სახის მოვლა, ეპილაცია…(შეკითხვები კოსმეტოლოგთან)

რუბრიკა მოამზადა კოსმეტოლოგმა მარინა ჩხობაძემ.
-გამარჯობათ. გამიგია რომ თმის მოშორება (გაუფერულება ) შეიძლება პერეკისით. ეს შესაბამება თუ არა სიმართლეს და როგორ გამოვიყენოთ და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ბიკინის მიდამოებში თმის მოსაშორებლად?

-წყალბადის ზეჟანგით (პერეკისით) მართლაც შეიძლება თმის გაუფერულება (ოღონდ არა მოცილება), წყალბადის ზეჟანგი შეიძლება გამოყენებული იქნას ბიკინის არეშიც. ამისათვის საპნის ქაფში აურიეთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი და ცოტა ხნით (რამდენიმე წუთი) წაისვით თმებზე, რომლის გაღიავებაც გსურთ. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
____________________________________________________________________
–ვარ 16 წლის, თმას ვისწორებ თმის უთოთი, ძალიან ხშირად. იქნებ მირჩიოთ, რა ვქნა, რომ არ დამეწვას და დამიზიანდეს? იქნებ თმის აღმდგენი ნიღაბი მირჩიოთ?
- გირჩევთ, უფრო იშვიათად გამოიყენოთ თმის უთო.
თუ თმები დაზიანებული გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ სპეციალური შამპუნები და ბალზამი დაზიანებული თმებისთვის. ჩვენ ასეთ საშუალებას გასწავლით: შეიზილეთ თმებში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანეთ. მაგრამ იგი უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში დააზიანებს თმებს. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას.
_____________________________________________________________________
- ვარ 34 წლის, მაქვს გამომშრალი კანი. გთხოვთ მირჩიოთ, სახის გამწმენდი ლოსიონი სახლის პირობებში როგორ დავამზადო? ამჟამად ვხმარობ კოსმეტოლოგის მიერ დამზადებულ რძის გამწმენდ ლოსიონს და მკვებავს. გთხოვთ მირჩიოთ ასევე თვალთან წარმოქმნილი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება.
- ასეთი საშუალებები მზა სახით იყიდება აფთიაქებში, სილამაზის სალონებსა და პარფიუმერიის მაღაზიებში და მათ არანაკლები ეფექტი აქვთ, ვიდრე სახლში დამზადებულ საშუალებას. რადგან მშრალი კანი გაქვთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კანის დასატენიანებელი კრემებიც, რომელთაც შეგირჩევთ კოსმეტოლოგი კანის დიაგნოსტიკური დათვალიერების შემდეგ.
_____________________________________________________________________
- მაინტერესებს კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით რომელი რძის გამოყენება იქნება ეფექტური-ძროხის თუ ქარხნული წარმოების და რომელი ფირმის რძეს გვირჩევდით გამოყენებისათვის, რადგან როგორც გამიგია, თითქმის ყველა ქარხნული რძე ფხვნილისგან მზადდება და ხელოვნურია..
- კოსმეტიკური თვალსაზრისით ძროხის რძის გამოყენებაა მიზანშეწონილი.
_____________________________________________________________________
- მაქვს მშრალი სახის კანი, ვხმარობ მშრალი კანისთვის კრემს, მაგრამ არ მშველის. იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო? ვარ 22 წლის.

