კისრის ოსტეოხონდროზი

ისევ ოსტეოხონდროზის შესახებ
ხერხემლის პათოლოგიების და კერძოდ კი ოსტეოხონდროზის შესახებ უამრავი სამეცნიერო-პოპულარული მასალა მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში როგორც ქართულ, ისე-უცხოენოვან საიტებზე. ამ დაავადების არამედიკამენტოზური მკურნალობის თავისებურებებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ მანუალ-თერაპევტი, სასწავლო ცენტრ „სერაფიტის“ მასაჟის მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი ჯაბა კოხრეიძე, რომელიც პასუხს გასცემს ჩვენი ფეისბუკგვერდის („კლინიკა სერაფიტი“) თუ საიტის საშუალებით შემოსულ რამდენიმე კითხვას. აქვე ავღნიშნავთ, რომ ეტაპობრივად განვაახლებთ ხოლმე შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხების გამოქვეყნებას.
გაკვეთილზე
ბატონო ჯაბა, ვარ 36 წლის მამაკაცი, წელიწადზე მეტია, ვიტანჯები კისრის ოსტეოხონდროზით -მივმართე ნევროლოგს, დამინიშნა მედიკამენტური მკურნალობა. პერიოდულად ტკივილი გამივლიდა ხოლმე, მაგრამ წამლების გათავების შემდეგ ისევ მეწყებოდა. რამდენიმე სტანდარტული ვარჯიშიც მირჩია…უარესი დისკომფორტი ვიგრძენი. რუსულ საიტებზე ოსტეოხონდროზის მკურნალობაში აქცენტი მასაჟებზეა გადატანილი, მე კიდე ნევროლოგის ვიზირების გარეშე მასაჟებისგან თავი შევიკავე…ახლა აღარ ვიცი,რა ვქნა…
• ნერვოლოგის და ნერვოპათოლოგის, ვერტებროლოგის ჩართვა ხერხემლის პათოლოგიების დროს აუცილებელია. მითუმეტეს-კისრის ოსტეოხონდროზის დროს, როცა დაავადება რამდენიმე უსიამოვნო სიმპტომებითაა „გამდიდრებული“ (თავის ტკივილი, კისრის და მხრის ტკივილი, ხელების დაბრუჟება, მხედველობის გაუარესება, შუილი ყურებში და ასე შემდეგ). მედიკამენტოზური მკურნალობით ხდება დაავადების ერთგვარი რემისია, ტკივილის შეჩერება და დისკომფორტის მოხსნა, მაგრამ არ ხერხდება იმ მიზეზების მეტწილად აღმოფხვრა, რამაც გამოიწვია დეგენერაციული და დისტროფიული ცვლილებები ხერხემლის სეგმენტებში, ამიტომაც მედიკამენტური თერაპიის ერთი კურსის დასრულებიდან რამდენიმე დღეში კვლავ იწყება პრობლემები, მძიმდება ნერვული ფონი, ფაქტიურად სახეზე გვაქვს დეპრესიულ-ნერვოზული ავადმყოფი…ამიტომ კომპლექსურ მკურნალობას ალტერნატივა არ აქვს. შეუძლებელია წამლებით იმის მიღწევა, რაც მასაჟს, მანუალურ თერაპიას და სამკურნალო ვარჯიშებს ხელეწიფება. უხერხულია იმაზე საუბარი, რომ პროფესიონალი უნდა შეარჩიოთ ამისთვის. აფთიაქში უამრავი მიორელაქსანტი (კუნთების მარელაქსირებელი) იყიდება. მასაჟით და ფიზიოთერაპიით მიღწეულ შედეგს ასეთი წამლები ვერასდროს შეედრება, რომ არაფერი ვთქვათ მათ გვერდით მოვლენებზე. მე თვითონ ნევროპათოლოგებთან საქმიანი და კოლეგიალური თანამშრომლობით ვმკურნალობ ხოლმე პაციენტებს. ყოველთვის არ დგას ამის აუცილებლობა, მაგრამ კისრის ოსტეხონდროზის დროს ზოგჯერ ეს აუცილებელია.
რაც შეეხება დამოუკიდებლად ვარჯიშების შესრულებას: ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ აქაც-იზომეტრიული ვარჯიშები უნდა შეგირჩიოთ სპეციალისტმა თქვენი დაავადების და ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით. კისრის თუ სხვა სეგმენტის ოსტეოხონდროზის დროს სწორად შერჩეულ ვარჯიშებს და მათი შესრულების ტექნიკას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამასთან დავიმახსოვროთ: ამ ვარჯიშების მიწოდება ხდება დოზირებულად, პერმანენტულად მასაჟების კვალობაზე- მასაჟით უნდა მოხდეს კუნთების მომზადება ვარჯიშებისთვის. მიორელაქსაციის გარეშე ინტენსიურ ვარჯიშებს შეუძლია, გამოიწვიოს უარესი შედეგი. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით: ერთი და იგივე სიმპტომატიკის ფონზე ბევრჯერ შემიცვლია ხოლმე პაციენტებისთვის სამკურნალო ვარჯიშების სახეობებიც და მოძრაობათა ამპლიტუდაც.
