რა მოვუხერხოთ მაღალ წნევას?!

ჰიპერტონიული დაავადებით ყოველი მეხუთე ადამიანი იტანჯება, ხოლო 50 წლის შემდეგ – ყოველი მეორე. ამ ქრონიკული დაავადებისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ საკუთარი წნევის გაკონტროლება საჭირო და აუცილებელია. ეს ერთადერთი შანსია ჰიპერტონიასთან დაკავშირებული სასიკვდილო და საშიში დაავადებებისგან თავის დასაცავად.

არასწორი ან არასაკმარისი მკურნალობისას ამ დაავადებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ინფარქტი, ინსულტი, აორტის ანევრიზმა, თირკმლების უკმარისობა, სიბრმავე. ამავდროულად მაღალი წნევა ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის.

სიმპტომები შეიძლება არც იყოს

ჰიპერტონიული დაავადება პირველად შეიძლება 30 წლის შემდეგ (შესაძლებელია ადრეც) გამოვლინდეს. განასხვავებენ სამ სტადიას. პირველ სტადიაზე შინაგან ორგანოებსა და სისტემებში ცვლილებები არ ხდება, წნევა ეპიზოდურად იმატებს და ნორმას თავისთავად უბრუნდება. მეორე სტადიაზე ასეთი ეპიზოდები უფრო ხშირია და წნევის დაწევა მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით შეიძლება. მესამე სტადიისთვის დამახასიათებელია სტაბილური მაღალი არტერიული წნევა, ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიური ცვლილებები. ეს სტადია სასიკვდილო გართულებებით იმუქრება.

გარდა აღნიშნულისა, განასხვავებენ ცერებრალურ და კარდიალურ ჰიპერტონიას. პირველ შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებები თავში ლოკალიზდება. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, დილით კეფის მიდამოში აღმოცენდება, ყურებში ხმაური, თავბრუ, გულისრევა, ცხვირიდან სისხლდენა, უძილობა, თვალების წინ შავი წერტილები. მეორე შემთხვევაში პაციენტს ჩვეულებრივ აწუხებს ტკივილი ბეჭის ქვეშ, მკერდში, ხელის თითებში ჩხვლეტა.

სამწუხაროდ, ბევრი სხვა დაავადების მსგავსად, ჰიპერტონია ხშირად დიდი ხნის განმავლობაში თავს არაფრით ამჟღავნებს. ზოგიერთი ავადმყოფი წნევის ხტუნვას საერთოდ არ გრძნობს, ზოგჯერ კი მათი ორგანიზმი იმდენად ეჩვევა, რომ ასეთ მომენტებში პაციენტები თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ამიტომ ყოველმა ადამიანმა, განსაკუთრებით 40 წლის ზევით, წნევა რეგულარულად უნდა აკონტროლოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, წნევა 140/90მმ–ზე ზევით მომატებულად ითვლება. წნევის მკვეთრი მომატება პათოლოგიის ნიშნად არ ითვლება. დღის სხვადასხვა მონაკვეთში და სხვადასხვა ფაქტორის (ემოციური განცდა, ფიზიკური და სექსუალური აქტივობა, ალკოჰოლის მიღება) ზეგავლენით მაჩვენებელი შეიძლება არსებითად მერყეობდეს. გაცილებით მნიშვნელოვანია, მომატებული წნევა ნორმას რამდენად სწრაფად უბრუნდება. როგორც წესი, ეს ნახევარ საათში უნდა მოხდეს.

დიაგნოზი “ჰიპერტონიული დაავადება” სხვადასხვა დღეებში წნევის მრავალჯერად გაზომვას (დღეში არანაკლებ 5–ჯერ, მათ შორის ღამით და გაღვიძებისთანავე) ეფუძნება.

მკურნალობა

ჰიპერტონია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება, მემკვიდრეობითი მიზეზებით, მავნე ჩვევებით, ხანდაზმულობის ასაკით და სისხლძარღვების ცუდი მდგომარეობით გამოწვეული. არსებობს სიმპტომური ჰიპერტონიული დაავადებაც, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებებთან: თირკმლების დაავადებებთან, თირკმლების არტერიებთან, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიებთან, გულის მანკთან. სიმპტომური ჰიპერტონიის სამკურნალოდ მხოლოდ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების მიღება არასაკმარისია. პირველ რიგში საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა.

ჰიპერტონიის თვითმკურნალობა არ შეიძლება. არტერიული წნევის დამწევ საშუალებებს მეტად ძლიერი მოქმედება აქვთ, ამიტომ წნევის უეცრად და ძლიერ დაწევას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. წამლის შერჩევა და დოზა ექიმის პრეროგატივაა. პრეპარატის დანიშვნის დროს ექიმი არამხოლოდ დიაგნოზს, ასევე სხვა გარემოებებს ითვალისწინებს: ავადმყოფის ასაკს, დაავადების სტადიასა და კლინიკურ ფორმას, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გართულებების არსებობას (სტენოკარდია, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა), სხვა ორგანოების ფუნქციის დარღვევებს (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქოსპაზმი და ა.შ.).

