მასაჟის მიზანი და ჩვენებები.ზოგიერთი კითხვა პროფესიონალთან

მასაჟისა მნიშვნელობაზე გვესაუბრება ჩვენი კონსულტანტი ბატონი ჯაბა კოხრეიძე:

– ბატონო ჯაბა, ზოგადად რისთვის კეთდება მასაჟი?
– მასაჟის მიზანია ორგანიზმის გაჯანსაღება, მისი ორგანოებისა თუ სისტემების ფუნქციის აღდგენა. მას აქვს ორმაგი – ცენტრალური და ადგილობრივი მოქმედება და, მიზნის კვალობაზე, გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი. მასაჟი ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენას და შენარჩუნებას ემსახურება.
მასაჟის მთავარი შედეგია სისხლის, ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება. იგი მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია ლიმფოსტაზის დროს. მასაჟის გაკეთება შეიძლება როგორც ხელით, რაც საკმაო ოსტატობას მოითხოვს, ასევე აპარატითაც. უფრო და უფრო ფართოდ ინერგება აპარატული – ვიბრაციული, ელექტროსტიმულაციური ტიპის – მასაჟი, რომელიც სწორედ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ლიმფოსტაზის დასაძლევად, შეშუპების, სისხლძარღვების პრობლემების გადასალახავად არის მიმართული. მიუხედავად ამისა, კომპლექსური მიდგომის თვალსაზრისით ხელით მასაჟს ჯერჯერობით ვერაფერი შეედრება. მე 5 წელია,რაც ათენის ერთ–ერთ საუკეთესო სპა–კლინიკაში ვმუშაობ, მყავს კლიენტები ამ კლინიკის გარეთაც და შემიძლია დასაბუთებლად გითხრათ, რომ პაციენტთა აბსოლუტური უმრავლესობა უპირატესობას ხელით მასაჟს ანიჭებს უპირატესობას. აპარატურით მასაჟისთვის, როგორც წესი, მასაჟის საერთო დროის 10–15 პროცენტი შეიძლება გამოვიყენოთ.
– იღლება თუ არა მასაჟის დროს პაციენტი?
– უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის კომფორტულ მდგომარეობას მასაჟის დროს. არაფერს არ ვამბობ მასაჟისტის კვალიფიკაციაზე. სამწუხაროდ არასაკმარისადაა შესწავლილი მასაჟისტის და პაციენტის ენერგეტიკულ ძალთა ურთიერთობის საკითხი. თუ მასაჟისტი კონკრეტულ სიტუაციაში ვერ ფლობს დადებით ენერგეტიკულ აურას (მაგალითად, თუ ეს აურა დაბინძურებულია პირადი პრობლემებით და ა.შ.), ეს ერთგვარი დაძაბულობა გადაეცემა პაციენტსაც, რაც სხვადასხვა ფორმით–მათ შორის დაღლილობითაც–აისახება ამ უკანასკნელზე. პაციენტი მასაჟის დროს არ უნდა დაიღალოს. პროფესიონალმა მასაჟისტმა იცის, როგორ მიაჩვიოს პაციენტი მასაჟს, როგორ შეარჩიოს კონრეტული პროგრამა, რომ მასაჟი ადამიანისთვის სასიამოვნო და შედეგიანი იყოს,რომ პაციენტს კვლავ გაუჩნდეს მისი გაკეთების სურვილი.
– რამდენი სახის მასაჟი არსებობს?
-დღეს მსოთლიოში ძირითადად შემდეგ მასაჟებს გამოყოფენ: შვედური, ტაილანდური, ჩინური, ინდური, რუსული თერაპიული (რაც წარმატებით მოიცავს მთელ რიგ მეთოდებს ზემოთ ჩამოთვლილი სახეობებიდან) და ასე შემდეგ. წარმატებული მასაჟისტი თითქმის ერთნაირი ოსტატობით ფ ლობს შვედურ–ტაი მასაჟისა და ში ა–ცუს ტექნიკას, შესაბამისობაში მოჰყავს ეს მის პროგრამასთან და ამით საინტერესოს ხდის მის საქმეს კლიენტისთვის.
მასაჟის მეთოდიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. მთავარი, რა თქმა უნდა, გახლავთ კლასიკური მასაჟი. აგრეთვე არსებობს:
წერტილოვანი მასაჟი – ჩვენებისამებრ, ხდება ლოკალური ზემოქმედება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე სხეულის ამა თუ იმ ნაწილში ლოკალიზებული ტკივილის, ფუნქციის დარღვევის აღმოსაფხვრელად; რეფლექტორულ-სეგმენტური ტიპის მასაჟი ზახარინ-გედის პარავერტებრალური ზონების მიხედვით, საიდანაც ხდება შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ ფუნქციის რეგულირება. სრულდება შინაგანი ორგანოების, სისტემებისა და ქსოვილების ფუნქციურ მდგომარეობაზე რეფლექტორული ზემოქმედების მიზნით;
