სამკურნალო ვარჯიშები (სტრუქტურა, სისტემა და მიდგომები)

არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა და მიზნები, რომელთა მკურნალობა და მიღწევა შეუძლებელია მასაჟთან ერთად სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსური გამოყენების გარეშე. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები საუბრობდნენ მასაჟის და ტანვარჯიშის ურთიერთშერწყმის თაობაზე. აღმოსავლეთშიც ამ ტანდემს- „მასაჟი+ ვარჯიში“ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თანამედროვე ტრადიციული მედიცინა ღიად მიუთითებს სამკურნალო ფიზიკური ვარჯიშის აუცილებლობაზე. ყოველივე ეს მასაჟისტის, როგორც პროფესიონალის (მანუალისტ-რეაბილოტოლოგის) , წინაშე აყენებს მთელ რიგ ამოცანებს. კერძოდ, იგი უნდა ფლობდეს სამკურნალო ვარჯიშების სისტემას, მდიდარ არსენალს, რათა შეძლოს მიზანმიმართულად მათი ჩართვა მკურნალობის საქმეში.
სამკურნალო ვარჯიშების გამოყენება მასაჟის საერთო მიზნებისთვის დღეს სხვადასხვა ტერმინებითაა ცნობილი: „სამკურნალო ფიტნესი“, „პილატესი“(ე.წ. ამერიკული იოგა), „სამედიცინო იოგა“, „კინისოთერაპია“(იგივე -კინეზოლოგია), უბრალოდ-სამკურნალო ფიზკულტურა და ასე შემდეგ…
ვარჯიშებს, რომელიც კონკრეტული დაავადების და სეგმენტის სამკურნალოდაა მიმართული, იზომეტრიული ვარჯიში ეწოდება. ჩვეულებრივი სპორტული ან გამაჯანსაღებელი ვარჯიშებისგან იგი სწორედ სიზუსტით და მიზანმიმართულებით გამოირჩევა. სპეციალისტის ვალია, აბსოლუტური სიზუსტით შეურჩიოს პაციენტს ესა თუ ის ვარჯიში ან ამ ვარჯიშების სისტემა.
არსებობს ოთხი ძირითადი პრინციპი, რაც დაკავშირებული იზომეტრიული ვარჯიშების შერჩევასთან და მის სწორ გამოყენებასთან:
1. სწორი სუნთქვა. უმეტესობა იზომეტრიული ვარჯიშებისა ეფუძნება ღრმა სუნთქვას და კუნთების ტონუსურ მდგომარეობისა და სუნთქვის შესაბამისობას. ადამიანი იმაზე ნაკლებ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე აითვისებს და სჭირდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ჟანგბადი ორგანიზმის მთავარი მაცოცხლებელი ენერგიაა. მისი მაკურნებელი ეფექტი დიდია. ჰემოგლობინს მიერთებული ჟანგბადი ვარჯიშის შესრულებისას დიდი რაოდენობით მიემართება სწორედ ხელოვნურად დაჭიმული კუნთებისკენ (სეგმენტისკენ) და მისი მაკურნებელი ეფექტიც ამ უბანზე განსაკუთრებულია.
2. ზუსტი მოძრაობის მნიშვნელობა. ვარჯიშის დროს სპეციალისტმა უნდა განუსაზღვროს პაციენტს სწორ სუნთქვასთან შესაბამისი ზუსტი მოძრაობის და ამპლიტუდის პარამეტრები. ამასთან ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად ამპლიტუდის სიდიდეს კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ- სწორ მოძრაობას, რომელიც შესაბამისობაშია სწორ სუნთქვასთან, სუნთქვის შეკავებასთან.
3. ვარჯიშის მოქმედების კონკრეტული ზონა. იზომეტრიული ვარჯიში გამიზნულია კონკრეტული სეგმენტის კუნთების ან კუნთოვანი კორსეტის გასაძლიერებლად. მაგალითად, არსებობს ვარჯიშები გულ-მკერდის სეგმენტისთვის, წელის სეგმენტისთვის, თეძოებისთვის და ა.შ. შედარებისთვის: ცურვის დროს ორგანიზმის თითმის ყველა კუნთი მუშაობს, იზომეტრიული ვარჯიშისას კი-ეფექტი მიმართულია კონკრეტულ ზონაზე.
4. ვარჯიშის კონკრეტული წვლილი მიზნის მისაღწევად. მკაფიოდაა დაფიქსირებული მიზანი (დაავადების მკურნალობა, ან-წონის კორექცია…) და მისი მიღწევისთვის ამ ვარჯიშის როლი და მნიშვნელობა. მასაჟისტი (ინსტრუქტორი) უნდა ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას, თუ რატომ არის ესა თუ ის ვარჯიში აუცილებელი და საჭირო კონკრეტული მიზნის განსახორცილებლად.
______________________
ამ ოთხი პრინციპის შესახებ უნდა გავაგებინოთ პაციენტსაც, რომელმაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აღმოცენებული ნდობის და რწმენის მეოხებით მაქსიმალურად კომფორტულად უნდა შესარულოს იზომეტრიული ვარჯიშები.