- კანის სიმშრალის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
>ამინდი: კანზე მზის სხივების, ქარის, სიცივის პირდაპირი ზემოქმედება;
>ჰაერის სიმშრალე, რომელსაც განაპირობებს ზამთარში სახლის გადამეტებული გათბობა, ზაფხულში _ კონდენციონერი.;
>ცხელი წყლით ხშირი ბანაობა, ტუტე საპნის გამოყენება, კოსმეტიკის ზედმეტი მოხმარება;
>კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადებაც, რომელსაც ხშირად ქავილიც ახლავს: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა, ალერგია, ფსორიაზი, დერმატიტი, ეკზემა;
>მემკვდრული წინასწარგანწყობა;
>კანის დაბერებას ახლავს კანის ელასტიკურობის დაქვეითება და სიმშრალე.
ახლა გასწავლით, თუ როგორ უნდა მოუაროთ მაშრალ კანს:
-აუცილებელია გამოძინება. ძილის დროს კანის უჯრედები აღდგება, კანი ისვენებს,
-რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და კანის ზედაპირის (მათ შორის ხელის კანისაც) მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედებს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
-ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი.
-საკვები რაციონი გაამდიდრეთ მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და ჩ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით.
-შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის, კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და ცხიმის მიღება.
-უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე;
-ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას.
-შხაპი და აბაზანა დღეში 2-ზე მეტად არ მიიღოთ, არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით (უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლით ბანაობა), გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით. ბანაობის შემდეგ კანი ნაზად გაიმშრალეთ (უხეშად არ გაიწმინდოთ, ეს გამოიწვევს მშრალი კანის გაღიზიანებას);
რადგან მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემები არ გშველით, გირჩევთ, მიმართოთ ენდოკრინოლოგს და დერმატოლოგს ზემოთ დასახელებული დაავადებების გამოსარიცხად.
_____________________________________________________________________
- მაქვს დისკომფორტი იმის გამო, რომ სახეზე ძალიან ბევრი შავი წერტილები მაქვს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიშორო? და მართალია, რომ ნალექიანი ყავის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ამ წერტილების გამრავლებას?
- თავდაპირველად გეტყვით, რომ საუკეთესო იქნება კოსმეტოლოგთან ვიზიტი და კანის გაწმენდა. ცხიმიანი კანის ფორებში (ასეთ კანს უფრო ფართე ფორები აქვს, ვიდრე მშრალ კანს) მოხვედრილი მტვერი ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება “შავი წერტილები” – კომედონები. თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები: დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობენ ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ. შავ წერტილებს ასევე აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 ს.კ. რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით სახესა და კისერზე. როცა ეს მასა სახეზე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დაბოლოს, ყავა არ უწყობს ხელს კანზე შავი წერტილების გაჩენას.
_____________________________________________________________________
- თმას პინცეტით ამოიღებ თუ ეგრეთ წოდებული “ძაფით” ამაში არის რაიმე განსხვავება? იძახიან, რომ ძაფით ამოღება დროდადრო ამცირებს თმას. დიდი მადლობა წინასწარ ყურადღებისათვის.
- ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ორივე შემთხვევაში ერთნაირია პრინციპიც და შედეგიც. საერთოდ, სასურველია,ეპილაციისთვის მიმართოთ პროფესიონალს.
_____________________________________________________________________
- მაინტერესებს შეიძლება თუ არა ჭარბთმიანობის სამუდამოდ აღმოფხვრა ისე, რომ მერე არ შემაწუხოს. ასევე მინდა გითხრათ, რომ გენში მაქვს ჭარბთმიანობა და თუ შეიძლება გთხოვთ მითხარით, ოღონ ლაზერული ეპილაცია გამორიცხეთ .
- ჭარბთმიანობის სამუდამოდ აღმოფხვრა არ შეიძლება. თუმცა სისტემატური ვიზიტი კოსმეტოლოგთან და ეპილაციის გაკეთება იძლევა პერმანენტულ დადებით შედეგს.
_____________________________________________________________________
m>მაქვს ბუნებრივად მოყვითალო ფერი სახეზე. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ სახის ფერი ცოტა უფრო “ხალისიანი” გავხადო.
- არსებიბს სპეციალური კრემები და ნიღბები, რომელთაც გარკვეული გამათეთრებელი ეფექტიც აქვთ. მაგრამ მათი შერჩევა კოსმეტოლოგს უნდა მიანდოთ, რადგან აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებულის ასაკს და სახის კანის ტიპს. გარდა ამისა არსებობს ტონალური კრემები და პუდრები, რომლის დადხმარებითაც სახის კანისთვის სასურველი ფერის მინიჭება არის შესაძლებელი (რასაკვირველია დროებით). გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა,ძალიან კარგია მასაჟი ზოგადად და კერძოდ: სახის, თავის, მხრები–მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სახეზე,რაც საუკეთესოდ აისახება კიდეც მასზე.
____________________________________________________________________
შპს “სერაფიტი” (საბჭოს მოედანთან, მაზნიაშვილის 20)გაგიწევთ სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, შემოგთავაზებთ ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა სახის მოვლის საშუალებებს. აგრეთვე: ხელსაყრელ ფასად შეგასწავლით კოსმეტოლოგიის ძირითად კურსს, ეპილაციას, აპარატულ კოსმეტოლოგიას. გაიცემა სერტიფიკატი.სწავლის ღირებულებაა თვეში 200 ლარი (სრული კურსი გრძელდება სამ თვეს და მოიცავს 36 ლიცენზირებულ გაკვეთილს). თუ კურსდამთავრებული დააპირებს ჩვენი სასწავლო ცენტრის კიდევ სხვა სპეციალობის (მასაჟის სრული კურსი) შესწავლას, მაშინ ნაცვლად 600-სა, მეორე სპეციალობის დასაუფლებლად გადაიხდის მხოლოდ 400 ლარს! საკონტაქტო ტელეფონი: 296-52-10, 555-37.48.42, მარინა.

