ბავშვის მასაჟი (ძირითადი ილეთები)

ხელსმა
ბავშვის მასაჟის ძირითადი ილეთია. სრულდება ტრადიციულად ისე, რომ კანი ან მიმდებარე ქსოვილი არ ეკვრება სამასაჟე იარაღს.დაუშვებელია მსუბუქი ინტენსივობაც კი- ამ ილეთს აქვს დიდი სამკურნალო ეფექტი. ხელსმით მზადდება ბავშვი შედარებით ინტენსიური მოძრაობისთვის. ხელსმა ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაძაბულობას კუნთებში, ხსნის ტკივილებს.

მოძრაობა სრულდება თითების ბალიშებით. სამი თვის ასაკამდე მხოლოდ ხელსმა კეთდება! ტემპი დაახლოებით ასეთია: 24-26 ხელსმა -ერთ წუთში. კიდურების დაბოლოებებისკენ ხელსმა კეთდება შედარებით ენერგიულად, „სპონტანური“ აცილებებით.
ხელსმა ხელებზე
ბავშვი წევს ზურგზე. მასაჟისტი დგას ფეხებთან. ბავშვის მარცხენა ხელს წამოსწევენ მარჯვენათი, მარცხენა ხელით კი კეთდება ხელსმა როგორც -დიდებში, ოღონდ „სპონტანებნით“: მოძრაობა მტევნიდან მხრებისკენ როგორც ხელის შიდა, ისე-გარე მხარეს. იგივე მეორდება მარჯვენა მხარეს. ხელსმა ხელბზე შეიძლება გამვახორციელოთ მოხვევითი ილეთითაც: ამ დროს B ხელის შიდა მხარესაა, ხოლო A4- გარე მხარეს.

ფეხების ხელსმა
ბავშვი წევს ზურგზე.
ბავშვის მარჯვენა ფეხს მარცხენას ლადონზე ვათავსებთ. მარჯვენა ხელით კი ვასრულებთ ხელსმას მთლიანად ფეხზე, შედარებით ინტენსიურად-მუხლის და თეძოს არეში. უშუალოდ მუხლი არ მასაჟდება. შემოხვევითი ხელსმის დროს в თავსდება ფეხის გარე მხარეს, д-ქვედა მხარეს.
მუცლის ხელსმა
ბავშვი წევს ზურგზე
მასაჟი იწყება წრიული ხელსმითი მოძრაობიებით საათის ისრის მიმართულებით. სამასაჯე იარაღს წარმოადგენს ჩვენი რამდენიმე თითის ბალიშები, ან გადმობრუნებული A4. წრიული მოძრაობის გარდა ვაკეთებთ პერპენდიკულარულ ხელსმებსაც პარალელურ რეჟიმში კიდეებისკენ(ხერხემლისკენ) და გავისკენ.
მკერდის ხელსმა
ბავშვი წევს მკერდზე
მკერდის ხელსმას ვასრულებთ ჩვენი თითების ბალიშებით: წრიულად, მარჯვენა ხელით-საათის ისრის მიმართულებით, მარცხენათი- საპირისპიროდ – წრიული მოძრაობა კეთდება ძუძუს ირგვლივ.
ზურგის ხელსმა


ბავშვი წევს მუცელზე, ფეხებით-მასაჟისტისკენ
ხელმა მიმდინარეობს პირველ მიმართულებაზე, ხერხემლიდან 1-2 სმ-ის დაშორებით. აქ შეგვიძლია, გამოვიყენოთ კომბინირებული ილეთი: გადმობრუნებული A4 (ხელსმა) + სავარცხლისებრი A4(ზიგზაგური მსუბუქი ვიბრაცია). თუ ბავშვს ჯერ კიდევ არ შეუძლია თავის და ხერხემლის დაჭერა, მაშინ ჩვენ თვითონ ვიკავებთ მას ცალი ხელით, ხოლო მეორეთი ვაკეთებთ მასაჟს. 3 თვის ასაკიდან ბავშვს აუცილებლად უნდა შეეძლოს თავის და ხერხემლის დაჭერა დამოუკიდებლად.
განბლოკვები
ეს არის მასაჟის უფრო ღრმა და ინტენსიური ილეთი, თუმცა ბავშვთან მიმართებაში -მკაცრად დოზირებული. ილეტი ხელს უწყობს მუსკულატურის განბლოკვა-მოშვებას და ნერვულის სისტემის დამშვიდებას. ილეთი სრულდება ერთი, ორი ან სამი თითით- წრიული მოძრაობებით (სპირალური, წრიული) პერიფერიებიდან ცენტრისკენ (მაგალითად- მტევნიდან მხრებისკენ). ენერგილი მოქმედება მასაჯისტის მხრიდან აუცილებელია, ტუმცა ეს ძირითადად ე.წ. „სპონტანებით“ გამოიხატება.

ერთ წლამდე ასაკის ჩვილებში განბლოკვა სრულდება ძირითადად თითის ბალიშებით სწორხაზოვნად ან სპირალურად. კეთდება აგრეთვე მოჭერვითი განბლოკვები „სპონტანებით“. განბლოკვის დროს თითები კი არ სრიალებს კაზე, არამედ-არხევს მას სხვადასხვა ინტენსივობით, ძრავს ადგილიდან. ,ოძრაობა სრულდება ჩქარა, ცოტაოდენი ზეწოლით. ქვედა კიდურებზე წრიული განბლოკვე კეთდება ორი ხელითაც: ერთით ვფიქსირდებით მუხლთან, მეორეთი ვასრულებთ წრიულ განბლოკვებს „A ვერტიკალის“ ზედა მხარით (ცერასა და საჩვენებელს შუა მოქცეული არე). „სპირალური A“ სრულდება ბარძაყის გარე მხარეზე დუნდულების ჩათვლით.