განვიხილოთ იზომეტრიული ვარჯიშების ერთგვარი სისტემური, „იდეოლოგიური“ მიდგომები სხვადასხვა დაავადების დროს (ეს დაგვეხმარება, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროთი გამდიდრებული ჩვენი ცოდნა მივუსადაგოთ კონკრეტულ დაავადებებს და შევარჩიოთ ინდივიდუალური პროგრამა კონკრეტული პაციენტის მიმართ ).
ხერხემლის დაავადებათა დიდი ნაწილი გამოწვეულია მალთაშორის დისკის დაზიანებით, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს (გენეტიკური, ტრავმული, ნეიროგენული…). ძირითადი მიზეზი კი მაინც არის დეგენერაციული პროცესები, რაც გამოწვეულია კონკრეტულ სეგმენტში კუნთოვანი კორსეტის მოშლით აქედან გამომდინარე ყველა შედეგით (აღარ ხდება მალთაშორის დისკების სრულფასოვანი კვება). მასაჟის უმთავრესი მიზანია სწორედ კუნთოვანი კორსეტის აღდგენა და ამ საქმეში უდიდესია სამკურნალო იზომეტრიული ვარჯიშების როლი. უნდა შეირჩეს ისეთი მოძრაობები, რომელთა გამოყენებისას ხდება ხერხემლის ზომიერი, დოზირებული გაჭიმვა (პაციენტის მდგომარეობის ზუსტი შეფასების მიხედვით), მიმდებარე კუნთების დაჭიმვა და მოშვება, ტონუსის განსაზღვრა, კუნთოვანი კორსეტის გაძლიერება…
კისრის ოსტეოხონდროზის დროს საქმე გვაქვს ხერხემლის ყველაზე პატარა მალებთან (თუ არ ჩავთვლით კუდუსუნს). ამიტომ მასაჟიც და ვარჯიშებიც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს. ამ დროს უპირატესობა ენიჭება სტატიკურ (არა კინისურ, არამოძრაობით) ვარჯიშებს, რომელთა მიზანია ფიქსირება კისრის მიმდებარე კუნთების დაჭიმვისა რამდენიმე წამით და შემდეგ მათი რელაქსაცია-მოშვება ფიქსირებიდან მომენტალური გამოსვლით.
სქოლიოზის დროს უნდა მოვერიდოთ ხერხემლის მადრეკადირებელ მოძრაობებს ნებისმიერი მიმართულებით. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ხერხემლის დაჭიმვის პროცედურებს. აქცენტი მთლიანად კუნთოვანი კორსეტის გაძლიერებაზე უნდა გადავიტანოთ. არაინტენსიური მასაჟით ვამზადებთ ორგანიზმს, შეასრულოს საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშები ზუსტად განსაზღვრული ტრაექტორიით და სწორი სუნთქვით. უნდა შეირჩეს ვარჯიშები, რომელთა დროს ხერხემალი ძირითადად ინარჩუნებს სწორმედეგობას (გამრუდების გათვალისწინებით), სტატიკურობას(ფაქტიურად