ხერხემლის თიაქარი

ხერხემლის თიაქარი

ამ დაავადების წარმოშობის და მკურნალობის თეორიის შესახებ აქ აღარ დავწერ- დიაგნოზის დასმისთანავე (მანამდეც) პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე აქვს წარმოდგენა ამ დაავადებაზე (ინფორმაციის ყველაზე პოპულარული ფორმაა ინტერნეტი, გუგლი…). საბედნიეროდ ინტერნეტში ამ მხრივ უამრავ საინტერესო მასალას წააწყდებით. ეს კარგია. დამაფიქრებელია მხოლოდ პაციენტთა ნაწილის შესაძლო გადაწყვეტილება თვითმკურნალობის დაწყებასთან დაკავშირებით ან საეჭვოდ რეკლამირებული სამკურნალო ცენტრების კლანჭებში მოხვედრა. მოკლედ, შევეცდები პოპულარული ენით გადმოვსცე თიაქარის არსი და ჩემი შეხედულებები მის მკურნალობასთან დაკავშირებით. იმთავითვე ავღნიშნავ, რომ არ გამაჩნია რაიმე ახალი, სხვათაგან უცნობი მოდელი თიაქარის მკურნალობაში, არც რა ”დაპატენტებული” მეთოდი…თუმცა სჯობს, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ხერხემლის თიაქარი ოსტეოხონდროზის გართულებული ფორმაა. თავად ოსტეოხონდროზი კი ხერხემლის და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიათა შორის ყველაზე გავრცელებული და ვერაგი დაავადებაა, რომელსაც დიდი ხნით ან სამუდამოდ შეუძლია, მწყობრიდან გამოიყვანოს შრომის უნარიანი ადამიანი. ზოგადად ესაა მალთაშორის არსებული ხრტილოვანი დისკის დეგენერაციის პროცესი, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად (გენეტიკური, ტრავმული, ყოფითი-ჩვევითი…) განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, მიმდებარე უბნის ატროფიული ცვლილებები, ტოპიკური იმუნოდეფიციტი…
”ხერხემალი წარმოადგენს რთულ მორფო-ფუნქციონალურ სისტემას, რომელიც შედგება მალებისაგან და მათ შორის განლაგებული ხრტილოვანი დისკების და სახსრებისაგან, რომლებიც შეერთებულნი და გარემოცულნი არიან მძლავრი კუნთოვანი და შემაკავშირებელი სისტემით. კუნთების ქსოვილების სიგრძის შემცირება იწვევს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მოშლილობას, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს უმტკივნეულოდ. ზრდასრული ადამიანების მალებს შორის დისკოებს არ გააჩნიათ სისხლძარღვები, ხოლო ნივთიერებათა ცვლა მიმდინარეობს დიფუზიის მეშვეობით. ელასტიკური ბირთვი ხელს უწყობს ამორტიზაციას და შეკუმშვის დროსაც კი შეიწოვს სითხეს. მალებისა და მალებსშორისი დისკოების კვება წარმოებს კუნთების მუშაობის ხარჯზე, ვინაიდან კვებითი ნივთიერებების მიწოდება ჩვენს ორგანიზმში ხდება კუნთების ქსოვილების საშუალებით”.
თიაქარის მკურნალობა აუცილებლად მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. ამიტომ პაციენტი, რაც უნდა იმედგადაწურული იყოს სხვადსხვა კლინიკებში ჩატარებული პროცედურების უშედეგობით, უნდა შეეგუოს ამას: მკურნალობა მოითხოვს სხვადასხვა პროფილის ექიმთა თანამშრომლობას და არა – მათგან კოლეგების იგნორირებას. კერძოდ: ნერვოპათოლოგმა აუცილებლად უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა, შესაბამისი მრტ და სხვა კვლევებით დასვას ზუსტი დიაგნოზი და მწვავე პერიოდის რემისიაში გადასასვლელად (პირველადი ტკივილების მოსახსნელად) დანიშნოს შესაბამისი ფარმაკოთერაპია. სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩვენი პატივცემული ექიმები ფარმაკოთერაპიას აგრძელებენ ძალიან დიდხანს, სანამ პაციენტს საბოლოოდ არ ამოეწურება ფინანსური რესურსებიცა და იმედიც. თიაქარის მკურნალობის დასაწყისში უნდა შეფასდეს მისი საოპერაციო ჩვენება: მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა გამოიტანოს დასკვნა სათანადო კვლევების საფუძველზე, რამდენად გადაუდებელია ქირურგიული ჩარევა. დადასტურებულია, რომ უმეტეს შემთხვევებში ოპერაციის შემდეგ თიაქარი ისევ იჩენს თავს, ვინაიდან უცვლელი რჩება მიზეზები, რამაც ეს დაავადება გამოიწვია (ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ამ მიზეზებზე).
ამიტომ თიაქარის მკურნალობა მიმართული უნდა იყოს როგორც ტკივილის გასანეიტრალებლად, ასევე (უპირველესად) -მიზეზების აღმოსაფხვრელად. მიზეზთა კომპლექსი კი ორიოდე სიტყვით ასეც შეიძლება გამოვხატოთ- ბიოსტიმულაციის დარღვევა! დიახ, დაზიანებული დისკის მიმდებარე ქსოვილებში, კუნთებში ირღვევა სასიცოცხლო ძალების ბალანსი და სწორედ მისი აღდგენით (ბიოსტიმულაციით) არის შესაძლებელი პათოლოგიური პროცესის შეჩერება, ტკივილების გაქრობა, მალთაშორის დისკის რეგენერაცია! ამ პროცესში კი უდავოდ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს სამკურნალო სპეციალურ მასაჟს, მოზომილ და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით დაგეგმილ მანუალურ თერაპიას, ადაპტირებული და კლინიკურად გამოცდილი მალამოების გამოყენებას, შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის და ვარჯიშების შერჩევას, ფიზიოთერაპიას. ნუ მოვიტყუებთ თავს: ხერხემლის თიაქარი არ იკურნება 15 სეანსიანი სამკურნალო კურსით მხოლოდ. თუმცა პაციენტმა ამ კურსის შემდგომ აუცილებლად უნდა იგრძნოს შედეგი, შეღავათი…ეს შედეგი მხოლოდ დასაწყისია განკურნების გზაზე, რომელზეც შეჩერება არ შეიძლება.
მკურნალობის დაგეგმვა მთელ რიგი ფაქტორებზეა დამოკიდებული: ოსტეოხონდროზის გამომწვევ მიზეზებზე, დისკის თიაქარის მოცულობაზე, დაავადების ხანდაზმულობაზე, პაციენტის ასაკსა და სქესზე…
ძალიან კარგ შედეგებს იძლევა სამკურნალო პროცესში (პარალელურ რეჟიმში) მასაჟი, ქვანტური-ლაზერული თერაპია, ელეტროფორეზი, ამპლუპოთერაპია, ელექტროსტიმულაცია, ინვერსიული მოჭიმვები (საბედნიეროდ, ყველა ეს მეთოდი მიღწევადია ჩვენს კაბინეტში და თბილისის რამდენიმე კლინიკაში).
ჯანმრთელობას გისურვებთ, მეგობრებო!!!

