სკოლიოზი და ოსტეოფიტური წანაზარდები

ადამიანის ხერხემლის სვეტი შედგება 31-32 მალისგან, რომლებიც ტოპოგრაფიული ნიშნით იყოფა განსხვავებული რაოდენობისა და მორფოლოგიური ნიშნების მქონე მალების 5 ჯგუფად. ესენია:
კისრის მალები – 7 (C I-VII),
გულმკერდის მალები – 12 (T I-XII),
წელის მალები – 5 (L I-V),
გავის მალები – 5 (S I-V);
კუდუსუნის მალები – 2-3 (CG I-II).

მალის ცენტრალური და ყველაზე მასიური ნაწილია სხეული, რომლის უკანა გვერდითი კიდეებიდან ორივე მხარეს არის წარზიდული თანაბრად განვითარებული მალის რკალები. რკალების ურთიერთდაკავშირების ადგილი გამსხვილებულია, უკან არის წარზიდული და ქმნის კენტ წვეტიან მორჩს. რკალებიდან ორივე მხარეს წარიზიდება კარგად შესამჩნევი წყვილი განივი მორჩი.
კოსმეტოლოგიის და მასაჟის კაბინეტი | Create Your Badge

ხერხემლის სვეტის ყველა მალისთვის (ცალკეული მალების გარდა) დამახასიათებელი ჩამოთვლილი ელემენტების გარდა, გულმკერდის მალებს აქვს საკუთარი ნიშნებიც, რასაც მათთან ნეკნების შესახსრება განაპირობებს.
სკოლიოზი ხერხემლის ფრონტალური გამრუდებაა (ფრონტალურ სიბრტყეში განვითარებული გამრუდება, როდესაც ხერხემალი ლათინური S-ფორმას იძენს). სიტყვა “სკოლიოზი” ბერძნული წარმოშობისაა და მოღუნულს, გამრუდებულს ნიშნავს. მსუბუქი სკოლიოზი სერიოზულ გართულებებსა და ჩივილებს არ იწვევს, ხოლო ხერხემლის ძლიერი გამრუდების დროს, როდესაც სვეტი საგრძნობლად ბრუნდება საკუთარი ღერძის გარშემო, თავს იჩენს ტკივილები და, რაც მთავარია, იზღუდება ხერხემლის ფუნქციონირების შესაძლებლობა.
ხერხემლის გამრუდების დროს იცვლება გულმკერდის ფორმა. სკოლიოზის დროს აღინიშნება გულმკერდის ყაფაზის ასიმეტრია (ცალი მხარის ჩავარდნილობის გამო). მხრებსა და ბეჭის ძვლებს ამ დროს არათანაბარი და უსწორო პოზიცია აქვთ. მკერდის ძვალი ცალ მხარეზეა გადანაცვლებული. ამ დეფორმაციის შედეგად უმეტესად გულმკერდის ღრუში მოქცეულ ორგანოთა ფუნქციაც იცვლება.
ბიომექანიკის თვალსაზრისით სკოლიოზური დეფორმაციის ფორმირების პროცესი რამდენიმე ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგია. მათ შორის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი ფაქტორები.
რაც შეეხება მალათა სხეულებზე განვითარებულ ოსტეოფიტურ ხიდაკებს, ესენი გახლავთ პათოლოგიური ძვლოვანი წანაზარდები, რომლებიც მალათა სხეულებიდან ან მორჩებიდან ვითარდება. კუნთებსა და ნერვულ დაბოლოებებზე მათი ზეწოლის შედეგად აღმოცენდება ტკივილი, იზღუდება მოხრა-მოძრაობა, თუმცა უმეტესად – არც ისე ძლიერ. უსიამოვნო შეგრძნებისა და მჩხვლეტი ტკივილის გამო ადამიანი ერიდება ზოგიერთი პოზის მიღებასა და სათანადო მოძრაობათა შესრულებას.