დაფიქსირებულ მდგომარეობას), ხოლო სახსრები და თავი მოძრაობს მისი სეგმენტების კუნთოვანი სისტემის გასაძლიერებლად. ამოსავალი დებულებაა: მხოლოდ სათანადოდ გაძლიერებულ კუნთოვან კორსეტს შეუძლია შეაჩეროს სქოლიოზის (და სხვა დაავადებების, მაგალითად, ოსტეოხონდროზის) პროგრესირება. მეტიც, პაციენტის ასაკის და დაავადების ხარისხის მიხედვით შესაძლებელია ამგვარად გაძლიერებულმა კუნთოვანმა ბუნებრივმა კორსეტმა დაიწყოს ხერხემლის გასწორების ხანგრძლივი პროცესი.
წონის საკორექციო სისტემაში გადამწყვეტი მნიშვნელობა თანაბრად ენიჭებათ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ანტიცელულიტურ თუ საკორექციო მასაჟებს და სპეციალურ ვარჯიშებს. ეს უკანასკნელი საკმაოდ მდიდარი არსენალით გამოირჩევა. შეიძლება გამოვიყენოთ იოგას და მისი ამერიკული მოდიფიკაციის -„პილატესის“ სისტემები. ინტერნეტით თუ სხვა საინფორმაციო წყაროებით უამრავი მასალა მოიძებნება ანტიცელულიტური თუ წონის საკორექციო ვარჯიშების თაობაზე. აქაც უნდა გამოვიმუშავოთ ჩვენი ინტუიცია,რათა არ დავიბნეთ ათასგვარი რეკლამების ფონზე. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, ზუსტად განვსაზღვროთ პრობლემური სეგმენტები და, იზომეტრიული ვარჯიშების პრინციპებიდან გამომდინარე, შევარჩიოთ ზუსტი მოძრაობები „პაციენტისთვის“.
პ.ს.
ჩვენს საიტზეც დევს რამდენიმე იზომეტრიული ვარჯიშის ფოტო თუ ვიდეომასალა. ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტმა დამოუკიდებლად დაიწყოს ასეთი ვარჯიშების შესრულება ან მავანმა მასაჟისტმა თუ „ინსტრუქტორმა“ დაიწყოს ამ ვარჯიშების „დამოუკიდებლად შესწავლა“ მისი მომავლაში პაციენტების მიმართ გამოყენების მიზნით.
ყურადღება: დამოუკიდებლად ამ ვარჯიშების შესრულება ექიმის ან კვალიფიციური სპეციალისტის მიერ დანიშვნის, ახსნის, მეთოდიკის გაცნობის გარეშე- არ შეიძლება (მაგალითად, ყველამ იცის, რომ ცურვა ძალიან კარგია სქოლიოზის დროს…მაგრამ როგორ ცურვა? რა სტილის? ეს-აუცილებლად სპეციალისტმა უნდა გირჩიოთ თქვენი ხერხემლის გამრუდების სტადიის მიხედვით. ან კიდე- იპოდრომი ძალიან კარგია სქოლიოზის და ოსტეოხონდროზის დროს…მაგრამ ცხენზე ჯდომის რომელი სტილი უნდა აირჩიოთ? ესეც სპეციალისტების პრეროგატივაა და ენდეთ მხოლოდ კვალიფიციურ ადამიანებს)…