About these ads

About massagetbilissi

კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 555-37.48.42
This entry was posted in ეპილაცია., სახის მოვლა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

54 Responses to სახის მოვლა, ეპილაცია…(შეკითხვები კოსმეტოლოგთან)

  1. natia says:

    gamarjoba…orsulobis shemdeg saxeze mcireraodenobis laqebi damrcha da mainteresebs ra sashualeba sheidzleba gamoviyeno mis gasaqrobad tu aris es shesadzlebeli….madloba winaswar.var 22 wlis

    • gamarjobaT.ase disatanciurad rac Semidzlia,rom giTxraT,isaa,rom orsulobis Semdeg zogadad icis saxeze laqebis (moyavisfro ufro metad) laqebis gaCena. aman stresSi ar CagagdoT, vinaidan nerviuloba aqveiTebs imunitets, romelmac unda aalagos es laqebi Seni saxidan.Tumca amas schirdeba xelSeckoba kanis gamcmendi saSualebebiT,rac unda SearCioT Tqveni kanis Sesabamisad. vinaidan mxolod 22 wlis xarT, girCevT SearCioT universaluri,araintensiuri kremebi. warmatebebs gisurvebT.

  2. sopo says:

    epilaciis shemdeg damrcha laqebi..nanemsrebi metoyoba.mainteresebs tu sheidzleba amas ramit vushvelo?

    • გამარჯობა სოფო. ხარისხიანი აპარატურით და ნემსით გაგეთებული ეპილაციის შემდეგ იშვიათად რჩება ნანემსრები.მაგრამ თუ ასეთი მაინც რჩება და არ შუშდება იგი რამდენიმე დღეში,მაშინ საჭიროა დადგინდეს ამ ნანემსრების ხასიათი (პიგმენტური ლაქა ხომ არ არის?) და დავიწყოთ სახის იმ ნაწილის შესაბამისი დამატენიანებელის და მკვებავის შერჩევა და მკურნალობა. კიდევ ერთი, სოფო, არ ინერვიულო-სტრესი და ნერვიულობა სახის კანისთვისაც მავნებელია ისე,როგორც -ზოგადად ორგანიზმისთვის.ყველაფერი კარგად იქნება.

      • sopo says:

        3 kvira gavida ukve da shedegs ver vxedav.nanemsrebi laqebivit maqvs da meshinia ase ar darches. mzeze siaruli upro xom ar gamirtules amas? iqneb mirchiot rame wamali,mazi an sxva ram rac momirchens amas?