მკურნალობა
სკოლიოზს მკურნალობენ მასაჟის, სამკურნალო ვარჯიშების, ცურვის, კორსეტების გამოყენებით და სხვა.
მასაჟის საშუალებით ნორმალიზდება კუნთოვანი ტონუსი, ფართოვდება სახსართა მოძრაობის დიაპაზონი, უმჯობესდება კუნთებში სისხლის მიმოქცევა, რაც ჯამში აუმჯობესებს ქსოვილთა კვებას და უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ინტენსიურ განვითარებას.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურასაც. სპეციალურ ვარჯიშთა მეოხებით კუნთები იწრთობა, ძლიერდება და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ხერხემლის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვარჯიშთა სისტემატური შესრულების დროს ყალიბდება ერთგვარი კუნთოვანი კორსეტი.
უნდა ითქვას ისიც, რომ ვარჯიშთა ამა თუ იმ კომპლექსის თვითნებური გამოყენება დაუშვებელია. მაგალითად, არამც და არამც არ შეიძლება ხტომა, სიმძიმეების აწევა, გაწელვა და ზოგიერთი სხვა ვარჯიშის დამოუკიდებლად შესრულება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეგიძლიათ მხოლოდ ცურვაზე იაროთ.
ცურვა ერთმნიშვნელოვნად გამოირჩევა ციკლურ ვარჯიშთაგან. ამ დროს ყველა ჯგუფის კუნთები აქტიურდება, ხოლო სახსრები და ხერხემალი პრაქტიკულად არ იტვირთება. ცურვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სკოლიოზის, არამედ ხერხემლის სხვა პათოლოგიათა მკურნალობისთვისაც.

P.S. ცურვით,მასაჟით და სამკურნალო ვარჯიშებით შეაჩერებთ პათოლოგიური პროცესის პროგრესირებას, თავიდან აიცილებთ დაღლილობას, ტკივილს ხერხემლის არეში და სხვა გართულებებს, რომლებიც, თუ დაავადებას ნებაზე მიუშვებთ, დროთა განმავლობაში აუცილებლად იჩენს თავს
სქოლიოზის და ხერხემლის სხვა დაავადებების სამკურნალო ვარჯიშების შესრულება დაუშვებელია სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე. ჩვენს კაბინეტში ( ალ.ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩიდან), ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 558-21-27-55) გთავაზობთ შეღავათიან ფასებში სამკურნალო მასაჟებს და სამკურნალო ვარჯიშების შესწავლას.შესრულებას ჩვენი მეთვალყურეობით.

ხერხემლის მკურნალობაში კომპლექსურ მეთოდიკას (ფიზიოთერაპია+ ვარჯიშები+ მასაჟი) გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია (გარდა სეკვესტრირებული თიაქრის დროს დანიშნული ოპერაციისა). “სერაფიტის” კლინიკური ბაზა უზრუნველყოფილია კომპლექსური მკურნალობისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული აღჭურვილობით. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ საჭიროების შემთხვევაში კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მივლინებას პაციენტის ბინაზე მომსახურებით (პაციენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ლაზერი, ელექტროსტიმულაცია, აგრეთვე-მასაჟი).

შეუკვეთეთ ვიზიტი ტელ: 558-21-27-55;  293-05-46

 

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in სკოლიოზი and tagged , . Bookmark the permalink.

23 Responses to სკოლიოზი და ოსტეოფიტური წანაზარდები

  1. ჩემი კოლეგების– მასაჟისტების (განსაკუთრებით–დამწყებთა) საყურადღებოდ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ სქოლიოზის დროს არაა საჭირო რაიმე განსაკუთრებული მეთოდები მასაჟის სხვა აპრობირებული მეთოდების გარდა (მანუალურ თერაპიას არ ვგულისხმობ). მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ კუნთოვან სისტემაზე და არავითარ შემთხვევაში–ძვლოვანზე. ხერხემლის მალებს მხოლოდ რბილი მოძრაობით ვაღიზიანებთ. ე.წ. სქოლიოზის მასაჟის დროს ჩვენი მთავარი მიზანია, მივაღწიოთ კუნთების ტონუსს, მუდმივად ვამყოფოთ კუნთები ასე ვთქვათ–ფორმაში, არ მივცეთ მათ დასუსტების საშუალება. მხოლოდ ასე შეძლებს ორგანიზმი, ხელი შეუშალოს სქოლიოზის პროგრესს. კიდეთ ერთი პრაქტიკული რჩევა კოლეგებს: ზურგის სქოლიოზის მასაჟის დროს ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ზურგის დამასაჟებით. იმუშავეთ დუნდულა კუ ნთებზე (ეს აუცილებელიცაა, რადგან პარავერტიბალური კუნთები უშუალოდაა დაკავშირებული მათთან), გააკეთეთ კიდურების (ოთხივეს) მასაჟი. ხოლო თუ პაციენტი ახერხებს სრულ სხეულზე მასაჟის გაკეთების დაფინანსებას–მაშინ გაუკეთეთ მას ეს სრულყოფილი მასაჟი. სასურველია, მთელი ორგანიზმი, მისი თითოეული კუნთი ჩართული იყოს სქოლიოზის რეგრესირებისათვის ბრძოლაში… (თქვენი მონა–მორჩილი ჯაბა კოხრეიძე, მასაჟისტ–ფიზიოთერაპევტი)