კიდურის შიდა და ქვედა მხარის განბლოკვა ძირითადად სრულდება в -ის ბალიშით, ძირითადად წრიული და სპირალური მოძრაობებით. ზურგის, მკერდის, მუცლის გავის განბლოკვა ხდება ძირითადად в, აგრეთვე A სპირალურებით(2-4 თითით). ვიმეორებ: ინტენსივობა განისაზღვრება ბავშვის ასაკის და კონდიციის მიხედვით.
წერტლოვანი მასაჟი
წერტილოვან მასაჟს ვასრულებტ სამი თითით: ცერა+საჩვენებელი და შუათითი. ხდება მეტი ინტენსიურობით ზემოქმედება სამასაჟე არეზე.
ასეთ წერტილოვან განბლოკვებს მიმართავენ ზურგის გრძელ კუნთებზე, დუნდულებზე. ამ და სხვა დიდ კუნთებზე იგივე კომბინაციით ან მხოლოდ ორი თითით სრულდება შტრიხული განბლოკვებიც.
ვიბრაცია
ილეთი სრულდება ერთი, ორი ან ყველა თითით. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ვიბრაციას თითქმის არ მიმართავენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოუყალიბლებობის გამო.
წერტილოვანი ზეწოლითი ვიბრაცია
ძირითადად სრულდება მკერდზე: д-ს ვდებთ მკერდის ქვედა ნაწილზე, ვაკეთებთ ორივე ხელით მსუბუქ ზეწოლას, რიტმულ რხევას, ბავშვის გამხნევებით.
______________________________________________
სასწავლო ცენტრი “სერაფიტი” მასაჟის სრულ კურსთან ერთად გთავაზობთ ბავშვის მასაჟის შესწავლას კომფორტულ და პროფესიულ გარემოში. აქვე შეგასწავლით სამკურნალო ვარჯიშების სისტემას ბავშვებსა და მოზარდებში გავრცელებული სხვადასხვა დაავადებების პრევენციისა თუ მკურნალობისთვის. შეისწავლეთ საქმე, რომელიც რეალურად შეცვლის თქვენს მომავალს. სრული კურსის ღირებულებაა 1500 ლარი. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალური პროგრამით. მისამართი: მაზნიაშვილის 20, საბჭოს მოედანთან (მარჯანიშვილის მეტროდან 5 წუთში), ტელ: 2965210, 558-21-27-55.

Posted in მასაჟის კურსები | Tagged , | 8 Comments

სამკურნალო ვარჯიშები (სტრუქტურა, სისტემა და მიდგომები)

არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა და მიზნები, რომელთა მკურნალობა და მიღწევა შეუძლებელია მასაჟთან ერთად სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსური გამოყენების გარეშე. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები საუბრობდნენ მასაჟის და ტანვარჯიშის ურთიერთშერწყმის თაობაზე. აღმოსავლეთშიც ამ ტანდემს- „მასაჟი+ ვარჯიში“ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თანამედროვე ტრადიციული მედიცინა ღიად მიუთითებს სამკურნალო ფიზიკური ვარჯიშის აუცილებლობაზე. ყოველივე ეს მასაჟისტის, როგორც პროფესიონალის (მანუალისტ-რეაბილოტოლოგის) , წინაშე აყენებს მთელ რიგ ამოცანებს. კერძოდ, იგი უნდა ფლობდეს სამკურნალო ვარჯიშების სისტემას, მდიდარ არსენალს, რათა შეძლოს მიზანმიმართულად მათი ჩართვა მკურნალობის საქმეში.
სამკურნალო ვარჯიშების გამოყენება მასაჟის საერთო მიზნებისთვის დღეს სხვადასხვა ტერმინებითაა ცნობილი: „სამკურნალო ფიტნესი“, „პილატესი“(ე.წ. ამერიკული იოგა), „სამედიცინო იოგა“, „კინისოთერაპია“(იგივე -კინეზოლოგია), უბრალოდ-სამკურნალო ფიზკულტურა და ასე შემდეგ…
ვარჯიშებს, რომელიც კონკრეტული დაავადების და სეგმენტის სამკურნალოდაა მიმართული, იზომეტრიული ვარჯიში ეწოდება. ჩვეულებრივი სპორტული ან გამაჯანსაღებელი ვარჯიშებისგან იგი სწორედ სიზუსტით და მიზანმიმართულებით გამოირჩევა. სპეციალისტის ვალია, აბსოლუტური სიზუსტით შეურჩიოს პაციენტს ესა თუ ის ვარჯიში ან ამ ვარჯიშების სისტემა.
არსებობს ოთხი ძირითადი პრინციპი, რაც დაკავშირებული იზომეტრიული ვარჯიშების შერჩევასთან და მის სწორ გამოყენებასთან:
1. სწორი სუნთქვა. უმეტესობა იზომეტრიული ვარჯიშებისა ეფუძნება ღრმა სუნთქვას და კუნთების ტონუსურ მდგომარეობისა და სუნთქვის შესაბამისობას. ადამიანი იმაზე ნაკლებ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე აითვისებს და სჭირდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ჟანგბადი ორგანიზმის მთავარი მაცოცხლებელი ენერგიაა. მისი მაკურნებელი ეფექტი დიდია. ჰემოგლობინს მიერთებული ჟანგბადი ვარჯიშის შესრულებისას დიდი რაოდენობით მიემართება სწორედ ხელოვნურად დაჭიმული კუნთებისკენ (სეგმენტისკენ) და მისი მაკურნებელი ეფექტიც ამ უბანზე განსაკუთრებულია.
2. ზუსტი მოძრაობის მნიშვნელობა. ვარჯიშის დროს სპეციალისტმა უნდა განუსაზღვროს პაციენტს სწორ სუნთქვასთან შესაბამისი ზუსტი მოძრაობის და ამპლიტუდის პარამეტრები. ამასთან ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად ამპლიტუდის სიდიდეს კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ- სწორ მოძრაობას, რომელიც შესაბამისობაშია სწორ სუნთქვასთან, სუნთქვის შეკავებასთან.
3. ვარჯიშის მოქმედების კონკრეტული ზონა. იზომეტრიული ვარჯიში გამიზნულია კონკრეტული სეგმენტის კუნთების ან კუნთოვანი კორსეტის გასაძლიერებლად. მაგალითად, არსებობს ვარჯიშები გულ-მკერდის სეგმენტისთვის, წელის სეგმენტისთვის, თეძოებისთვის და ა.შ. შედარებისთვის: ცურვის დროს ორგანიზმის თითმის ყველა კუნთი მუშაობს, იზომეტრიული ვარჯიშისას კი-ეფექტი მიმართულია კონკრეტულ ზონაზე.
4. ვარჯიშის კონკრეტული წვლილი მიზნის მისაღწევად. მკაფიოდაა დაფიქსირებული მიზანი (დაავადების მკურნალობა, ან-წონის კორექცია…) და მისი მიღწევისთვის ამ ვარჯიშის როლი და მნიშვნელობა. მასაჟისტი (ინსტრუქტორი) უნდა ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას, თუ რატომ არის ესა თუ ის ვარჯიში აუცილებელი და საჭირო კონკრეტული მიზნის განსახორცილებლად.
______________________
ამ ოთხი პრინციპის შესახებ უნდა გავაგებინოთ პაციენტსაც, რომელმაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აღმოცენებული ნდობის და რწმენის მეოხებით მაქსიმალურად კომფორტულად უნდა შესარულოს იზომეტრიული ვარჯიშები.