რამდენად ეფექტური და გარანტირებულია სამკურნალო მასაჟი დისკოზის დროს?
• დისკოზი ფაქტობრივად ოსტეოხონდროზის პროგრესირებული ფორმაა. აქაც ცხადია პრიორიტეტი ენიჭება კომპლექსურ მკურნალობას.მწვავე პერიოდში მასაჟი დაუშვებელია, თუმცა მომდევნო ეტაპზე-აუცილებელი. ვიყენებთ ვაკუუმმასაჟის ფართო შესაძლებლობებს, ციფრულ ფიზიოთერაპიულ ტექნიკას, სპეციალურ მალამოებს (ყველაფერი ეს, ცხადია, ხელმისაწვდომია ჩვენს კაბინეტში). შედეგები დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და მონდომებაზე, ზუსტად შეასრულოს სამკურნალო ვარჯიშები. ეფექტურია ცხადია. მედიცინაში გარანტიებზე დღეს (და საერთოდ) საუბარი ძნელია. სამკურნალო მასაჟს და ფიზიოთერაპიას ხერხემლის პათოლოგიისას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, გარდა ოპერირებისა, რომლის დროსაც საერთოდ არავითარი გარანტიები არ არსებობს.
_____________________________________________________________
სასწავლო ცენტრ “სერაფიტის” მასაჟის და კოსმეტოლოგიის კაბინეტები მდებარეობს მისამართზე: ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩიდან), ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 558-21-27-55
______________________________________________________________
წელის ტკივილების გამო სისტემატურად ვიკეთებ მასაჟს. თქვენ ახსენეთ ვაკუუმ-მასაჟი…მე მაქვს ასეთი მასაჟი განაკეთები მინის ტრადიციული ბანკებით, ცეცხლის ალს ავლებდა მასაჟისტი შიგ და იმით მიკეთებდა ზურგზე…მაინტერესებს, არის რამე განსხვავება იმ ბანკებსა და თქვენს მიერ ნახსენებ ვაკუუმის დრეკად ბანკებს შორის? მე ვგულისხმობ და მაინტერესებს შედეგობრივი თვალსაზრისით?
• ვაკუუმმასაჟი ისეთივე ძველია, როგორც -ზოგადად მასაჟი. იგი სათავეს ჩინეთიდან იღებს, სადაც ვაკუუმს ბამბუკის სპეციალური მოწყობილობით წარმოქმნიდნენ ხოლმე. ცეცხლის ალით ვაკუუმის წარმოშობას და მინის ქილებით მკურნალობას ჩვენი წინაპრებიც მისდევდნენ გაციების, სხვადასხვა ვირუსული დაავადებების დროს. ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობაში ვაკუუმის ჩართვა გაცილებით გვიან მოხდა, როცა შესაძლებელი გახდა ისეთი ვაკუუმ-მასაჟორების გამოგონება, რომლითაც ხდებოდა არა მარტო ფიქსაცია ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე („ცეცხლიანი“ მინის ქილებით კი მხოლოდ ფიქსაციაა შესაძლებელი), არამედ -მოძრაობაც, მასაჟის ჩატარება ძირითად ენერგეტიკულ არხებზე. თანამედროვე მასაჟის და ფიზიოთერაპიის კაბინეტებში უკვე ნაკლებად იყენებნ კუსტარულ ვაკუუმის მინის ქილებს სპირტიანი აალებით და ასე შემდეგ. ჩვენს ცენტრში გვაქვს აკუპუნზონის კომბაინი 20 მინის ქილით, სადაც ვაკუუმი წარმოიშობა სპეციალური პისტოლეტის მეოხებით (ამ აპარატით ხდება სქოლიოზის დროს შეკუმშული, ე.წ. „დაცემული“ კუნთების რელაქსაცია და „ამოყვანა“- მოშვება, ტროფიკული პროცესების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება); გვაქვს აგრეთვე სხვადასხვა უახლოესი დრეკადი სილიკონის ქილები, რომლითაც კეთდება როგორც ფიქსაცია, აგრეთვე-ჩვეულებრი მასაჟი, რაც აღიარებულია მთელს მსოფლიოში ოსტეოხონდროზის სამკურნალო ერთ-ერთ საუკეთესო გზად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია არსებობს განსხვავება ამ ქილებს შორის მკურნალობის შედეგების გათვალისწინებით.
ბატონო ჯაბა, რას გვეტყვით ქვანტური ლაზერული თერაპიის შესახებ და მის როლზე ოსტეოხონდროზის მკურნალობის საქმეში?