ჯაბა კოხრეიძე
ექიმი-ფიზიოთერაპევტი. ჯანმრთელობის და სილამაზის ცენტრ ”სერაფიტის” მასაჟის სკოლის და სამედიცინო კაბინეტის ხელმძღვანელი (ტელ: 2930546, 558-21-27-55).

patok1riktaჯაბა კოხრეიძე -მასაჟის სკოლის ხელმძღვანელიIMG_20150104_16333961Y4iwghPuL._SL1500_

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in ხეხემლის თიაქარი and tagged , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ხერხემლის თიაქარი

  1. dato.regbisti says:

    gaixareT batono jaba…me gaviare TqvenTan mkurnalobis kursi 3 Tvis winaT: masaJebiT,lazeroTerapiiT da bolos-karipazimiT (karipazimi Cems raionSi gavikeTe-magis sashualeba ki iko aq)…jerjerobiT kmakofili var. saerTod momexsna tkivilebi zurgSi. mxolod fexis TiTebTan cota damrCa diskomforti.es ori kviraa maxsenebs Tavs. miuxedavad imisa, rom piradadc shemedzlo dakavSireba,maic am forumiT gadavckvite shegxmianebodiT.iqneb sxvasac gamoadges Tqveni rCeva: tselitsadSi fizioprocedurebi maqsimum ramdenjeraa rekomendirebuli da masaJi-ramdenjer?

  2. გამარჯობათ ბატონო დათო. სამედიცინო რეკომენდაციები ზოგადად ასეთია: სამკურნალო მასაჟები წელიწადში 2-3 ჯერ ტარდება (პირველ წელს-სამჯერ!), ფიზიოპროცედურები ასევე-სამჯერ (ერთი თვის შესვენებით). სასურველია, დადებითი შედეგის შენარჩუნებისთვის კურსებს შორის პაციენტმა რეგულარულად გაიკეთოს მასაჟები (თვეში 2 ჯერ მაინც).მთავარია ეს პროცედურები იძულებითი გზით კი არ ტარდებოდეს, არამედ-ერთგვარად ენდორფინოთერაპიის კუთხითაც სასურველი იყოს…:) თუმცა,ყველა ვარიანტში-პროცედურების დაგეგმვა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებზე. დათო, თქვენ 8 მმ-იანი თიაქარის პირობებში მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოთ. აბა,თქვენ იცით…:)

  3. George says:

    გამარჯობათ. ხომ ვერ მიმასწავლიდიტ სად შემიძლია ვიყიდო კარიპაზიმ-ი?

  4. tamila says:

    გამარჯობათ.სეკტემბრის აკეთ მტკივა წელი. არანაირმა ნემსმა არ მისშველა. გადავიგე წელის მალების სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია,დამიდგინდა ლ5 6მმ დისკის მარწხენამხრივი თიაკარი.ოპერაწიის გაკეტება არ მინდა. მაინტერესებს ტკვენტან მკურნალობის ხარჯები.მკურნალობის პერიოდი და შედეგი.ვარ 46 წლის ქალი. 115 კილო.ლაგოდეხის რაიონიდან. და კიდევ კარიპაზიმის შესახებ ინფორმაწია. დიდი მადლობა და ბოდიში.

    • თქვენ აუცილებლად გჭირდებათ კომპლექსური მკურნალობა.დეტალურად აქ ვერ დავწერ.დამირეკეთ ტელ: 558-21-27-55. ერთი ვიზიტის დროს სრულდება 4-5 პროცედურა, რაც საბოლოოდა 100 ლარამდე ღირს (ანუ-ერთი ვიზიტი), თუმცა პერიოდულად გვქვს ხოლმე ფასდაკლებები . მაგალითად, საიტზე: http://www.swoop.ge სადაც ეს ყველაფერი განახევრებულ ფასებშია, დეტაებზე მაინც სჯობს, ტელეფონით ვისაუბროთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s