განვიხილოთ იზომეტრიული ვარჯიშების ერთგვარი სისტემური, „იდეოლოგიური“ მიდგომები სხვადასხვა დაავადების დროს (ეს დაგვეხმარება, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროთი გამდიდრებული ჩვენი ცოდნა მივუსადაგოთ კონკრეტულ დაავადებებს და შევარჩიოთ ინდივიდუალური პროგრამა კონკრეტული პაციენტის მიმართ ).
ხერხემლის დაავადებათა დიდი ნაწილი გამოწვეულია მალთაშორის დისკის დაზიანებით, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს (გენეტიკური, ტრავმული, ნეიროგენული…). ძირითადი მიზეზი კი მაინც არის დეგენერაციული პროცესები, რაც გამოწვეულია კონკრეტულ სეგმენტში კუნთოვანი კორსეტის მოშლით აქედან გამომდინარე ყველა შედეგით (აღარ ხდება მალთაშორის დისკების სრულფასოვანი კვება). მასაჟის უმთავრესი მიზანია სწორედ კუნთოვანი კორსეტის აღდგენა და ამ საქმეში უდიდესია სამკურნალო იზომეტრიული ვარჯიშების როლი. უნდა შეირჩეს ისეთი მოძრაობები, რომელთა გამოყენებისას ხდება ხერხემლის ზომიერი, დოზირებული გაჭიმვა (პაციენტის მდგომარეობის ზუსტი შეფასების მიხედვით), მიმდებარე კუნთების დაჭიმვა და მოშვება, ტონუსის განსაზღვრა, კუნთოვანი კორსეტის გაძლიერება…
კისრის ოსტეოხონდროზის დროს საქმე გვაქვს ხერხემლის ყველაზე პატარა მალებთან (თუ არ ჩავთვლით კუდუსუნს). ამიტომ მასაჟიც და ვარჯიშებიც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს. ამ დროს უპირატესობა ენიჭება სტატიკურ (არა კინისურ, არამოძრაობით) ვარჯიშებს, რომელთა მიზანია ფიქსირება კისრის მიმდებარე კუნთების დაჭიმვისა რამდენიმე წამით და შემდეგ მათი რელაქსაცია-მოშვება ფიქსირებიდან მომენტალური გამოსვლით.
სქოლიოზის დროს უნდა მოვერიდოთ ხერხემლის მადრეკადირებელ მოძრაობებს ნებისმიერი მიმართულებით. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ხერხემლის დაჭიმვის პროცედურებს. აქცენტი მთლიანად კუნთოვანი კორსეტის გაძლიერებაზე უნდა გადავიტანოთ. არაინტენსიური მასაჟით ვამზადებთ ორგანიზმს, შეასრულოს საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშები ზუსტად განსაზღვრული ტრაექტორიით და სწორი სუნთქვით. უნდა შეირჩეს ვარჯიშები, რომელთა დროს ხერხემალი ძირითადად ინარჩუნებს სწორმედეგობას (გამრუდების გათვალისწინებით), სტატიკურობას(ფაქტიურად დაფიქსირებულ მდგომარეობას), ხოლო სახსრები და თავი მოძრაობს მისი სეგმენტების კუნთოვანი სისტემის გასაძლიერებლად. ამოსავალი დებულებაა: მხოლოდ სათანადოდ გაძლიერებულ კუნთოვან კორსეტს შეუძლია შეაჩეროს სქოლიოზის (და სხვა დაავადებების, მაგალითად, ოსტეოხონდროზის) პროგრესირება. მეტიც, პაციენტის ასაკის და დაავადების ხარისხის მიხედვით შესაძლებელია ამგვარად გაძლიერებულმა კუნთოვანმა ბუნებრივმა კორსეტმა დაიწყოს ხერხემლის გასწორების ხანგრძლივი პროცესი.
წონის საკორექციო სისტემაში გადამწყვეტი მნიშვნელობა თანაბრად ენიჭებათ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ანტიცელულიტურ თუ საკორექციო მასაჟებს და სპეციალურ ვარჯიშებს. ეს უკანასკნელი საკმაოდ მდიდარი არსენალით გამოირჩევა. შეიძლება გამოვიყენოთ იოგას და მისი ამერიკული მოდიფიკაციის -„პილატესის“ სისტემები. ინტერნეტით თუ სხვა საინფორმაციო წყაროებით უამრავი მასალა მოიძებნება ანტიცელულიტური თუ წონის საკორექციო ვარჯიშების თაობაზე. აქაც უნდა გამოვიმუშავოთ ჩვენი ინტუიცია,რათა არ დავიბნეთ ათასგვარი რეკლამების ფონზე. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, ზუსტად განვსაზღვროთ პრობლემური სეგმენტები და, იზომეტრიული ვარჯიშების პრინციპებიდან გამომდინარე, შევარჩიოთ ზუსტი მოძრაობები „პაციენტისთვის“.
პ.ს.
ჩვენს საიტზეც დევს რამდენიმე იზომეტრიული ვარჯიშის ფოტო თუ ვიდეომასალა. ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტმა დამოუკიდებლად დაიწყოს ასეთი ვარჯიშების შესრულება ან მავანმა მასაჟისტმა თუ „ინსტრუქტორმა“ დაიწყოს ამ ვარჯიშების „დამოუკიდებლად შესწავლა“ მისი მომავლაში პაციენტების მიმართ გამოყენების მიზნით.
ყურადღება: დამოუკიდებლად ამ ვარჯიშების შესრულება ექიმის ან კვალიფიციური სპეციალისტის მიერ დანიშვნის, ახსნის, მეთოდიკის გაცნობის გარეშე- არ შეიძლება (მაგალითად, ყველამ იცის, რომ ცურვა ძალიან კარგია სქოლიოზის დროს…მაგრამ როგორ ცურვა? რა სტილის? ეს-აუცილებლად სპეციალისტმა უნდა გირჩიოთ თქვენი ხერხემლის გამრუდების სტადიის მიხედვით. ან კიდე- იპოდრომი ძალიან კარგია სქოლიოზის და ოსტეოხონდროზის დროს…მაგრამ ცხენზე ჯდომის რომელი სტილი უნდა აირჩიოთ? ესეც სპეციალისტების პრეროგატივაა და ენდეთ მხოლოდ კვალიფიციურ ადამიანებს)…

ჯაბა კოხრეიძე . სასწავლო ცენტრ „სერაფიტის“ მასაჟის
სკოლის ხელმძღვანელი, მანუალ-თერაპევტი.
(სასწავლო ცენტრის მისამართია: მაზნიაშვილის ქ, # 20, საბჭოს მოედანთან,ტ:2965210. 558-2127-55).