ყველა ჩამოთვლილი მასაჟი სამედიცინო ტიპისა გახლავთ. მათ გარდა არსებობს კოსმეტიკური და სპორტული მასაჟები. მასაჟების ასეთი დაყოფა პირობითია, ხშირია თანხვედრა, მასაჟის ტექნიკისა თუ ილეთების გადაფარვა და გადასვლა მომიჯნავე ტიპებში. ზემომოყვანილი დაყოფა უპირატესად იმისთვის არის მოწოდებული, რომ სწორად ჩამოყალიბდეს მასაჟის კონცეფცია.
– რა არის მასაჟის უკუჩვენება?
– უკუჩვენებაა:
ნებისმიერი ტიპის დეკომპენსირებული მდგომარეობა;
ალგიური სინდრომი;
მწვავე პროცესი. ამ დროს მასაჟის კეთება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან პაციენტი ვერ მოეშვება და ვერ მივიღებთ სასურველ ეფექტს, პირიქით, მასაჟის შემდეგ ტკივილი ძლიერდება. მწვავე შემთხვევებში გამოიყენება არა მასაჟი, არამედ ოსტეოპათიური მიდგომა მანუალური თერაპიის ელემენტებით;
ალერგიული, ინფექციური თუ სხვა სახის დაავადებით გამოწვეული გამონაყარი, რომელიც არ იძლევა კანზე მანიპულაციების შესრულების საშუალებას;
მაღალი ტემპერატურა.
არსებობს პირობითი, შედარებითი უკუჩვენებებიც:
სიმსივნური, სპეციფიკური (ტუბერკულოზი) პროცესები;
ჰემატომა (სისხლჩაქცევის დროს მასაჟს თავს არიდებენ, რათა სისხლჩაქცევის ზონა არ გაიზარდოს).
სიმსივნის დროს სიფრთხილეა საჭირო სარეაბილიტაციო პროცესში მასაჟის ჩართვისას. ეს დამოკიდებულია როგორც სიმსივნური პროცესის სტადიაზე, ასევე რიგ სხვა ფაქტორზეც.
– არსებობს თუ არა გამონაკლისი, როდესაც მასაჟი მწვავე მდგომარეობის დროსაც რეკომენდებულია?
– რეაბილიტაციის პროცესი და მასთან ერთად მასაჟი ხშირად სარეანიმაციო განყოფილებაშიც კი დაწყებულა და ეს, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, მეტად შედეგიანია. ზოგიერთს ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ მასაჟი და, საზოგადოდ, რეაბილიტაცია აუცილებლად მკურნალობის დასრულების შემდეგ უნდა იქნეს დაწყებული. ეს აზრი მცდარია. ავიღოთ თუნდაც პოლიტრავმა, როდესაც პაციენტი ჩართულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და არ არის კონტაქტური – ამ დროს აუცილებელია, გაუმჯობესდეს პერიფერიული სისხლის მიმოქცევა, საამისოდ კი მასაჟი ძალიან ხელსაყრელია. ან ინსულტი, როდესაც ტარდება ინტენსიური სარეანიმაციო ღონისძიებები პაციენტის გადასარჩენად – არავითარი უკუჩვენება არ არსებობს საიმისოდ, რომ სწორად დაიდოს ხელი ან ფეხი, ეს კი არსებითად უკვე პირველი ეტაპის მკურნალობაა, რადგან ამით თავიდან ავიცილებთ კონტრაქტურების წარმოქმნას, რომლებიც შესაძლოა პაციენტის მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ განვითარდეს.
– ალბათ, მასაჟს განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ძვალსახსროვანი და ნევროლოგიური პათოლოგიების რეაბილიტაციის პროცესში…
– მართალი ბრძანდებით, მასაჟი უმეტესად ტრავმატოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტების სარეაბილიტაციოდ გამოიყენება. არსებითად, ის დამხმარე საშუალებაა და გაცილებით ეფექტურია სამკურნალო ვარჯიშებთან ერთად. სამწუხაროდ, ბევრი მხოლოდ მასაჟს უნიშნავს, ვარჯიშს კი უგულებელყოფს, არადა წამყვანი სწორედ ვარჯიშია, მასაჟი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა საიმისოდ, რომ შევძლოთ ვარჯიში, მოვიყვანოთ სხეული იმ მდგომარეობაში, რომ საჭირო მოძრაობის შესრულება შეძლოს. ტრავმატოლოგიასა და ნევროლოგიაში თითქმის არ არის დაავადება, რომლის მასაჟის გარეშე განკურნება შესაძლებელი იყოს, ხოლო თუ მოხერხდა, მერწმუნეთ, შედეგი ვერ იქნება ისეთი, როგორსაც ველით, განსაკუთრებით – ტრავმატოლოგიური ოპერაციის შემდეგ. ოპერაცია საქმის ნახევარია. მეორე ნახევარი გახლავთ რეაბილიტაცია. მინახავს ბრწყინვალედ შესრულებული ოპერაციები, როდესაც არასწორი რეაბილიტაციის გამო ქირურგის შრომა წყალში ჩაყრილა და, სამწუხაროდ, ქირურგისავე არასწორი მითითებით. სასურველია, ყველა აცნობიერებდეს იმ სარეაბილიტაციო საშუალებების მნიშვნელობას, რომლებიც მკურნალობას გაცილებით ეფექტიანს გახდის.
