წელის ტკივილი და მასაჟი

წელის ტკივილი, თამამად შეიძლება ითქვას, დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომთა შორის ერთპიროვნული ლიდერია. დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:

  • გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
  • საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;
  • ვირუსული დაავადებები;
  • თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
  • ზურგის ტვინის თიაქარი.

მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების გამოა, რომ წელის ტკივილით შეწუხებულმა ადამიანმა ხშირად არც კი იცის, რომელი პროფილის ექიმს მიმართოს.

რა ხდება?

სხეულის ყოველ უბანს ნერვი ან ნერვთა ჯგუფი განაგებს. ერთ-ერთი მათგანია ზურგის ტვინიდან გამომავალი ცდომილი ნერვი, რომელსაც “კოლეგებთან” შედარებით ბევრად უფრო დიდი სამოქმედო არეალი აქვს: ის ერთდროულად გულმკერდის, კისრისა და მუცლის ღრუს ორგანოთა ფუნქციონირებას აწესრიგებს. საკმარისია, რომელიმე მათგანში რაიმე დაირღვეს, ტკივილის მიზეზი გაჩნდეს, რომ ამას ცდომილი ნერვისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანო შეიტყობს. ასე რომ, შესაძლოა, წელის ტკივილის მიზეზი სულაც არ იყოს წელის დონეზე განლაგებულ ორგანოთა ბრალი. თუ იმ დაავადებათა ნუსხასაც გადავხედავთ, რომლებსაც წელის არეში მტკივნეული შეგრძნებები ახასიათებს, იოლად დავრწმუნდებით, რომ ჭეშმარიტი დამნაშავის პოვნა არც ისე ადვილია და ვინ იცის, შეუძლებელიც ყოფილიყო, თავად ტკივილი პირველადი ლოკალიზაციითა და გამოვლინებებით ერთმანეთისგან რომ არ განსხვავდებოდეს. ასე, მაგალითად: ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი – ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.
ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას უდიდესი სამედიცინო მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტები დიაგნოზის ძიებისას სწ¬ორედ ამ მაჩვენებლებით ხელმძღვანელობენ.

წელი ტკივილს ხელს უწყობს:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • წონის მატება;
  • ორსულობა, მშობიარობა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

როგორ მოვიქცეთ?

უპირველეს ყოვლისა, თვალი გადაავლეთ თქვენს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, სამუშაო მაგიდას, შრომის პირობებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწოლს, რადგან შესაძლოა, ღამით აღმოცენებული წელის ტკივილი სწორედ მოუხერხებელი საწოლის ბრალი იყოს. როდესაც ტკივილი ხანგრძლივია და ყრუა, თავს იჩენს ღამით, ახასიათებს დილის შებოჭილობა ანუ გამოღვიძებისას, აქტიური მოძრაობის დაწყებისთანავე ქრება, მისი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ძვალსახსროვან სისტემაში უნდა ვეძებოთ. უნდა გაირკვეს, ხომ არ არის იგი გამოწვეული წელის არეში მდებარე მალათა დაზიანებით, გამოირიცხოს ოსტეოქონდროზი (რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს მალათაშუა ნერვების დაზიანება), კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის კერძო პათოლოგიები. ხანმოკლე წელის ტკივილი, რომელიც ღამით, დაწოლისას იჩენს თავს და მოძრაობისას ქრება, წელის კუნთების რიგიდულობასაც ახასიათებს. ასეთ დროს მტკივნეული შეგრძნებები ადგომიდან დაახლოებით 5-10 წუთში გაივლის.