Posted in გასახდომი მასაჟები, კისრის ტკივილი, მასაჟის კურსები, მასაჟის სახელმძღვანელო, ოსტეოქონდროზი, სპეციალური ვარჯიშები მასაჟისტის მეთვალყურეობით, ცელულიტი და მასთან ბრძოლა | Tagged , , , , | 8 Comments

სპა მასაჟები (ტრენინგის პროგრამა)

სასწავლო ცენტრი “სერაფიტი” მოქმედ მასაჟისტებს, ფიტნესის სპეციალისტებს და ყველა მსურველს სთავაზობს ინდივიდუალურ ტრენინგებს სასწავლო პროგრამით: “სპა მასაჟები”. საკონტაქტო ტელეფონებია: 558-21-27-55, 296-52-10.
ტრენინგის პროგრამა:
1. ზოგადი შეხედულებები „სპა მასაჟების“ შესახებ, სტრუქტურა, თეორია. სპა მასაჟების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ჩვენებები და უკუჩვენებები. მასაჟის ჰიგიენური საფუძვლები და ძირითადი მოთხოვნები. აღმოსავლური მასაჟები. აკუპუნქტურა. რეფლექსოლოგია. რეიკი. სამკურნალო ფიტნესი.პილატესი. იოგა.
2. ძირითადი მიმართულებები ზურგზე. მთავარი სამასაჟე იარაღი-ხელის მტევანი და მისი 4 კომბინირება: A, B, C, D. მასაჟის ძირითადი ილეთები: ხელსმა, განბლოკვა (სწორხაზოვანი, სპირალისებრი, წერტილოვანი, სეგმენტური), ორმაგი წრიული თელვა, დარტყმები და ვიბრაცია.
3. მასაჟის ინტენსივობის და დოზირების დაგეგმვა. ფსიქოთერაპიული აქცენტები. ბიოლოგიურად აქტიური წერტილები და ენერგეტიკული არხები. ადამიანის ნერვული სისტემა. სისიხლის მომიოქცევის სისტემა. სახის მასაჟი. ტაილანდური მასაჟის საბაზო კურსი.
4. ზურგის სეგმენტური მასაჟები. სამკურნალო ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების დროს.
5. აპარატული მასაჟი. მასაჟორების დახასიათება: ვერტიკალ-ვიბრატორები, კიკლო-ვიბრატორები, ტოპიკური განბლოკვის მასაჟორები, აკურეცეპტორების პულსატორები- მათი გამოყენების კონკრეტული ჩვენებები. სილიკონის ვაკუუმმასაჟის ქილები.
6. ვაკუუმმასაჟის ცნება. ჩვენებები და უკუჩვენებები. ვაკუუმმასაჟორების კლასიფიკაცია: რეზინის დრეკადი ქილები, მინის ვაკუუმქილები სპეციალური ამოსატუმბი რეზინით, „ცეცხლის“ ვაკუუმქილები, პისტოლეტის ვაკუუმქილები, ელექტროვაკუუმ -მასაჟორები. ვაკუუმ მასაჟი ზურგზე.
7. ვაკუუმ მასაჟი კიდეურებზე. სახის ვაკუუმმასაჟი. ძირითადი მიმართულებები და სტრუქტურა.
8. გასახდომი მასაჟის ცნება. საპოხი საშუალებები გასახდომი მასაჟების დროს: ზეთები, სკრაბები, თაფლი, შოკოლადი. თაფლის მასაჟი
9. შოკოლადის მასაჟი.ანტიცელულიტური სკრაბების რეცეპტები და დამზადება.
10. შვედური მასაჟი.
11. ტრიგერული წერტილები და მისი ადგილი ადამიანის აკუპუნქტურაში.
12. ტესტ-მასაჟები. სერტიფიცირება/
_______________________________________________
ტრენინგის დასრულებისთანავე გაიცემა სერტიფიკატი.



Posted in გასახდომი მასაჟები, მასაჟის კურსები | Tagged , , , | Leave a comment

წელის ტკივილის მკურნალობის სისტემა!

წელის ტკივილი ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საქმე გვაქვს ოსტეოხონდროზთან…ამ სახელის ეშინიათ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ მალთაშორის დისკის დაზიანება (სწორედ ამითაა განპირობებული მეტწილად წელის-ხერხემლის ქრონიკული ტკივილები) ოსტეოხონდროზს ან მის “მონათესავე” დაავადებებს (თიაქარი. დისკოზი, რადიკულიტი) წარმოადგენს. თავისთავად ოსტეოხონდროზი განაჩენი არაა  მას დროზე უნდა მიხედვა. ფარმაკოთერაპიით (წამლებით) ქრება ტკივილი (მეტნაკლებად), უმჯობესდება სიტუაცია, მაგრამ განუკურნებელი რჩება მიზეზი, რამაც გამოიწვია პრობლემა: მოშლილი კუნთოვანი კორსეტი, მალთაშორის დისკთა კვების დარღვეული სისტემა -ყოველივე ეს კი გაუმჯობესდება მხოლოდ სამკურნალო მასაჟით!!! ამ მხრივ საოცარ შედეგებს იძლევა საერთო მასაჟში ჩართული ვაკუუმ მასაჟი და სპეციალური იზომეტრიული ვარჯიშები…დაიმახსოვრეთ: თუ წელის ტკივილი უკვე რამდენიმეჯერ გაგიმეორდათ და მას ქრონიკული ხასიათი აქვს,  ერთჯერადი ფარმაკომკურნალობით მხოლოდ დროებით ეფექტს მიაღწევთ! გაიარეთ სრული და კომლექსური მკურნალობის კურსი!!! იგი შეიცავს 10-15 მასაჟს, რომლის სეანსში შედის ფიზიოთერაპია, ვაკუუმ მასაჟი, მანუალური თერაპია და სამკურნალო ვარჯიშები….პროფილაქტიკის მიზნით გაკეთებული სრული მასაჟები (თვეში 1-2 ჯერ)  კი დიდიხნით აგაცილებთ წელის და ზოგადად- ხერხემლის პრობლემებს!!! ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია: 296-52-10, 558-21-27-55, ჯაბა


