ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვება

· ჯანსაღი კვების მნიშვნელობა
· საკვები ნივთიერებები და მათი ფუნქციები ორგანიზმში
· როგორ ვიკვებოთ სწორად?
· პროდუქტების ულუფების პირობითი ერთეულები
· ერთდღიანი მენიუს მაგალითი

ჯანსაღი კვების მნიშვნელობა

ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ, იაფ და სასარგებლო კერძებს.
რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ში განსაზღვრავს სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ში – გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ში – ცხოვრების წესი და კვება.

სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, დავრჩეთ მოხდენილები და გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.

საკვები ნივთიერებები და მათი ფუნქციები ორგანიზმში

კვების სრულფასოვნება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება რაციონის ბალანსირებულობით ისეთი საკვები ნივთიერებების მიხედვით როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები.
ცილები – “აგურებია”, რომლისაგანაც შენდება ორგანიზმი და სიცოცხლისათვის ყველა აუცილებელი ნივთიერებები: ჰორმონები, ფერმენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.
ცხიმები ორგანიზმს უზრუნველყოფენ ენერგიით, ცხიმში ხსნადი ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.
ნახშირწყლები სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის ძირითადი წყაროა.
საკვები ბოჭკოები – ხელს უწყობს საჭმლის კარგად მონელებასა და შეთვისებას, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს პროფილაქტიკისათვის.
მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები უზრუნველყოფენ ნივთიერებეთა ცვლის პროცესებსა და საერთოდ, ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

როგორ ვიკვებოთ სწორად?
ბალანსირებული რაციონი – ეს არის პროდუქტების მიღება ოპტიმალური თანაფარდობით, რომლის თანამედროვე მოდელს პირამიდის სახე აქვს და მასზე ორიენტაციით თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ ყოველდღიური ბალანსირებული რაციონი:

პირამიდის ფუძე – პური, მარცვლეული და კარტოფილი (6-11 ერთ. დღეში);
შემდეგი I საფეხური ­ ბოსტნეული და ხილი (5-8 ერთ. დღეში);
შემდეგი II საფეხური – რძის პროდუქტები (რძე, იოგურტი, ყველი 2-3 ერთ. დღეში), ასევე ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი და ნიგოზი (2-3 ერთ. დღეში);

პირამიდის მწვერვალი – ცხიმები, ზეთები (იშვიათად. 2-3 ერთ. დღეში), აგრეთვე ალკოჰოლი და ტკბილეული (ეპიზოდურად, 2-3 ერთ. დღეში).

ყველა პროდუქტი იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად:

1. პური, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი და კარტოფილი;

2. ბოსტნეული და ხილი;

3. ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი და ნიგოზი;

4. რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი;

5. ცხიმები, ზეთები;

6. პროდუქტები, რომელთა მიღება უნდა შეიზღუდოს. უფრთხილდით მათ!

პროდუქტების ყოველი ჯგუფიდან ულუფების შემოთავაზებული რაოდენობის (პირობითი ერთეულები) მოხმარებისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დღის განმავლობაში სავსებით უზრუნველყავით ორგანიზმის მოთხოვნილებები ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით.

1 და 2 ჯგუფის პროდუქტები, რომლებიც საკვები რაციონის საფუძველს წარმოადგენენ, ყველაზე სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის და ხელს უშლიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარებას.

პროდუქტების ულუფების პირობითი ერთეულები

1. პური, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი და კარტოფილი (6-11 ერთ. დღეში) წარმოადგენენ ენერგიის, ნახშირწყლების, ბოჭკოების (უჯრედისი), ცილების, В ჯგუფის ვიტამინების, რკინისა და სხვ. წყაროს. ეს პროდუქტები თქვენი საკვების საფუძველია.

1 ერთ. = პურის 1 ნაჭერი.

1 ერთ. = ½დესერტის თეფში ფაფა.

1 ერთ. = 1 დესერტის თეფში მომზადებული კარტოფილი.

1 ერთ. = 1 დესერტის თეფში სუფი.
2. ბოსტნეული და ხილი (5-8 ერთ. დღეში) წარმოადგენენ ბოჭკოების (უჯრედისი), ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყაროს. რაც უფრო მრავალფეროვანია რაციონი ბოსტნეულითა და ხილით, მით უფრო უკეთესად არის საკვები ბალანსირებული. რეკომენდებულია მათი მიღება რამოდენიმეჯერ დღის განმავლობაში (არანაკლებ 400გრ. დღეში).

1 ერთ. = საშუალო ზომის 1 ბოსტნეული ან ხილი.

1 ერთ. = 1 დესერტის თეფში მოხარშული ბოსტნეული.

1 ერთ. = 1 დესერტის თეფში ბოსტნეულის სუფი.

1 ერთ. = ½ ჭიქა ხილის წვენი.

3. ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი, ნიგოზი, თხილი (2-3 ერთ დღეში)

წარმოადგენენ ცილების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყაროს.

მაღალი ცხიმიანობის მქონე ხორცი და ხორცის პროდუქტების ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარკოსნებით, თევზით, ფრინველის ხორცით ან უცხიმო ხორცით.

1 ერთ. = 85-90გრ. ხორცი.

1 ერთ. = ქათმის ბარკლის ან მკერდის ½ ნაწილი.

1 ერთ. = ¾ დესერტის თეფში დაჭრილი თევზი.

1 ერთ. = ½ -1 დესერტის თეფში პარკოსნები.

1 ერთ. = ½ კვერცხი.

1 ერთ. = 2 სუფრის კოვზი თხილი ან ნიგოზი.