ჯაბა კოხრეიძე . სასწავლო ცენტრ „სერაფიტის“ მასაჟის
სკოლის ხელმძღვანელი, მანუალ-თერაპევტი.
(სასწავლო ცენტრის მისამართია: ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩიდან), ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 558-21-27-55).
IMG_20150104_16330912071854_957435044294062_1589716226_n12047814_957435097627390_656476497_n12063914_957435120960721_911954927_n12045750_1654092431541216_3726934520804362231_o (1)11214319_10203738869786744_2386546395370083967_n11141779_10203732771994303_1191141445776209635_n

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in გასახდომი მასაჟები, კისრის ტკივილი, მასაჟის კურსები, მასაჟის სახელმძღვანელო, ოსტეოქონდროზი, სპეციალური ვარჯიშები მასაჟისტის მეთვალყურეობით, ცელულიტი და მასთან ბრძოლა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to სამკურნალო ვარჯიშები (სტრუქტურა, სისტემა და მიდგომები)

  1. batono jaba mainteresebs tqvens saswavlo centrshi dziritadad ra saxit aswavlit?

    da kidev magalitad vinc ar icis ama tu im daavadebas ra saxis varjishi sheesabameba da romel kunts romeli modzraoba moiyvans tqven rogor unda aswavlot mat?

      • ეს ინტენსიური სწავლების კურსია…მიღებული პროფესიის სრულყოფას კი მთელი ცხოვრება უნდა აგრძელებდეს პროფესიონალი და წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი

    • მარი, პრაქტიკული მეადინეობების გარდა ჩვენთან სწავლობენ ადამიანის ანატომიის საფუძვლებს (სასწავლო პროგრამა დევს ამ საიტზე) – რომ არ იციან, იმიტომ მოდიან, რომ ისწავლონ…:) თითოეული ვარჯიში და მოძრაობა (კინისოთერაპია) ისწავლება კონკრეტული დაავადების შესაბამისად. ცხადია, არ არსებობს უნივერსალური ვარჯიშები, მათ უნდა გონივრული შერჩევა, დაკვირვება…

  2. didi madloba batono jaba.
    mec vapireb wels samedicino universitetshi chabarebas reabilitaciis ganxrit albat praqtikistvis tqveni daxmarebac damchirdeba, mixaria rom arsebobt,
    chemi dedikoc masajistia mas saqartveloshi ar daumtavrebia mashin aseti umaghlesi marto tartushi iyo turme.

  3. ნინო says:

    თქვენ აკეთებთ მასაჯებს ? და რა თანხებთანაა დაკავშირებული ?

    • ერთი სეანსი (სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, სამკურნალო ვარჯიშები) ღირს 30 ლარიდან. გააჩნია პროცედურების რაოდენობას სეანსში და სახარჯი მასალის ფასს. სრული ფიზითერაპიული “შეტევისას” (ელექტროფორეზი, ლაზერი, ფონოფორეზი) მინიმუმ 17-19 ლარის სახარჯი მასალა მიდის..მასაჟებს მეც ვაკეთებ…:). კომპლექსური მკურნალობა (ერთი ვიზიტი) თითქმის 100 ლარამდე ჯდება, თუმცა ჩვენს კლინიკაში სისტემატურად მიმდინარეობს ფასდაკლების აქციები (სხვადასხვა პრომოსაიტების საშუალებებით), რაც საშუალებას იძლევა თითქმის 50%-იანი ფასდაკლებით მიიღოს მომსახურება იმან, ვისაც ეს სჭირდება.

  4. nino says:

    gamarjobat.chems meugles rentgenit aseti pasuxi aqvs:kisris malebis C4,5,6 malebis doneze mcired gamoxatuli kibisebri sheneba,zomierad gamoxatuli osteoxondrozuli cvlilebebi.eqimma aseti diagnozi dasva:xerxemlis osteoxondrozi,kisris malebshi gamwvavebuli vertebrobazilaruli ukmarisobis sindromi.uchivis tavis tkivilebs,gabruebas,marcxena xelis dabugebas,gulmkerdis areshi simzimis shegrznebas.ris gamoc tavdapirvelad ejvi miitanes stenokardiaze,magram igi gamoiricxa,radgan yvelanairi gamokvleva gulis mxriv chaitara.
    batono jaba,sheizleba es chivilebi osteoxondrozis shedegi iyos?da gtxovt gvirchiot rogor moviqcet?sheizleba varjishebisa da masagis dawyeba?ramdeni proceduraa sakmarisi?da tu icit batumshi iseti specialisti(masagisti)romelsac sheizleba vendot?amas imitom gekitxebit rom samsaxuris gamo ver shezlebs tbilishi didxans gacherebas
    winaswar didi madloba

    • მე პირადად არ ვიცნობ ბათუმში ისეთ მპეციალისტს’ ვინც კომპლექსურად დაიწყებბდა მკურნალობას.თუმცა ალბათ არიან ასეთები თქვენს ქალაქში.კონკრეტულ შემთხვევაში ოსტეოხონდროზის აშკარა ნიშნებია და დიაგნოზიც სწორადაა დასმული.მხოლოდ მასაჟი შედეგს ნაკლებად გამოიღებს.ამიტომ პარალელურად უნდა გაუკეთდეს ელექტროფორეზი კარიპაზიმით .ასევე ქვანტური ლაზეროთერაპია და მალამოების შეზელვა.თუ ეს კომპლექსური მკურნალობა შეუძლებელია გარემოებათა გამო- მაშინ დაიწყეთ ელექტროფორეზით.

  5. ნინო says:

    გამარჯობათ,მაინტერსებს თქვენი აზრი ჩემს პრობლემაზე,,აქვს კუნთის ჩავარდნა ბარძაყის არეში,ვიმკურნალე ნევროლოგებთან,დამისვეს დიაგნოზი კუნთის ნეიროპათია. 9თვიანმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი, ბოლოს ვარჯიშები მირჩიეს .მაქვს შემაწუხებელად კუნთის თამაში.ასევე მაწუხებს ტკივილი გაუსაძლისი არა .თქვენი ვარჯიშები თუ არის განკუთვნილი მსგავსი პრობლემისთვის

    • გაიკეთეთ მასაჟები- დიდი დოზირებით წელის სეგმენტსა და – მთოიანად ფეხებზე.გარდა ამისა ძალიან კარგი იქნება ელექტრონეირომიოსტიმულაცია- ანუ ფიზიოთერაპიული მკურნალობა.საერთოდ მიკვირს’ ექიმმა მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა დაგინიშნათ? ვარჯიშები ჩემს მიერ ჩამოთვლილი პროცედურების შემდეგ მოგცემთ შედეგს..

  6. ნინო says:

    მადლობთ,მაინტერსებს რა დამიჯდება ერთი მასაჟი ? ან კურსი მთლიანად

    • ერთი მასაჟი და ფიზიოპროცედურა ჩვენთან დაგიჯდებათ მხოლოდ 30 ლარი

      • ნინო says:

        დაახლოვებით რამდენი მასაჯი იქნება საჭირო? და დაზღვევა თუ მოქმედებს თქვენთან ? აისი ჯგუფის?

      • ჩვენთან თანხას იხდით ჩვეულებისამებრ’ ჩვენ გაძლევთ შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ და სადაზღვევო კომპანია თავად გადაწვეტს’ დაგაფინანსებთ თუ არა და- რამდენი პროცენტით….

  7. daatoo says:

    Maqvs welis radikuliti da var sporcmeni da mainteresebs mkurnalobis mere tu shevdzleb varjishs ragbze an sportul darbazshi

  8. daatoo says:

    Da ramdeni masaji damchirdeba srulad gansakurneblad? Anu ra tanxa dajdeba sashualod mtliani kursi?

  9. daatoo says:

    Didi madloba . Ramodenimem mitxra rom vegar vivarjishebdi mdzime wonit da saertod varjishiv amekrdzaleboda. Axla imedi momeca🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s