• ქვანტური ლაზერული თერაპია წარმოადგენს დაბალი, ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო სიხშირის ლაზერით მკურნალობის ნაირსახეობას, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. ქვანტური ლაზერით იკურნება 200-მდე დაავადება. დიდია მისი როლი ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობაში: ოსტეოხონდროზი, ართრიტი, ართროზი, დისკოზი, რადიკულიტი, თიაქარი… ლაზერული დასხივება კონკრეტულ უბნებზე იწვევს ბიოსტიმულაციას, რაც ხდება საფუძველი დისკის და ხრტილების ზოგადად, სახსრების რეგენერაციისა და აღდგენითი პროცესებისთვის. ჩემს კაბინეტში გვაქვს ქვანტური ლაზერული თერაპიის მსოფლიოში საუკეთესო აპარატი ”რიქტა-1”, რომელსაც წარმატებით ვიყენებთ დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში (სამკურნალო მასაჟებთან, ელექტროსტიმულაციასთან, აკუპუნქტურასთან, მალამოებთან და ელექტროფორეზთან ერთად) …ლაზერით და,ზოგადად-ფიზიოთერაპიულ,მკურნალობას უყვარს პერმანენტულობა (განმეორება კურსობრივად) -ამიტომ პაციენტი გაგებით უნდა მოეკიდოს იმ რეალობას, რომ ხერხემლის პრობლემათა კორექცია ვერ მოხდება მომენტალურად და ვერც-დროის უმოკლეს ვადაში. თუმცა 2-3 კურსის განმეორების შემდეგ მართლაც საუკეთესო შედეგები დგება…ვიმეორებ, ყველაფერი ეს მხოლოდ კომპლექსური მკურნალობით მიიღწევა.
rikta
kila kombaini

____________________________________________________

ხერხემლის თიაქრის მკურნალობაში კომპლექსურ მეთოდიკას (ფიზიოთერაპია+ ვარჯიშები+ მასაჟი) გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია (გარდა სეკვესტრირებული თიაქრის დროს დანიშნული ოპერაციისა). “სერაფიტის” კლინიკური ბაზა უზრუნველყოფილია კომპლექსური მკურნალობისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული აღჭურვილობით. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ საჭიროების შემთხვევაში კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მივლინებას პაციენტის ბინაზე მომსახურებით (პაციენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ლაზერი, ელექტროსტიმულაცია, აგრეთვე-მასაჟი).

შეუკვეთეთ ვიზიტი ტელ: 558-21-27-55

_____________________________________________________

 

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in კისრის ტკივილი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი და იშიაზი, სკოლიოზი and tagged . Bookmark the permalink.

55 Responses to კისრის ოსტეოხონდროზი

  1. dato says:

    წელის ტკივილების გამო სისტემატურად ვიკეთებ მასაჟს. თქვენ ახსენეთ ვაკუუმ-მასაჟი…მე მაქვს ასეთი მასაჟი განაკეთები მინის ტრადიციული ბანკებით, ცეცხლის ალს ავლებდა მასაჟისტი შიგ და იმით მიკეთებდა ზურგზე…მაინტერესებს, არის რამე განსხვავება იმ ბანკებსა და თქვენს მიერ ნახსენებ ვაკუუმის დრეკად ბანკებს შორის? მე ვგულისხმობ და მაინტერესებს შედეგობრივი თვალსაზრისით? მადლობა

    • პასუხს მალე იხილავთ ზემოთ, სტატიაში.გმადლობთ ინტერესისთვის

      • gamarjobat batono jaba,var 59 wlis,maqvsmarcxena yurshi bzuili,ris shedegad mewyeba tavbrus xveva viyaviyuris eqimtan, magram yurisbrali ar iyo.mivmarte nevropatologs, man daminishna wamlebiwamlebi “bestari da vineri”magram shedegi ar gamoigo. marine. madlobt winaswar.

