ინსულტი. ინსულტის შემდგომი პერიოდი და მასაჟი

მასაჟი ინსულტის შემდეგ
(სტატიის ავტორია რეაბილიტოლოგ-მასაჟისტი, ფიზიო და მანუალური თერაპევტი, მასაჟის სასწავლო ცენტრ “სერაფიტის” ხელმძღვანელი ბ-ნი ჯაბა კოხრეიძე. ტ:558-2127-55)

მასაჟი აუცილებელია და საჭიროა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში. განვიხილოთ ასეთი სამკურნალო მასაჟის თავისებურებები. უკვე 2-3 კვირაში ინსულტის შემდეგ, ავადმყოფებს უნიშნავენ დაზიანებული კუნთების მასტიმულირებელ პროცედურებს (მაგალითად-მიოსტიმულაციას, იგივე კუნთების ელექტროსტიმულაციას). პარალიჩის და პარეზის დროს (კუნთის ფუნქციის არასრული დაქვეითება) ეს პროცედურები ნაწილობრივ წარმოადგენენ მასაჟის და სამკურნალო ფიზკულტურის ალტერნატივას.
უფრო გვიან ეტაპზე, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ და დაახლოებით 6-7 კვირის შემდეგ, როცა პაციენტის მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება, მასაჟი ხდება ყველა სხვა ბიო, ქიმიო თუ ფიზიო თერაპიების უმნიშვნელოვანესი თანამგზავრი და მეტიც-რეალური ალტერნატივა.
ინსულტის შემდგომ მასაჟს რიგი სირთულეები ახლავს. პაციენტების მდგომარეობა ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ინსულტის შემდგომ „პარალიჩს“ ხშირად ახლავს კუნთების გადაძაბვა- კერძოდ მოძრაობა თითქმის სრულად შეზღუდულია, კუნთები კი პერმანენტულად იმყოფება შეკუმშულ მდგომარეობაში. ხელზე ეს აისახება სახსრის მოხრაში, ხოლო ფეხებზე- პირიქით, სახსრის გაჭიმვაში. მასაჟიც ამ თავისებურებების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს პროფესიონალის მიერ მკაცრად განსაზღვრული არაინტენსიური ზემოქმედებით და დოზირებით.

მკურნალობის კურსი, როგორც წესი, შეიცავს 15-20 სეანსს ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ პირველი სეანსის მიმართ ავადმყოფის შესაძლო უარყოფითი რეაქცია: იგი უჩივის ტკივილს (ზოგჯერ ეს მოჩვენებითიც კია), დისკომფორტს. ამიტომ აუცილებელია პაციენტთან ვერბალური კონტაქტის დამყარება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კეთილგანწყობის მოპოვება და ა.შ. სპეციალისტმა უნდა შეძლოს, ნელ-ნელა „მიაჩვიოს“ პაციენტი მასაჟს ინტენსივობის, დოზირების პერმანენტული გაზრდით.
სამკურნალო კურსის შემდეგ ერთბაშად რამდენიმე დადებითი შედეგი მიიღწევა: პირველ რიგში-სხეულის დაზიანებულ (და არა მარტო-იქ) ნაწილში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ამის შედეგად კი ქსოვილები იღებენ საჭირო საკვებს და ჟანგბადს! სისხლის მიმოქცევის აქტივაცია იწვევს ვენური სისხლის დინების გაუმჯობესებას, რომელიც კრებს მეტაბოლიზმით წარმოშობილ მავნე მასას. მასაჟი აძლიერებს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას- მათ შორის სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ფილტვები ამოსუნთქვისას გამოყოფს ვენური სისხლით მასში „გადასროლილ“ ნახშირორჟანგს და სხვა მავნე მინარევებს. კუჭ-ნაწლავზე მასაჟის ზემოქმედება გამოიხატება შეკრულობის (წოლითი რეჟიმის გამო) მოხსნით, შესაბამისი მეტაბოლიზმის გაუმჯობესებით.
ინსულტის შემდგომი მასაჟი ხსნის შეგუბებებს და სხვა სახის დაძაბულობებს ქსოვილებში ლიმფოდრენაჟული ფუნქციის შესრულების წყალობით. ამ დროს ქსოვილები თავისუფლდება ზედმეტი სითხისგან და ხდება შლაკების გამოდევნა ფორებიდან. ამ მიზნით ძალიან ეფექტურია დოზირებული ვაკუუმ მასაჟის ჩატარებაც.