___________________________________________________________

Posted in ოსტეოქონდროზი | Tagged , , | 2 Comments

სამკურნალო და სპა მასაჟების კურსი (სასწავლო პროგრამა)


___________________________________________________________
სასწავლო ცენტრ “სერაფიტის” კოორდინატებია: ქ.თბილისი, მაზნიაშვილის ქუჩა, # 20, საბჭოს მოედანთან. ტელეფონები: 2-96-52-10, 558-21-27-55.

____________________________________________________________
1. შესავალი. მასაჟის ისტორიიდან. მასაჟის ზოგადი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. პრაქტიკული ნაწილი: ზურგის მასაჟის ძირითადი მიმართულებები. ხელსმა : სწორხაზოვანი და თანამიმდევრული
2. მასაჟის ჰიგიენური საფუძვლები. რა მოეთხოვება მასაჟისტს. პრაქტიკული ნაწილი: „განბლოკვა“ (სრესა)- სწორხაზოვანი. ძირითადი მიმართულებები ზურგზე. მთავარი სამასაჟე იარაღი-ხელის მტევანი და მისი 4 კომბინირება: A, B, C, D.
3. მასაჟის კურსის, სეანსის და პროცედურის ხანგრძლივობა, დაგეგმვა.მასაჟის ფსიქოთერაპიული აქცენტები. პრაქტიკული ნაწილი: ზამბარისებრი (სპირალისებრი) განბლოკვა ყველა კომბინაციით.
4. მასაჟის ანატომიურ- ფიზიოლოგიური საფუძვლები. კანის აგებულება და ფუნქცია. პრაქტიკული ნაწილი: წერტილოვანი განბლოკვა ყველა კომბინაციით.
5. ბიოაქტიური წერტილის ცნება. სახის „ბაწ“ -ბის ზოგადი დახასიათება.პრაქტიკული ნაწილი: წერტილოვანი მასაჟი(ცერა თითის განსაკუთრებული პოზიციებით).
6. სისხლის მიმოქცევა. სისხლის მოძრაობის სისტემა და მასაჟის ზემოქმედება მასზე. სეგმენტური მასაჟის ცნება. პრაქტიკული ნაწილი: გულ-მკერდის (მხრის) სეგმენტური მასაჟი.
7. ძირითადი ბიოაქტიური წერტილები ზურგზე. ლიმფური სისტემა. მასაჟის გავლენა ლიმფურ სისტემაზე. პრაქტიკული ნაწილი: წელის და გავის სეგმენტური მასაჟი.
8. ხელის და მტევნის ბიოაქტიური წერტილები. აკუპუნქტურის და რეფლექსოლოგიის ცნებები. რეიკის ცნება. ზოგადი შეხედულება „უმაღლეს სასიცოცხლო ენერგიაზე“, ენერგეტიკულ არხებზე. პრაქტიკული ნაწილი: კისრის სეგმენტური მასაჟი.
9. ნერვული სისტემა. მასაჟის გავლენა ნერვულ სისტემაზე. პრაქტიკული ნაწილი: ზურგის გამაერთიანებელი სეგმენტური მასაჟი. დამატებითი ილეთები ზურგის მასაჟში.(შემაჯამებელი პრაქტიკული საქმიანობა)
10. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. პრაქტიკული ნაწილი: ქვედა კიდურების მასაჟი.
11. კუნთების სისტემა. კუნთების დანიშნულება და ფუნქცია. მასაჟის გავლენა კუნთებზე. პრაქტიკული ნაწილი: თავის (თმიანი საფარის) მასაჟი.
12. სახსრები. მასაჟის გავლენა სახსარ-იოგოვან სისტემაზე. პრაქტიკული ნაწილი: სახის მასაჟი.
13. ნივთიერებათა ცვლა. მასაჟის გავლენა ნივთიერებათა ცვლაზე. პრაქტიკული ნაწილი: მუცლის და გულ-მკერდის მასაჟი.
14. სამკურნალო მასაჟის ცნება. ჩვენების და უკუჩვენების ცნებები. გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების ჩვენებები და უკუჩვენებები მასაჟთან მიმართებაში. პრაქტიკული ნაწილი: ზედა სახსრების (ხელების ) მასაჟი.
15. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრამვები და დაავადებები. ჩვენებები და უკუჩვენებები. ოპერაციის შემდგომი პერიოდები -ჩვენებები და უკუჩვენებები. პრაქტიკული ნაწილი: ფეხის მტევნების მასაჟი.
16. ჩვენებები და უკუჩვენებები სუნთქვითი ორგანოების, სასქესო ორგანოების და კანის დაავადებების დროს. სხეულის სამასაჟე არეს დათვალიერება. დიაგნოსტიკური პალპაცია. პრაქტიკული ნაწილი: მასაჟის ილეთების სრულყოფა: ხერხვა, ვიბრაცია, დარტმები (მსუბუქი და ინტენსიური).
17. სამკურნალო ფიტნესის ცნება. სამკურნალო ვარჯიშების სისტემა. იოგა. პილატესი. სპორტი. კინისოთერაპია. პრაქტიკული ნაწილი: სამკურნალო ვარჯიშების სისტემა ზურგისთვის: „X“. საერთო მასაჟი მოსწავლეს!
18. ხერხემლის დაავადებები. სქოლიოზი. სამკურნალო ვარჯიშების ხასიათი სქოლიოზის დროს. პრაქტიკული ნაწილი: სამკურნალო ვარჯიშები სქოლიოზის დროს. სამკურნალო მასაჟი სქოლიოზის დროს.
19. ოსტეოხონდროზი : კისრის, გულ-მკერდის, წელის. სამკურნალო ვარჯიშების ხასიათი ოსტეოხონდროზის დროს.პრაქტიკული ნაწილი: სამკურნალო ვარჯიშები ოსტეოხონდროზის დროს. სამკურნალო მასაჟები ოსტეოხონდროზის დროს.
20. ინსულტის და ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი და მასაჟის როლი. პრაქტიკული ნაწილი: პაციენტის სასურველ პოზაში ჩაყენების ვარჯიში. მასაჟი რეაბილიტაციის პერიოდში.
21. აღმოსავლური მასაჟის ცნება. პრაქტიკული ნაწილი: ტაილანდური მასაჟი
22. ჩინური წერტილოვანი მასაჟი. შია-ცუ. პრაქტიკული ნაწილი: წერტილოვანი მასაჟი. პრეს-მასაჟი ყველა ძირითადი კომბინაციით.
23. გასახდომი მასაჟის ცნება. საპოხი საშუალებები გასახდომი მასაჟების დროს: ზეთები, სკრაბები, თაფლი, შოკოლადი. პრაქტიკული ნაწილი: თაფლის მასაჟი.
24. სარელაქსაციო მასაჟის ცნება და სახეობები. პრაქტიკული ნაწილი: შოკოლადის მასაჟი.
25. მასაჟორები. მასაჟის ატრიბუტიკა. ფიზიოთერაპიის ზოგადი დახასიათება და ცნებები. ფიზიოთერაპიული მკურნალობის მეთოდოლოგია. პრაქტიკული ნაწილი: სამკურნალო იოგა-პილატესის ძირითადი ვარჯიშების დაუფლება.
26. შვედური მასაჟის ცნება. პრაქტიკული ნაწილი: შვედური მასაჟი.
27. ნევროზები, დეპრესიები. პრაქტიკული ნაწილი: ანტიდეპრესიული მასაჟები
28. ვაკუუმ მასაჟის ცნება, დანიშნულება, ჩვენებები და უკუჩვენებები. პრაქტიკული ნაწილი: ვაკუუმ-მასაჟი დრეკადი და სხვა ქილებით.
29. პრაქტიკული ნაწილი: გასახდომი ვაკუუმ მასაჟი
30. სპორტული მასაჟის ცნება.პრაქტიკული ნაწილი: სპორტული მასაჟის თავისებურებები და მოძრაობები
31. ბავშვის მასაჟის ცნება.პრაქტიკული ნაწილი: ბავშვის მასაჟის თავისებურებები და მოძრაობები
32. ავტომასაჟი.პრაქტიკული ნაწილი: ავტომასაჟი.
33. ტრიგერული წერტილები ორგანიზმზე და მათი როლი სამკურნალო პროცედურების დროს. ტრიგერული წერტილების მასაჟი. პრაქტიკული ნაწილი: ტესტ-მასაჟები
34. ხერხემლის სეგმენტურ-რეფლექსური სტრუქტურა და მისი კავშირი ცალკეულ ორგანოებსა და დაავადებებთან.პრაქტიკული პრაქტიკული ნაწილი: ტესტ-მასაჟები
35. პრაქტიკული ნაწილი: ტესტ-მასაჟები
36. პრაქტიკული ნაწილი: ტესტ-მასაჟები. სერტიფიცირება.
_______________________________________________
ეს სასწავლო გეგმა ეკუთვნის სასწავლო ცენტრ “სერაფიტს” და მისი გამოყენება საიტის და ავტორის მითითების გარეშე საავტორო უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
_______________________________________________
სასწავლო ცენტრ “სერაფიტის” კოორდინატებია: ქ.თბილისი, მაზნიაშვილის ქუჩა, # 20, საბჭოს მოედანთან. ტელეფონები: 2-96-52-10, 558-21-27-55.

