მასაჟის სახელმძღვანელო. (გაგრძელება).საყრდენ – მამოძრავებელი აპარატი

მოძრაობა არის რთული აქტი, რომელიც ხორციელდება რეფლექსების საშუალებით. მამოძეავებელ აპარატში იგულისხმება ჩონჩხის კუნთები, რომლებიც მოძრაობაში მოჰყავთ ნერვულ უჯრედებს (მოტონეირონებს). მოძრაობის აქტში მონაწილეობენ: ძვლები, სახსრები და იოგები. ჩონჩხების კუნთები შედგება ბოჭკოებისაგან, რომლის აგებულებაშიც ვარჩევთ გარსს(სარკოლემას), ბირთვს და სარკოპლაზმას. სარკოპლაზმაში მოთავსებულია მიტოქონდრიები (მიტოქონდრიებში მიმდინარეობს ენერგეტიკული პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს კუნთების შეკუმშვა–მოდუნებას) და მიოფიბრილები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ კუნთის ბოჭკოს საკუთრივ შემკუმშავ აპარატს.
კუნთის შეკუმშვა ხდება გაღიზიანობის რეფლექტორული წარმოქმნით. გაღიზიანება გადაეცემა აფერენტული გზით ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემიდან კვლავ კუნთთან მოდის ეფერენტული გზით, რომლებიც უწევენ ინერვაციას ჩონჩხის კუნთებს და ბოლოვდებიან პროპრიორეცეპტორებით. მოტონეირონები (მამოძრავებელი ნერვული უჯრედები) კუნთთან შეხების ადგილას იტოტებიან და წარმოქმნიან მრავალ დაბოლოებას–სინაფსებს. თითოეული სინაფსი უერთდება კუნთის თითოეულ ბოჭკოს და ახდენს მის ინერვაციას.
კუნთის ქსოვილის უჯრედებს მოსვენებულ მდგომარეობაში აქვთ გარკვეული ელექტრული მუხტი. უჯრედის ცოტოპლაზმის ზედა ფენა (მემბრანა) გარედან დამუხტულია დადებითი მუხტით, ხოლო შიგნით– უარყოფითით. ციტოპლაზმის ასეთმა თვისებამ მემბრანის სახელწოდება მიღო. მოგეხსენებათ, მემბრანის ერთ–ერთი ფუნქცია არის მისი შერჩევითი განვლადობა. მემბრანა თავისუფლად ატარებს დადებითად დამუხტულ კალიუმის იონებს (K+) და ფაქტიურად არ ატარებს ნატრიუმის კათიონებს. მემბრანის გარეთ და შიგნით მუხტების სხვაობას მემბრანული ანუ მოსვენების პოტენციალი ეწოდება. უჯრედის გაღიზიანების შემთხვევაში ხდება მემბრანის შიდა და გარეთა მუხტების შეცვლა. მუხტის შეცვლამ მიიღო მოქმედების პოტენციალის სახელწოდება. მოსვენების პოტენციალის მოქმედების პოტენციალით შეცვლის დროს ხდება კუნთის აღგზნება, რომლებიც სპეციალური ქიმიური ნივთიერებების (მედიატორების) საშუალებით გადაეცემა ბოჭკოს ერთი უბნიდან მეორეზე. მედიატორებით გადაცემულ სიგნალებს კუნთების ბოჭკოებზე იღებენ სინაფსები. კუნთების ქსოვილის ბოჭკოებზე მედიატორის როლსასრულებს აცეტილქოლინი.
კუნთის ბოჭკოს მემბრანაზე ელექტრული ცვლილებები ხორციელდება ქიმური რეაქციების საშუალებით, კერძოდ ატფ–ის დაშლით. ატფ თავის მხრივ თავის მხრივ (ადენოზინტრიფოსფორმჟავა) წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომლის დაშლის შედეგად გამოყოფილი ენერგია გამოიყენება კუნთის შეკუმშვას. ატფ–ის დაშლისას ხდება ქიმიური ენერგიის მექანიკურში გადასვლა,რასაც თან სდევს სითბოს გამოყოფა. კუნთის შეკუმშვის დროს გამოყოფილი სითბო დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის თბორეგულაციაში. გარეგნულად კუნთის საპასუხო რეაქცია გაღიზიანებაზე გამოიხატება კუნთის შეკუმშვით. თუ კუნთზე მოვახდენთ მოკლე ერთჯერად ზემოქმედებას (გავაღიზიანებთ კუნთს),მისი საპასუხო რეაქცია იქნება სწრაფი შეკუმშვა. ამ სახის შეკუმშვას ეწოდება ერთეული შეკუმშვა. ერთეული შეკუმშვის ხანგრძლივობა კუნთის ქსოვილისათვის ჩვეულებრივ 0,1 წამზე ნაკლები გრძელდება. თუ კუნთზეგაღიზიანება მიმდინარეობს ისე სწრაფად, რომ კუნთი ვერ ასწრებს მოდუნებას, მაშინ ხდება დიდი ხნით კუნთის შეკუმშვა (ტეტანუსი). კუნთის შეკუმშვის უნარი ვლინდება მი დამოკლებაში ან მის დაჭიმვაში. შეკუმშვისას კუნთები