    • მასაჟის როლზე სქოლიოზის მკურნალობაში-არის არაერთგვარი შეხედულება. ზოგიერთი სპეციალისტი მის როლს საერთოდ უარყოფს, ზოგიც-აზვიადებს. არიან ექიმები, რომლებიც მასაჟის ჩართვას სქოლიოზის მკურნალობის საქმეში მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე მიიჩნევენ მიზანშეწონილად. მანუალური თერაპევტები ხომ საერთოდ თავიანთ “ექსკლუზიურ უფლებად” მიიჩნევენ სქოლიოზის მკურნალობას. ჩემი აზრით, შეხედულებათა ეს სხვადასხვაობა იმითაა განპირობებული, რომ სქოლიოზი საკმაოდ რთული და ვერაგი დაავადებაა, იგი ადვილად არ იხევს უკან და ხშირად საჭიროა მისი მკურნალობისადმი კომპლექსური მიდგომა. არცერთი მეთოდის გამორიცხვა არ შეიძლება. მასაჟი სქოლიოზის მწვავე პერიოდში (ტკივილები) მიზანშეწონილი არაა.უკიდეურეს შემთხვევაში კი დაშვებია მხოლოდ მსუბუქი, ხელსმითი მასაჟი და რეფლექსოთერაპია. სამაგიეროდ, სქოლიოზის საწყის სტადიებზე მასაჟი აუცილებელია. თუ რატომ ეს ზემოთ, ირითად პოსტში აღნიშნული მაქვს. ამ რეპლიკის დაწერა მხოლოდ ერთმა რამემ მაიძულა: სქოლიოზის სამკურნალოდ როცა მასაჟისტთან მივდივართ, უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს უკანასკნელი ფლობს ე.წ. სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდოლოგიას. მე მყოლია პაციენტები, რომელთაც არასწორი მეთოდიკის გამო სერიოზულად გართულებიათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. სქოლიოზი რთული დაავადებაა და მას სპეციალური, მკაცრად რეგლამენტირებული, ზუსტი ვარჯიშები სჭირდება. აქ თვითშემოქმედება არ შეიძლება. სპეციალისტი მის არსენალში უნდა ფლობდეს მრავალრიცხოვან ვარჯიშ-მოძრაობას (კინისი), საიდანაც ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოს პაციენტს სისტემა (კინისიოთერაპია).

  2. lina says:

    გამარჯობა!ვარ 29წლის.მაქვს სქოლიოზი.არასწორი ჯდომის შედეგად გამოწვეული.(არ ვიცი რომელი ხარისხის,წელის მალების სავარაუდოდ)რამდენად შესაძლებელია ჩემს ასაკში აღვიდგინო ტანდეგობა.გმადლობ.

    • იმის გათვალისწინებით, რაც წავიკითხე (ასაკი, სავარაუდოდ წელის მალების არეში გადახრა და ა.შ.) შემიძლიათ,გითხრათ, რომ სქოლიოზის მკურნალობა არასდროს არ არის გვიან. მითუმეტეს თქვენს ასაკში.თქვენ საკმაოდ ახალგაზრდა ბრძანდებით,ლინა, მთავარია, თავიდან მოიცილოთ დეპრესიული განწყობა(რაც ახასიათებს ხოლმე სქოლიოზს), თუ ასეთი გაქვთ და შეუდგეთ საქმეს: სისტემატური სპეციალური ვარჯიშები, მასაჟები და ცურვა თქვენ დაგიბრუნებთ ტანდეგობას. მე მყავს პაციენტები, რომელთა სქოლიოზს უკვე მხოლოდ ჩვენ–მკურნალი ექიმები და მასაჟისტები ვამჩნევთ. არ უნდა დაგეზაროთ ოღონდ ეს პროცედურები მათი პერმანენტულობის გამო. პატივისცემით ჯაბა კოხრეიძე