  3. სოფო, რაც შემიძლია ასე დისტანციურად, კანის დათვალიერების გარეშე გირჩიოთ, არის ის,რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყიდოთ თუნდაც კარგად რეკლამირებული და შეფუთული კრემები, თუ არ იცით, შეესაბამება თუ არა ის კრემი თქვენი კანის სტატუსს.მე გუშინ ბაზრობაზე შემთხვევით ვნახე 10 ლარიანი “შანელის” დამატენიანებელი. მიხვდით,ალბათ რატომაც გწერთ.აუცილებელია მაინც,ენდოთ კოსმეტოლოგს რომელიმეს,კვალიფიციურს და ის შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა კოსმეტიკურ პრეპარატს. გარდა ამისა, ეპილაციის შემდეგ სახეს სჭირდება მოვლა.ორი დღე სასურველია,წყალი საერთოდ არ გააკაროთ კანს, ზოგჯერ მე ვუნიშნავ ხოლმე პაციენტს სპეციალურ მალამოებს. თქვენმა კოსმეტოლოგმა, ვინც ეპილაცია გაგიკეთათ,იქნებ დაგინიშნათ ასეთი მოვლა და თქვენ ყურადღების მიღმა დატოვეთ? დამცავი კრემები გჭირდებათ,მზე აღიზიანებს ცხადია იმ ლაქებს,რაც დაგრჩათ ეპილაციის შემდეგ…ვიმეორებთ, შერჩევა ამ კრემებისა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად-ანუ კანის დათვალიერების შემდეგ. ჩემი ვარაუდით არ გაწყენთ ელექტრო სკრაბერით სახის გაწმენდაც, რომელიც საოცარ შედეგებს იძლევა ასეთ დროს…წარმატებებს გისურვებთ!

  4. maia says:

    სახეზე თმის მოშორების რომელი მეთოდია ეფექტური.ლაზერი თუ ნემსი?და რამდენად მტკივნეულია?იქნებ მიპასუხოთ დაწვრილებით.გმადლობთ

    • გამარჯობათ…არსებობს კიდე მესამე მეთოდი-ბიოეპილაცია. სამივეს თავის დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს და პიროვნებაზეა დამოკიდებული, რომელი თვისების მიღება სეუძლია უფრო მეტად. სამივე მეთოდს ვიყენებ. ჩემი გამოცდილებით მაინც ელექტრო ეპილაცია პლატინის ნემსით უფრო ეფექტურია. ტკივილი ძალიან მინიმალურია (თუ კოსმეტოლოგი იყენებს საუკეთესო აპარატს), სამაგიეროდ აქვს მორჩენის თითქმის ასპროცენტიანი გარანტია. 2-3 სენსში თმიანობა ფაქტიურად აღარ მეორდება სახეზე…პატივისცემით: მარინა ჩხობაძე

  5. keti kizikelashvili says:

    გამარჯობათ, სახეზე გამიჩნდა ყავისფერი ლაქები, დერმატოლოგმა მითხრა რომ ჩემი არ არის და კოსმეტოლოგს მიმართეო, კოსმეტოლოგმაც იგივე მიპასუხა. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, ძალიან გთხოვთ,იქნებ რამე მირჩიოთ, ლაქები შუბლზე მქონდა და ეხლა თვალის გარე კუთხეებთანაც მიჩნდება. წინასწარ გიხდით მადლობას.

    • მე კოსმეტოლოგის პოზოციიდან გწერთ: პილინგი ხომ არ გაგიკეთებია და მის მერე ხომ არ დაგრჩა? შესაძლოა ფეხმძიმობის დროსაც მოხდეს ასეთი რეციდივი…სახის წმენდას კოსმეტოლოგის მხრიდან მხოლოდ მაშინ აქვს გამართლება,თუ დარწმუნებულია იმაში. რომ გამონაყარი არაა ინფექციური წარმოშობის ან შინაგანი ორგანოების დაზიანებით. გაუფერულება ამ ლაქების შეიძლება სხვადასხვა საშუალებით,მაგრამ ეს დროებითი ეფექტი იქნება. ამჟამად დისტანციურად, გარეგანი დათვალიერების გარეშე მხოლოდ ეს შემიძლია, გითრა, ქეთი

      • miro says:

        gamarjobat.mec saxeze muqi laqebi gamichnda,rac ,vpiqrob rom arasworma gamwmendi sashualebis gamoyenebam da mzeze yopnam gamoiwvia.titqmis weliwadia viyeneb sxva da sxva sashualebebs,mazebs, gasauperuleblad,an vimedovneb laqebis mosashoreblad,magram shedegi dzalian mcirea.amzhamad aravar saqartveloshi da aramaqvs sashualeba kosmetologs mivmarto ,gtxovt mirchiot saxlis pirobebshi ra sashualeba sheidzleba gamoviyeno.winaswar gixdit madlobas

