გასახდომი მასაჟები: მითი თუ რეალობა?!

კოსმეტოლოგიის და მასაჟის კაბინეტი | Create Your Badge
ცხადია, რეალობაა, რადგან რამდენიმე ათეული წელია,რაც გასახდომ მასაჟებს მიმართავს მსოფლიოს წონამეტ ქალბატონთა (და არამარტო) დიდი ნაწილი. რეალობაა, თუმცა ყოველთვის ადექვატური შედეგიანობით არ გამოირჩევა. ესეც ფაქტია. ჩემი ამ სფეროში (მასაჟი და კინისოთერაპია) საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილებიდან მოგახსენებთ: მხოლოდ სწორი, შესაბამისი, კონკრეტული პროგრამით მუშაობა „პაცინტთან“ იძლევა სასურველ შედეგს.
პირველ რიგში კლიენტს უნდა ავუხსნათ, დავარწმუნოთ ჩვენს სწორ „პოლიტიკაში“-მან უნდა იცოდეს ჩვენი პროგრამის მნიშვნელობა და ჩვენთან ერთად უნდა იწამოს მომავალი შედეგის. თვითრწმენის გარეშე ვერც ზოგადად ზედმეტ წონას და კონკრეტულად-ცელულიტს, ვერ დავამარცხებთ. კლიენტი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს სიმსუქნით ან უიმედობით გამოწვეული ერთგვარი სტრესისგან. სულაც არ იქნება ზედმეტი, თუ მასაჟის კონკრეტული მოძრაობის მნიშვნელობაზეც ვეტყვით, მაგალითად, რომელი ზონის „ცხიმებს წვავს“ ესა თუ ის მოძრაობა. იგივე ეხება სპეციალურად კლიენტის პარამეტრების და ჯანმრთელობის შესაბამისად შერჩეული ვარჯიშების „კონკრეტული სიკეთის“ ახსნას და მისი „გარდაუვალი დადებითი შედეგის“ რწმენის შთანერგვას.
უკვე ვახსენე ვარჯიშები. სპეციალური გასახდომი ვარჯიშების გარეშე არ არსებობს „გასახდომი მასაჟები“. ანუ, მასაჟებს ვარჯიშების გარეშე ექნება მხოლოდ დროებითი ეფექტი. მთელი ცხოვრება ხომ მასაჟების სრულ კურსს ვერ გაიკეთებს ადამიანი: ეს არცაა რეკომენდირებული (სამედიცინო თვალსაზრისით სასურველია წელიწადში 2-3 ჯერ სრული კურსის ჩატარება, მათ შორის შუალედში კი- სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით, თვეში 1-2-იც საკმარისია.) მასაჟებით მიღებული შედეგების განმტკიცება და შენარჩუნება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშებით. ამასთან ეს ვარჯიშები უნდა იყოს ზედმიწევნით კონკრეტული, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შესასრულებელი, სიამოვნების მომტანი კლიენტისთვის, ხანმოკლე და ასე შემდეგ. მოკლედ, ვარჯიშები ისეთივე კომფორტს უნდა ანიჭებდეს კლიენტს, როგორც- მასაჟი!
დავუბრუნდეთ ისევ მასაჟებს. გასახდომი მასაჟები განსაკუთრებით ეფექტურია ვაკუუმის გამოყენებით, ანუ-ვაკუუმ-მასაჟებით. არსებობს მრავალგვარი ვაკუუმის წარმომშობი ქილები. ცეცხლის ალის პროვოცირებით წარმოშობილი ვაკუუმით ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები მკურნალობდნენ, თუმცა ასეთი ქილების დრო რახანია, ჩაბარდა წარსულს. სილიკონის და პლასტმასის ქილები აღარ საჭიროებენ ცეცხლის ალს!  გვაქვს მინის ქილებიც, ოღონდ მათში ვაკუუმის წარმოშობა (ჰაერის ამოტუმბვა) ხდება სპეციალური აპარატურის (პისტოლაკების) მეშვეობით. ჩვენს კაბინეტში მოიპოვება ყველა ეს ქილები და აპარატურა. ვაკუუმ მასაჟი სასწაულებს ახდენს ცელულიტების წინააღმდეგ. მას ვერც შოკოლადის და ვერც სხვა ე.წ. „ტროპიკული“ მასაჟები ვერ შეედრება. თაფლის მასაჟის ჩართვა გასახდომ მასაჟთა სისტემაში იმ დროს, როცა არსენალშია ვაკუუმმასაჟის ფართო მიმართულებები და სპეციალური ვარჯიშების სისტემა, აუცილებელი არაა, მაგრამ -არც ზედმეტია. თუ პაციენტს სურვილი აქვს, 15 სეანსიან კურსში, შეიძლება, ჩავრთოთ 2 თაფლის მასაჟი: კურსის შუაში და დასასრულს. თაფლის მასაჟის მთავარი ღირსებაა კანის ელასტიურობის, გაახალგაზრდავების, სუფთა ბიონერგეტიკული რესურსებით კვების გაუმჯობესება- ამიტომ მასზე უარს ნუ ვიტყვით, თუმცა კლიენტს უნდა აეხსნას იმ ერთგვარი დისკომფორტის შესახებაც, რაც დაკავშირებულია თაფლის მასაჟთან.
მოკლედ, თუ გაქვთ სურვილი (უპირველეს ყოვლისა) , მობრძანდით ჩვენს სალონში „სერაფიტი“, სადაც პროფესიონალი მასაჟისტი-კინისიოთერაპევტი და მისი გუნდი იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე. შედეგებს ნახავთ სულ რამდენიმე დღეში…ეს ეხება როგორც მანდილოსნებს, ასევე- მამაკაცებს, რომელთაც არანაკლებ აწუხებთ ზედმეტი წონა, ცხოვრების არსებული წესი (ნაკლები ფიზიკური აქტივობა, მოწევა და ა.შ.)- სრული სარელაქსაციო-სეგმენტური მასაჟები და ცოტაოდენი ფიტნესი (ვიმეორებთ, სწორად შერჩეული ვარჯიშები, რომელთა შესრულებაც სავსებით შესაძლებელია სახლის პირობებში) დაგიბრუნებთ სრულყოფილ ჯანმრთელობას, შეგმატებთ ხალისს და გაახალგაზრდავებთ!!!
ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია: 293-05-46, 558-21-27-55, 555-37-48-42
.
აქვე:

პროფესიონალი მასაჟისტების (და არა მარტო)საყურადღებოდ: იყიდება უნიკალური სამედიცინო დრეკადი ქილები, რომლებიც გამოიყენება ვაკუუმ-მასაჟისთვის და აკუპუნქტურაში (ფოტოები მოცემულია ზემოთ). თავისი უნიკალური მახასიათებლების გამო ვაკუუმ-მასაჟით იკურნება ხერხემლის პრობლემები:ოსტეოხონდროზი, დისკოზი, სქოლიოზი. შეუდარებელია ვაკუუმ-მასაჟი ზედმეტ წონასთან ბრძოლაში-თანამედროვე გასახდომი მასაჟები წარმოუდგენელია ვაკუუმ-მასაჟებისა და სწორედ ამ დრეკადი ქილების გარეშე. დამწყებ სპეციალისტებს ჩვენი სასწავლო ცენტრი სთავაზობს მასტერ-კლასებს (ტრენინგებს) ვაკუუმ-მასაჟის მიმართულებით. ტრენინგის ღირებულებაა მხოლოდ 500 ლარი. გაიცემა სერტიფიკატი. კონტაქტი: ტელეფონები: ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩიდან), ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 558-21-27-55. სასწავლო ცენტრი “სერაფიტი”

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in გასახდომი მასაჟები and tagged , , . Bookmark the permalink.

2 Responses to გასახდომი მასაჟები: მითი თუ რეალობა?!

  1. nini ამბობს:

    praqtika rom gaviaro tqventan ra tanxa damijdeba kursebi gavlili maqvs marto praqtika minda

    • massagetbilissi ამბობს:

      გამარჯობა ნინი…გააჩნია რა მიმართულებით, მასაჟის რომელ სახეობებში? მასტერ კლასები 4 ძირითად სახეობაში: 1.სამკურნალო მასაჟი ცალკეული დაავდებების ჩვენების მიხედვით, 2. სარელაქსაციო მასაჟი, 3. აღმოსავლური მასაჟები და 4.გასახდომი მასაჟები დაგიჯდებათ მხოლოდ 300 ლარი.ესაა ჩვენი სასწავლო ცენტრის ინტენსიური კურსი და სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად. პრაქტიკის (“პაციენტის”) პრობლემა არ არსებობს. თითქმის ერთი თვე გვექნება მეცადინეობა,კვირაში 4 დღე!!! 558-2127-55,

Leave a reply to massagetbilissi კომენტარის გაუქმება