  3. lina says:

    დიდი მადლობა ბატონო კობა!(თქვენმა პასუხმა მომაცილა დეპრესიული განწყობა,რომელიც სულ ცოტათი მქონდა)პროცედურების პერმანენტულობის გამო არ ვიწუწუნებ ნამდვილად,მითუფრო,როცა ტანდეგობის დარღვევის პარალელურად ტკივილებიც მაწუხებს უკვე.(კისრის მალების,მენჯბარძაყის სახსრის)მცირე დროით დგომის დროს.ამიტომ სავარაუდოდ სექტემბრიდან დავიწყებ მკურნალობას.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულისხმიერი პასუხისთვის!

  4. აბა,წარმატებებს გისურვებ…მე ახალი წლიდან თბილისში ვიქნები და თუ რამეში დაგჭირდით, არ მოგერიდოთ. ფეისბუქზეც შეგიძლიათ მოგვნახოთ: “კოსმეტოლოგიის და მასაჟის კაბინეტი” –ასე გვქვია,ქართული შრიფტით

  5. ლინა says:

    უღრმესი მადლობა!

  6. კობა says:

    ბატონ ჯაბას მივმართავ შეკითხვით: ვარ 32 წლის მამაკაცი, მაქვს გულმკერდი-წელის მარჯვენამხრივი პირველი ხარისხის გამრუდება, მაქსიმალური გადახრით Th11 მალის დონეზე. წელის ფიზიოლოგიური ლორდოზი ოდნავ გასწორებულია, მალთაშუა ნაპრალები ზომიერია,გავა-თეძოსი კი-შევიწროებული, წელის L4-L5 სეგმენტზე აღინიშნება ოსტეოხონდროზის ნიშნები. ექიმმა დამინიშნა მასაჯები, ვარჯიშები, ცურვა, იპოდრომი. მასაჟები ჯერ ვერ დავიწყე სრულყოფილად: ერთ სპეციალისტთან ვიყავი და მე-3 სეანსიდან შევწყვიტე: გვერდის ტკივილი დამეწყო: როგორც ვერტებროლოგმა მითხრა, ძლიერი მასაჟი არ უნდა გაეკეთებინა. თქვენზე ბევრი კარგი მსმენია და ალბათ მოვალ კიდეც (ამჟამად არ ვიმყოფები თბილისში).მესმის, უხერხულია კითხვა, მაგრამ მაინც გისვმთ: არსებობს რამე გარანტიები იმ კურსთან დაკავშირებით. რასაც თქვენს კაბინეტში გავივლი…პატივისცემით- კობა ზაუტაშვილი

    • კობა, ხერხემლის მკურნალობისას (და არა მარტო) ძნელია გარანტიების გაცემა.არა მგონია, იგივე მოგეთხოვათ იმ პროფესორისთვის ან ტერაპევტ-ვერტებროლოგისთვის, ვინც თქვენ დიაგნოზი დაგისვათ და მკურნალობის კურსიც შეგირჩიათ. მე შემიძლია მოგცეთ იმის გარანტია, რომ ჩემს კაბინეტში გაგიწევთთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, გაგიკეთებთ საუკეთესო მასაჟს, მანუალურ პროცედურებს, ვაკუუმმასაჟის და ელექტროფორეზის ჩართვით (თუ საჭირო იქნება), შეგირჩევთ ზუსტად თქვენთვის მორგებულ სამკურნალო იზომეტრიულ ვარჯიშებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება შედეგი თქვენი მხრიდან გულმოდგინების შემთხვევაში…ცურვასაც და იპოდრომსაც რეგლამენტაცია სჭირდება: რომელის სტილი უნდა აირჩიოთ აუზზე? როგორ უნდა იჯდეთ ცხენზე? ეს მხოლოდ სპეციალისტმა უნდა გადაგიწყვიტოთ…ასეთი რეკომენდაციები ჩემს კომპეტენიაშიც შედის. თუ ჩემტან მობრძანდებით, მზად ვარ, დაგეხმაროთ. თბილისში მრავალი კარგი სპეციალისტი-რეაბილიტოლოგია. ენდეთ რომელიმეს და დაიწყეტ სრულფასოვანი კომპლექსური მკურნალობა. პატივისცემით ჯაბა კოხრეიძე, 558-21-27-55