      • იქნებ გადაიღოთ ექოსკოპია? სავსებით შესაძლებელია’ გქონდეთ კისრის ოსტეოხონდროზი- რასაც მხოლოდ ფარმაკოთერაპიით ვერ დაამარცხებთ.დიაგნოზის დასმა გჭირდებათ ქალბატონო მარინე…

  2. natia says:

    gamarjobat, deda chems aq v s tiaqari sam adgilze, kisrshi da xerxe mal ze, 2 , 3 da 4milimetriani , ra m denad aqvemdebareba masajebs?

    • ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება მსუბუქი სამკურნალო მასაჟი, შეზღუდული მანუალური პროცედურები, რათა დაზიანებულ სეგმენტებში გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა, მოხდეს მიორელაქსაცია და მინიმუმამდე დავიდეს დაავადებით გამოწვეული დისკომფორტი. ვერტებროლოგების და ნევროლოგების შეხედულებით ფიზიოტერაპიის და მასაჟის ალტერნატივა ამ, დროს მხოლოდ ურთულესი ოპერაციაა ყოველგვარი გარანტიების გარეშე.

  3. natia says:

    gamarjobat, c4,c5,c6,l4,l5diskopatibis dros , shesadzlebelia tu ara curvaze siaruli?

    • აქტიური ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი პროცედურების (ვარჯიშები,ცურვა) დაწყების წინ გირჩევდით სამკურნალო მასაჟების ჩატარებას -ასე თქვენი დაზიანებული ხერხემალი და მიმდებარე კუნტები მზად იქნება სერიოზული დატვირთვისთვის.

  4. manana says:

    გამარჯობათ. ვარ 49 წლის. მაწუხებს ყურების “წუილი”. ყოველთვის მტკივა ხერხემალი და კისერი, შეიძლება ყურებში ხმაური ხერხემლის ტკივილმა?. ვიმკურნალე ნევროლოგთან მედიკამენტებით, მაგრამ შედეგი საერთოდ არ მაქვს.

    • ქალბატონო მანანა, ჩემი აზრით მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა ხერხემლის პათოლოგიების დროს არ შეიძლება, რაც რა თქმა უნდა,თქვენი ბრალი სულაც არაა…სამწუხაროდ ჩვენი ნევროლოგების უმეტესობა ჯიუტად არ აღიარებს მსოფლიოში გავრცელებულ და მიღებულ პრაქტიკას ხერხემლის კომპლექსური მკურნალობის აუცილებლობაზე…მედიკამენტებთან ერთად აუცილებელი იყო ფიზიოთერაპია, სამკურნალო მასაჟი, ვარჯიშები…

  5. dato says:

    რადიკულიტის მწვავე პერიოდში თუა მასაჟი დასაშვები? წელი მტკიოდა და რადიკულიტიაო, ნერვოპათოლოგმა მითხრა…დამინიშნა თიოფლექსის მალამო…მალამოს დაფენის წინ გავიკეთე მასაჟი (ახლობელია მასაჟისტი,20 წუთიანი მასაჟი გამიკეთა) და ერთი საათი საერთოდ საწოლიდან ვერ ავდექი…2 დღე გავიდა უკვე და ისევ მტკივა…რას მირჩევთ? დიდი მადლობა წინასწარ

    • რადიკულიტის მწვავე პერიოდში (ანთება) მასაჟი უკუჩვენებადია და ეს ნებისმიერმა პროფესიონალმა მასაჟისტმა იცის…აუცილებელია, ამ პერიოდში ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი. ანტების საწინააღმდეგო ინექციების მიღება 5 დღის განმავლობაში…მერე კი მასაჟები ძალიან კარგია, რომ რეციდივი მალე არ განმეორდეს…

  6. გულო says:

    2 წელიწადზე მეტია, ვიტანჯებოდი კისრის ოსტეოხონდროზით: მქონდა კისრის მე-4-მე-6 მალების ნაპრალების შევიწროება, პროტრუზია…საშინელი ტკივილები თავში…ვისთან არ ვიმკურნალე და ბოლოს ერთი მადლიერი პაციენტის რეკომენდაციით მოვხვდი ბატონ ჯაბასთან…6 თვე გავიდა უკვე პირველი სამკურნალო კურსის ჩატარებიდან. 6 თვეა ტკივილგამაყუჩებელი წამალი არ დამილევია…ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა…მინდა ამ საიტის საშუალებით შევეხმიანო ბატონ ჯაბა კოხრეიძეს და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვუთხრა მადლობა. პატივისცემით : გულიზა ადამოვა(მცხეთა)