სადღეისოდ ჰიპერტონიას მკურნალობენ არა ერთი წამლით, არამედ რამდენიმე პრეპარატის შერწყმით. შედეგად წნევა არამხოლოდ სტაბილურად ქვეითდება, ასევე გვერდითი ეფექტებიც მცირდება. თანამედროვე ახალ პრეპარატებს ხანგრძლივი მოქმედება აქვთ – დღეში ერთჯერადი მიღებით წნევას 24 საათის განმავლობაში აქვეითებს.

რჩევა: წნევის ძლიერ სწრაფად და მოკლე დროში დაგდება არ შეიძლება. ბევრად უფრო უსაფრთხოა ამის რამდენიმე თვის განმავლობაში 2–3 ეტაპად გაკეთება. ავადმყოფი სისხლის ახალ წნევას თანდათან ეჩვევა, ხოლო სწრაფად დაწევის დროს შეიძლება აღმოცენდეს გულის ან ტვინის იშემია (ადგილობრივი სისხლნაკლულობა, რაც გამოწვეულია მკვებავი არტერიების დაცობით ან დავიწროებით).

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ შეიძლება. ჰიპერტონია ქრონიკული დაავადებაა. ერთხელ აღმოცენებული, უკვე აღარ ქრება. ამიტომ წამლისმიერი თერაპია მუდმივი უნდა იყოს.

წამლის დოზების თვითნებურად შემცირება საშიშია. ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ექიმი იღებს.

პროფილაქტიკა

თამბაქოს მოწევას თავი დაანებეთ; მეტი იმოძრავეთ (განსაკუთრებით სასარგებლოა სირბილი და ცურვა); ცილოვანი და ცხიმიანი საკვები ცოტა მიიღეთ; ხელოვნური საკვები დანამატების შემცველი კონსერვები და კერძები, ასევე მარილი შეზღუდეთ; წონა აკონტროლეთ; არანაკლებ 8 საათისა იძინეთ. ჰიპერტონიისკენ მიდრეკილების დროს სასარგებლოა ბევრი ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის, რძის პროდუქტების მიღება. დაიცავით მცენარეული დიეტები. სტრესებს მოერიდეთ. მეტად სასარგებლოა მედიტაცია,სარელაქსაციო მასაჟები სამკურნალო ფიტნესთან ერთად. თუ ნერვულ დაძაბულობას თავად ვერ ძლევთ, ექიმს მიმართეთ. ის ემოციური აგზნების შემამცირებელ პრეპარატს დაგინიშნავთ.
_________________________________________________________________
სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟები, ხერხემლის პათოლოგიების და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მასაჟები ვაკუუმთერაპიით, ელექტრო და ციფრული აკუპუნქტურით მასაჟის და კოსმეტოლოგიის ცენტრში “სერაფიტი”. ჩაწერა ტელეფონებზე: 296-52-10, 558-21-27-55.
cifruli masaJori__________________________________________________________________

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in მაღალი წნევა and tagged , , . Bookmark the permalink.

4 Responses to რა მოვუხერხოთ მაღალ წნევას?!

  1. jemal bazadze says:

    gamarjobaT…ramdenad mizanSewonilia maRali wnevis dros sarelaqsacio an ubralod saerTo masaJebi? gmadlobT winaswar pasuxisTvis (var 52 wlis mamakaci, 4-5 welia regularulad vsvam wnevis dasaregulirebel wamlebs)

    • ბატონო ჯემალ, მასაჟი არაა ჰიპერტონიის უკუჩვენება, პირიქით, რეგულარული მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და წნევის დარეგულირებასაც. უშუალოდ მასაჟის დროს პაციენტს არ უნდა ჰქონდეს მაღალი წნევა-ეს ყველა პროფესიონალმა თერაპევტმა იცის. ჰიპერტონიკმა მასაჟის სეანსის წინ აუცილებლად უნდა მიიღოს წნევის დამწევი საშუალება. მისასალმებელია, რომ თქვენ სტაბილურად ირეგულირებთ წნევას,რაც თავიდან აგაცილებთ მაღალ წნევასთან დაკავშირებულ ბევრ გართულებას. ამ ფონზე საერთო მასაჟი მისასალმებელი და საჭიროცაა. წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ

  2. teo says:

    Gamarjobat. Maqvs magali cneva da marjvena yurshi vgrznob smenis daqveitebas da shuils. Rodemde gastans es yuris problema da calke xom arunda vimkurnalo yurzee? Shuili rom momexsnas da titqos dagubebuli maq. Cnevis camlebs vigeb damcevs. Madloba cinascar. Var 39 clis

    • ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე (ხერხემლის მიმართულებით მუშაობას ვგულისხმობ) უნდა გამოიკვლიოთ მიზეზი. თუ ეს მოდის კისრის ოსტეოქონდროზიდან, მაშინ უნდა უმკურნალოთ ხერხემალს.მაღალი წნევა და ყურის შუილი, თავის ტკივილი-ეს მიუთითებს კისრის სეგმენტის პრობლემებზე, თუმცა წნევასთან დაკავშირებით პირველი ვიზიტი კარდიოლოგთან უნდა განხორციელდეს.ჯანმრთელობას გისურვებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s