_______________________________________________
<a href="http://www.youtube.com/watch?v=IwdF5q_JMrQ”>

Posted in მასაჟის კურსები | Tagged , , | 4 Comments

ინსულტი. ინსულტის შემდგომი პერიოდი და მასაჟი

მასაჟი ინსულტის შემდეგ
(სტატიის ავტორია რეაბილიტოლოგ-მასაჟისტი, ფიზიო და მანუალური თერაპევტი, მასაჟის სასწავლო ცენტრ “სერაფიტის” ხელმძღვანელი ბ-ნი ჯაბა კოხრეიძე. ტ:558-2127-55)

მასაჟი აუცილებელია და საჭიროა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში. განვიხილოთ ასეთი სამკურნალო მასაჟის თავისებურებები. უკვე 2-3 კვირაში ინსულტის შემდეგ, ავადმყოფებს უნიშნავენ დაზიანებული კუნთების მასტიმულირებელ პროცედურებს (მაგალითად-მიოსტიმულაციას, იგივე კუნთების ელექტროსტიმულაციას). პარალიჩის და პარეზის დროს (კუნთის ფუნქციის არასრული დაქვეითება) ეს პროცედურები ნაწილობრივ წარმოადგენენ მასაჟის და სამკურნალო ფიზკულტურის ალტერნატივას.
უფრო გვიან ეტაპზე, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ და დაახლოებით 6-7 კვირის შემდეგ, როცა პაციენტის მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება, მასაჟი ხდება ყველა სხვა ბიო, ქიმიო თუ ფიზიო თერაპიების უმნიშვნელოვანესი თანამგზავრი და მეტიც-რეალური ალტერნატივა.
ინსულტის შემდგომ მასაჟს რიგი სირთულეები ახლავს. პაციენტების მდგომარეობა ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ინსულტის შემდგომ „პარალიჩს“ ხშირად ახლავს კუნთების გადაძაბვა- კერძოდ მოძრაობა თითქმის სრულად შეზღუდულია, კუნთები კი პერმანენტულად იმყოფება შეკუმშულ მდგომარეობაში. ხელზე ეს აისახება სახსრის მოხრაში, ხოლო ფეხებზე- პირიქით, სახსრის გაჭიმვაში. მასაჟიც ამ თავისებურებების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს პროფესიონალის მიერ მკაცრად განსაზღვრული არაინტენსიური ზემოქმედებით და დოზირებით.