  7. ლელა says:

    გამარჯობათაა! ასეთი შეკითხვა მაქვს, მაქვს თაბრუსხვევა, ძილინობა, ზოგჯერ თავის ტკივილები, მხედველობის გაუარესება, უსიამოვნო შეგრძნებები კისრის არეში თუმცა კისრის ტკივილი საერთდ არა მაქვს, არც ხელების დაბუჟება , გადავიღე ტომოგრაფია კისრის მალებზე და დამიდგინდა ოსტრეოქონდროზი და პროტრუზია , ექიმის თქმით ისეთი სგანგაშო არაფერია, არადა საშინლად ვიტანჯები თაბრუსხვევებით ვსვავ ნერვოპატოლოგის წამლებს უშედეგოდ, გავიკეთე მასაჟებიც ,არ მიშველა. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე და საერთოდ არის თუ არა ეს ჩივილები ოსტრეოქონდროზის ბრალი, რადგან ვიცი რომ კისრის ოსტრეოქონდროზის დროს ტკივილები უნდა გქონდეს.

    • რადგანაც გადაღებული გაქვთ კომპიუტერული ტომოგრამა და დიაგნოზიც დაგიდგინდათ, ესე იგი გაქვთ ოსტეოხონდროზი, რომლისთვისაც აბსოლუტურად დამახასიათებელია ეს ჩივილები. სხვა რამ რომ ყოფილიყო, ტომგრამაზე გტამოჩნდებოდა ან- ექიმები ეჭვს შეიტანდენ და დამატებით კვლევას დაგინიშნავდნენ…კომპლექსური მკურნალობით შედეგი აუცილებლად გექნებათ…ვგულისხმობ კავლიფიციურ სამკურნალო მასაჟს და ეფექტურ ფარმაკოთერაპიას, რეჟიმს…ზოგადად ოსტეოხონდროზს არ ახასიათებს სწრაფი განკურნება, მაგრამ დადებითი სედეგები კი აუცილებლად უნდა ჰქონოდა…დიდი მნნიშვნელობა აქვს მაგალითად “მასაჟში” რა იგულისხმება: არსებობს სპა მასაჟები და არსებობს სამკურნალო მასაჯები, რომელიც უფრო ფიზიოთერაპიულ პროცედურებს წარმოადგენს მანუალური ელემენტებით, ვაკუუმ-მასაჟით, ელექტრო სტიმულატორებით (რასაც ჩვენ ვთავაზობთ მაგალითად ჩვენს პაციენტებს და რასაც უეჭველი აქვს კიდეც ეფექტი)…”ჩვეულებრივი” სარელაქსაციო მასაჟი “ბეიბი ოილით” თქვენ ნაკლებად მოგცემდათ შედეგს…და კიდევ, თუ პროტრუზიასთან ერთად ნაპრალების შევიწროებაც გაქვთ, შესაძლოა რამდენიმე ინექციაც დაენიშნა მკურნალს…

  8. ნოდარ says:

    მინდა ამ საიტის საშუალებით მადლობა გადავუხადო ბატონ ჯაბას. მაქვს კისრის ოსტეოხონდროზი, მისი გართულებული ვარიანტი- ცე4-5 მალთაშორისი დისკის თიაქარი. ერთი წელია თითქმის რეგულარულად გავდივარ მასთან მკურნალობას და შედეგებით გაოცებულები ვართ მეც და ჩემი მკურნალი ნერვოპათოლოგი…დიდი ხანია, რაც ოპერაცია დამინიშნეს , მაგრამ ჯერ-ჯერობით ბატონი ჯაბა კოხრეიძის შემწეობით საოპერაციო არაფერი მჭირს…გაიხარეთ ჯაბა ექიმო…ნოდარ ჯამაგიძე.