      • გამარჯობა მირანდა.ვინაიდან არ ვიცი თქვენი სახის კანის ტიპი, ლაქების გამომწვევი მიზეზები (რაც სხვადასხვა შეიძლება იყოს), გამიჭირდება რამე გირჩიოთ ასე დისტანციურად. ოჯახურ პირობებში გაკეთებულმა კრემებმა სეიძლება პირიქით, გააღიზიანოს სახის კანი, თუ ლაქები ინფექციური წარმოშობისაა (მაგალითად).

  6. keti kizikelashvili says:

    უღრმესი მადლობა პასუხისათვის. მინდა გითხრათ, რომ ფეხმძიმობა არ მქონია, და ეს გამორიცხული რომ აქედან ყოფილიყო. შინაგანი ორგანოებიც თითქოს და ცესრიში მაქვს. ვარ 28 წლის და მაქვს ცხიმიანი კანი.

  7. ნანა says:

    ქალბატონო მარინა, ძალიან მინდა თქვენს სასწავლო ცენტრში გავიარო “კოსმეტოლოგიის სრული კურსი”. როგორც ვიცი, სწავლის ღირებულებაა 600 ლარი. ეს ნამდვილად არაა დიდი ფასი იმ პროფესიულ დამოკიდებულებასთან მიმართებაში, რასაც თქვენს შესახებ ვგებულობ. უბრალოდ, ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი თანხაა და თუ არსებობს რაიმე შეღავათი, თუ სწავლის ღირებულებას ერთიანი გადახდით დავფარავ? დიდი მადლობა წინასწარ.

    • ნანა, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მსმენელებს მათთვის მისაღებ გრაფიკს, ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამებს, კოსმეტოლოგიის სრულ კურსში შედის ელექტრო და ბიოეპილაცია, აპარატული კოსმეტოლოგია (ბევრ კონკურენტ სასწავლო კაბინეტებისგან განსხვავებით)…სწავლება ინდივიდუალურად მიმდინარეობს, რაც დიდ დროს მოითხოვს როგორც თეორიისთვის, ასევე-პრაქტიკისთვის. ამის გამო მოსწავლეთა მიღებაც რეგლამენტირებული მაქვს. მიუხედავად ამისა, დამიკავშირდით, შევეცდები, თქვენთვის ხელსყრელი პირობები შეგიქმნათ. 555-37-48-42, მარინა

  8. Nutsa says:

    გამარჯობათ,მაინტერესებს ნემსით ეპილაციის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება რუმიანის ან ტონალურის წასმა?

    • თუ ეპილაცია კეთდება პროფესიული მოხმარების აპარატით (ოზონისა და დარსონვალის თანხლებით) , ტონალურის წასმა ორ დღეში შეიძლება.

  9. nita says:

    gamarjobat. saxezei cxviris da tvalebis midamoebshi maqvs danachvretebuli kani var 20 clis.ra sashualebebit sheizleba mati gaqroba? madloba cinascar

    • შესაბამისი სამკურნალო ნიღბებით, რომელთა ერთერთი მთავარი კომპონენტია მაღალი ხარსხის თეთრი თიხა

  10. nita says:

    რა სახის ნიღბები შეიძლება რომ გავიკეთო? მადლობა

    • ნიტა,ასე შორიდან ვერაფერს გირჩევ. სახის დათვალიერება მაინც უნდა მოხდეს,რომ სეგირჩიოთ სახეობები.თუ შეძლებთ, მობრძანდით ჩვენთან, კონსულტაცია არის უფასო. მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შემდეგ შემიძლია გითხრათ რეკომენდაციები..

      • nini says:

        gamarjobat, ushvalod tqven aketebt eleqtros? aparatsac mnishvneloba aqvs gaketebis dros da nemssac iqneb mitxrat?

