მასაჟი და ფიზიოთერაპია – ბინაზე მისვლით!

კლინიკა “სერაფიტმა” მრავალრიცხოვანი მომხმარებლების თხოვნათა გათვალისწინებით დანერგა ბინაზე მომსახურების სერვისი (სამკურნალო და სპა მასაჟების მიმართულებებით). პროგრამაში მონაწილეობენ კლინიკის წამყვანი სპეციალისტები. რაც მთავარია, ბინაზე გამოძახებისას პროცედურების შიდაკლინიკურ ღირებულებებს ემატება მხოლოდ 5 ლარი (მთელი თბილისის მასშტაბით).

სიახლე: საჭიროების შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენელი უზრუნველჰყოფს ფიზიოთერაპიული პროცედურების (ელექტროფორეზი, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროსტიმულაცია, ვაკუუმთერაპია და სხვ.) ჩატარებას ადგილზე!

მასაჟისტი ბინაზე გამოძახებით აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო აქსესუარით, მასაჟის მაგიდით (საჭიროების შემთხვევაში), მასაჟორით, ფიზიოთერაპიული აპარატურით და რაც მთავარია: პროფესიონალიზმით! ჩვენ მხოლოდ გამოცდილ და საუკეთესო თანამშრომლებს მივავლენთ პაციენტებთან, ვისაც გასაგები მიზეზების გამო ხშირად არ შეუძლია თავისუფალი გადაადგილება და ვისაც განსაკუთრებით სჭირდება პროფესიული სარეაბილიტაციო პროგრამა მისთვის ყველაზე თბილ გარემოში-საკუთარ სახლში.

მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ მხოლოდ ბინაში გამოძახებითაა აუცილებელი სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება.მაგალითად, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია სწორედ საშინაო გარემოშია რეკომენდირებული- ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები სამ პროცედურას სთავაზობენ ასეთ პაციენტებს: ელექტროთერაპია პარეზირებულ კუნთებზე, სპეციალური ვარჯიშები და საერთო-გამაჯანსაღებელი მასაჟი. და ეს ყველაფერი მხოლოდ 35-40 ლარის ფარგლებში.

ბინაზე სპეციალისტის გამოძახებისთვის აუცილებელია სატელოფონო ან უშუალო კონსულტაცია ექიმ-ფიზიოთერაპევტთან. ტელ: 558-21-27-55 ან 293-05-46. კონსულტაცია შეგიძლიათ ელექტრონული საშუალებებითაც: ფეისბუქი: კლინიკა სერაფიტი ან კლინიკა “სერაფიტი”. ელ-ფოსტა: serafiti.centr@yahoo.com

ენდეთ პროფესიონალებს!

 

 

Advertisements