  9. lika says:

    gamarjobat mainteresebs osteoqondrozis gamokvlevis da mkurnalobistvis romel specialists mivmarto

    • დაიწყეთ ნერვოპათოლოგთან ვიზიტით,ის რენტგენზე და მრტ (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) გაგიშვცებთ.ეს გამოკვლევევბი აუცილებელია ოსტეოხონდროზის ხარისხის და კონკრეტული დაავადებული დისკების გასაგებად. მკურნალობა კი კომპლექსურია, რომლეშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო მასაჟებს, ფიზიოთერაპიას და ვარჯიშებს…

  10. gulnara says:

    var 49-wlis da diagnozi maqvs xerxemalze wvrili wamonazardebi marilebisgan, xerxemlis gadaxra da mixurdeba zrugi, bevri vimkurdale da shedegi ara, da vis mivmarto gtxovt, chemtvis mervo patologis mkurnaloba ushedegoaa. lazeruli masajit shedegi tu meqneba?

    • სქოლიოზი და ოსტეოხონდროზი წამლებით არ იკურნება!!!!!!! თავიდანვე უნდა მიეთითებინათ თქვენთვის სამკურნალო მასაჟზე და ფიზიოერაპიაზე…სქოლიოზი ის დაავადებაა, როცა მეტიც-მასაჟს და ვარჯიშებს ალტერნატივა არ აქვს!!!!!

  11. lela says:

    გამარჯობათ, კისრის არესჰი მაქვს წამონაზარდი ცოტა და ტკივილი? რისი ნიშანია ეს

  12. mziagachava@gmail.com says:

    25 aprils gavikete kisris diskis teaqaris operacia. nervi ar iyo dazianebuli. mainteresebs ramdeni xania sawiro rom gamiaros dabujebam. fexebi maqvs modunebuli da xelebi dabujebuli. sheidzleba tu ara saxlis saqmeebis keteba. masajebi rodidan sheidzleba an msubuqi varjishi tu sheidzleba. winaswar gixdit madlobas.

    • გამარჯობათ ქალბატონო მზია.უპირველეს ყოვლისა გისურვებთ ჯანმრთელობას და ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის სასურველად დასრულებას. ეს პერიოდი კი (რეაბილიტაცია) შეიძლება 6 თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდეს.ცხადია, უნდა იქონიოთ სისტემური კავშირი ქირურგთან, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და გარკვეული პასუხისმგებლობაც ოპერაციასთან დაკავშირებით. საშუალოდ ოპერაციის შემდეგ მაქსიმუმ 6 თვეში (ზოგჯერ უფრო ადრეც-ვიმეორებ ეს არის თქვენი ექიმის გადასაწყვეტი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება ოპერირებასთან დაკავშირებით) აუცილებელია ფიზიოტერაპიული კურსის დაწყება და მხოლოდ ამის შემდეგ მსუბუქი სამკურნალო მასაჟი მთელს სხეულზე!!!

  13. mziagachava@gmail.com says:

    madloba yuradgebistvis.

  14. maxo says:

    gamarjoba…var 32 clis, exla ukve yofili sporcmeni, problema imashia ro arctuise didixnis cin travma mivige da amis fonze cotaxanshi damecyo titebis gabujeba marcxena mxares, nervopatologisgan danishnulmacamlebma shedegi ar gamoigo,, da imed gacruebulma agarc mivakitxe eqims,,,am ambismere 7tve gavida exla ukve agaranairi tkivili aramaq mara problema imashia rom marcxena mxares kuntebi damipataravda da dzalac agarmaq cal mxares,,,,,,,,redgenshi gamochnda rom 6-7 kisris malidan aris gamocveulio, amastanave rom ar damavicydes chinuri nemsebis terapiis erti kursic chavitare da didi araferi shedegi mimca.. mainteresebs tqven tu shegidzliat damexmarot rialurad rom mkurnaloba shedegiani iyos?

    • ის მეთოდები’ რომელსაც მივმართავთ ჩვენ ოსტეოხონდროზის და თიაქარის სამკურნალოდ’ მიჩნეულია საუკეთესო და უალტერნატივო გზად.თქვენ ამ გზას უნდა მიმართოთ…მანამდე გირჩევთ’ დააზუსტოთ დიაგნოზი მრტ კვლევით.

  15. leri says:

    Gavcivdi da damewyo kisris tkivili marcxena mxares titqos gabjuebuli maq iseti shegrznebaa.mirchiet rame

  16. iako M says:

    Gamarjobat b-n Jaba, chem dzmas acuxebs periodulad eseti simptomebi rogoricaa, tavbrusxveva, pirgebinebis shegrdzneba, tvaltaxedvis shezgudva, shemdeg gapitrdebaxolme.. tavis tkivilic.. tomografia, tvali, yuri gausinjet yvelaperi cesrigshia, adre roca gamovlinda eseti simptomebi sascrapom kisris osteoxondroze aigo echvi, medikamentebis 2 kursi chaitara… exla 2 dgis cin isev igive gaumeora da sascrapos gamodzaxebis mere mattac kirsis osteoxondrozi daudgines… curva urchies da mainteresebs ikneb masajebic sachiro ikos da survili gvak rom gewviot, an ras gvhirchevdit ? madloba pasuxistvis winaswar!