– საშუალოდ რა რაოდენობით და როგორი პერიოდულობით სჭირდება ადამიანს მასაჟი?
– მასაჟის უსასრულოდ კეთება არ შეიძლება. უნდა ჩატარდეს მაქსიმუმ 15-20 პროცედურა, შემდეგ გაკეთდეს პაუზა – ორი კვირით, ერთი თვით… ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, თუ მასაჟის გაგრძელება აუცილებელია, სჯობია უფრო მეტხანსაც შევისვენოთ. რაც შეეხება სამკურნალო ვარჯიშს, აქ პაუზა საჭირო არ არის, პირიქით, მუდმივი, უწყვეტი ვარჯიში უკეთესიც კია. რაც შეეხება პერიოდულობას, ოპტიმალურია მასაჟის კურსის 3-4 თვეში, 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ ჩატარება.
– თქვენი თქმით, მკურნალობის პროცესში ისევე საჭიროა მასაჟისა და სამკურნალო ვარჯიშების ჩართვა, როგორც მედიკამენტებისა, მაგრამ ბევრს სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი დღემდე ფუფუნების საგნად მიაჩნია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ხელმისაწვდომია მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა ჩვენი მოსახლეობისთვის?
– სამწუხაროდ, ეს მართლაც არ არის იაფი პროდუქტი, რადგან ხელით მასაჟი საკმაოდ ბევრ შრომასა და ენერგიას, ასევე არაორდინარულ მიდგომას საჭიროებს. ბევრს ამის საშუალება არ აქვს, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში თუ გაიღებს შესაბამის თანხას.
– სადაზღვევო კომპანიები მასაჟის კურსს არ ანაზღაურებენ?
– სამწუხაროდ, არა. მასაჟს, ფიზიოთერაპიასა და სამკურნალო ვარჯიშს არც ერთი პაკეტი არ ითვალისწინებს. ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის ძნელი დასადგენია მიჯნა სამკურნალო და კოსმეტიკურ მასაჟებს შორის.
– რას ურჩევდით ჩვენი საიტის დამთვალიერებელს?
– მინდა, ყველას ვუსურვო, ჰქონოდეს გაჯანსაღების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება. უმჯობესია, მასაჟები და ვარჯიშები ემსახურებოდეს დაავადებათა პროფილაქტიკას, ვიდრე მკურნალობას. საზღვარგარეთ, განვითარებულ ქვეყნებში, დარბის ყველა, განურჩევლად ასაკისა. ფიტნესცენტრები კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადაჭედილია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხალხი ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობას, რათა შეძლოს შრომა. მასაჟები ფაქტიურად ჯანმრთელობის შენარჩუნების უნიკალური გზაა. სჯობია, პერმანენტულად იკეთონ მასაჟები და ასე განიმტკიცონ ჯანმრთელობა, ვიდრე შემდგომ უზარმაზარი თანხები იხადონ მკურნალობაში. მოგეხსნებათ ახლა როგორი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს საბურძნეთში, მაგრამ ფიტნეს კლუბები,მასჟის კაბინეტები ძველებურად გადატვირთულია–ჯანმრთელობისთვის ზრუნვა ყოველთვის აუცილებელია.
–ბატონო ჯაბა, როდის დაგვიბრუნდებით თბილისში? როდის მიეცემა მსურველს საშუალება მასაჟის თქვენი უნიკალურ მეთოდის უშუალო ნახვის და გამოცდის?
–მე საქართველოში ვარ მთელი ჩემი სისხლით და ხორცით, სულით. აქაც ვცდილობ შეძლებისდაგვარად პროფესიული დახმარება აღმოვუჩინო ჩემს თანამემამულეებს. რაც შეეხება დაბრუნებას, მე უკვე სამშობლოში დაბრუნების ორბიტაზე ვარ – 2011 წლის სექტემბერში მიმთავრდება კონტრაქტი კლინიკასთან და მიუხედავად ბერძნული მხარის უკეთესი შემოთავაზებებისა, აღარ ვაპირებ მის გაგრძელებას–საკმარისი ხანია, რაც უკვე მელოდება ოჯახი თბილისში.
–მანამდე კი,ვიმედოვნებთ, კვლავ ითანამშრომლებთ ჩვენს საიტთან და ბევრ საინტერესო კითხვებზე გაგვცემთ პასუხს. წარმატებებს გისურვებთ ბატონო ჯაბა!
–დიდი მადლობა!