მწოლიარე ავადმყოფს უვითარდება მძიმე ცვლილებები ნერვულ სისტემაში. თავის ტვინის დაზიანება და ინსულტის სხვა თანამდევი შედეგები იწვევს ცუდ ემოციურ მდგომარეობას, რომელიც აბსოლუტურად გასაგებია არასრულფასოვანი პირობების გამო- და ეს გასაგები უნდა იყოს მანუალური თერაპევტ-მასაჟისტისთვისაც.
არსებობს კიდებ ერთი ნიუანსი: ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ ყოველ შეხებას, მოძრაობას, თუმცა თავის ტვინი საკმაოდ ზუსტად და მკაცრად აკონტროლებს ყველა მოძრაობას, იღებს რა სხეულის სხვადასხვა ნაწილში განთავსებული შესაბამისი რეცეპტორებიდან მაფიქსირებელ სიგნალებს. მწოლიარე ავადმყოფს, რომელიც ძირითადად ერთსა და იმავე პოზაში იმყოფება, სიგნალები წარმოეშობა მხოლოდ იმ მონაკვეთიდან და რეცეპტორებიდან, რომლითაც შეხებაშია საწოლთან. ეს „სტაბილურობა“ ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ ფასდება, როგორც-განგაში! წოლითი რეჟიმის დაწყებიდან უკვე რამდენიმე დღეში პაციენტი განიცდის მზარდ დისკომფორტს. ხასიათიც ხდება აღგზნებული და ფეთქებადი. ამ დროს მასაჟი არის შეუდარებელი: იგი ხომ აბსოლუტურად დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მის სტიმულიაციაზე- მასაჟი აძლევს დადებით ემოციებს პაციენტს, რაც აუცილებელია რეაბილიტაციის პერიოდში.

