლებელია თბილისის რამდენიმე ფიზიოთერაპიულ კაბინეტში, მათ შორის ჯანმრთელობის ცენტრში ”სერაფიტი” (ტელ: 293-05-46, 558-21-27-55, ჯაბა კოხრეიძე,ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩიდან),გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის წინ). ხერხემლის თიაქრის მკურნალობაში კომპლექსურ მეთოდიკას (ფიზიოთერაპია+ ვარჯიშები+ მასაჟი) გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია (გარდა სეკვესტრირებული თიაქრის დროს დანიშნული ოპერაციისა). “სერაფიტის” კლინიკური ბაზა უზრუნველყოფილია კომპლექსური მკურნალობისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული აღჭურვილობით. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ საჭიროების შემთხვევაში კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მივლინებას პაციენტის ბინაზე მომსახურებით (პაციენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ლაზერი, ელექტროსტიმულაცია, აგრეთვე-მასაჟი).

IMG_20150104_163309

Advertisements

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in ხერხემლის თიაქარი, ხეხემლის თიაქარი and tagged , , , . Bookmark the permalink.

34 Responses to ხერხემლის თიაქარი : მკურნალობა და პროფილაქტიკა

  1. massagetbilissi ამბობს:

    გაგვეცანტ უფრო ახლოს და რეალურად…558-212755

  2. Danilov ამბობს:

    გამარჯობა ბატონო ჯაბა მე დაწვრილებით გავეცანი თქვენს გვერდს, თქვენ ძალიან საინტერესო და კარგი სპეციალისტი ბრძანდებით, თქვენი მეთოდიკა არის ძალიან საინტერესო და უსაფრთხო პაციენტებისთვის. ძალიან კარგია რომ თქვენ ნაირი პროფესიონალი ასწავლი.იმედი მაქვს რომ თქვენი წყალობით ბევრი კარგი სპეციალისტი ჩამოყალიბდება.დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

  3. ირინა ამბობს:

    ნამდვილი პროფესიონალების გუნდი. დიდი მადლობა რომ ხართ.

  4. darejani ამბობს:

    gamarjobat, magnituri tomografiis shedegad damisved diagnozi sekvestrirebuli tiaqari, tu morcheba operaciis gareshe, dzalian gtxovt mipasuxot

    • massagetbilissi ამბობს:

      არსებობს თეორიული და მცირე პრაქტიკული შანსი პერმანენტელი ანუ მრავალჯერადი ფიზიოთერაპიული მკურნალობით’ დაავადებამ უკან დაიხიოს

  5. nana ამბობს:

    gtxovt tu aris shesadzlebloba dadot suratebi sekvestrirebuli tiaqaris da protruzziis

    • massagetbilissi ამბობს:

      არსებობს სეკვესტრირებული თიაქრის და პროტრუზიის რამდენიე ვარიანტი- სახეობა.საიტზე დევს რამდენიმე სურათი.საძიებო სისტემით კი შეგიძლიათ’ უამრაფი ფოტოს მოძიება.

    • massagetbilissi ამბობს:

      400-500 ლარამდე იხდით თვეში.გააჩნია სპეციალობას. მაგალიტად, “სამკურნალო მასაჟები” ღირს 1200 ლარი და თვეში ღირს 400, “სამკურნალო და სპა მასაჟები” ღირს 1500 ლარი, შესაბამისად თვეში- 500 ლარი. ახლი წლის (2016 წლის) შემდეგ , სამწუხაროდ სწავლის საფასური გაიზრდება 30% -ით.

  6. Ia Gongadze ამბობს:

    გავიკეტე ტიაქარის ოპერაცია წელის არესჰი აგარ მაქ ისეტი ტკივილი უპრო მარჯვენა მენჯის დზვალტან ტიტქოს ნერვი ვეცჰედება და მიკავებს პეხს და რას მირცჰევტ როგორ უნდა მოვიკცე , მადლობა წინდაწინ.