__________________________________________________________

ხერხემლის მკურნალობაში კომპლექსურ მეთოდიკას (ფიზიოთერაპია+ ვარჯიშები+ მასაჟი) გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია (გარდა სეკვესტრირებული თიაქრის დროს დანიშნული ოპერაციისა). “სერაფიტის” კლინიკური ბაზა უზრუნველყოფილია კომპლექსური მკურნალობისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული აღჭურვილობით. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ საჭიროების შემთხვევაში კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მივლინებას პაციენტის ბინაზე მომსახურებით (პაციენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ლაზერი, ელექტროსტიმულაცია, აგრეთვე-მასაჟი).

შეუკვეთეთ ვიზიტი ტელ: 558-21-27-55 ან 293-05-46

___________________________________________________________

 

About კლინიკა სერაფიტი

ხერხემლის წარმატებული მკურნალობა ფიზიოთერაპიისა და მანუალური მასაჟის საშუალებით! კოსმეტოლოგიის და მასაჟის სასწავლო ცენტრი "სერაფიტი" : ახალი პროფესიები მოქმედი პროფესიონალებისგან! შეცვალე შენი და სხვისი ცხოვრება! ტელ: 558-21-27-55
This entry was posted in რა ვიცით მასაჟის შესახებ? and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s