ასეთივე წელის ტკივილი ახასიათებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრომის არასწორი ჰიგიენის გამო წელის კუნთები მთელი დღის განმავლობაში დაჭიმულია. თუ ამ მხრივ ყელაფერი რიგზეა, მაშინ გამოსაკვლევია შინაგანი ორგანოები. საინტერესოა, ხომ არ არის დაწეული რომელიმე ორგანო – პროექციაშეცვლილ ორგანოებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კიდევ უფრო უჭირთ თავის სტაბილურად დაფიქსირება, რაზეც მათი რეცეპტორები ტკივილის სახით რეაგირებენ. მიზეზის დადგენაში დიდ დახმარებას გვიწევს იმუნოლოგიური ტესტები, რომლებიც სისხლში ვირუსებსა და მიკროორგანიზმებს აღმოაჩენს. გახსოვდეთ: წელის ტკივილის მიზეზის ერთი ხელის მოსმით ამოცნობა გამოცდილ სპეციალისტსაც კი გაუჭირდება, ამიტომ თავი არიდეთ ნაცნობ-მეგობრების მიერ შემოთავაზებულ “უებარ საშუალებებს” და ყოველგვარ თვითმკურნალობას. ძლიერმა ტკივილგამაყუჩებლებმა ტკივილი შესაძლოა მართლაც დათრგუნოს, მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოაგვარებთ, ვინაიდან ტკივილის მიზეზი ხელუხლებელი დარჩება.(სტატია გადმობეჭდილია საიტიდან: http://www.mkurnali.ge).

კომენტარი მასაჟის როლის შესახებ ამ დაავადების აღმოსაფხვრელად ვთხოვეთ მასაჟისტ –ფიზიოთერაპევტს  ჯაბა კოხრეიძეს:

–სტატიაში ნათლად არის ჩამოყალიბებული იმ მიზეზთა მრავალრიცხოვნობის შესახებ,რაც წელის ტკივილს იწვევს. თუ წელის ტკივილი განპირობებულია კუნთების გადაღლილობით, სტრესით, ენერგეტიკული არხების დაბლოკვით ხერხემლის გასწვრით,აგრეთვე –სქილიოზით, თუ წელის ტკივილი არ არის ინიცირებული შიდაორგანოების პათოლოგიით– ცხადია, მასაჟი ერთ–ერთი უებარი საშუალებაა მის აღმოსაფხვრელად. გამოცდილ მასაჟისტს არ გაუჭირდება პალპაციით–დიაგნოსტიკური მეთოდით წელის არეში და მთლიანად სხეულზე–დაძაბულობის კერების აღმოჩენა. შესაბამისი მეთოდების გამოყენებით უნდა მოხდეს ამ კერების დამუშავება,კომპლექსური მეთოდების გამოყენება:რეფლექტორული,წერტილოვანი და ში აცუს მასაჟები.თუ ასეთ კერებს ვერ აღმოაჩენს,მასაჟისტმა თავის თავზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ექიმ–თერაპევტისა, რომელმაც უნდა დასვას სხვადასხვა მანიპულაციების შემდეგ ზუსტი დიაგნოზი.ნებისმიერ შემთხვევაში, მასაჟი დადებითად აისახება ავადმყოფის მდგომარეობაზე, რადგან შინაგანი სნეულობებით გამოწვეული წელის ტკივილის დროსაც კი მასაჟი რეფლექტორულ ზონებზე ზემოქმედების გზით ამ სნულებათა კორექციასაც ახდენს.
2012 წლის 15 ივნისიდან ბატონი ჯაბა კოხრეიძე ხელმძღვანელობს შპს “სერაფიტის” მასაჟის სასწავლო ცენტრს, იქვე ფუნქციონირებად მასაჟის კაბინეტს, სადაც შეღავათიან ფასად იღებს კიდეც პაციენტებს, მსურველებს. ჩვენი ტელეფონებია: 2930546, 558-212755.

 

 

________________________

ხერხემლის მკურნალობაში კომპლექსურ მეთოდიკას (ფიზიოთერაპია+ ვარჯიშები+ მასაჟი) გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია (გარდა სეკვესტრირებული თიაქრის დროს დანიშნული ოპერაციისა). “სერაფიტის” კლინიკური ბაზა უზრუნველყოფილია კომპლექსური მკურნალობისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული აღჭურვილობით. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ საჭიროების შემთხვევაში კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მივლინებას პაციენტის ბინაზე მომსახურებით (პაციენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ლაზერი, ელექტროსტიმულაცია, აგრეთვე-მასაჟი).

 

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in რა ვიცით მასაჟის შესახებ? and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s