    • კისრის ოსტეოხონდროზის დროს ფარმაცევტულ საშუალებებზე გაცილებით ეფექტური სწორედ მასაჟი და ფიზიოთერაპიაა . ამიტომ დროულად უნდა დაიწყოთ მკურნალობა.მანამდე კი, დავადგინოთ, მხოლოდ კისრის ოსტეოხონდროზია,თუ სხვა რამეც სჭირს თქვენს ძმას.აუცილებლად გადაუღეთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კისრის (c) და გულმკერდის (T) სეგმენტებზე არა მარტო დიაგნოზის დაზუსტების მიზნით….

      • marizi says:

        გამარჯობათ ვარ 39 წლის უკვე 3 წელია რაც მაწუხებს ზურგის ტკივილი განსაკუთრებით ბეჭებს შორის. მაქ თავის ტკივილები და თავბრუს ხვევები ხშირად, წნევის ცვალებადობა, და წვა თავის არეში, ხშირად ვარ გაღიზიანებული მაინტერესებს არის თუ არა ეს კისრის ოსტეოქონდროზის ბრალი .. და ვისთან შეიდზზლება მკურნალობაა

      • მხოლოდ სიმპტომებით გაჭირდება ზუსტი დიაგნოზის დასმა’ თუმცა ყველაფერი ეს ძალიან ჰგავს ოსტეოხონდროზს. გადაიღეთ მრტ..

      • marizi says:

        gtxovt momwerot sruli pasuxi

      • დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონზე ან მობრძანდით კონსულტაციაზე წესის მიხედვით.

  17. iako M says:

    დიდი მადლობა დროული პასუხისთვის ბ-ნ ჯაბა, აუცილებად გადაუღებთ და გეწვევით შემდგომ!

    პატივისცემით!

  18. marizi says:

    გამარჯობათ ვარ 39 წლის უკვე 3 წელია რაც მაწუხებს ზურგის ტკივილი განსაკუთრებით ბეჭებს შორის. მაქ თავის ტკივილები და თავბრუს ხვევები ხშირად, წნევის ცვალებადობა, და წვა თავის არეში, ხშირად ვარ გაღიზიანებული მაინტერესებს არის თუ არა ეს კისრის ოსტეოქონდროზის ბრალი .. და ვისთან შეიდზზლება მკურნალობაა

  19. ესმა says:

    გამარჯობათ,მაქვს კისრის ოსტეოხონდროზი,დეკემბერში გავიკეთე მასაჟის ათი კურსი და რადგან ახლო შუალედია შემიძლია თუ არა ახლა კიდევ ჩავიტარო კურსი? თანაც,მაწუხებს თავბრუს ხვევა..

    • მასაჟები და აუცილებლად ექიმის მიერ შერჩეული ფიზიოთერაპიული პროცედურა- რეკომენდირებულია’ გაკეთდეს წელიწადში სამჯერ თვენახევრიანი შუალედით…

  20. RAMAZI says:

    GAMARJOBA ..TKIVILIDAMECYO MXARIS ARESHI EQIMTAN VIYAVI MISULI .GADAVIGE RENDGENI .DIAGNOZI KISRIS OSTEOXONDROZI MITXRA .CAMLEBI GAMOMICERA TKIVILI GAMIARA MAGRAM MARCXENA YURI MICIVIS DA KISRIS ARESHI XANDAXAN TKIVILS VGRZNOB….ROGOR MOVIQCE VIS MIVMARTO?

    • კისრის ოსტეოხონდროზი მარტო წამლებით არ რჩება. მგონი სწორად მომმართე…:) (ვის უნდა მივმართოო, რომ მკითხეთ)… სხვაგვარად: უნდა მიმართოთ- ექიმ-ფიზიოთერაპევტს კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი დიაგნოზის და ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისად შეგირჩევთ კონკრეტულ პროცედურებს.

  21. RAMAZI says:

    batumshi vcxovrob .vis mivmarto am kutxit xom ver mirchevt?