აწარმოებენ მუშაობას. თითოეული კუნთის მუშაობა იქმნება ცალკეული კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის ხარჯზე და წარმოადგენს მათ ჯამს. ამიტომ რაც უფრო მსხვილია კუნთი, მით უფრო ძლიერია ის და მეტი მუშაობის შესრულება შეუძლია. კუნთს ახასიათებს აგრეთვე განსაკუთრებული მდგომარეობა– ტონუსი. თავისი ტონუსის მიხედვით კუნთს გააჩნია დრეკდობა და ამით წინააღმდეგობას უწევს დაძაბვას. დრეკადობასთან ერთად კუნთს ახასიათებს სიბლანტე, რაც გამოიხატება იმაში, რომ კუნთის დაჭიმვის შემდეგ იგი ნელ–ნელა იბრუნებს თავის პირვანდელ ფორმას და არა–მომენტალურად. კუნთის სიბლანტე განპირობებულია კუნთის ქსოვილის ნაწილების შინაგანი ხახანით. ტემპერატურის დაწევასთან ერთად კუნთის სიბლანტე იზრდება, ხოლო ტემპერატურის მომატებასთან ერთად მცირდება, რაც ხელს უშლის კუნთის შეკუმშვის ეფექტურობას. ამიტომ სპორტული ვარჯიშის და შეჯიბრის დროს მიზანშეწონილია კუნთების გახურება მასაჟის გზით. მომუშავე კუნთი საჭიროებს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით განუწყვეტელ მომარაგებას, ამავე დროს გადამუშავებისა და დაჟანგვის პროდუქტების დროულ გატანას მომუშავე კუნთიდან. კუნთის ხანგრძლივი განუყვეტელი მუშაობის შემთხვევაში კუნთებში გამდინარე სისხლი ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადის და საკვები ნივთირებების მიწოდებას და დაშლის პროდუქტების გატანას. ამის გამო ადგილი აქვს კუნთებში დაშლის პროდუქტების დაგროვებას და ე.წ. კუნთების დაღლას. ამგვარ მდგომარეობას კუნთი შეუძლია მიიყვანოს სრულ დაუძლურებამდე. თუმცა მცირეოდენი შესვენების შემთხვევაში კუნთი ისევ დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას. ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით კვლავ მიწოდება იწვევს დაშლის პროდუქტების სრულ დაჟანგვას და სისხლს გააქვს ისინი მომუშავე კუნთიდან და მისი შრომისუნარიანობა კვლავ გრძელდება.
ძვლები და სახსრები მოძრაობაში მოდიან კუნთოვანი სისტემის საშუალებით. როდესაც ჩონჩხის კუნთები ახორცილებენ სხეულის გადაადგილებას გარემოში –ისინი ასრულებენ დინამიურ მუშაობას. როდესაც კუნთები თავისი შეკუმშვით უზრუნველყოფენ სხეულის ან მისი ნაწილების კონკრეტულ მდგომარეობაში ფიქსირებას, ისინი ასრულებენ სტატიკურ მუშაობას. ისეთ სტატიკურ მუშაობას, რომელსაც ორგანიზმი ხანგრძლივად და სისტემატურად ეწევა გარემოს ზემოქმედების (მაგალითად–გრავიტაციის) დასაძლევად–ტონუსი ეწოდება. კუნთი შეკუმშვისას შეიძლება მოქმედებდეს ერთ სახსარზე, ანუ აკავშირებდეს ორ მეზობელ ძვალს (მაგალითად მენჯსა და ბარძაყს), ამ შემთხვევაში კუნთი ერთსახსრიანია; შეიძლება მოქმედებდეს რამდენიმე სახსარზეც ანუ აკავშირებდეს რამდენიმე (ორზე მეტ) ძვალს. ამ შემთხვევაში კუნთი მრავალსახსრიანია. ერთსახსრიანი კუნთისთვის დამახასიათებელია უმეტესად კონკრეტული მოძრაობა (მოხრა, გაშლა ან სხვა). მრავალსახსრიანი კუნთი კი შეიძლება ერთი სახსრის მიმართ მოქმედებდეს, როგორც მომხრელი, მეორეს კი როგორც–გამშლელი (მაგალითად ბარძაყის ოთხთავა კუნთი ბარძაყის მომხრელია და კანჭის გამშლელი). იმ კუნთებს, რომლებიც სახსარზე ერთმანეთის საწინააღმდეგო მოძრაობას ახორციელებენ, ანტაგონისტი კუნთები ეწოდება. ამავე დროს , როგორც წესი, სახსარში ერთ რომელიმე მოძრაობას ახორციელებს არა ერთი, არამედ –რამდენიმე კუნთი (მაგალითად იდაყვის სახსარში მოხრა–ორთავა და მხრის კუნთები). ერთი მიმართულებით მომუშავე ასეთ კუნთებს ეწოდება სინერგისტები.

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in მასაჟის სახელმძღვანელო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s