    • ქალბატონო ია, ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიაროთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსი. კურსის პროცედურები (ფიზიოთერაპია, მსუბუქი მასაჟი და არაინტენსიური ვარჯიშები) უნდა დაიგეგმოს ოპერაციამდელი დიაგნოზის და პოსტოპერაციული სინდრომის გააზრება-შესწავლის შემდეგ.

      • Tamuna ამბობს:

        Gamarjobat!!!Xerxemlis tiaqarma tu icis muclis naxevari nacilis tkivili cva da spazmi,aseve tkivili celis da scori naclavis gascvriv da gansakutrebit sigmis mxares rac aucileblad ukavshirdwba amindis cvalebadobasa da sicives,da amindis gamoketebastan ertad gadaivlis xolme

      • დიახ, იცის,თამუნა. თუმცა ეს სიმპტომები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, ამიტომ ზუსტი გამოკვლევაა საჭირო.

  7. nino ამბობს:

    maqvs 7mm Tiaqari , shesazlebelia tu ara misi gankurneba samkurnalo masajebit tu aucilebelia operacia. eqimma mirchia operaciis gaketeba.

  8. nazi ამბობს:

    საინტერესო ინფორმაციაა. გთხოვთ, ამიხსნათ რა არისშმონის თიაქარი?

    • შმორლის თიაქარი-ამ ტერმინით გუგლში ვრცელ ინფორმაციას მოიძიებდით,ნაზი…მე მოკლედ გეტყვით, ესაა დისკის დეგენერაცია და ზომაში ცვლილება არა ჰორიზონტალურ ჭრილში, როგორც ეს ზოგადად ხდება თიაქრის (პროტრუზია, პროლაფსი, სეკვესტრი და ა.შ) შემთხვევაში, არამედ-ვერტიკალურ ჭრილში. შმორლის თიაქარი შეიძლება თანდაყოლილიც იყოს….

  9. nino abdushelishvili ამბობს:

    3 kvira gavikete xerxemlis tiaqaris operacia.pexi mainc mtkiva.ratqmaunda ise ara rogorc operaciamde.iqneb damexmarot rogor moviqce.medikamenti xom ar mivigo.10 dge vgebulobdi vacenacs.gavagrdelo?winaswar gixdit madlobas

    • თქვენ ნაოპერაციები დისკის გარდა სხვა მეზობელ დისკებზეც გექნებოდათ პრობლემა.სავარაუდოდ- პროტრუზია.ამიტომ ნაოპერაციევისთვის-სარეაბილიტაციო,დანარჩენებისთვის კი- სამკურნალო ფიზიოთერაპიული კომპლექსური მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ..

  10. Flush Royal ამბობს:

    1 kviraa gavikete operacia. pexshi isev maqvs is sashineli tkivilebi, dziritadad wolis dros mawuxebs,.meubnebian ro ro nervs zewola moexsna magram pesvia gagizianebuli da gaivliso. mainteresebs tqveni azri da rcheva!

    • ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ფიზიოტერაპიული სარეაბულიტაციო კურსის გავლა.

      • Flush Royal ამბობს:

        upro konkretulad ro amixsnat, ras moicavs, ramden xniani proceuraa,vis mivmarto da rac mtavaria ra jdeba. madloba winaswar

      • კლინიკა “სერაფიტში” ერთი სეანსი კომპლექსური ფიზიოთერაპიული მკურნალობისა მოიცავს ოთხ პროცედურას (ელექტროფორეზი,ფონოფორეზი,ლაზერი, დიადინამიური მიოსტიმულაცია) და ღირს 40 ლარი მხოლოდ. რეკომენდირებულია 10-15 სეანსი.ანუ: 400 ლარი დაგიჯდებათ 10 დღიანი კურსი.