  22. მაია’ ხშირია კავშირი კისრის ოსტეოხონდროზსა და ნერვოზს შორის.თუმცა ამის დასამტკიცებლად გირჩევთ’ გადაიღოთ მრტ კისრის სეგმენტში.

  23. maia kukuladze says:

    tavis tomograpia gadavige batono jaba da kiserze redgeni tavshi araperi mchirs kiserze ese damiceres zedmetad patologiuri da sklerozuli, toduas klinikashi davdivar nevrologiur kvlevit institutshi propesor davit gigineishviltan ,xan kargad var xan isev damicyebs

    • მაია, უნდა დაიწყოთ ფიზიოტერაპიული მკურნალობა- ოსტეოხონდროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზა გადის ფიზიოთერაპიაზე!!!

  24. mako mako says:

    gamarjobat batono jaba xelebi mibujdeba celic mtkiva gadaxvris dros bechebis areshe xerxemalic mtkiva yrud marcxniv nekni mtkiva risi brali tu sheidzleba damakvalianot

    • ყველაფერი ეს ძალიან ჰგავს კისრის ოსტეოქონდროზს, ლორდოზის გასწორებას კისრის სეგმენტში. დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა გადაიღოთ მრტ და დაიწყოთ მკურნალობა დაზუსტებული დიაგნოზის შესაბამისად. თუ მომწერთ ან დამირეკავთ დიაგნოზის შინაარს, უფრო კონკრეტულად გეტყოდით სამკურნალო პროცედურების შესახებ.

      • teona says:

        Gamarjobat ra minda gkitxot 4tvea mawuxebs tavis tkivilebi narjvena mxares maqvs tavbrosxvevebi,tkivilebi maqvs kisershi,ukan mxarshi da winamxares…mitxres osteoxondrozi gaqo da masajebs vviketeb magram momemata tkivilebi kisershi…ra gavaketo agar vici wamlebic vsvi nevsebic vikete

      • თეონა, მთელი ეს ფორუმი საუბარია იმაზე, რომ კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობა უნდა წარიმართოს კომპლექსურად.არ აქვს ეფექტი მის ერთი, ცალსახა მიმართულებით მ კურნალობას. სამწუხაროდ, მხოლოდ მასაჟი ან მხოლოდ ფარმაკოთერაპია უძლურია ამ დაავადების წინააღმდეგ. აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა ფიზიოთერაპიის და ვარჯიშების ჩართვით. თუ რა პროცედურები დასჭირდება ფიზიოთერაპიიდან, უნდა გადაწყვიტოს ექიმმა დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ.

  25. irma says:

    გამარჯობათ, ვარ 35 წლის ბოლო 4 5 ტვეა რაც მაწუხებს ხერხემალი და ტკივილი მაქვს ბეჭებზე და უფრო მეტად უკან ნეკნების არეში ვგრძნობ დაღლილობას მხების ტკივილს უფრო მეტად მარცხენა მხრის დაბუჟებას ორივე ხელი ხსირად მიბუჟდება .წონითაც საკმაოდ მომატებული ვარ და წონის მატებას ვაბრალებდი ამ ტკივილებს ,ხშირად მტკივა ტავი მაგრამ წნევები უფრო მეტად დაბალი მაქვს ,ხშირად ყურებშიც მესმის სხვადასხვა შხუილი,.სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მივმარტე ექიმს ,რას მირჩევდით?

    • ქალბატონო ირმა, აუცილებლად უნდა გადაიღოთ რენტგენი. მანამდე სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები შეასრულოთ. იქნებ მოხვიდეთ ჩვენამდე და თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად შეგირჩევთ მკურნალობის გზას.

  26. qeti says:

    gamarjobat, var 28 wlis maqvs sashineli tkivili, simdzimis shegrdzneba kisris da mxrebis areshi, xandaxan welic mtkiva tumca kiseri dzalian, erti wlis win gavikete masaji da kargi shedegi mqomda, erti wlis shemdeg isev damewyo tkivilebi kisris areshi, mainteresebs eqimis gareshe rom gaviketo masaji tu sheidzleba? iqneb damakvalianot

  27. Lali Laliko says:

    gamarjobat, dedas 4 malaze aqvs 7 mm Tiaqari, aris 66 wlis da amavdroulad sxva Tiaqrebi, acuxebs marjvena fexis tkivili, wvis shegrzneba, titqos gayinvis shegrznebac daewyo, ras gvirchvt dagvexmarebit, operacias gveubnebian aucilebeliao…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s