  7. ლეილა says:

    ბატონო ჯაბა, 11 წლის გოგონას დაუდგინეს სქოლიოზი. ექიმმა გვირჩია სპეციალური კორსეტის შერჩევა და მისი ტარება დღის პირველი ნახევარი. კორსეტის ტარებიდან 3-4 კვირაში ბავშვმა იგრძნო სერიოზული დისკომფორტი მხრებში. განმეორებით მივიყვანეთ იაშვილის კლინიკაში, სადაც უკვე სხვა სპეციალისტმა გვირჩია სპეციალური ვარჯიშები და გარკვეული რეჟიმი, მსუბუქი მასაჟები…თქვენი რეკომენდაციები მაინტერესებს…მკურნალობის რომელ გზას ანიჭებთ უპირატესობას? ბავშვებს თუ უკეთებთ მასაჟებს? პატივისცემით ლეილა კოღუაშვილი.

    • ქალბატონო ლეილა, იაშვილის კლინიკაში ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, მათ ზუსტად დაუნიშნავტ თქვენი ბავშვისთვის კომპლექსური მკურნალობა,ხაზს ვუსვამ-კომპლექსური! ზოგადად კი, ასეთ ადრეულ ასაკში ნაკლებად ვარ მომხრე ხელოვნური კორსეტის გამოყენების და აქცენტი უნდა გადავიტანოთ ბუნებრივი, ფიზიოლოგიური კორსეტის შექმნაზე, რაც შესაძლებელია მასაჟების, ვარჯიშების, სწორი დგომის და წოლის ჩვევებით…ასევე ძალიან კარგია ცურვა (ბრასი) და იპოდრომიც…ვარჯიშები უნდა შეირჩეს მკაცრად ინდივიდუალურად, სქოლიოზის ხარისხის და პაციენტის სხვა თავისებურებების გათვალისწინებით. 11 წელი ისეთი ასაკია, რომ სქოლიოზმა უკან უნდა დაიხიოს სწორი მკურნალობის ფონზე!

  8. ხატია says:

    ბატონო ჯაბა მოგესალმებით,და მაქვს შეკითხვა,მყავს გოგონა 6 წლის რომელსაც დაუსვეს სქოლიოზის დიაგნოზი,1 ხარისხის 5 გრადუსი,მივიყვანე ცურვაზე,დაუნიშნეს მასაჟები,ვარჯიშები,მაგრამ დაემართა გულმკერდის მიოზიტი,ამის გამო დავანებებინე ცურვას თავი და ამიკრძალეს მასაჟები,მინიმუმ 1 თვე,ვუმკურნალე 10 დღე,მაგრამ პერიოდულად მაინც იტკიებს ცოტას,მე მაინტერესებს თუ შეიძლება ამის ფონზე მაინც შეირჩეს და გაუკეთდეს მასაჟები და ვარჯიშები ხერხემლისთვის?და რას ნიშნავს ან რამდენად რეალურია გამოთქმა “სქოლიოზის განკურნება”,თუ არის ეს შესაძლებელი ჩვენს სიტუაციაში?!დიდი მადლობა წინასწარ!

  9. ნინო says:

    გამარჯობათ,ზურგის არეში მაქვს ტკივილი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში,წელის არეში მაქვს უსიამოვნო შეგრძნება,რენტგენის გადაღების შემდეგ დასკვნაში ასე წერია წელის მალების რენტგენოგრაფია L5-S1 დისკოზი,L5 უკანა სპონდილოლისთეზი,გულმკერდის მალების რენტგენოგრაფიაში დასკვნა გულმკედის გავრცელებული ოსტეოქონდროზი,ექიმმა მითხრა რომ მაქვს წელის მალების სქოლიოზი,არ უთქვამს რომელი ხარისხისაა,მაინტერესებს რამდენად სერიოზულია ჩემი მდგომარეობა და რა მეთოდს უნდა მივმართო