  11. dilma 782 ამბობს:

    გამარჯობათ. მაქვს გაუსაძლისი წელის ტკივილები. დღეს გადავიღე კომპიუტერული ტომოგრაფია და დასკვნაში წერია: მცირე ზომის შმორლის თიაქარი L1, L2, L3, L4 მალებში. L5- S1 მალაშუა დისკის პროტრუზიო. გთხოვთ განმიმარტოთ, დამჭირდება თუ არა ოპერაცია და მკურნალობთ თუ არა ამ დაავადებებს თქვენს კლინიკაში და როგორ. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.

    • გამარჯობათ.საოპერაციო ჩვენება ნამდვილად არ გაქვთ.ჩვენს კლინიკაში მკურნალობა მიმდინარეობს: ფიზიოთერაპიით,დაჭიმვებით,ვარჯიშებით….

      • dilma 782 ამბობს:

        გმადლობთ ასე სწრაფად რომ გამომეხმაურეთ. თვენის ნებართვით კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: ვაპირებ ინ-ვიტრო განაყოფიერებას. ეს პრობლემები შემიშლის ხელს ფეხმძიმობის პერიოდში?

      • უნდა იმკურნალოთ აუცილებლად.უშუალოდ თიაქარი დეხმძიმობაზე ხელს არ შეგიშლით,მაგრამ ტკივილს რომ თავი დავანებოთ, თუ არ იმკურნალებთ თიაქრის ზომა გაიზრდება და მერე უფრო რთული იქნება მკურნალობა.

  12. dilma 782 ამბობს:

    გმადლობთ.

  13. mari ამბობს:

    Mogesalmebit. Gavikrte mcire menjis mrt, sashvilosnos simsivne mqonda da gavikete operacia amis gamo. Axla agmomachnda misacvdom chrilebze L4, L5 diskopatia. L5 diskis mediolateraluri tiaqari 5 mm mde marcxenamxrivi sicharbit. Shesabamsi nevraluri arxi stenozirebuli, deraluri parki depormuli. Tu sheizleba mirchiot vis mivmarto da ra mkyrnaloba sheizleba chavitaro chemi mdgomareobidan gamomdinare. Madloba cinascar.

    • მარი პოსტოპერაციული მდგომარეობა თუ იძლევა ფიზიოთერაპიულუ მკურნალიბის საშუალებას,მაშინ ეს გზა ყველაზე კარგია.ამაზე პასუხი ონკოქირურგმა უნდა გაგვცეს.აქ მეტად დეტალურად ვეღარ მოგწერთ.სჯობს,დაგვიკავშირდეთ.

      • mari ამბობს:

        didi madloba. saqme imashia rom me operacia gavikete weliwadnaxevris ukan da am dromde chatarebuli kvlevebit pasuxebi damakmayopilebelia, cudi araperi sheinishneba garda imisa rom tiaqari gamovlinda. welis tkivili me 5 wlis ukan damecyo da viketebdi mxolod dikloberls da es mshveloda. mas mere cota shemacuxebda xolme. axla xandaxan dunduloebze macuxebs ise titqos nanemsrebi mtkiodes.

      • ძალიან კარგი,მარი.მაშინ აუცილებელია ფიზიოთერაპიული მკურნალობა+ მსუბუქი გაჭიმვები და ვარჯიშები

  14. Cira Osadze ამბობს:

    გამარჯობათ.დედას 65 წლის ასაკში მაგნიტო რეზონანსული კვლევის შედეგად დაუდგინდა ხერხემლის თიაქარი L4 მარცხენა მხრივი ფორამინალური პროლაქსი.C3 L5 დისკების პროტრუზიები. დასჭირდება თუ არა ოპერაცია და მაინტერესებს თქვენს კლინიკაში თუ მკურნალობთ ამ დაავადებას.წინასწარ გიხდით მადლობას.

    • საოპერაციო ჩვენებას განსაზღვრავს თიაქრის ზომები, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა. ყველა შემთხვევაში რეკომენდირებული მკურნალობა. ჩვენთან პროტრუზიას, თიაქარს წარმატებით ვკურნალობთ კომპლექსური მეთოდით: მასაჟი,ფიზიოთერაპია, დაჭიმვები,ვარჯიშები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s