      • მე ვაკეთებ ელექტრო ეპილაციას კი, თქვენი სურვილის შემთხვევაში…ნემსი, ცხადია, ახალი იქნება (ერთჯერადია)…

  11. nino says:

    sadaris tqveni klinika iqneb mitxrat konsultaciaze moval tu upasoa ratqmaunda :)

    • :) …კი, უფასოა. ჩვენი სასწავლო ცენტრი -კლინიკა მდებარეობს საბჭოს მოედანთან,მაზნიაშვილის 20-ში…სერაფიტი…მობრძანდით დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე…კონსულტაცია უფასოა კი…:)

  12. nino says:

    aucilebladdd , madloba :*

  13. nino says:

    qalbatono marina piradshi rogor mogwerot , ragacis kitxva minda da …

    • იქნებ დამირეკოთ და ვისაუბროთ. ან ფეისბუქზე მომწერეთ: ჩემი გვერდია: “კოსმეტოლოგიისა და მასაჟის კაბინეტი”

  14. nino says:

    dagimatet mgonii =)

  15. ani says:

    გამარჯობათ. ზადა ტუჩზე გავიკეთე ეპილაცია ნემსით 1 თვის წინ. წითელი ნაწიბურები ისევ მაქვს და არ ვიცი რა ვქნა. ხომ ვერ მირჩევთ როგორ უნდა მოვიქცე

    • როგორც ჩანს, ზედმეტი მუხტის გამო დაგეწვათ ცოტათი კანი…გადაგივლით გარკვეული დროის შემდეგ. დროებითი ეფექტისტვის კი შეგიძლიათ, გამოიყენოთ გასაუფერებელი კოსმეტიკური საშუალება

  16. sveta says:

    gamarjobat, saxeze gamichnda kavisferi laqebi tvalis qvemot, rogor vimkutnalo?

    • ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნატურალური ნუშის ზეთის “დაფენა” საღამოობით…

  17. nini says:

    gamarjobat saxeze maqvs gamonayari, var 21 wlis,, gardatexis periodshi ufro meti mqonda , exla ise agar, magram mainc dzalian mawuxebs.ar aris kuchnawlavis brali da arc hormonaluri dargveva maqvs,ver vigeb risi bralia,dzalian gtxovt iqneba rame mazi mirchiot an xalxuri medicinidan rame efeqturi ? didi madloba winaswar

    • ნინი, ასე ზეოირად ვერ გეტყვი, თუ ეს ყველაფერი არაა შინაგანი პათოლოგიებით გამოწვეული (როგორც შენ მწერ), მაშინ სახის წმენდა უნდა ჩაიტარო აუცილებლად, დაგენისნება შესაბამისი კრემები-თუმცა ამის ზედაპირულად-კანის დათვალიერების გარეშე გაკეტება, მერწმუნე, ძნელია…კონსულტაციას ნამდვილად არ დაგზარდებით, მობრძანდით ჩვენთან, როცა შეძლებთ

  18. eka says:

    გთხოვთ მიპასუხოთ თუ შეიძლება რამე ეშველოს ლაქებს ტუჩის ზემოთ რომელიც ეპილაციის გამო არის დარჩენილი

  19. ნიკა says:

    გამარჯობათ სახეზე მაქვს ფერჭამიები და რა ვქნა?

    • კონკრეტულად ფერიჭამიების ამოღება ხდება სახის ღრმა წმენდის დროს. ზოგადად კი სახის ნებისმიერი გამონაყარის მიზეზი შინაგანი ორგანოების(ძირითადად კუჭნაწლავის სისტემის) პრობლემის მიმამიშნებელია.ამიტომ ამ მიმართულებითაც გმართებთ მკურნალობა

  20. marine says:

    gamarjoba, saxeze maqvs gamonayarebi da ras mirchevt, ra gavaketo?zogjer prishikepshi yviteli wyali iqneba.saertod maqvs problemuli kani ra gavaketo rom sufda da swori kani mqondes? winaswar gmadlobt, damexmaret ra

    • გამარჯობა მარინე.ყველა ვარიანტში თქვენ გჭირდებათ კომპლექსური მკურნალობა: შინაგანი ორგანოების (ძირითადად საჭმლის მომნელებელი სისტემის) მოწესრიგების პარალელურად სახის კანის მოვლის-მკურნალობის საშუალებების მიღება.გირჩევთ დაიწყოთ პირველით.ჯანმრთელობას გისურვებთ