მასაჟის დროს ხდება მოძრაობის ეტაპობრივი აღდგენა – შეკუმშული და დაძაბული კუნთების მოშვება-რელაქსაცია. რეფლექსები წესრიგდება, რის შედეგადაც მცირდება ე.წ. „პარალელური“ მოძრაობები (როცა მაგალითად მარცხენა ხელის მოძრაობას უნებურად ახლავს მარჯვენას „მოძრაობაც“).
საავადმყოდან გამოწერის პირველ თვეებში მასაჟი აუცილებელია დაზიანებულ უბანზე და მის მიმდებარედ.კერძოდ: თუ დაზიანებულია მარჯვენა ხელი, ვამასაჟებთ მასაც და მარცხენა ხელსაც, აგრეთვე-ზურგის მარჯვენა ნაწილს. მდგომარეობის ცოტათი გაუმჯობესების შემდეგ კი ვაკეთებთ სრულ მასაჟს- მთელს სხეულზე. მითუმეტეს ამ დროს უკვე რეაგირებს თითქმის ყველა ნერვული რეცეპტორი და ავადმყოფის ნერვული სისტემის მოწესრიგებისთვისაც აუცილებელია სრული სარელაქსაციო მასაჟი გარდა სამკურნალო მანიპულაციებისა დაზიანებულ უბნებზე.
ინსულტის შემდგომი მასაჟის მეთოდიკა დაფუძნებულია ინტენსივობის და დოზირების პერმანენტულ ზრდაზე. პრაქტიკულად რას ნიშნავს ეს? საავადმყოფოდან ახალგამოწერილ ავადმყოფს მასაჟი უტარდება იმ უბნებზე, რაც თავისუფლად ხელმისაწვდომია თერაპევტისთვის პაციენტის გადაბრუნების ან წამოყენების გარეშე. პირველივე წუთებიდან თვალყურს ვადევნებთ პაციენტის მდგომარეობას, ნებისმიერ ცვლილებას, დაღლილობის გამოვლენას (რაც უმეტესწილად აჩქარებული სუნთქვით გამოიხატება)…დასაწყისში მასაჟი მცირე დოზებით და ნაკლები დროით უნდა გაკეთდეს, მოგვიანებით ორივე ეს პარამეტრები იზრდება და რამდენიმე კვირაში მასაჟის ხანგრძლივობა აღწევს უკვე ერთ საათამდე.
გაითვალისწინეთ: მასაჟის ეფექტურობა იზრდება, თუ პროცედურის წინ დაზიანებულ კუნთებს 10-15 წუთით დავადებთ თბილ წყლიან სათბურას („გრელკას“). თუმცა სათბურის გამოყენება გარკვეულ რისკებსაც შეიცავს.მაგალითად უშუალოდ სახსარზე მისი დადებისას შესაძლებელია, განვითარდეს კონტრაქტურა. ამიტომ დასაწყისისთვის უნდა ვსთხოვოთ ავადმყოფის მომვლელს, რომ უშუალოდ მასაჟამდე დაბანოს პაციენტი თბილ წყალში- მასაჟის შემდეგ ბანაობა რეკომენდირებული საერთოდ არაა. ამიტომაც მასაჟის დროდ უნდა შეირჩეს ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების დასრულების დრო. ცხადია იგულისხმება, რომ მასაჟი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს უნდა იწყებოდეს .
რაც შეეხება უშუალოდ ტექნიკას. დასაწყისისთვის მასაჟის თითოეული ილეთი მეორდება 5 ჯერ (მაქსიმუმ). შეკუმშულ კუნთებზე ვაკეთებთ მხოლოდ მსუბუქ, ზედაპირულ ხელსმას,მოშვებულ კუნთებზე- ხელსმასთან ერთად – მსუბუქ განბლოკვებს (ზელვას): წერტილოვანს, სპირალისებრს, სეგმენტურს სამასაჟე იარაღის (ხელის მტევნის) ყველა ვარიაციით: ოთხი თითით, ცერა თითით, ფალანგებით და ხელის გულის ნაპირით. 6-8 სეანსის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავდივართ უფრო ინტენსიურ და მომცველობით მასაჟზე-არსენალში შემოდის შემდეგი ილეთები : წელვა, ორმაგი წრიული ზელვა, ვიბრაცია, მსუბუქი ხერხვა-რყევა, ვზრდით განბლოკვების ინტენსივობას, განსაკუთრებით- სპირალისებურს.
პაციენტს და მის მომვლელს ყოველთვის აინტერესებს კითხვა, რამდენი მასაჟი უნდა გაიკეთოს ავადმყოფმა? ფაქტია, მასაჟი არსად, არცერთ ქვეყანაში არაა იაფი სიამოვნება. ჩვენთან წელის ტკივილის მოსარჩენად უმრავლესობას ურჩევნია 10 ლარიანი წამალი იყიდოს აფთიაქში და ის სვას, ვიდრე გაიკეთოს რამდენიმე სამკურნალო მასაჟი, რომლის ერთეულის ღირებულება მინიმუმ 20 ლარია. ინსულტის შემდგომი პერიოდისთვის მასაჟს რეალური ალტერნატივა არ გააჩნია. არცერთ ქიმიურ პრეპარატს არ შეუძლია, გააკეთოს ის, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. სამწუხაროდ თავად ინსულტი ვერაგი დაავადებაა. ის უეცრად სულაც არ ევლინება ადამიანს. წლების განმავლობაში გროვდება მიზეზები, რომლებიც განაპირობებს ამ მოვლენას. მისი განკურნებაც უეცრად გამორიცხულია- საუბარია, მაქსიმალურად შესაძლებელ უკეთეს სასიცოცხლო პირობების შექმნაზე. ფაქტიურად ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მასაჟი და ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი განუყოფელია ერთმანეთისგან. პირველი კურსი გრძელდება 15-20 სეანსამდე. ამის შემდეგ პაციენტი ისვენებს 10-14 დღე და კვლავ იწყებს მასაჟებს, მხოლოდ მეტი შუალედებით (მკურნალობის კურსის დროს პირველი 6-7 მასაჟი პაციენტს უტარდება ყოველდღიურად, დანარჩენი-დღეგამოშვებით)- მასაჟებს შორის შუალედი იქნება 3-4 დღე. პერმანენტულად ვზრდით ამ შუალედს ისე , რომ მომდევნო კურსამდე პაციენტს დარჩეს გასაკეთებელი თვეში 1-2 მასაჟი მხოლოდ. პარალელურად მივაქციოთ ყურადღება, რამდენად შესაძლებელია სამკურნალო ფიზკულტურის- მსუბუქი იზომეტრიული ვარჯიშების ჩართვა არსენალში. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც კი ამის საშუალება გაჩნდება, ავადმყოფს აუცილებლად უნდა დავუნიშნოთ სამკურნალო ვარჯიშები…