მკურნალობის კურსი, როგორც წესი, შეიცავს 15-20 სეანსს ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ პირველი სეანსის მიმართ ავადმყოფის შესაძლო უარყოფითი რეაქცია: იგი უჩივის ტკივილს (ზოგჯერ ეს მოჩვენებითიც კია), დისკომფორტს. ამიტომ აუცილებელია პაციენტთან ვერბალური კონტაქტის დამყარება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კეთილგანწყობის მოპოვება და ა.შ. სპეციალისტმა უნდა შეძლოს, ნელ-ნელა „მიაჩვიოს“ პაციენტი მასაჟს ინტენსივობის, დოზირების პერმანენტული გაზრდით.
სამკურნალო კურსის შემდეგ ერთბაშად რამდენიმე დადებითი შედეგი მიიღწევა: პირველ რიგში-სხეულის დაზიანებულ (და არა მარტო-იქ) ნაწილში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ამის შედეგად კი ქსოვილები იღებენ საჭირო საკვებს და ჟანგბადს! სისხლის მიმოქცევის აქტივაცია იწვევს ვენური სისხლის დინების გაუმჯობესებას, რომელიც კრებს მეტაბოლიზმით წარმოშობილ მავნე მასას. მასაჟი აძლიერებს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას- მათ შორის სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ფილტვები ამოსუნთქვისას გამოყოფს ვენური სისხლით მასში „გადასროლილ“ ნახშირორჟანგს და სხვა მავნე მინარევებს. კუჭ-ნაწლავზე მასაჟის ზემოქმედება გამოიხატება შეკრულობის (წოლითი რეჟიმის გამო) მოხსნით, შესაბამისი მეტაბოლიზმის გაუმჯობესებით.
ინსულტის შემდგომი მასაჟი ხსნის შეგუბებებს და სხვა სახის დაძაბულობებს ქსოვილებში ლიმფოდრენაჟული ფუნქციის შესრულების წყალობით. ამ დროს ქსოვილები თავისუფლდება ზედმეტი სითხისგან და ხდება შლაკების გამოდევნა ფორებიდან. ამ მიზნით ძალიან ეფექტურია დოზირებული ვაკუუმ მასაჟის ჩატარებაც.

მწოლიარე ავადმყოფს უვითარდება მძიმე ცვლილებები ნერვულ სისტემაში. თავის ტვინის დაზიანება და ინსულტის სხვა თანამდევი შედეგები იწვევს ცუდ ემოციურ მდგომარეობას, რომელიც აბსოლუტურად გასაგებია არასრულფასოვანი პირობების გამო- და ეს გასაგები უნდა იყოს მანუალური თერაპევტ-მასაჟისტისთვისაც.
არსებობს კიდებ ერთი ნიუანსი: ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ ყოველ შეხებას, მოძრაობას, თუმცა თავის ტვინი საკმაოდ ზუსტად და მკაცრად აკონტროლებს ყველა მოძრაობას, იღებს რა სხეულის სხვადასხვა ნაწილში განთავსებული შესაბამისი რეცეპტორებიდან მაფიქსირებელ სიგნალებს. მწოლიარე ავადმყოფს, რომელიც ძირითადად ერთსა და იმავე პოზაში იმყოფება, სიგნალები წარმოეშობა მხოლოდ იმ მონაკვეთიდან და რეცეპტორებიდან, რომლითაც შეხებაშია საწოლთან. ეს „სტაბილურობა“ ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ ფასდება, როგორც-განგაში! წოლითი რეჟიმის დაწყებიდან უკვე რამდენიმე დღეში პაციენტი განიცდის მზარდ დისკომფორტს. ხასიათიც ხდება აღგზნებული და ფეთქებადი. ამ დროს მასაჟი არის შეუდარებელი: იგი ხომ აბსოლუტურად დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მის სტიმულიაციაზე- მასაჟი აძლევს დადებით ემოციებს პაციენტს, რაც აუცილებელია რეაბილიტაციის პერიოდში.