4. რძის პროდუქტები: რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი (2-3 ერთ. დღეში)

წარმოადგენენ ცილებისა და კალციუმის წყაროს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძვლის სიმტკიცეს. რეკომენდირებულია რძე და რძის პროდუქტები ცხიმისა და მარილების ნაკლები შემცველობით.

1 ერთ. = 1 ჭიქა (250მლ.) მოხდილი რძე, რძე ან იოგურტი 1%-იანი ცხიმიანობით.

1 ერთ. = 1 ნაჭერი ყველი (30გ.) 20%-იანი ცხიმიანობით.

5. ცხიმები, ზეთები (2-3 ერთ. დღეში) წარმოადგენენ ენერგიის, A და E ვიტამინების წყაროს. რეკომენდებულია ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მცენარეული ზეთების (ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის, სოიის) გამოყენება და ცხოველური (ნაჯერი) ცხიმების (კარაქი, მარგარინი და სხვ.) მოხმარების შეზღუდვა.

ამისათვის აუცილებელია:

– იკვებოთ ნაკლებცხიმიანი პროდუქტებით (უცხიმო რძე, მოხარშული კარტოფილი, უცხიმო ხორცი);

– მოამზადოთ საკვები ორთქლზე, მიკროტალღოვან ღუმელში ან მოშუშოთ, მოხარშოთ და შემდეგ დაბრაწოთ;

– შეამციროთ ცხიმისა და ზეთის დამატება საკვების მომზადების პროცესში.

1 ერთ. = 1 ს/კოვზი მცენარეული ზეთი (ჩვეულებრივი მარგარინი).

1 ერთ. = 2 ს/კოვზი დიეტური მარგარინი.

1 ერთ. = 1 ს/კოვზი მაიონეზი.

6. პროდუქტები, რომელთა მიღება უნდა შეიზღუდოს:

· მარილი, რომლის საერთო რაოდენობა (პურში და სხვა პროდუქტებში მისი შემცველობის გათვალისწინებით) დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1 ჩ/კოვზს (6გ.). რეკომენდებულია იოდიზირებული მარილის გამოყენება;

* ალკოჰოლი (არა უმეტეს 2-3 ერთ. დღეში) და შაქარი (ტკბილეულობაში, ტკბილ სასმელებში, დამტკბარ პროდუქტებში მისი შემცველობის გათვალისწინებით). ეს პროდუქტები არ შეიცავენ ვიტამინებსა და სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს, საკმაოდ კალორიულები არიან და ხელს უწყობენ სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და კარიესის განვითარებას. ალკოჰოლის მოხმარება უნდა იყოს ეპიზოდური.

1 ერთ. = 30გ. (1 სირჩა) არაყი.

1 ერთ. = 110-120გ. (1 ბოკალი) წითელი ღვინო.

1 ერთ. = 330გ. (1 პატარა ქილა) ლუდი.

ერთდღიანი მენიუს მაგალითი:

საუზმე:
· 1 თეფში ბრინჯის ფაფა (1 ერთ.) დამზადებული დაბალცხიმიან (0.5%) რძეზე (1/2ერთ.);

· 1 ნაჭერი პური (1 ერთ.);

· 1 ნაჭერი ყველი (1 ერთ.);

· ჩაი ან ყავა.

სადილი:

· 1 დესერტის თეფში ბოსტნეულის სალათა (1 ერთ.) მზესუმზირის ზეთით (1 ერთ.);

· 1 დესერტის თეფში ბარდის სუფი (1 ერთ.);

· 1 ნაჭერი უცხიმო ხორცი (1 ერთ.);

· 1/2 დესერტის თეფში წიწიბურას ფაფა (1 ერთ.);

· 2 ნაჭერი პური (2 ერთ.);

· 1 ჭიქა წვენი (2 ერთ.).

ვახშამი:

· 1 ნაჭერი პური (1 ერთ.);

· 1 დესერტის თეფში ბოსტნეულის სუფი (1 ერთ.) ზეითუნის ზეთითა და მოხარშული კარტოფილით (1 ერთ.);

· 1 პორცია თევზი (1 ერთ.);

· ჩაი.

ძილის წინ:

· 1/2 ჭიქა კეფირი (1/2 ერთ).

გახსოვდეთ, ჯანსაღი კვება თქვენი ფიზიკური და სულიერი აქტივობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია!

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in ჯანსაღი კვება and tagged . Bookmark the permalink.

One Response to ჯანსაღი კვება

  1. პასუხად აღვნიშნავთ მოკლედ, რომ კოსმეტოლოგიის კურსი შედგება 36 აკადემიური საათისგან, აქედან 24- თეორიული და 12 -პრაქტიკული. კურსში შედის პრაქტიკები აპარატულ კოსმეტოლოგიაში. სწავლება ინდივიდუალური პროგრამით მიმდინარეობს.ჯგუფში 1-2 მოსწავლეა მხოლოდ, რაც სპეციალობის დაუფლების პროცესს უფრო პროდუქტიულს ხდის. და მთავარი: სწავლება დასრულდება მაშინ, როცა თქვენ მზად იქნებით, გახვიდეთ ჩვენი სასწავლო ცენტრიდან,როგორც- ჩამოყალიბებული სპეციალისტი! ზაფხულში მოქმედებს სწავლების საფასურზე 20% -იანი შეღავათი, ანუ ახლა ფასი მხოლოდ 500 ლარს შეადგენს! ეს ფასი გრძელდება სხვა სპეციალობებზეც: მასაჟის კურსები; სტილისტის კურსები; მანიკური-პედიკურის კურსები. დაგვიკავშირდით და ერთი გადაწყვეტილებით შეცვალეთ თქვენი ცხოვრება! 296- 52-10

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s