ჯაბა კოხრეიძე. მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი.მასაჟის სასწავლო ცენტრ “სერაფიტის” ხელმძღვანელი. ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩიდან), ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 558-21-27-55
e-mail: jambuliko66@yahoo.com

ინსულტის სარეაბილიტაციო მკურნალობაში კომპლექსურ მეთოდიკას (ფიზიოთერაპია+ ვარჯიშები+ მასაჟი) გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია . “სერაფიტის” კლინიკური ბაზა უზრუნველყოფილია კომპლექსური მკურნალობისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული აღჭურვილობით. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ საჭიროების შემთხვევაში კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მივლინებას პაციენტის ბინაზე მომსახურებით (პაციენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ლაზერი, ელექტროსტიმულაცია, აგრეთვე-მასაჟი).

შეუკვეთეთ ვიზიტი ტელ: 558-21-27-55;  293-05-46

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in მასაჟის სახელმძღვანელო and tagged , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ინსულტი. ინსულტის შემდგომი პერიოდი და მასაჟი

  1. ნანა says:

    გამარჯობათ. 65 წლის პაციენტს, მამაკაცს, პირველი ინსულტის შემდეგ (უკვე გავიდა 3 თვე) ექიმმა დაუნიშნა მასაჟები 15-20 სეანსიანი კურსი. ვცხოვრობთ ვორონცოვზე. რა ღირს თქვენი ვიზიტი და სრული კურსი? (ბინაზე მოსვლას ვგულისხმობ).წინასწარ მადლობა პასუხისთვის.

    • ჩვენს კაბინეტში სამკურნალო მასაჟის ერთი სეანსი ღირს 30 ლარი, რომელშიც შედის ფიზიოთერაპიული და მანუალური პროცედურები, სამკუირნალო ვარჯიშები.ვიზიტი (ბინაზე მისვლა) და იგივე პროცედურები ღირს 35 ლარიდან. თუმცა დაგვირეკეთ, ტერიტორიულად ახლოს ბრძანდებით და შევთანხმდებით: 296-52-10. გმადლობთ.

  2. irakli says:

    gamarjobat, masajis kursebze minda siaruli da sheswavla, da ra girs?

    • მიმართულებებს გააჩნია….500 დან 1500 მდე ღირს.დააზუსტეთ ტელეფონით.გმადლობთ

  3. SANDRO says:

    გამარჯობათ! მოგესალმებით,
    მქონდა იშემიური ინსულტი, მარცხენა ხელი არის პარალიზებული,სახსრებსი და თიტების მოხრა გაშლაც მიჭირს გასაგებია, რომ მასაჟი, ელსტიმულაცია და სამკურნალო ვარჯიშებია საჭირო, მაგრამ თანხა რაც ღირს ჩემს შესაძლებლობას აღემატება!მაინტერესებსკონსულტაციისახ ხომ ვერ მასწავლიტ რა ვარჯიშები გავაკეთო სახლის პირობებში? მადლობა წინასწარ.

    • ბატონო სანდრო, ნებისმიერი ვარჯიში თქვენთვის იქნება სასიკეთო, რომლის გაკეთებასაც შეძლებთ. სქმე იმაშია, რომ პარეზის გამო დამოუკიდებლად ამ ვარჯიშების შესრულება არის ძნელი და ისინი მასაჟისტმა (სპეციალისტმა)უნდა გაგაკეთებინოთ და პერმანენტულად ასწავლოს ეს მეთოდიკა თქვენი ოჯახის წევრს…ძალიან მარტივი ვარჯიშებია, მაგრამ მასაჟებიც აუცილებელია.მასაჟები ორჯერ ამცირებს რეაბილიტაციის კურსს. ჯანმრთელობას გისურვებთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s