მასაჟის დროს ხდება მოძრაობის ეტაპობრივი აღდგენა – შეკუმშული და დაძაბული კუნთების მოშვება-რელაქსაცია. რეფლექსები წესრიგდება, რის შედეგადაც მცირდება ე.წ. „პარალელური“ მოძრაობები (როცა მაგალითად მარცხენა ხელის მოძრაობას უნებურად ახლავს მარჯვენას „მოძრაობაც“).
საავადმყოდან გამოწერის პირველ თვეებში მასაჟი აუცილებელია დაზიანებულ უბანზე და მის მიმდებარედ.კერძოდ: თუ დაზიანებულია მარჯვენა ხელი, ვამასაჟებთ მასაც და მარცხენა ხელსაც, აგრეთვე-ზურგის მარჯვენა ნაწილს. მდგომარეობის ცოტათი გაუმჯობესების შემდეგ კი ვაკეთებთ სრულ მასაჟს- მთელს სხეულზე. მითუმეტეს ამ დროს უკვე რეაგირებს თითქმის ყველა ნერვული რეცეპტორი და ავადმყოფის ნერვული სისტემის მოწესრიგებისთვისაც აუცილებელია სრული სარელაქსაციო მასაჟი გარდა სამკურნალო მანიპულაციებისა დაზიანებულ უბნებზე.
ინსულტის შემდგომი მასაჟის მეთოდიკა დაფუძნებულია ინტენსივობის და დოზირების პერმანენტულ ზრდაზე. პრაქტიკულად რას ნიშნავს ეს? საავადმყოფოდან ახალგამოწერილ ავადმყოფს მასაჟი უტარდება იმ უბნებზე, რაც თავისუფლად ხელმისაწვდომია თერაპევტისთვის პაციენტის გადაბრუნების ან წამოყენების გარეშე. პირველივე წუთებიდან თვალყურს ვადევნებთ პაციენტის მდგომარეობას, ნებისმიერ ცვლილებას, დაღლილობის გამოვლენას (რაც უმეტესწილად აჩქარებული სუნთქვით გამოიხატება)…დასაწყისში მასაჟი მცირე დოზებით და ნაკლები დროით უნდა გაკეთდეს, მოგვიანებით ორივე ეს პარამეტრები იზრდება და რამდენიმე კვირაში მასაჟის ხანგრძლივობა აღწევს უკვე ერთ საათამდე.
გაითვალისწინეთ: მასაჟის ეფექტურობა იზრდება, თუ პროცედურის წინ დაზიანებულ კუნთებს 10-15 წუთით დავადებთ თბილ წყლიან სათბურას („გრელკას“). თუმცა სათბურის გამოყენება გარკვეულ რისკებსაც შეიცავს.მაგალითად უშუალოდ სახსარზე მისი დადებისას შესაძლებელია, განვითარდეს კონტრაქტურა. ამიტომ დასაწყისისთვის უნდა ვსთხოვოთ ავადმყოფის მომვლელს, რომ უშუალოდ მასაჟამდე დაბანოს პაციენტი თბილ წყალში- მასაჟის შემდეგ ბანაობა რეკომენდირებული საერთოდ არაა. ამიტომაც მასაჟის დროდ უნდა შეირჩეს ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების დასრულების დრო. ცხადია იგულისხმება, რომ მასაჟი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს უნდა იწყებოდეს .
რაც შეეხება უშუალოდ ტექნიკას. დასაწყისისთვის მასაჟის თითოეული ილეთი მეორდება 5 ჯერ (მაქსიმუმ). შეკუმშულ კუნთებზე ვაკეთებთ მხოლოდ მსუბუქ, ზედაპირულ ხელსმას,მოშვებულ კუნთებზე- ხელსმასთან ერთად – მსუბუქ განბლოკვებს (ზელვას): წერტილოვანს, სპირალისებრს, სეგმენტურს სამასაჟე იარაღის (ხელის მტევნის) ყველა ვარიაციით: ოთხი თითით, ცერა თითით, ფალანგებით და ხელის გულის ნაპირით. 6-8 სეანსის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავდივართ უფრო ინტენსიურ და მომცველობით მასაჟზე-არსენალში შემოდის შემდეგი ილეთები : წელვა, ორმაგი წრიული ზელვა, ვიბრაცია, მსუბუქი ხერხვა-რყევა, ვზრდით განბლოკვების ინტენსივობას, განსაკუთრებით- სპირალისებურს.
პაციენტს და მის მომვლელს ყოველთვის აინტერესებს კითხვა, რამდენი მასაჟი უნდა გაიკეთოს ავადმყოფმა? ფაქტია, მასაჟი არსად, არცერთ ქვეყანაში არაა იაფი სიამოვნება. ჩვენთან წელის ტკივილის მოსარჩენად უმრავლესობას ურჩევნია 10 ლარიანი წამალი იყიდოს აფთიაქში და ის სვას, ვიდრე გაიკეთოს რამდენიმე სამკურნალო მასაჟი, რომლის ერთეულის ღირებულება მინიმუმ 20 ლარია. ინსულტის შემდგომი პერიოდისთვის მასაჟს რეალური ალტერნატივა არ გააჩნია. არცერთ ქიმიურ პრეპარატს არ შეუძლია, გააკეთოს ის, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. სამწუხაროდ თავად ინსულტი ვერაგი დაავადებაა. ის უეცრად სულაც არ ევლინება ადამიანს. წლების განმავლობაში გროვდება მიზეზები, რომლებიც განაპირობებს ამ მოვლენას. მისი განკურნებაც უეცრად გამორიცხულია- საუბარია, მაქსიმალურად შესაძლებელ უკეთეს სასიცოცხლო პირობების შექმნაზე. ფაქტიურად ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მასაჟი და ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი განუყოფელია ერთმანეთისგან. პირველი კურსი გრძელდება 15-20 სეანსამდე. ამის შემდეგ პაციენტი ისვენებს 10-14 დღე და კვლავ იწყებს მასაჟებს, მხოლოდ მეტი შუალედებით (მკურნალობის კურსის დროს პირველი 6-7 მასაჟი პაციენტს უტარდება ყოველდღიურად, დანარჩენი-დღეგამოშვებით)- მასაჟებს შორის შუალედი იქნება 3-4 დღე. პერმანენტულად ვზრდით ამ შუალედს ისე , რომ მომდევნო კურსამდე პაციენტს დარჩეს გასაკეთებელი თვეში 1-2 მასაჟი მხოლოდ. პარალელურად მივაქციოთ ყურადღება, რამდენად შესაძლებელია სამკურნალო ფიზკულტურის- მსუბუქი იზომეტრიული ვარჯიშების ჩართვა არსენალში. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც კი ამის საშუალება გაჩნდება, ავადმყოფს აუცილებლად უნდა დავუნიშნოთ სამკურნალო ვარჯიშები…

ჯაბა კოხრეიძე. მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი.მასაჟის სასწავლო ცენტრ “სერაფიტის” ხელმძღვანელი. (296-52-10, 558-2127-55)
e-mail: jambuliko66@yahoo.com

Posted in მასაჟის სახელმძღვანელო | Tagged , , | 5 Comments

სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟი!

სამკურნალო მასაჟი არის ერთერთი ძირითადი მეთოდი საყრდენ-მამოძრავებელი, მნიშვნელოვანი ფაქტორი გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის, ნევროზებისა და დეპრესიის, პნევმონიის და სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში

ჩვენებები:
– ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ზურგში
– კუნთების სპაზმი
– ოსტეოქონდროზი
– ტანდეგობის დარღვევა (ლორდოზი, სქოლიოზი, კიფოზი) ბავშვებში და მოზარდებში
– სტრესული სიტუაციები სამსახურში
– ბრტყელტერფიანობა (14 წლამდე ასაკის ბავშვებში)
– ართრიტები ქრონიკულ და ქვემწვავე პერიოდებში
– რადიკულიტი
– იმპოტენცია
– სიმსუქნე, ცელულიტი, ადინამია.
პროფილაქტიკური მასაჟები კი (წელიწადში 2-ჯერ სრული კურსით) დიდი ხნით აგაცილებთ ექიმთან ვიზიტს. ჩვენი მასაჟის კაბინეტი და გამოცდილი ფიზიოთერაპევტი მასაჟებთან ერთად შეგასწავლით ინდივიდუალურად თქვენთვის მისაღებ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს (ფიტნეს-იოგას). შესაძლოა ვიზიტის დაგეგმვა თქვენს ბინაშიც (შეთანხმებით).
საკონტაქტო ტელეფონები: 296-52-10, 558-21-27-55. მისამართი: მაზნიაშვილის 20,შპს “სერაფიტი”.

Posted in მაღალი წნევა, ნევროზი და მასაჟი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი და იშიაზი, სკოლიოზი, სპეციალური ვარჯიშები მასაჟისტის მეთვალყურეობით, ცელულიტი და მასთან ბრძოლა | Tagged , , , | 2 Comments