  21. marine says:

    გამარჯობა, სახლის პირობებში რა გავაკეთო, რომ სახეზე დარჩენილი ლურჯი ლაქები გაუჩინარდნენ ? დიდი მადლობა წინასწარ

    • სახლის პირობებში გამონაყარის და ლაქების მკურნალობა შეუძლებელია. სახის კანის მოვლის ხალხური მეთოდები მრავლადაა შესაბამის ლიტერატურაში, ინტერნეტშიც- შეგიძლიათ ,გაეცნოთ მათ. მე,როგორც პროფესიონალ კოსმეტოლოგს, სახის დათვალიერებისა და დიაგნოსტიკის გარეშე გამიჭირდება ნებისმიერი კონკრეტული რჩევის მოცემა.

  22. ნინო says:

    გამარჯობათ.მედიკამენტური მკურნალობის ფონზე დამერღვა ციკლი და დამეწყო ჭარბთმიანობა ზედა ტუჩზე.ლოყებზე და კისერზე,ასევე სახეზე არსებულ ხალებზე ამომივიდა უხეში თმა.სავარაუდოდ ჰორმონალური ბალანსი დამერღვა.მაინტერესებს რომელი ეპილაცია იქნება ეფექტური და და გამიქრება თუ არა თმა ეპილაციის მერე.ძალიან განვიცდი იქნებ მირჩიოთ მკურნალობის მერე ციკლის ღდგენას დაველოდო თუ არ აქვს მნიშვნელობა ეპილაციაზე როდის მივალ.მადლობტ წინასწარ

  23. ნინო says:

    პასუხს რატომ არ მწერთ?

    • ნინო, გამარჯობათ.ჯერ უნდა იმკურნალოთ, მოიწესრიგოთ ჰორმონალურიბალანსი და ამის შემდეგ-ელექტრო ეპილაციაზე დაიწყოთ სიარული.

  24. ნინო says:

    ჰორმონები გავიკთე და წესრიგში მაქვს ,ელექტრო ეპილაცია მტკივნეული პროცედურაა ,რადგან მე მტელს სახეზე და ყელზე მომიწევს გაკეტება,თუ არსებობს რამე გამაყუცებელი ეპილაციის წინ კანზე წასამელად.გმადლობთ პასუხისთვის

    • ნინო, ელექტრო ეპილაცია აღარაა ისე მტკივნეული თანამედროვე აპარატებით…მეორეც, იგი უფრო პროდუქტიულია ყველა შედეგით. გამაყუჩებლის როლს ასრულებს ოზონი, რომელიც მოჰყვება თანამედროვე ელექტროეპილატორებს.

  25. ნინო says:

    თქვენ თუ აკეთებთ მსგავს ეპილაციას? თქვენს მისამართს და ეპილაციის ფასსაც თუ მომწერთ დიდად მადლობელი დაგრჩებით

    • 1 საათი ღირს 20 ლარი.მისამართი: საბჭოს მოედანთან,მაზნიაშვილს 20, სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”. დრო შეათანხმეთ ტელეფონზე: 555-37-48-42

  26. lasha says:

    gamarjobat, saxeze maqvs ferimchamelebi, rogor undamivxedo, da ragirs am proceduris chatareba? tu ketdeba tqventan?

    • ლაშა, თავდაპირველად სჯობს მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს,რათა გაირკვას გამონაყარის მიზეზი…თუ პრობლემა შინაგანი ორგანოებიდან მოდის-მაშინ სჯობს მკურნალობა ამ პრობლემის გადაწყვეტით დაიწყოთ.სხვა შემთხვევაში სახის ღრმა წმენდა მხოლოდ დროებით ეფექტს მოგცემთ.

  27. lasha says:

    mainteresebs es droebiti gacmenda ra girs , da sad ketdeba es yvelaferi? tu shegidzliat rom mitxrat

    • სხვადასხვა ფასი ღირს.ნებისმიერ კოსმეტოლოგს შეგიძლიათ მიმართოთ….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s