    • მდგომარეობა,რა თქმა უნდა, სერიოზულია,თუმცა არა-საგანგაშო-უნდა დაიწყოთ კომპლექსური მკურნალობა,რაც მოიცავს სამკურნალო მასაჟებს, იზომეტრიულ ვარჯიშებს, ვერტებროლოგის ზედამხედველობით განხორციელებულ სხვადასხვა მანიპულაციებს…

  10. ნინო says:

    გამარჯობათ ,წელის მალების რენტგენი ასეთია ლორდიზი-გამოხატული სკოლიოზი-აღინიშნება გამრუდება მარცხნივ მალთაშუა სივრცეები-L5-S1 შედარებიტ დადაბლებული ჩამკეტი ფირფიტების სტრუქტურა-L4-S1სკლეროზული მალის სხეულის სტრუქტურა-ნორმის ფარგლებში ძლოვანი წანაზარდები მალების სხეულზე-გამოხატული არ არის მალების ცდომა-L5 მალა ცდომილია ოდნავ უკან 0,5სმ-მდე მალთაშუა ხვრელები- L5-S1 შევიწროვებული საკრალიზაცია-გამოხატული არ არის წელის მიდამოს რბილქსოვილოვანი სტრუქტურების გაკირვა-გამოხატული არ არის spina bifida-გამოხატული არ არის კონკრემენტები-გამოხატული არ არის. ასაკით არის 26 წლის გოგო.ძალიან გთხოვთ არ დაიშუროთ რჩევა და მდგომარეობის გათვალისწინებით რას გვირჩევთ.უფალმა დაგლოცოთ ასეთი კეთილი საქმისათვის

    • ქალბატონო ნინო, სქოლიოზის ერთადერთი უალტერნატივო მკურნალობის გზა არის სამკურნალო მასაჟები და შესაბამისი ვარჯიშები!!! მხოლოდ მე-4 ხარისხის სქოლიოზის დროს ხდება სამწუხაროდ ქირურგიული ჩარევა. ასე რომ, თქვენს 26 წლის გოგონას აქვს შანსი სწორი მკურნალობის შემთხვევაში,რეალურად გაიუმჯობესოსჯანმრთელობის მდგომარეობა. მოკლედ, დროულად უნდა დაიწყოს სამკურნალო მასაჟები, სპეციალისტმა შეურჩიოს იზომეტრიული ვარჯიშები- ყოველივე ეს აუცილებლად შეაცერებს დაავადების პროგრესს.

  11. tako says:

    gamarjobat .me var 15 wlis maqvs sqoliozi 3 stadiis sawyisi .6tveshi erxel 20 dgian masajebs viketeb da varjishebs.vatareb supinatorebs .vwvebi magar sawolze gakvetilebs vamzadeb iatakze mucelze dawolili magram amjamat 35gradusit maqvs gamrudebuli .ras mirchevdit?

    • თაკო, იქნებ მომწერო, რამდენი ხანია გაქვთ ეს დაავდება? მკურნალობა როდის დაიწყეთ? რამდენი იყო გადახრის კუთხე ერთი წლის წინათ? ორი წლის წინათ?

      • tako says:

        es daavadeba 14wlis asakshi agmomichines.mkurnaloba mashinve daviwye.tavitan gadaxris kutxe iyo28.shemdeg L1 doneze (35gradusi) da weria anomaliebi ar vlindeba.

  12. nini says:

    Gamarjobat var 19wlis maq mesame xarisxis gamrudeba da var pexmdzimed.ras mirchevt gtxovt damexmarot ra sirtullebs iwvevs es yvelaperi?

    • სქოლიოზს სჭირდება სერიოზული მკურნალობა,მითუმეტეს-მესამე ხარისხისას. ფეხმძიმობის დროს მასაჟი არ შეიძლება. მშობიარობის შემდეგ კი აუცილებლად უნდა იმკურნალოთ. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, იყავით მშვიდად, ისეირნეთ, თქვენს ექიმთან შეთანხმებით გააკეთეთ ხოლმე 1-2 მსუბუქი ვარჯიში ზურგის კუნთების სტიმულაციისთვის. ყველაფერი კარგად იქება, ნინი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s